სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობათაგან ყველაზე მეტად რომელი არ უხდება თბილისს?
ბოლო პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობათაგან ყველაზე მეტად რომელი არ უხდება თბილისს?

საპ­რი­ზო გა­მო­კი­თხვა-რე­ი­ტინ­გის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ჩვე­ნი გა­ზე­თი­სა და სა­ი­ტის მკი­თხველ­მა ბოლო პე­რი­ო­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ნა­გე­ბო­ბა­თა­გან ყვე­ლა­ზე მი­უ­ღებ­ლად და­ა­სა­ხე­ლა "შან­გრი­ლა".

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე: www.kvirispalitra.ge ამ თე­მას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარს:

სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი რი­ყის პარკში

ბუდა ბარი რი­ყე­ზე

ვე­ლო­სი­პე­დი "ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე"

მშვი­დო­ბის ხიდი

გმირ­თა მო­ედ­ნის მო­ნუ­მენ­ტი

იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი

შსს-ის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა მარ­თვის ცენ­ტრი "112"

TVALSAZRISI: მარ­თვის ცენ­ტრს "- "112" კი­დევ არა უშავს, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან არც ერთი არ უხ­დე­ბა თბი­ლისს.

რას ერ­ჩით ხიდს და იმას კი­დევ, რაც აშე­ნე­ბუ­ლა? ერ­თა­დერ­თი, რაც მარ­თლა და­სან­გრე­ვია, "შან­გრი­ლაა"!!!

N: მშვი­დო­ბის ხიდს ხელი არ ახლო ბი­ძი­ნა­ა­ა­აა!!!!!!!!!!!! ჯერ უკე­თე­სი აა­შე­ნეთ და მერე სხვი­სი აშე­ნე­ბუ­ლი და­ი­წუ­ნეთ, მე არ მომ­წონს ივა­ნიშ­ვი­ლის შუ­შის სი­მა­ხინ­ჯე, რა ვქნათ, და­ვან­გრი­ოთ?!

NONA: ეს ბუდა ბარი და "შან­გრი­ლა" რაღა ჭირი და სი­მა­ხინ­ჯეა. იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი ჩი­ნუ­რი ოც­ნე­ბაა და ჰგავს კი­დე­ვაც 100 პრო­ცენ­ტით მა­გათ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ქუ­დებს.

სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი და ე.წ მო­ნუ­მენ­ტი გმირ­თა მო­ე­დან­ზე არის ჩვე­ნი უძ­ვე­ლე­სი ერის სირ­ცხვი­ლი. ამ სა­ზი­ზღრო­ბე­ბის ნახ­ვა­ზე ვე­ლო­სი­პე­დი, ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი ხიდი და ნა­რი­ყა­ლა­ზე მი­მა­ვა­ლი სა­ბა­გი­რო გზაც კი და­მა­ვი­წყდა...

555: გმირ­თა მო­ედ­ნის მე­მო­რი­ა­ლი, ჩემი აზ­რით, უეჭ­ვე­ლად შე­საც­ვლე­ლია (ყვე­ლა სხვა ნაკ­ლო­ვა­ნე­ბას­თან ერ­თად, და­უმ­თავ­რებ­ლა­დაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბა). რაც შე­ე­ხე­ბა იმ ხალ­ხს, არა­ფე­რი ახა­ლი რომ არ მოს­წონთ, მა­ინ­ტე­რე­სებს, იქ­ნებ ჩა­მოგ­ვით­ვა­ლონ, თუნ­დაც ბოლო ასი-ორა­სი წლის მან­ძილ­ზე რა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად ღი­რე­ბუ­ლი ძეგ­ლე­ბით დამ­შვენ­და თბი­ლი­სი?

TATA: სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი რი­ყის პარკში - ამა­ზე სა­ში­ნე­ლი არა­ფე­რია!!!!

DAVID67: მა­ინ­ტე­რე­სებს, ბუდა ბარ­ში თუ და­დის ვინ­მე? სა­ნამ კარ­გად არ და­ვაკ­ვირ­დი, მან­ქა­ნე­ბის სამ­რე­ცხაო მე­გო­ნა. ეს სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი კი გათ­ბო­ბის "ტრუ­ბას" ჰგავს. მარ­თვის ცენ­ტრი - მფრი­ნავ თეფშს. ხიდი და მო­ნუ­მენ­ტი რა­საც ჰგავს, ისე­დაც ყვე­ლამ იცის... ეს ვე­ლო­სი­პე­დი პრი­მი­ტი­უ­ლი ქან­და­კე­ბაა, რაც ქა­ლა­ქის ცენ­ტრში არ უნდა იდ­გეს. მოკ­ლედ ყვე­ლა ასა­ღე­ბია.

JONDI: დან­გრე­ვა-არ­დან­გრე­ვის სა­კი­თხი ექ­სპერ­ტე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია. უნდა არ­სე­ბობ­დეს ისე­თი არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც მკაც­რად გა­ა­კონ­ტრო­ლებს, რო­გო­რი დი­ზა­ი­ნით აშენ­დეს.

GIORGI: "შან­გრი­ლა" და ბუდა-ბარი უნდა და­ან­გრი­ონ, მაგ­რამ და­ნარ­ჩენს რას ერ­ჩი­ან?! მშვი­დო­ბის ხიდ­ზე ბი­ძი­ნამ ცუ­დი­აო და და­ნარ­ჩე­ნებ­მაც კვე­რი და­უკ­რეს.

"შან­გრი­ლა" უდა­ვოდ ასა­ღე­ბია, ბუდა ბარი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა. ვე­ლო­სი­პე­დი არა­ფერს აშა­ვებს, გმირ­თა მო­ედ­ნის მე­მო­რი­ა­ლი სა­შუ­ა­ლო­ზე დაბ­ლაა, ხოლო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი რი­ყის პარკში, ჯერ ვერ აღ­ვიქ­ვი, შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან მა­გა­რიც იყოს, ან პი­რი­ქით...

ისე, რაც უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლია, იმას სჯობს სა­ერ­თოდ შე­ეშ­ვათ. იმა­ზე ვი­ფიქ­როთ, რა­საც ჯერ კი­დევ ფული სჭირ­დე­ბა - ღირს თუ არა დას­რუ­ლე­ბა.

TEKO: რაც არის ჩა­მოთ­ვლი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი და­სან­გრე­ვია, ბარ­ბის სახ­ლს და­ემ­სგავ­სა თბი­ლი­სი...

NATA: პირ­ველ რიგ­ში მო­ვა­შო­რებ­დი ცოდ­ვის ბუდე შე­ნო­ბებს: "შან­გრი­ლას", ბუდა ბარს, შემ­დეგ ხი­დის ზედა გა­და­ხურ­ვაა მო­სა­ცი­ლე­ბე­ლი..

MARI: სა­ში­ნე­ლე­ბაა სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი, "შან­გრი­ლა" და მშვი­დო­ბის ხიდი! სრუ­ლი აჯაფ­სან­და­ლი მი­ვი­ღეთ თბი­ლი­სის ამ ულა­მა­ზეს ად­გი­ლას!

TAMTA: ყვე­ლა შე­ნო­ბა თუ ხიდი, ერ­თმა­ნეთ­ზე მა­ხინ­ჯია და მი­ჭირს გა­მოვ­ყო რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი. ჩემი აზ­რით, უნდა შე­იქ­მნას პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა კო­მი­სია და ისი­ნი გა­და­წყვე­ტენ...

ჩვენს გა­მო­კი­თხვას "ფე­ის­ბუკ­ზეც" გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარს:

გო­გი­ჩა გ. - "შან­გრი­ლას" რა უნდა სა­პატ­რი­არ­ქოს გვერ­დით და კი­დევ ეს თა­ვუ­კუღ­მა ვე­ლო­სი­პე­დი, რო­მელ შე­მოქ­მედს მო­უ­ვი­და აზ­რად ასე­თი ვე­ლო­სი­პე­დის შექ­მნა. უნდა წა­ი­ღო და სახ­ლში უნდა და­უდ­გა.

დინა ქ. - უი, დიდი ხა­ნია არ ვყო­ფილ­ვარ თბი­ლის­ში და ეს რა სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი და­უხ­ვა­ვე­ბი­ათ? არც ერთი არ ვარ­გა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უა­რე­სია სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი, გმირ­თა მო­ედ­ნის სტე­ლა, სა­მო­რი­ნე. ვე­ლო­სი­პე­დი ხომ, სა­ერ­თოდ, და ეს ბუ­და­ბა­რი რა, ჩი­ნე­თის კე­დე­ლია?

არ­ჩილ დ. - არ უხ­დე­ბა, სა­და­ვოა, და სა­პატ­რი­არ­ქოს გვერ­დით "შან­გრი­ლა" და­ნა­შა­უ­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფაა. იმა­ვეს ვი­ტყვი ბუდა-ბარ­ზე. სხვა შე­ნო­ბებ­ზე კა­მა­თი შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა მე რი­ყე­ზე ტრუ­ბე­ბი არ მომ­წონს და არც ხიდი მომ­წონს.

ჯული რ. - ეს სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი ყო­ფი­ლა? მე ზარ­ბაზ­ნის ლულა მე­გო­ნა უცებ. აი ვე­ლო­სი­პედ­ზე ვგიჟ­დე­ბი და, მა­გა­რია არა? ეს მარ­თვის ცენ­ტრია? აა, მფრი­ნა­ვი თეფ­ში მე­გო­ნა და გა­მი­ხარ­და, გვეშ­ვე­ლა-მეთ­ქი.

თე­ო­ნა ღ. - რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვა­რი, ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს, რომ არც ერთი, ამ ე.წ. ნა­გე­ბო­ბე­ბი­დან არ უხ­დე­ბა ჩვენს დე­და­ქა­ლაქს. ამო­ვარ­დნი­ლია არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი იერ­სა­ხი­დან და უგე­მოვ­ნო პლა­გი­ა­ტო­ბაა.

"ამ სა­ში­ნე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბით ის­ტო­რი­უ­ლი გა­რე­მოს და­მარ­ცხე­ბა მო­ინ­დო­მეს"

გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლი, არ­ქი­ტექ­ტო­რი: - თა­ვის დრო­ზე, როცა ეს სა­ში­ნე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და­ი­წყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ვერ შეძ­ლო ამ პრო­ცეს­თან შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. აშე­ნე­ბუ­ლის ერთი ხე­ლის მოს­მით დან­გრე­ვა ძნე­ლია. რაც უნდა იყოს, შრო­მის შე­დე­გია. მე შე­მიძ­ლია და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა 2-3 ობი­ექ­ტზე. კერ­ძოდ, შუ­შის ხი­დის გა­და­ტა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. დან­გრე­ვა­ზე ლა­პა­რა­კი არ არის, რად­გან თა­ვის­თა­ვად ხიდი ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ არ ესა­და­გე­ბა იმ გა­რე­მოს. მას ფუნ­ქცი­აც კი არ გა­აჩ­ნია, თა­ნაც ეს ხიდი ბო­ლოვ­დე­ბა, მე ვი­ტყო­დი, ამო­რა­ლუ­რი სა­მო­რი­ნე "შან­გრი­ლა­თი", რო­მე­ლიც შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ერის ის­ტო­რი­უ­ლი გა­რე­მოს­თვის. ამ ნა­გე­ბო­ბას სხვა ფუნ­ქცია უნდა მი­ე­ცეს, რომ მი­სა­ღე­ბი გახ­დეს იმ გა­რე­მოს­თვის, რა­საც სი­ო­ნი­სა და ან­ჩის­ხა­ტის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა ჰქვია. თბი­ლის­ში, მტკვრის კა­ლა­პოტ­ში არის რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი, სა­დაც შუ­შის ხიდი შე­სა­ნიშ­ნავ ფუნ­ქცი­ას შე­ი­ძენს, იქ, სა­დაც სა­რეკ­რე­ა­ციო ზონა გან­ვი­თარ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა შუ­შის ხიდი რუს­თავს აჩუ­ქონ, ან მტკვრის ჭა­ლა­ში რომ სა­ბავ­შვო ქა­ლა­ქი შენ­დე­ბა. ამ ორი ობი­ექ­ტის პრობ­ლე­მა მო­რა­ლუ­რად უფრო ად­ვი­ლი გა­და­სა­წყვე­ტია. ხარჯს მო­ი­თხოვს მისი დაშ­ლა-გა­და­ტა­ნა, მაგ­რამ ისი­ნი, რო­გორც შე­ნო­ბე­ბი, და­სან­გრე­ვად არ არი­ან გან­წი­რუ­ლი.

რი­ყე­ზე არის სხვა ორი ობი­ექ­ტი, რო­მელ­თაც ქა­ლა­ქის სი­ძულ­ვი­ლის გარ­და სხვას ვე­რა­ფერს და­არ­ქმევ. ეს არის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბი, რო­მე­ლიც კი არ გა­იჭ­რა, არა­მედ აშენ­და რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სი ბუდა-ბა­რით და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზით, რო­მელ­საც მე კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­ლე­ბი და­ვარ­ქვი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ გვი­რა­ბის გახ­სნა მტკვრის მხა­რეს და იქი­დან ბუდა-ბა­რის გა­და­ტა­ნა. მტკვარ­ზე გა­მო­სა­ხე­დი კი არა, გა­მო­სას­ვლე­ლიც უნდა გა­კეთ­დეს, თუნ­დაც ღია კა­ფე­ე­ბით.

- არ შე­იძ­ლე­ბა გვი­რა­ბი სულ და­ინ­გრეს?

- გვი­რა­ბის დან­გრე­ვა ძნე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან მისი სა­ხუ­რა­ვი მთე­ლი რი­ყის პლატ­ფორ­მაა, რო­მელ­ზე­დაც ეს სა­ო­ცა­რი კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­ლე­ბია და­შე­ნე­ბუ­ლი. ჩემ­თვის, რო­გორც არ­ქი­ტექ­ტო­რის­თვის, გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ მის­ცა თავს უფ­ლე­ბა ამ მი­ლე­ბის ავ­ტორ­მა ამ სივ­რცე­ში ეს შე­ნო­ბა აე­შე­ნე­ბი­ნა? მინ­და პა­ტი­ვი ვცე ფუქ­სასს, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს და ვი­ფიქ­რო, რომ ეს მისი დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი არ არის. მხო­ლოდ ლო­გოა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რად­გან ფუქ­სასს მთელ მსოფ­ლი­ო­ში ჰყავს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის არ­მია, რომ­ლე­ბიც მის ლო­გოს იყე­ნე­ბენ. არ­ქი­ტექ­ტო­რის კლა­სი იმა­ში ჩანს, რო­გორ სცემს პა­ტივს გა­რე­მოს, რო­გორ ჩას­ვამს ობი­ექტს გა­რე­მო­ში.

სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი შე­იძ­ლე­ბა და­ი­შა­ლოს და გა­და­ი­ტა­ნონ სხვა ად­გი­ლას, მერე გინდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი და­ტო­ვონ შიგ და გინდ დი­რი­ჟაბ­ლის ან­გა­რი! თბი­ლი­სის პეწი ის არის, რომ ის სხვას არ ჰგავს. ამ ის­ტო­რი­ულ პე­წ­სა და თბი­ლი­სის ღირ­სე­ბას კი სწო­რედ ეს მო­ნაკ­ვე­თი ქმნის. სა­ჩი­ნო­დან მა­მა­და­ვი­თამ­დე ყვე­ლა ნა­გე­ბო­ბის მას­შტა­ბი ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლია. ბო­ლოს და ბო­ლოს, უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა, ვიდ­რე ეკ­ლე­სი­ამ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად შეძ­ლო, არც მე­გუ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. სი­ო­ნის ტა­ძა­რი ისეთ გა­რე­მო­შია, რო­გორც კრუ­ხი წი­წი­ლებ­ში. ამ სა­ში­ნე­ლი "შან­გრი­ლა­თი", ბუდა-ბა­რით და ამ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლით სწო­რედ ამას შე­ე­ჭიდ­ნენ, ამის და­მარ­ცხე­ბა მო­ინ­დო­მეს. პრობ­ლე­მა ნა­გე­ბო­ბა­ში კი არა, მის გან­თავ­სე­ბა­შია. ნა­გე­ბო­ბა ვი­ღა­ცას მოს­წონს, ვი­ღა­ცას არა. ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი გა­რე­მოს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა. თუ დღეს ამ ის­ტო­რი­ულ ფესვზე ვე­რა­ფერს ვა­შე­ნებთ, ფეს­ვი მა­ინც არ მოვ­კლათ, რომ მო­მა­ვალ­ში სხვამ შეძ­ლოს მას­ზე ღი­რე­ბუ­ლის დამ­ყნო­ბა. ეს იყო ქმე­დე­ბა ახა­ლი ადა­მი­ა­ნის შე­საქ­მნე­ლად. ახა­ლი ადა­მი­ა­ნი ნიშ­ნავს, რომ შენ­ში უნდა ამო­ი­ძირ­კვოს ის, რაც შე­ნია. ამის ამო­ძირ­კვა რი­ყი­დან და­ი­წყეს. აი, ამი­ტომ უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ის ფეს­ვი, რომ­ლის გახ­მო­ბაც გა­ნიზ­რა­ხეს, რიყე უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს!

ეკა ლო­მი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

Alexander
0

გიგა ბათიაშვილი იტალიერი არქიტექტორი _ ფუკსას წინაამღდეგ ? GULI MEREVA !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბოლო პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობათაგან ყველაზე მეტად რომელი არ უხდება თბილისს?

ბოლო პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობათაგან ყველაზე მეტად რომელი არ უხდება თბილისს?

საპრიზო გამოკითხვა-რეიტინგის შედეგების მიხედვით, ჩვენი გაზეთისა და საიტის მკითხველმა ბოლო პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობათაგან ყველაზე მიუღებლად დაასახელა "შანგრილა".

გაზეთ "კვირის პალიტრის" საიტზე: www.kvirispalitra.ge ამ თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში

ბუდა ბარი რიყეზე

ველოსიპედი "ვარდების მოედანზე"

მშვიდობის ხიდი

გმირთა მოედნის მონუმენტი

იუსტიციის სახლი

შსს-ის საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრი "112"

TVALSAZRISI: მართვის ცენტრს "- "112" კიდევ არა უშავს, მაგრამ დანარჩენებისგან არც ერთი არ უხდება თბილისს.

რას ერჩით ხიდს და იმას კიდევ, რაც აშენებულა? ერთადერთი, რაც მართლა დასანგრევია, "შანგრილაა"!!!

N: მშვიდობის ხიდს ხელი არ ახლო ბიძინააააა!!!!!!!!!!!! ჯერ უკეთესი ააშენეთ და მერე სხვისი აშენებული დაიწუნეთ, მე არ მომწონს ივანიშვილის შუშის სიმახინჯე, რა ვქნათ, დავანგრიოთ?!

NONA: ეს ბუდა ბარი და "შანგრილა" რაღა ჭირი და სიმახინჯეა. იუსტიციის სახლი ჩინური ოცნებაა და ჰგავს კიდევაც 100 პროცენტით მაგათ ნაციონალურ ქუდებს.

საკონცერტო დარბაზი და ე.წ მონუმენტი გმირთა მოედანზე არის ჩვენი უძველესი ერის სირცხვილი. ამ საზიზღრობების ნახვაზე ველოსიპედი, ავადსახსენებელი ხიდი და ნარიყალაზე მიმავალი საბაგირო გზაც კი დამავიწყდა...

555: გმირთა მოედნის მემორიალი, ჩემი აზრით, უეჭველად შესაცვლელია (ყველა სხვა ნაკლოვანებასთან ერთად, დაუმთავრებლადაც გამოიყურება). რაც შეეხება იმ ხალხს, არაფერი ახალი რომ არ მოსწონთ, მაინტერესებს, იქნებ ჩამოგვითვალონ, თუნდაც ბოლო ასი-ორასი წლის მანძილზე რა არქიტექტურულად ღირებული ძეგლებით დამშვენდა თბილისი?

TATA: საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში - ამაზე საშინელი არაფერია!!!!

DAVID67: მაინტერესებს, ბუდა ბარში თუ დადის ვინმე? სანამ კარგად არ დავაკვირდი, მანქანების სამრეცხაო მეგონა. ეს საკონცერტო დარბაზი კი გათბობის "ტრუბას" ჰგავს. მართვის ცენტრი - მფრინავ თეფშს. ხიდი და მონუმენტი რასაც ჰგავს, ისედაც ყველამ იცის... ეს ველოსიპედი პრიმიტიული ქანდაკებაა, რაც ქალაქის ცენტრში არ უნდა იდგეს. მოკლედ ყველა ასაღებია.

JONDI: დანგრევა-არდანგრევის საკითხი ექსპერტების გადასაწყვეტია. უნდა არსებობდეს ისეთი არქიტექტურის სამსახური, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს, როგორი დიზაინით აშენდეს.

GIORGI: "შანგრილა" და ბუდა-ბარი უნდა დაანგრიონ, მაგრამ დანარჩენს რას ერჩიან?! მშვიდობის ხიდზე ბიძინამ ცუდიაო და დანარჩენებმაც კვერი დაუკრეს.

"შანგრილა" უდავოდ ასაღებია, ბუდა ბარი არქიტექტურულად არაფერს მეუბნება. ველოსიპედი არაფერს აშავებს, გმირთა მოედნის მემორიალი საშუალოზე დაბლაა, ხოლო საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში, ჯერ ვერ აღვიქვი, შესაძლოა, ძალიან მაგარიც იყოს, ან პირიქით...

ისე, რაც უკვე დამთავრებულია, იმას სჯობს საერთოდ შეეშვათ. იმაზე ვიფიქროთ, რასაც ჯერ კიდევ ფული სჭირდება - ღირს თუ არა დასრულება.

TEKO: რაც არის ჩამოთვლილი, ყველაფერი დასანგრევია, ბარბის სახლს დაემსგავსა თბილისი...

NATA: პირველ რიგში მოვაშორებდი ცოდვის ბუდე შენობებს: "შანგრილას", ბუდა ბარს, შემდეგ ხიდის ზედა გადახურვაა მოსაცილებელი..

MARI: საშინელებაა საკონცერტო დარბაზი, "შანგრილა" და მშვიდობის ხიდი! სრული აჯაფსანდალი მივიღეთ თბილისის ამ ულამაზეს ადგილას!

TAMTA: ყველა შენობა თუ ხიდი, ერთმანეთზე მახინჯია და მიჭირს გამოვყო რომელიმე მათგანი. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას პროფესიონალთა კომისია და ისინი გადაწყვეტენ...

ჩვენს გამოკითხვას "ფეისბუკზეც" გამოეხმაურნენ. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

გოგიჩა გ. - "შანგრილას" რა უნდა საპატრიარქოს გვერდით და კიდევ ეს თავუკუღმა ველოსიპედი, რომელ შემოქმედს მოუვიდა აზრად ასეთი ველოსიპედის შექმნა. უნდა წაიღო და სახლში უნდა დაუდგა.

დინა ქ. - უი, დიდი ხანია არ ვყოფილვარ თბილისში და ეს რა საშინელებები დაუხვავებიათ? არც ერთი არ ვარგა, მაგრამ ყველაზე უარესია საკონცერტო დარბაზი, გმირთა მოედნის სტელა, სამორინე. ველოსიპედი ხომ, საერთოდ, და ეს ბუდაბარი რა, ჩინეთის კედელია?

არჩილ დ. - არ უხდება, სადავოა, და საპატრიარქოს გვერდით "შანგრილა" დანაშაული და შეურაცხყოფაა. იმავეს ვიტყვი ბუდა-ბარზე. სხვა შენობებზე კამათი შეიძლება, თუმცა მე რიყეზე ტრუბები არ მომწონს და არც ხიდი მომწონს.

ჯული რ. - ეს საკონცერტო დარბაზი ყოფილა? მე ზარბაზნის ლულა მეგონა უცებ. აი ველოსიპედზე ვგიჟდები და, მაგარია არა? ეს მართვის ცენტრია? აა, მფრინავი თეფში მეგონა და გამიხარდა, გვეშველა-მეთქი.

თეონა ღ. - როგორც პროფესიონალი მხატვარი, ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ არც ერთი, ამ ე.წ. ნაგებობებიდან არ უხდება ჩვენს დედაქალაქს. ამოვარდნილია არქიტექტურული იერსახიდან და უგემოვნო პლაგიატობაა.

"ამ საშინელი ნაგებობებით ისტორიული გარემოს დამარცხება მოინდომეს"

გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი: - თავის დროზე, როცა ეს საშინელი მშენებლობები დაიწყო, საზოგადოებამ ვერ შეძლო ამ პროცესთან შეწინააღმდეგება. აშენებულის ერთი ხელის მოსმით დანგრევა ძნელია. რაც უნდა იყოს, შრომის შედეგია. მე შემიძლია დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება 2-3 ობიექტზე. კერძოდ, შუშის ხიდის გადატანა აუცილებელია. დანგრევაზე ლაპარაკი არ არის, რადგან თავისთავად ხიდი ძალიან კარგია, მაგრამ არ ესადაგება იმ გარემოს. მას ფუნქციაც კი არ გააჩნია, თანაც ეს ხიდი ბოლოვდება, მე ვიტყოდი, ამორალური სამორინე "შანგრილათი", რომელიც შეურაცხმყოფელია ერის ისტორიული გარემოსთვის. ამ ნაგებობას სხვა ფუნქცია უნდა მიეცეს, რომ მისაღები გახდეს იმ გარემოსთვის, რასაც სიონისა და ანჩისხატის განაშენიანება ჰქვია. თბილისში, მტკვრის კალაპოტში არის რამდენიმე ადგილი, სადაც შუშის ხიდი შესანიშნავ ფუნქციას შეიძენს, იქ, სადაც სარეკრეაციო ზონა განვითარდება. შეიძლება შუშის ხიდი რუსთავს აჩუქონ, ან მტკვრის ჭალაში რომ საბავშვო ქალაქი შენდება. ამ ორი ობიექტის პრობლემა მორალურად უფრო ადვილი გადასაწყვეტია. ხარჯს მოითხოვს მისი დაშლა-გადატანა, მაგრამ ისინი, როგორც შენობები, დასანგრევად არ არიან განწირული.

რიყეზე არის სხვა ორი ობიექტი, რომელთაც ქალაქის სიძულვილის გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ. ეს არის საავტომობილო გვირაბი, რომელიც კი არ გაიჭრა, არამედ აშენდა რიყის ტერიტორიაზე თავისი ბუდა-ბარით და საკონცერტო დარბაზით, რომელსაც მე კანალიზაციის მილები დავარქვი. აუცილებელია ამ გვირაბის გახსნა მტკვრის მხარეს და იქიდან ბუდა-ბარის გადატანა. მტკვარზე გამოსახედი კი არა, გამოსასვლელიც უნდა გაკეთდეს, თუნდაც ღია კაფეებით.

- არ შეიძლება გვირაბი სულ დაინგრეს?

- გვირაბის დანგრევა ძნელი იქნება, რადგან მისი სახურავი მთელი რიყის პლატფორმაა, რომელზედაც ეს საოცარი კანალიზაციის მილებია დაშენებული. ჩემთვის, როგორც არქიტექტორისთვის, გაუგებარია, როგორ მისცა თავს უფლება ამ მილების ავტორმა ამ სივრცეში ეს შენობა აეშენებინა? მინდა პატივი ვცე ფუქსასს, როგორც პროფესიონალს და ვიფიქრო, რომ ეს მისი დაპროექტებული არ არის. მხოლოდ ლოგოა გამოყენებული, რადგან ფუქსასს მთელ მსოფლიოში ჰყავს სპეციალისტების არმია, რომლებიც მის ლოგოს იყენებენ. არქიტექტორის კლასი იმაში ჩანს, როგორ სცემს პატივს გარემოს, როგორ ჩასვამს ობიექტს გარემოში.

საკონცერტო დარბაზი შეიძლება დაიშალოს და გადაიტანონ სხვა ადგილას, მერე გინდ საკონცერტო დარბაზი დატოვონ შიგ და გინდ დირიჟაბლის ანგარი! თბილისის პეწი ის არის, რომ ის სხვას არ ჰგავს. ამ ისტორიულ პეწსა და თბილისის ღირსებას კი სწორედ ეს მონაკვეთი ქმნის. საჩინოდან მამადავითამდე ყველა ნაგებობის მასშტაბი ურთიერთშეთანხმებულია. ბოლოს და ბოლოს, უფრო დემოკრატიული გამოვლენა, ვიდრე ეკლესიამ არქიტექტურულად შეძლო, არც მეგულება მსოფლიოში. სიონის ტაძარი ისეთ გარემოშია, როგორც კრუხი წიწილებში. ამ საშინელი "შანგრილათი", ბუდა-ბარით და ამ საკანალიზაციო მილით სწორედ ამას შეეჭიდნენ, ამის დამარცხება მოინდომეს. პრობლემა ნაგებობაში კი არა, მის განთავსებაშია. ნაგებობა ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა. ეს არის ისტორიული გარემოს უპატივცემულობა. თუ დღეს ამ ისტორიულ ფესვზე ვერაფერს ვაშენებთ, ფესვი მაინც არ მოვკლათ, რომ მომავალში სხვამ შეძლოს მასზე ღირებულის დამყნობა. ეს იყო ქმედება ახალი ადამიანის შესაქმნელად. ახალი ადამიანი ნიშნავს, რომ შენში უნდა ამოიძირკვოს ის, რაც შენია. ამის ამოძირკვა რიყიდან დაიწყეს. აი, ამიტომ უნდა გადავარჩინოთ ის ფესვი, რომლის გახმობაც განიზრახეს, რიყე უნდა გათავისუფლდეს!

ეკა ლომიძე

ყოველკვირეული გაზეთი "კვირის პალიტრა"

(გამოდის ორშაბათობით)

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

24 საათში გარდაიცვალა 33 პაციენტი - რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

სამძებრო სამუშაოები კასპში - მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა