პარტნიორები:

    დეპუტატთა ჯგუფი მიიჩნევს, პარლამენტის ახალი შენობის თემა სამართლებლივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს

    დეპუტატთა ჯგუფი მიიჩნევს, პარლამენტის ახალი შენობის თემა სამართლებლივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს

    დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც ქუთაისში პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს, მიიჩნევს, რომ ახალი შენობის თემა სამართლებლივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

    ამასთან, მათი მონაცემებით, პარლამენტის მშენებლობისთვის 360 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, დარჩენილია დამატებით 20-30 მილიონი ლარის სამუშაოები.

    ქუთაისში აშენებულ პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით დეპუტატთა ჯგუფი დახურულ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

    როგორც შეხვედრის შემდეგ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ განმარტა, მშენებლობის დამკვეთია შპს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, რაც, ტყემალაძის შეფასებით, არასწორია.

    "როგორც ირკვევა, სააგენტომ არ იცის, რა უნდა გაკეთებულიყო. კერძოდ, ვიღაც მშენებლებს ეტყოდა: ეს უნდა გაკეთდესო, ისინი კი, უპასუხებდნენ: ამდენი უნდა გადაიხადოთო და პროცესი ამ დონეზე მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარეს რეკომენდაციით მივმართავთ, რომ საკითხის სამართლებლივი შესწავლა მოხდეს, რადგან ის საკმაოდ სერიოზულ სამართლებლივ შესწავლას მოითხოვს", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ტყემალაძემ.

    მისივე თქმით, პარლამენტის შენობისათვის დახარჯულია 360 მლნ ლარი და სამშენებლო პროცესის დასრულებას დამატებით 20-30 მლნ ლარი სჭირდება, თუმცა უნდა დასრულდეს თუ არა მშენებლობა, ტყემალაძე ვერ აკონკრეტებს.

    "პროექტი ხელთ ჯერ არ გვაქვს და არ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. შენობა ექსპლუატაციაში შესული არ არის და მის მდგრადობაზე დასკვნა არ არსებობს. პრინციპში, კანონს ვარღვევთ, რადგან ექსპლუატაციას ვუწევთ შენობას, რომელიც ვისი საკუთრებაა, ვერ გავარკვიე", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.

    თავად სამინისტროების წარმომადგენლებმა მედიასაშუალებებთან დღეს კომენტარი არ გააკეთეს.

    "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა