მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინულმა საიტმა "მშვიდობის ხიდი" 13 ყველაზე უჩვეულო ხიდთა სიაში შეიტანა
უკრაინულმა საიტმა "მშვიდობის ხიდი" 13 ყველაზე უჩვეულო ხიდთა სიაში შეიტანა

თბი­ლი­სის სა­ფეხ­მავ­ლო "მშვი­დო­ბის ხიდი" უკ­რა­ი­ნულ­მა სა­იტ­მა techno.bigmir.net-მა 13 ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო ხი­დე­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა. რო­გორც სა­ი­ტი წერს, თბი­ლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ხიდი, რომ­ლის სიგ­რძე 156 მეტ­რია, ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ და ახალ უბ­ნებს. სა­ი­ტის სი­ა­ში მშვი­დო­ბის ხიდ­მა მე-12 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

"სა­ფეხ­მავ­ლო მშვი­დო­ბის ხიდი სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ნა­გე­ბო­ბაა. ნორ­მან ფოს­ტე­რის სტილ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი, მი­ნის პა­ნე­ლე­ბით გა­და­ფა­რუ­ლი ხიდი იტა­ლი­ელ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა მი­კე­ლე დე ლუ­კიმ, ფრანგ დი­ზა­ი­ნერ­თან, ფი­ლიპ მარ­ტი­ნოს­თან ერ­თად და­აპ­რო­ექ­ტა. ხი­დის კონ­სტრუქ­ცი­ა­ში გა­ნა­თე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო სის­ტე­მაა ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი: სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში 30 000 ნა­თუ­რა მორ­ზეს ან­ბა­ნით, ხი­დის ორი­ვე მო­ა­ჯირ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბის ტრანსლი­რე­ბას ახ­დენს. შე­ტყო­ბი­ნე­ბა მენ­დე­ლე­ე­ვის პე­რი­ო­დუ­ლო­ბის სის­ტე­მის ელე­მენ­ტე­ბის სა­ხე­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა. არ­ქი­ტექ­ტო­რის თქმით, "ეს არის შე­ტყო­ბი­ნე­ბა - სი­ცო­ცხლი­სა და მშვი­დო­ბის ჰიმ­ნი, ადა­მი­ა­ნებ­სა და ერებს შო­რის", - წერს სა­ი­ტი.

რო­გორც სა­ი­ტი იუ­წყე­ბა, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ეს ხიდი პა­რი­ზის ეი­ფე­ლის კოშკს შე­ა­და­რა, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­პო­ვა­რი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და ამით პა­რი­ზის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფორ­მე­ბი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

Leonardo da Vinci brua - ნორ­ვე­გია. სიგ­რძე 50 მეტ­რი. არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი: ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი, ვე­ბორნ სან­დი, ტა­რია კოს­კი­ნე­ნი, კნუტ სალ­ბერ­გი. ამ ხი­დის ეს­კი­ზი ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩიმ 1502 წელს შექ­მნა.

Royal Gorge Bridge - აშშ, დიდი კა­ნი­ო­ნი. სიგ­რძე - 366 მეტ­რი. სი­მაღ­ლე - 321 მეტ­რი. არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი: ჯორჯ კო­უ­ლი, ფრენკ სტე­ლი. ეს ხიდი არ­კან­ზა­სის მდი­ნა­რის დიდ კა­ნი­ონ­ზეა გა­და­დე­ბუ­ლი. ეს კა­ნი­ო­ნი ცნო­ბი­ლი XIX სა­უ­კუ­ნე­ში გახ­და. აქ თვით­ნა­ბა­დი ვერ­ცხლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

Storseisundet bru - ნორ­ვე­გია. სიგ­რძე - 260 მეტ­რი. არ­ქი­ტექ­ტო­რი: ჯოშ ჰოლ­ტი.

Slauerhoffbrug - ნი­დერ­ლან­დი. სიგ­რძე - 15 მეტ­რი. არ­ქი­ტექ­ტო­რი: კომ­პა­ნია Van Driel Mechatronica. ეს ხიდი გი­გან­ტუ­რი ექ­სკა­ვა­ტო­რის როლ­საც ას­რუ­ლებს.

Gateshead Millennium Bridge - დიდი ბრი­ტა­ნე­თი. სიგ­რძე - 126 მეტ­რი. არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი: კრის ვილ­კინ­სო­ნი, ჯიმ ეირი. ხიდი მაღ­ლა იწე­ვა, რათა გზა გე­მებს და­უთ­მოს.

Wasserstraßenkreuz Magdeburg - გერ­მა­ნია. სიგ­რძე - 918 მეტ­რი. არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი: კომ­პა­ნია Ingenieurbüro Grassl GmbH Beratende Ingenieure Bauwesen. ხიდი ლა­ი­ნე­რე­ბის­თვის შე­იქ­მნა, ის წყლი­თაა სავ­სე და არ­ხის როლ­საც ას­რუ­ლებს.

Langkawi Sky Bridge - მა­ლა­ი­ზია. სიგ­რძე - 125 მეტ­რი. არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი: კომ­პა­ნია Peter Wyss, Höltschi & Schurter Dipl. Ing. ETH/SIA AG.

Rolling Bridge - დიდი ბრი­ტა­ნე­თი. სიგ­რძე - 12 მეტ­რი. არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი: ტო­მას ჰი­ვერ­ვი­კი, ენ­ტო­ნი ჰან­ტი, პეკ­მან ლუ­კა­სი. ეს მრგვა­ლი კონ­სტრუქ­ცი­აა, ხოლო კვი­რა­ში ერთხელ იშ­ლე­ბა და ხი­დად იქ­ცე­ვა.

Henderson Waves - სინ­გა­პუ­რი. სიგ­რძე - 247 მეტ­რი. არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი: კომ­პა­ნია IJP Corp., RSP Architects Planners and Engineers ltd. ის ყუ­რა­დღე­ბას დი­ზა­ი­ნით იქ­ცევს და ამავდრო­უ­ლად სინ­გა­პუ­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხი­დია.

Gesher Ha-Meitarim - ის­რა­ე­ლი. სიგ­რძე - 360 მეტ­რი. არ­ქი­ტექ­ტო­რი: სან­ტი­ა­გო კა­ლატ­რა­ვა.

Pont Gustave-Flaubert - საფ­რან­გე­თი. სიგ­რძე - 670 მეტ­რი. არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი: ემ­რიკ ზუბ­ლე­ნი, მი­შელ ვირ­ლო­ჟო, ფრან­სუა ჟი­ლა­რი.

Moses Bridge – ნი­დერ­ლან­დი. სიგ­რძე - 51 მეტ­რი. არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი: კომ­პა­ნია RO&AD Architects. ეს ხიდი მთლი­ა­ნად წყალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია techno.bigmir.net-ის მი­ხედ­ვით.

თამარი
0

ყოჩაღ უკრაინას, ამ საკითხების თვის რომ იცლის, ღმერთმა აშიდობა მისცეს, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

უკრაინულმა საიტმა "მშვიდობის ხიდი" 13 ყველაზე უჩვეულო ხიდთა სიაში შეიტანა

უკრაინულმა საიტმა "მშვიდობის ხიდი" 13 ყველაზე უჩვეულო ხიდთა სიაში შეიტანა

თბილისის საფეხმავლო "მშვიდობის ხიდი" უკრაინულმა საიტმა techno.bigmir.net-მა 13 ყველაზე უჩვეულო ხიდების სიაში შეიტანა. როგორც საიტი წერს, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხიდი, რომლის სიგრძე 156 მეტრია, ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის ისტორიულ და ახალ უბნებს. საიტის სიაში მშვიდობის ხიდმა მე-12 ადგილი დაიკავა.

"საფეხმავლო მშვიდობის ხიდი საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაგებობაა. ნორმან ფოსტერის სტილში გადაწყვეტილი, მინის პანელებით გადაფარული ხიდი იტალიელმა არქიტექტორმა მიკელე დე ლუკიმ, ფრანგ დიზაინერთან, ფილიპ მარტინოსთან ერთად დააპროექტა. ხიდის კონსტრუქციაში განათების საინტერესო სისტემაა ჩამონტაჟებული: საღამოს საათებში 30 000 ნათურა მორზეს ანბანით, ხიდის ორივე მოაჯირზე შეტყობინების ტრანსლირებას ახდენს. შეტყობინება მენდელეევის პერიოდულობის სისტემის ელემენტების სახელებისგან შედგება. არქიტექტორის თქმით, "ეს არის შეტყობინება - სიცოცხლისა და მშვიდობის ჰიმნი, ადამიანებსა და ერებს შორის", - წერს საიტი.

როგორც საიტი იუწყება, უამრავმა ადამიანმა ეს ხიდი პარიზის ეიფელის კოშკს შეადარა, რომელმაც თავის დროზე მაღალტექნოლოგიური არქიტექტურა და ქვეყნის ისტორიული მონაპოვარი გააერთიანა და ამით პარიზის არქიტექტურული ფორმები მთლიანად შეცვალა.

სია ასე გამოიყურება:

Leonardo da Vinci brua - ნორვეგია. სიგრძე 50 მეტრი. არქიტექტორები: ლეონარდო და ვინჩი, ვებორნ სანდი, ტარია კოსკინენი, კნუტ სალბერგი. ამ ხიდის ესკიზი ლეონარდო და ვინჩიმ 1502 წელს შექმნა.

Royal Gorge Bridge - აშშ, დიდი კანიონი. სიგრძე - 366 მეტრი. სიმაღლე - 321 მეტრი. არქიტექტორები: ჯორჯ კოული, ფრენკ სტელი. ეს ხიდი არკანზასის მდინარის დიდ კანიონზეა გადადებული. ეს კანიონი ცნობილი XIX საუკუნეში გახდა. აქ თვითნაბადი ვერცხლი აღმოაჩინეს.

Storseisundet bru - ნორვეგია. სიგრძე - 260 მეტრი. არქიტექტორი: ჯოშ ჰოლტი.

Slauerhoffbrug - ნიდერლანდი. სიგრძე - 15 მეტრი. არქიტექტორი: კომპანია Van Driel Mechatronica. ეს ხიდი გიგანტური ექსკავატორის როლსაც ასრულებს.

Gateshead Millennium Bridge - დიდი ბრიტანეთი. სიგრძე - 126 მეტრი. არქიტექტორები: კრის ვილკინსონი, ჯიმ ეირი. ხიდი მაღლა იწევა, რათა გზა გემებს დაუთმოს.

Wasserstraßenkreuz Magdeburg - გერმანია. სიგრძე - 918 მეტრი. არქიტექტორები: კომპანია Ingenieurbüro Grassl GmbH Beratende Ingenieure Bauwesen. ხიდი ლაინერებისთვის შეიქმნა, ის წყლითაა სავსე და არხის როლსაც ასრულებს.

Langkawi Sky Bridge - მალაიზია. სიგრძე - 125 მეტრი. არქიტექტორები: კომპანია Peter Wyss, Höltschi & Schurter Dipl. Ing. ETH/SIA AG.

Rolling Bridge - დიდი ბრიტანეთი. სიგრძე - 12 მეტრი. არქიტექტორები: ტომას ჰივერვიკი, ენტონი ჰანტი, პეკმან ლუკასი. ეს მრგვალი კონსტრუქციაა, ხოლო კვირაში ერთხელ იშლება და ხიდად იქცევა.

Henderson Waves - სინგაპური. სიგრძე - 247 მეტრი. არქიტექტორები: კომპანია IJP Corp., RSP Architects Planners and Engineers ltd. ის ყურადღებას დიზაინით იქცევს და ამავდროულად სინგაპურის ყველაზე მაღალი ხიდია.

Gesher Ha-Meitarim - ისრაელი. სიგრძე - 360 მეტრი. არქიტექტორი: სანტიაგო კალატრავა.

Pont Gustave-Flaubert - საფრანგეთი. სიგრძე - 670 მეტრი. არქიტექტორები: ემრიკ ზუბლენი, მიშელ ვირლოჟო, ფრანსუა ჟილარი.

Moses Bridge – ნიდერლანდი. სიგრძე - 51 მეტრი. არქიტექტორები: კომპანია RO&AD Architects. ეს ხიდი მთლიანად წყალშია მოთავსებული.

მომზადებულია techno.bigmir.net-ის მიხედვით.