პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია: "დამნაშავე პარლამენტარს იმუნიტეტი ვერ დაიცავს"
ეკა ბესელია: "დამნაშავე პარლამენტარს იმუნიტეტი ვერ დაიცავს"

პარ­ლა­მენ­ტის მიერ ახა­ლი მთავ­რო­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო ლა­პა­რა­კი ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე და ასე­ვე ისეთ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რო­გო­რი­ცაა მკვლე­ლო­ბა, კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი, სხვი­სი ქო­ნე­ბის ხელ­ში უკა­ნო­ნოდ ჩაგ­დე­ბა და ადა­მი­ან­თა უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა-და­პა­ტიმ­რე­ბა. ამ და­ნა­შა­ულ­თა ჩამ­დე­ნე­ბად, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ხელ­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ახალ პარ­ლა­მენ­ტშიც დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტეტს არი­ან ამო­ფა­რე­ბულ­ნი.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზი­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევრთა იმუ­ნი­ტე­ტის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლია გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მხრივ და რო­მე­ლი კა­ნო­ნის შეც­ვლაა სა­ჭი­რო?

- მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია, წინა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი აკე­თებ­დნენ იმას, რაც, წე­სით, არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, იღებ­დნენ ისეთ კა­ნო­ნებს, რომ­ლე­ბიც არ უნდა მი­ე­ღოთ და ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით. ეს კა­ნო­ნე­ბი არ­ღვევ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბას. ჩვენ მოგ­ვი­წევს ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გას­წო­რე­ბა, ამ კა­ნო­ნე­ბის შეც­ვლა. თუ რამე ირ­ღვე­ო­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, ეს ხდე­ბო­და ყვე­ლა სფე­რო­ში. ერთი კვი­რაა, რაც ახალ­მა პარ­ლა­მენ­ტმა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მი­ი­ღო და უკვე უამ­რა­ვი გან­ცხა­დე­ბაა შე­მო­სუ­ლი ჩვენს კო­მი­ტეტ­ში. ვერ ავუ­დი­ვართ ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის შეს­წავ­ლას, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ითხოვს შვე­ლას. მინ­და, რომ თვი­თონ კო­მი­ტე­ტი გა­აქ­ტი­ურ­დეს და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა. შე­ვი­მუ­შა­ოთ რამ­დე­ნი­მე ინი­ცი­ა­ტი­ვა, პირ­ველ რიგ­ში, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხზე, აგ­რეთ­ვე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი, სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა და შეკ­რე­ბი­თო­ბის წე­სის გა­უქ­მე­ბა. კი­დევ ბევ­რი სხვა ცვლი­ლე­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს - ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის გა­უქ­მე­ბა, ად­ვო­კა­ტის უფ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ა.შ.

სწრა­ფად არის შე­საც­ვლე­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ის მუხ­ლე­ბი, სა­დაც ლა­პა­რა­კია სას­ჯე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის წეს­სა და პი­რო­ბებ­ზე. ამას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა. მათ შო­რის მძი­მე ავად­მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს არ არის ად­ვი­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე, ამას თა­ვი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ­სე­ბობს და ჩვენც და­უ­ღა­ლა­ვად ვმუ­შა­ობთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეს ცვლი­ლე­ბე­ბი.

- წინა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტარ­თა მი­მართ არა­ერ­თი ბრალ­დე­ბა გა­ის­მა. გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბა­ში. მათ შო­რის და­ა­სა­ხე­ლა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე. და­ვუშ­ვათ, და­დას­ტურ­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, მას დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტი თუ და­ი­ცავს?

- თუ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ჩა­ი­დენს და­ნა­შა­ულს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც მის მი­მართ აღიძ­ვრე­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის პრო­ცე­დუ­რე­ბი. თუ ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ჩა­დე­ნი­ლი აქვს და­ნა­შა­უ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში მას მო­ეხ­სნე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი. ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი არა­ვინ არ არის და კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია. აბ­სო­ლუ­ტუ­რი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა პარ­ლა­მენ­ტარს არა აქვს. მხო­ლოდ ჩხრე­კი­სა და და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სჭირ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას პარ­ლა­მენ­ტის წევრთა უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბარ­თვა იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნის და მისი და­კა­ვე­ბის ან ჩხრე­კის შე­სა­ხებ. მოკ­ლედ, იმუ­ნი­ტე­ტი დამ­ნა­შა­ვეს ვერ და­ი­ცავს.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ეკა ბესელია: "დამნაშავე პარლამენტარს იმუნიტეტი ვერ დაიცავს"

ეკა ბესელია: "დამნაშავე პარლამენტარს იმუნიტეტი ვერ დაიცავს"

პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ აქტიურად დაიწყო ლაპარაკი ყოფილი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ასევე ისეთ მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, კორუფციული გარიგებები, სხვისი ქონების ხელში უკანონოდ ჩაგდება და ადამიანთა უკანონო დაკავება-დაპატიმრება. ამ დანაშაულთა ჩამდენებად, ხშირ შემთხვევაში, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სახელდებიან, რომლებიც ახალ პარლამენტშიც დეპუტატის იმუნიტეტს არიან ამოფარებულნი.

საკანონმდებლო ბაზისა და პარლამენტის წევრთა იმუნიტეტის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გვესაუბრება.

- ქალბატონო ეკა, რა მდგომარეობაშია საკანონმდებლო ბაზა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ და რომელი კანონის შეცვლაა საჭირო?

- მდგომარეობა უმძიმესია, წინა მოწვევის პარლამენტის წევრები აკეთებდნენ იმას, რაც, წესით, არ უნდა გაეკეთებინათ, იღებდნენ ისეთ კანონებს, რომლებიც არ უნდა მიეღოთ და ეს განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივით. ეს კანონები არღვევდა ადამიანის უფლებებს და ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო კანონმდებლობას. ჩვენ მოგვიწევს ამ წინააღმდეგობების გასწორება, ამ კანონების შეცვლა. თუ რამე ირღვეოდა წინა ხელისუფლების დროს, იყო ადამიანის უფლებები, ეს ხდებოდა ყველა სფეროში. ერთი კვირაა, რაც ახალმა პარლამენტმა უფლებამოსილება მიიღო და უკვე უამრავი განცხადებაა შემოსული ჩვენს კომიტეტში. ვერ ავუდივართ ამ განცხადებების შესწავლას, ბევრი ადამიანი ითხოვს შველას. მინდა, რომ თვითონ კომიტეტი გააქტიურდეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაიწყოს მუშაობა. შევიმუშაოთ რამდენიმე ინიციატივა, პირველ რიგში, პოლიტპატიმრების საკითხზე, აგრეთვე სახალხო დამცველის არჩევის საკითხი, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და შეკრებითობის წესის გაუქმება. კიდევ ბევრი სხვა ცვლილება უნდა განხორციელდეს - ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმება, ადვოკატის უფლებების გაძლიერება და ა.შ.

სწრაფად არის შესაცვლელი სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, სადაც ლაპარაკია სასჯელის გამოყენების წესსა და პირობებზე. ამას უამრავი ადამიანი ელოდება. მათ შორის მძიმე ავადმყოფი პატიმრები. მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის ადვილად გასაკეთებელი საქმე, ამას თავისი პროცედურები სჭირდება, თუმცა პოლიტიკური ნება არსებობს და ჩვენც დაუღალავად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეს ცვლილებები.

- წინა მოწვევის პარლამენტართა მიმართ არაერთი ბრალდება გაისმა. გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში. მათ შორის დაასახელა გიორგი ბარამიძე. დავუშვათ, დადასტურდა პარლამენტის წევრის დანაშაულებრივი ქმედება, მას დღევანდელი კანონმდებლობით დეპუტატის იმუნიტეტი თუ დაიცავს?

- თუ პარლამენტის წევრი ჩაიდენს დანაშაულს, ამ შემთხვევაშიც მის მიმართ აღიძვრება სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურები. თუ ობიექტური გამოძიებით დადგინდა, რომ პარლამენტის წევრს ჩადენილი აქვს დანაშაული, ამ შემთხვევაში მას მოეხსნება იმუნიტეტი. ხელშეუხებელი არავინ არ არის და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. აბსოლუტური ხელშეუხებლობა პარლამენტარს არა აქვს. მხოლოდ ჩხრეკისა და დაკავების შემთხვევაში სჭირდება გამოძიებას პარლამენტის წევრთა უმრავლესობის ნებართვა იმუნიტეტის მოხსნის და მისი დაკავების ან ჩხრეკის შესახებ. მოკლედ, იმუნიტეტი დამნაშავეს ვერ დაიცავს.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა