პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკაკი ბობოხიძე: "ჩვენ მათ, ასე თუ ისე, დალაგებული ქვეყანა დავახვედრეთ"
აკაკი ბობოხიძე: "ჩვენ მათ, ასე თუ ისე, დალაგებული ქვეყანა დავახვედრეთ"

მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი, წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე.

- ბა­ტო­ნო აკა­კი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პირ­ვე­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნა იქ­ნე­ბა, რას იტყვით ამა­ზე?

- მათ სა­კონ­სტი­ტუ­ციო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით ხმე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არა აქვთ. ამი­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ნუ და­ი­ჟი­ნე­ბენ, რომ პირ­ვე­ლად აუ­ცი­ლებ­ლად ეს ცვლი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღონ. თუ სხვა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბას შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან" გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გვაქვს, მა­შინ მათ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი შე­უძ­ლი­ათ ჰქონ­დეთ, ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე კი მათ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი ტყუ­ი­ლად ექ­ნე­ბათ. მა­ნამ­დე, ვიდ­რე ჩვენ­გან გა­და­უ­ბი­რე­ბი­ათ დე­პუ­ტა­ტე­ბი შან­ტა­ჟით ან სხვა რამ მოქ­მე­დე­ბით, ამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ მოხ­დე­ბა.

- ახ­ლა­ხან უმ­ცი­რე­სო­ბის რი­გე­ბი კი­დევ ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა - ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ­მა გი­ორ­გი გო­ზა­ლიშ­ვილ­მა და­ტო­ვა.

- მან ამის თა­ო­ბა­ზე პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში თქვა, უბ­რა­ლოდ, მხო­ლოდ ახ­ლა­ხან გა­ნა­ცხა­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად. გო­ზა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ არ შე­ვი­დო­და იმ ე.წ. ნე­იტ­რა­ლუ­რე­ბის ფრაქ­ცი­ა­შიც, მაგ­რამ ამ დღე­ებ­ში რა მოხ­და, არ ვიცი. მან შეც­ვა­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და იმ ფრაქ­ცი­ა­შიც შე­ვი­და, რო­მე­ლიც ასე­ვე და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია უმ­ცი­რე­სო­ბი­დან წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბით.

- პარ­ლა­მენ­ტის ძვე­ლი შე­ნო­ბის ინ­ტე­რი­ე­რის დე­მონ­ტა­ჟი ისე მოხ­და, რომ შე­ნო­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­ყი­დუ­ლი არ იყო. ვინ და რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ეს? ხომ არ მოხ­და ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" პარ­ლა­მენ­ტის თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა გარ­თუ­ლე­ბო­და?

- ეს შე­გიძ­ლი­ათ ჰკი­თხოთ მათ, ვინც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. რო­გორც ვიცი, შე­ნო­ბა გა­ყი­დუ­ლია, უბ­რა­ლოდ, მყიდ­ველს ფული ჯერ არ გა­და­უხ­დია. თუ არ აპი­რე­ბენ გა­ყიდ­ვას, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ალ­ბათ ფულს აღარ გა­და­ახ­დე­ვი­ნე­ბენ, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, მყიდ­ველს ექ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი, თუ მი­იჩ­ნევს, რომ მისი უფ­ლე­ბა და­ირ­ღვა. რაც შე­ე­ხე­ბა გად­მო­ტა­ნას, მი­მაჩ­ნია, რომ პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ის­ში - ეს არის ქუ­თა­ი­სი­სა და მას­თან მიბ­მუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი შან­სი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში 10-15 წლის შემ­დეგ ვნა­ხავთ, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო თავს მო­იყ­რის თბი­ლის­ში. ცხოვ­რე­ბა თბი­ლის­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა არა მხო­ლოდ ახალ­ჩა­მო­სულ­თათ­ვის, არა­მედ ძი­რძვე­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვი­საც. თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბა წინ უს­წრებს რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ რე­გი­ო­ნე­ბი და­ე­წი­ოს დე­და­ქა­ლაქს. სწო­რედ ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის გა­და­ტა­ნა ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- რო­გორც გა­ირ­კვა, პარ­ლა­მენ­ტის და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლის სერ­ვე­რე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში და იქი­დან კონ­ტროლ­დე­ბო­და.

- სი­ტყვა "კონ­ტრო­ლის" ამ კონ­ტექ­სტში გა­მო­ყე­ნე­ბა არას­წო­რია, სერ­ვე­რე­ბის გან­თავ­სე­ბა კონ­ტროლს არ ნიშ­ნავს.

- თუმ­ცა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი კი­დევ ბევრ რა­მეს იტყვის. ეს გახ­ლავთ პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი პირი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლე­ბი მო­ზო­მი­ლია და თით­ქოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას ეფუძ­ნე­ბა, გარ­წმუ­ნებთ, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი. კი­დევ ერთხელ გი­მე­ო­რებთ, ის, რომ სერ­ვე­რე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში, არ ნიშ­ნავს, თით­ქოს ვინ­მე აკონ­ტრო­ლებ­და პი­რად მი­მო­წე­რას და ელექტრო­ნულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას. ეს ხდე­ბო­და მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფი­ნან­სე­ბის და­ზოგ­ვის მიზ­ნით. თუკი ჩვენ და­ვუშ­ვებთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა კონ­ტროლ­დე­ბო­დეს, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, პარ­ლა­მენ­ტში იქ­ნე­ბა ეს სერ­ვე­რე­ბი თუ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში? თუ ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის გა­კონ­ტრო­ლე­ბას მო­ინ­დო­მებს ვინ­მე, გარ­წმუ­ნებთ, რომ ეს სერ­ვე­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა.

- ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი ამ­ბობს, რომ ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­ხარ­ჯვაა, ასე­ვე ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნი­დან ორი­ო­დე დღე­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ამ უწყე­ბის ბი­უ­ჯეტ­ში 113-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გარ­ღვე­ვაა.

- ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა ახა­ლი ბი­უ­ჯე­ტის გან­ხილ­ვი­სას. ჩვენ ვნა­ხავთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში დე­ფი­ციტ­ზე ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს. რო­გორც ჩანს, ესე­ნი წი­ნას­წარ იზღვე­ვენ თავს რიგი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის­გან, რის წი­ნა­შეც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდნენ. კი­დევ ერთხელ მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა არ­ჩევ­ნებს კარ­გი სა­ბი­უ­ჯე­ტო რე­სურ­სით შეხ­ვდა. კე­თი­ლი ინე­ბონ და გა­და­ი­ბა­რონ ასე თუ ისე და­ლა­გე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა. ახლა მხო­ლოდ მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­გო­რი ხვა­ლინ­დე­ლი დღე ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. ვი­მე­ო­რებ, ჩვენ მათ, ასე თუ ისე, და­ლა­გე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა და­ვახ­ვედ­რეთ.

- ზაზა სოფ­რო­მა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ა.წ. ივ­ლის­ში მისი უც­ნა­უ­რი ფორ­მით წაყ­ვა­ნა და­კი­თხვა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რად იყო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და უკავ­შირ­დე­ბო­და მის სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნებ­ში წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სით. ის ამ­ბობს, რომ პირ­და­პირ ურ­ჩი­ეს ეს არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მე­ტიც, სთხოვ­დნენ ქვეყ­ნი­დან წას­ვლას.

- მე ვიცი ერთი რამ, ჩემი კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა ასე­თი იყო: თუ ზაზა სოფ­რო­მა­ძე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და, მე არ ვიყ­რი­დი კენ­ჭს წყალ­ტუ­ბო­ში, რად­გან ვხვდე­ბო­დი, რომ ყვე­ლა­ფერ ამას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­ცე­მო­და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა. ის პრაქ­ტი­კუ­ლად და­კა­ვე­ბუ­ლი არც ყო­ფი­ლა, და­კი­თხეს მოწ­მის სა­ტა­ტუ­სით და მალე გა­მო­უშ­ვეს. გარ­და ამი­სა, არა მგო­ნია, თვი­თონ ამ ფაქ­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ მი­მიჩ­ნევ­დეს. თუ ასე ფიქ­რობს, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

აკაკი ბობოხიძე: "ჩვენ მათ, ასე თუ ისე, დალაგებული ქვეყანა დავახვედრეთ"

აკაკი ბობოხიძე: "ჩვენ მათ, ასე თუ ისე, დალაგებული ქვეყანა დავახვედრეთ"

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე.

- ბატონო აკაკი, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პირველი საკონსტიტუციო გადაწყვეტილება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა იქნება, რას იტყვით ამაზე?

- მათ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების მიღებისთვის ჯერჯერობით ხმების საკმარისი რაოდენობა არა აქვთ. ამიტომ მაინცდამაინც ნუ დაიჟინებენ, რომ პირველად აუცილებლად ეს ცვლილება უნდა მიიღონ. თუ სხვა საკონსტიტუციო ცვლილებას შემოგვთავაზებენ, რომელიც ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნებისგან" განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, მაშინ მათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ, ამ კონკრეტულ საკითხზე კი მათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი ტყუილად ექნებათ. მანამდე, ვიდრე ჩვენგან გადაუბირებიათ დეპუტატები შანტაჟით ან სხვა რამ მოქმედებით, ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება არ მოხდება.

- ახლახან უმცირესობის რიგები კიდევ ერთმა დეპუტატმა - ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი გოზალიშვილმა დატოვა.

- მან ამის თაობაზე პირველივე დღეებში თქვა, უბრალოდ, მხოლოდ ახლახან განაცხადა ოფიციალურად. გოზალიშვილი ამბობდა, რომ არ შევიდოდა იმ ე.წ. ნეიტრალურების ფრაქციაშიც, მაგრამ ამ დღეებში რა მოხდა, არ ვიცი. მან შეცვალა გადაწყვეტილება და იმ ფრაქციაშიც შევიდა, რომელიც ასევე დაკომპლექტებულია უმცირესობიდან წასული დეპუტატებით.

- პარლამენტის ძველი შენობის ინტერიერის დემონტაჟი ისე მოხდა, რომ შენობა საბოლოოდ გაყიდული არ იყო. ვინ და რატომ გადაწყვიტა ეს? ხომ არ მოხდა ეს მიზანმიმართულად, რომ გამარჯვების შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" პარლამენტის თბილისში დაბრუნება გართულებოდა?

- ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, შენობა გაყიდულია, უბრალოდ, მყიდველს ფული ჯერ არ გადაუხდია. თუ არ აპირებენ გაყიდვას, ასეთ შემთხვევაში ალბათ ფულს აღარ გადაახდევინებენ, თუმცა სავარაუდოდ, მყიდველს ექნება გარკვეული პრეტენზიები, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაირღვა. რაც შეეხება გადმოტანას, მიმაჩნია, რომ პარლამენტი ქუთაისში - ეს არის ქუთაისისა და მასთან მიბმული რეგიონების განვითარების ერთადერთი შანსი. სხვა შემთხვევაში 10-15 წლის შემდეგ ვნახავთ, რომ მთელი საქართველო თავს მოიყრის თბილისში. ცხოვრება თბილისში შეუძლებელი გახდება არა მხოლოდ ახალჩამოსულთათვის, არამედ ძირძველი თბილისელებისთვისაც. თბილისის განვითარება წინ უსწრებს რეგიონების განვითარებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეგიონები დაეწიოს დედაქალაქს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

- როგორც გაირკვა, პარლამენტის და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის კომპიუტერული ქსელის სერვერები განთავსებული იყო იუსტიციის სამინისტროში და იქიდან კონტროლდებოდა.

- სიტყვა "კონტროლის" ამ კონტექსტში გამოყენება არასწორია, სერვერების განთავსება კონტროლს არ ნიშნავს.

- თუმცა თეა წულუკიანმა განაცხადა...

- (მაწყვეტინებს) თეა წულუკიანი კიდევ ბევრ რამეს იტყვის. ეს გახლავთ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი წულუკიანის სატელევიზიო გამოსვლები მოზომილია და თითქოს სამართლიანობას ეფუძნება, გარწმუნებთ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამზადებული მინისტრი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ის, რომ სერვერები განთავსებული იყო იუსტიციის სამინისტროში, არ ნიშნავს, თითქოს ვინმე აკონტროლებდა პირად მიმოწერას და ელექტრონულ დოკუმენტაციას. ეს ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფინანსების დაზოგვის მიზნით. თუკი ჩვენ დავუშვებთ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება კონტროლდებოდეს, რა მნიშვნელობა აქვს, პარლამენტში იქნება ეს სერვერები თუ იუსტიციის სამინისტროში? თუ ელექტრონული ფოსტის გაკონტროლებას მოინდომებს ვინმე, გარწმუნებთ, რომ ეს სერვერების მომსახურების გარეშეც შეიძლება.

- ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ბიუჯეტში გადახარჯვაა, ასევე ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრად დანიშვნიდან ორიოდე დღეში განაცხადა, რომ ამ უწყების ბიუჯეტში 113-მილიონიანი გარღვევაა.

- ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია. ყველაფერი გამოჩნდება ახალი ბიუჯეტის განხილვისას. ჩვენ ვნახავთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. სინამდვილეში დეფიციტზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. როგორც ჩანს, ესენი წინასწარ იზღვევენ თავს რიგი მოულოდნელობებისგან, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ქვეყანა არჩევნებს კარგი საბიუჯეტო რესურსით შეხვდა. კეთილი ინებონ და გადაიბარონ ასე თუ ისე დალაგებული ქვეყანა. ახლა მხოლოდ მათი პასუხისმგებლობაა, როგორი ხვალინდელი დღე ექნება საქართველოს. ვიმეორებ, ჩვენ მათ, ასე თუ ისე, დალაგებული ქვეყანა დავახვედრეთ.

- ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ა.წ. ივლისში მისი უცნაური ფორმით წაყვანა დაკითხვაზე პოლიტიკურად იყო მოტივირებული და უკავშირდებოდა მის სავარაუდო მონაწილეობას არჩევნებში წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის სტატუსით. ის ამბობს, რომ პირდაპირ ურჩიეს ეს არ გაეკეთებინა, მეტიც, სთხოვდნენ ქვეყნიდან წასვლას.

- მე ვიცი ერთი რამ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნა ასეთი იყო: თუ ზაზა სოფრომაძე გათავისუფლებული არ იქნებოდა, მე არ ვიყრიდი კენჭს წყალტუბოში, რადგან ვხვდებოდი, რომ ყველაფერ ამას აუცილებლად მიეცემოდა პოლიტიკური შეფასება. ის პრაქტიკულად დაკავებული არც ყოფილა, დაკითხეს მოწმის სატატუსით და მალე გამოუშვეს. გარდა ამისა, არა მგონია, თვითონ ამ ფაქტის თანამონაწილედ მიმიჩნევდეს. თუ ასე ფიქრობს, ძალიან ვწუხვარ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა