ხშირად ყავის მადუღარას ან ესპრესოს მოსამზადებელ მანქანას რამდენიმე ადამიანი იყენებს - ამიტომ ყოველ ჯერზე შესაძლოა, შემთხვევით სხვისი გემოვნებით შეკვეთილი ყავა დალიოთ, ან თქვენს მიერ ჩამოსხმულ ესპრესოს, რძიანი ყავის გემო დაჰკრავდეს.
ეს პრობლემა ჭკვიანმა ყავის მადუღარამ გადაჭრა. მაღალტექნოლოგიური მადუღარა თქვენთვის სასურველ ყავას დაიმახსოვრებს და ყოველთვის მას ჩამოგისხამთ.
მანქანა შემდეგნაირად მუშაობს: თავდაპირველად სენსორულ ეკრანზე ირჩევთ, როგორი ყავა გინდათ და მას თქვენს პროფილზე, ხელის გულის ანაბეჭდთან ერთად ინახავთ.
მადუღარას ყოველი გამოყენების დროს თქვენ უბრალოდ, დაადებთ ეკრანს ხელის გულს, მანქანა აღიქვამს მონაცემებს და თქვენთვის მოსაწონ ყავას ჩამოგისხამთ.
მაღალტექნოლოგიურ ყავის მოსადუღებელ მანქანას Memory ქვია, რაც ქართულად მახსოვრობას ნიშნავს. პროდუქტმა 2012 Electrolux Design Lab-ზე გაიმარჯვა.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.