კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფალიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ფალიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის N81-ში ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბელ სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა თე­მურ გი­ორ­გა­ძემ გა­ნუ­ცხა­და , მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი პი­რო­ბე­ბი­სა, ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა მა­ინც მო­ხერ­ხდა.

ხან­ძრის ჩაქ­რო­ბას 14 ბრი­გა­და ცდი­ლობ­და. ცე­ცხლი, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 200-300 კვად­რა­ტულ მეტრზე იყო მო­დე­ბუ­ლი.

ცე­ცხლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ბოლო, მე-6 სარ­თულ­ზე გაჩ­ნდა. ბი­ნის მე­პატ­რო­ნის, დალი ჩო­ხე­ლის თქმით, მან სახ­ლში სან­თე­ლი აან­თო და შე­საძ­ლოა, ხან­ძა­რი აქე­დან გაჩ­ნდა.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თე­მურ გი­ორ­გა­ძის თქმით კი, ხან­ძრის ჩაქ­რო­ბას კორ­პუს­ზე არ­სე­ბუ­ლი და­შე­ნე­ბე­ბი არ­თუ­ლებ­და, თუმ­ცა ცე­ცხლის ლიკ­ვი­და­ცია მა­ინც მო­ხერ­ხდა.

ამას­თან, და­ახ­ლო­ე­ბით 70 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ფა­ლი­აშ­ვი­ლის 81-ში ცხოვ­რობ­და და ხან­ძრის გამო კორ­პუ­სი და­ტო­ვა, შვი­ლის ბი­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­ზობ­ლე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ადას­ტუ­რე­ბენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცის შვი­ლი ახ­ლომ­დე­ბა­რე ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობს, მას გული აწუ­ხებ­და და შვილ­თან ხან­ძრის გამო წა­ვი­და.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სამ­სა­ხურ­ში. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლე­ბი და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.

ფა­ლი­აშ­ვი­ლის 81-ში ხან­ძა­რი დღეს გაჩ­ნდა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე 14 სა­ხან­ძრო ბრი­გა­და მუ­შა­ობ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ფალიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ფალიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ფალიაშვილის ქუჩის N81-ში ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სამმართველოს უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა , მიუხედავად რთული პირობებისა, ხანძრის ლიკვიდირება მაინც მოხერხდა.

ხანძრის ჩაქრობას 14 ბრიგადა ცდილობდა. ცეცხლი, არსებული ინფორმაციით, 200-300 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო, მე-6 სართულზე გაჩნდა. ბინის მეპატრონის, დალი ჩოხელის თქმით, მან სახლში სანთელი აანთო და შესაძლოა, ხანძარი აქედან გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ გიორგაძის თქმით კი, ხანძრის ჩაქრობას კორპუსზე არსებული დაშენებები ართულებდა, თუმცა ცეცხლის ლიკვიდაცია მაინც მოხერხდა.

ამასთან, დაახლოებით 70 წლის მამაკაცი, რომელიც ფალიაშვილის 81-ში ცხოვრობდა და ხანძრის გამო კორპუსი დატოვა, შვილის ბინაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მეზობლები პირად საუბრებში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცის შვილი ახლომდებარე ქუჩაზე ცხოვრობს, მას გული აწუხებდა და შვილთან ხანძრის გამო წავიდა.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში. მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

ფალიაშვილის 81-ში ხანძარი დღეს გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 14 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია