მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 8 მილიარდს აჭარბებს
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 8 მილიარდს აჭარბებს

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტს წა­რად­გენს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში 5 ნო­ემ­ბერს უნდა შე­ვი­დეს, - ამის შე­სა­ხებ ნო­დარ ხა­დურ­მა სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ბი­უ­ჯეტ­ში გა­მო­ი­ძებ­ნა რე­სურ­სე­ბი, რათა ყვე­ლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა შეს­რულ­დეს.

ამას­თან, მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, არ იგეგ­მე­ბა კად­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­ცი­რე­ბა და და­ფი­ნან­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ ისეთ პრო­ექ­ტებს, რო­მელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბა ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს.

"კერ­ძოდ, აღარ ავა­შე­ნებთ ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენტს და ამა­ზე 340 მი­ლი­ონს აღარ დავ­ხარ­ჯავთ. არ ავა­შე­ნებთ "ან­ბა­ნის კოშკს" და კა­ფე­ებს, რა­ზეც არა­ერ­თი ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლი. გა­ვაგ­რძე­ლებთ მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებს, თუმ­ცა ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა არ იგეგ­მე­ბა. ამავდრო­უ­ლად ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ თა­ვი­სი და­ფი­ნან­სე­ბა 10%-ით შე­ამ­ცი­რა", - აღ­ნიშ­ნა ნო­დარ ხა­დურ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­უ­ჯეტ­ში გაჩ­ნდე­ბა და­ნარ­თი, რო­მელ­შიც გა­ი­შიფ­რე­ბა სხვა ხარ­ჯე­ბი.

რო­გორც ხა­დურ­მა აღ­ნიშ­ნა, აქამ­დე "სხვა ხარ­ჯე­ბი" მი­ლი­ონს აჭარ­ბებ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი იყო, თუ რას მო­ი­ცავ­და კონ­კრე­ტუ­ლად ეს ხარ­ჯე­ბი.

ამას­თან, ნო­დარ ხა­დუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­უ­ჯე­ტი 8 მი­ლი­არ­დზე მე­ტია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 8 მილიარდს აჭარბებს

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 8 მილიარდს აჭარბებს

ფინანსთა მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს, რომელიც პარლამენტში 5 ნოემბერს უნდა შევიდეს, - ამის შესახებ ნოდარ ხადურმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ბიუჯეტში გამოიძებნა რესურსები, რათა ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდეს.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, არ იგეგმება კადრების მნიშვნელოვანი შემცირება და დაფინანსების შემცირება შეეხება მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომელთა საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

"კერძოდ, აღარ ავაშენებთ ქუთაისში პარლამენტს და ამაზე 340 მილიონს აღარ დავხარჯავთ. არ ავაშენებთ "ანბანის კოშკს" და კაფეებს, რაზეც არაერთი ასეული მილიონი ლარია დახარჯული. გავაგრძელებთ მიმდინარე პროექტებს, თუმცა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ იგეგმება. ამავდროულად ფინანსთა სამინისტრომ თავისი დაფინანსება 10%-ით შეამცირა", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტში გაჩნდება დანართი, რომელშიც გაიშიფრება სხვა ხარჯები.

როგორც ხადურმა აღნიშნა, აქამდე "სხვა ხარჯები" მილიონს აჭარბებდა და საზოგადოებისთვის უცნობი იყო, თუ რას მოიცავდა კონკრეტულად ეს ხარჯები.

ამასთან, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ბიუჯეტი 8 მილიარდზე მეტია.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ