რუსთავის N16-ე დაწესებულებაში ყველა პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა

რუსთავის N16-ე დაწესებულებაში ყველა პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა

რუსთავში, სასჯელაღსრულების N16-ე დაწესებულებაში ყველა პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა და ციხის შინაგანაწესს ექვემდებარება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პატიმრების მოთხოვნების ნაწილი, რომლის შესრულება სამინისტროს შეეძლო, დაკმაყოფილებულია და N16-ე დაწესებულებაში ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, პანიკა მხოლოდ ციხის გარე ტერიტორიაზეა, სადაც პატიმრების ახლობლები არიან შეკრებილნი.

აღნიშნულ საპატიმროში ამ დრომდე რჩებიან სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ირაკლი წერეთელი და გენერალური ინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი. ირაკლი წერეთელი პატიმრებს პირადად გაესაუბრა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ