ინგა გრიგოლიას ქალიშვილი ფეხბურთელზე ქორწინდება?

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი ფეხბურთელზე ქორწინდება?

პოპულარული ადამიანებისა და მათი შვილების ცხოვრება ყოველთვის იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ამჯერად თბილისში ინგა გრიგოლიას ქალიშვილის, მარიამ გრიგოლიას და ფეხბურთელ ოთარ მარცვალაძის დაქორწინების შესახებ ალაპარაკდნენ. წყვილის ახლობლების ცნობით, ოთარი და მარიამი რამდენიმე თვეა, შეყვარებულები არიან და მალე დაოჯახებასაც გეგმავენ. საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ფორვარდი ოთარ მარცვალაძე ამჯერად თბილისში იმყოფება და მას ხშირად ხედავენ მარიამ გრიგოლიასთან ერთად.

- ოთარ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგა გრიგოლიას ქალიშვილზე ქორწინდებით...

- უკვე ვქორწინდები?

- არ ვიცი, როდის ქორწინდებით, მაგრამ თქვენ ხშირად გხედავენ ერთად და ამბობენ, რომ დაოჯახებასაც გეგმავთ...

- მარიამთან ერთად ხშირად ვარ, მაგრამ საიდან ვრცელდება ეს ჭორები, არ ვიცი.

მარიამ გრიგოლია და ოთარ მარცვალაძე

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"