საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა სოფრომაძე: "ახლობლის პირით შემომითვალეს, მონაწილეობა არ მიმეღო საპარლამენტო არჩევნებში"
ზაზა სოფრომაძე: "ახლობლის პირით შემომითვალეს, მონაწილეობა არ მიმეღო საპარლამენტო არჩევნებში"

ამა წლის 27 ივ­ლისს, გამ­თე­ნი­ი­სას, "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" მთა­ვა­რი საბ­ჭოს წევ­რი ზაზა სოფ­რო­მა­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ში­ნი­დან ისე გა­იყ­ვა­ნეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის მხო­ლოდ 6-7 სა­ა­თის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტეს, რომ ზაზა სოფ­რო­მა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სტა­ტუ­სით და­ი­ბა­რეს, თუმ­ცა მა­შინ­ვე გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი ჰქონ­და...

- ბა­ტო­ნო ზაზა, რა გახ­და სამი თვის წინ თქვე­ნი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი?

- რო­გორც ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შემდ­გომ გან­მარ­ტეს, თურ­მე ეს იყო არა და­კა­ვე­ბა, არა­მედ მოწ­მის სტა­ტუ­სით და­ბა­რე­ბა. ფორ­მა, რომ­ლი­თაც ეს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, შო­კის მომ­გვრე­ლი იყო. დი­ლის ოთხ სა­ათ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ათამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­მად­გა შინ და წა­მიყ­ვა­ნეს იმ მო­ტი­ვით, რომ თით­ქოს სა­დარ­ბა­ზო­ში მოხ­და გას­რო­ლა და ამის თა­ო­ბა­ზე უნდა გა­მო­ე­კი­თხათ რა­ღა­ცე­ბი. გზად აღ­მოჩ­ნდა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კი არა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვყო­ფილ­ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი მოწ­მის სტა­ტუ­სით და არა­ვინ, არც ახ­ლობ­ლებ­მა და არც მე­გობ­რებ­მა 5-6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იცოდ­ნენ, სად ვი­ყა­ვი. დღეს უკვე და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს მოხ­და სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით. მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ კარ­გად იცო­და, რომ წყალ­ტუ­ბო­ში მა­ჟო­რი­ტა­რად კენ­ჭისყ­რის შემ­თხვე­ვა­ში უალ­ტერ­ნა­ტი­ვო კან­დი­და­ტი ვიქ­ნე­ბო­დი. ამ ფაქ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მათ წყალ­ტუ­ბო­ში ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა და და­ად­გი­ნეს, რომ მათ კან­დი­დატს, კაკო ბო­ბო­ხი­ძეს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას შე­ვუქ­მნი­დი. ჩვენს პარ­ტი­ას ჯერ არ ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უა­რის თქმა, ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტეს ჩემ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა.

- ეს და­კი­თხვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გი­თხრეს?

- პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო ფონ­დის ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დრო­ინ­დე­ლი ერთ-ერთი ტენ­დე­რის თა­ო­ბა­ზე მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ახ­ლობ­ლის პი­რით შე­მო­მით­ვა­ლეს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მე­ღო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. ვუ­თხა­რი, რომ ეს ასეც იქ­ნე­ბო­და, რად­გან ჩვე­ნი პარ­ტია არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ აპი­რებ­და, უბ­რა­ლოდ, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ იყო გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი.

- ეჭ­ვობთ, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის მი­თი­თე­ბით გა­ე­კე­თე­ბი­ნათ?

- ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ბო­ბო­ხი­ძემ, წყალ­ტუ­ბო­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სოფ­რო­მა­ძის და­კა­ვე­ბა­ში არა­ფერ შუ­ა­ში ვარო. რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს, არ ვიცი. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ჩემ­მა და­პა­ტიმ­რე­ბამ საკ­მა­ოდ აა­ღელ­ვა წყალ­ტუ­ბოს მო­სახ­ლე­ო­ბა და ამ ფაქ­ტის ბო­ბო­ხი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა მის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ვერ წა­ად­გე­ბო­და. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც იმარ­თლა თავი. ჩემ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ფორ­მად შერ­ჩე­უ­ლი იყო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წაყ­ვა­ნი­სას ექ­სტრე­მუ­ლი ვი­თა­რე­ბის შექ­მნა. და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ ამა­ზე მუ­შა­ო­ბა წინა დღეს და­ი­წყეს, და­ი­ბა­რეს ჩემი ძვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, სამ­მარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სე­ბი, რა­ი­ო­ნუ­ლი ფი­ლი­ა­ლის ზო­გი­ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 15-მდე ადა­მი­ა­ნი, ცდი­ლობ­დნენ, მათ­გან მი­ე­ღოთ სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ.

- ამ­ბო­ბენ, რომ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა­საც კი გთხოვ­დნენ...

- დიახ, ესეც ამ პე­რი­ოდს ემ­თხვე­ვა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­თა რე­გის­ტრა­ცი­ას. ესეც ახ­ლობ­ლის პი­რით შე­მო­მით­ვა­ლეს.

- იქ­ნებ 2006 წელს თქვე­ნი და­კა­ვე­ბა გა­იხ­სე­ნოთ, რო­დე­საც და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო ერ­თი­ან ფონდში კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა გა­შიფ­რეს და თქვენ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში დაგ­დეს ბრა­ლი. მახ­სოვს, იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, შემ­დგომ კი ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­სულ­მა ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­თხრა, ყვე­ლა­ზე მე­ტად იმას ვნა­ნობ, უდა­ნა­შა­უ­ლო ზაზა სოფ­რო­მა­ძის უფ­ლე­ბე­ბი რომ არ და­ვი­ცა­ვიო.

- იცით, ალ­ბათ, და­ნა­შა­უ­ლი არ მი­ღი­ა­რე­ბია და ვერც ვა­ღი­ა­რებ­დი, რად­გან არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია. და­კა­ვე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე გა­მო­მიშ­ვეს გი­რა­ო­თი, მაგ­რამ ისევ შე­მაბ­რუ­ნეს, მხო­ლოდ იმის გამო, რომ და­ნა­შა­უ­ლი არ ვა­ღი­ა­რე და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას არ მო­ვა­წე­რე ხელი. სა­ო­ცა­რი იყო, რომ ბრა­ლი წა­მი­ყე­ნეს იმ საქ­მე­ზე, რომ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა მე და­ვი­წყე, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც მე ვაწ­ვდი­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას ძა­ლო­ვან მი­ნის­ტრებ­საც და შრო­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც. აგ­რეთ­ვე, რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი გა­ვუგ­ზავ­ნე ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ას, რო­მელ­შიც ზუს­ტად ჩა­მოვ­თვა­ლე ის სა­ეჭ­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბო­და ასე­თი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. იცით, რა გვი­პა­სუ­ხეს? - ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში და­ვი­ბა­რეთ თქვენ მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჩა­მო­ვარ­თვით ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი და ისი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად საქ­მი­ა­ნო­ბე­ნო. ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის დო­კუ­მენ­ტში პირ­და­პირ გვი­თი­თებ­დნენ, ყვე­ლა ის გა­და­რი­ცხვა, რაც და­გეგ­მი­ლია, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­თო. ეს დო­კუ­მენ­ტი არ­სე­ბობს და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია ნა­ხოს. ჩვე­ნი ფონ­დის დი­რექ­ტორ კობა ძა­ძა­მი­ა­ზე პირ­და­პირ ზე­მოქ­მე­დებ­და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და ითხოვ­და იმ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ფირ­მე­ბის­თვის თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვას სწო­რედ იმ კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მით, რო­მე­ლიც ჩვენ გავ­შიფ­რეთ. ეს არის 2004 წლის საქ­მე, კობა ძა­ძა­მია 2006 წელს უკვე ტე­ლე­ვი­ზი­ის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო, რო­დე­საც და­ა­კა­ვეს და ათი წელი მი­უ­სა­ჯეს. თუ მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო ეუბ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი­აო, ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორს უფ­ლე­ბა არ აქვს, ეს თან­ხა არ გა­და­რი­ცხოს. მოკ­ლედ, როცა დას­ჭირ­დათ, სხვაგ­ვა­რად წარ­მარ­თეს საქ­მე.

- რის­თვის დას­ჭირ­დათ?

- იმის­თვის, რომ ხელი და­ე­ფა­რე­ბი­ნათ დამ­ნა­შა­ვე­თა კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფის­თვის, რო­მელ­შიც ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც შე­დი­ოდ­ნენ. ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე აქვს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ საქ­მე­საც ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ძი­ე­ბენ. და­სა­ნა­ნია, რომ ამის შემ­დეგ ყვე­ლა ის მიღ­წე­ვა, რაც ამ ფონდს ჰქონ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, წყალ­ში გა­და­ი­ყა­რა. გულ­სატ­კე­ნია, რომ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა და­ან­გრი­ეს. ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი, მსოფ­ლიო ბან­კი, აგ­რეთ­ვე, მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ და­ზღვე­ვის ფონ­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა იყო, მა­შინ, რო­დე­საც კერ­ძო სტრუქ­ტუ­რე­ბი არ იყ­ვნენ მზად სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის მარ­თვის­თვის. სა­ბო­ლო­ოდ კი არა­ვის აზრი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, ნა­წილ-ნა­წილ და­შა­ლეს ეს სტრუქ­ტუ­რა და შექ­მნეს რამ­დე­ნი­მე არაფ­რის მაქ­ნი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი. რა არ იღო­ნეს, რომ სა­პენ­სიო და­ზღვე­ვი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი გა­ე­უქ­მე­ბი­ნათ, რაც უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო. ამ ყვე­ლაფ­რის იდე­ო­ლო­გი და სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი კახა ბენ­დუ­ქი­ძე გახ­ლდათ. Aამ­ჟა­მად კი ისევ ხე­ლახ­ლა იწყე­ბა იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­და­ზღვე­ვო სტრუქ­ტუ­რა უნდა შე­იქ­მნას. თუმ­ცა ეს დღეს გა­ცი­ლე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა.

- ბა­ტო­ნო ზაზა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა ახა­ლი სტრუქ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ახალ­მა­ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თქვენ შემ­ოგ­თა­ვა­ზოთ.

- ასე­თი წი­ნა­და­დე­ბით არა­ვის მო­უ­მარ­თავს. ისე კი, საკ­მა­ოდ მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს იმ ჯგუფ­თან, რო­მე­ლიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ამ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს და ჩვე­ნი ხედ­ვა თან­მხვედ­რია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად მი­მაჩ­ნია. ჩემი აზ­რით, ახა­ლი ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მვი­სას, ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი თან­ხის გა­რე­შე, მთლად 240 ლარი შე­იძ­ლე­ბა ვერ გახ­დეს პენ­სია, მაგ­რამ არ­სე­ბულ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს კი გა­უ­თა­ნაბრდე­ბა.

- თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პრო­ცეს­ში აცხა­დებ­და, რომ დღეს და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას, ამი­ტო­მაც გა­და­ხე­დავ­და ამას. პენ­სი­ის ოდე­ნო­ბად 240 ლარი, რო­გორც ვიცი, ამ ახა­ლი გა­ან­გა­რი­შე­ბის მი­ხედ­ვით ით­ქვა.

- თუმ­ცა ახლა რო­გორც გა­ცხად­და, თავ­და­პირ­ვე­ლად პე­ნსია არ­სე­ბულ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს გა­უ­თა­ნაბრდე­ბა, შემ­დგომ კი გა­და­ი­ხე­დე­ბა ეს სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი და ზრდაც ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა. მეც არა­ერ­თხელ მით­ქვამს და ისე­დაც ცხა­დია, რომ დღეს დათ­ვლი­ლი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მე­ტიც, არ­სე­ბობს კა­ნო­ნი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის დათ­ვლის შე­სა­ხებ. იცით, რომ კა­ნონ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ტა­ნეს ცვლი­ლე­ბე­ბი ამ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის შე­სამ­ცი­რებ­ლად? შე­ამ­ცი­რეს ცი­ლით მდი­და­რი პრო­დუქ­ტის - ხორ­ცის ულუ­ფა, სა­მა­გი­ე­როდ, გა­ზარ­დეს ისე­თი პრო­დუქ­ტის ოდე­ნო­ბა, რო­მე­ლიც კა­ლო­რი­უ­ლად თით­ქოს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ხორ­ცის პრო­დუქტს, მაგ­რამ უფრო ია­ფია. აგ­რეთ­ვე, შე­სას­წავ­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის პრ­ოცე­სი, რო­მელ­ზეც უამ­რა­ვი კი­თხვა ჩნდე­ბა და რო­მე­ლიც გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია. მხო­ლოდ ერთ მა­გა­ლითს გე­ტყვით: ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი და­უჯ­და სა­ხელ­მწი­ფოს და მარ­თლაც და­ემ­სგავ­სა ევ­რო­პუ­ლი დო­ნის კლი­ნი­კას, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ი­სას ათას ლა­რად გა­დას­ცეს "ბლოკ ჯორ­ჯი­ას". ანა­ლო­გი­უ­რი რამ მოხ­და ოფ­თალ­მო­ლო­გი­ი­სა და ნევ­რო­ლო­გი­ის ცენ­ტრის მი­მარ­თაც...

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ზაზა სოფრომაძე: "ახლობლის პირით შემომითვალეს, მონაწილეობა არ მიმეღო საპარლამენტო არჩევნებში"

ზაზა სოფრომაძე: "ახლობლის პირით შემომითვალეს, მონაწილეობა არ მიმეღო საპარლამენტო არჩევნებში"

ამა წლის 27 ივლისს, გამთენიისას, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე სამართალდამცველებმა შინიდან ისე გაიყვანეს, რომ დაკავებულის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ 6-7 საათის შემდეგ გახდა ცნობილი. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ზაზა სოფრომაძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარეს, თუმცა მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა...

- ბატონო ზაზა, რა გახდა სამი თვის წინ თქვენი დაკავების მიზეზი?

- როგორც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა შემდ­გომ განმარტეს, თურმე ეს იყო არა დაკავება, არამედ მოწმის სტატუსით დაბარება. ფორმა, რომლითაც ეს განახორციელეს, შოკის მომგვრელი იყო. დილის ოთხ საათზე დაახლოებით ათამდე ადამიანი მომადგა შინ და წამიყვანეს იმ მოტივით, რომ თითქოს სადარბაზოში მოხდა გასროლა და ამის თაობაზე უნდა გამოეკითხათ რაღაცები. გზად აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში კი არა, პროკურატურაში ვყოფილვარ დაბარებული მოწმის სტატუსით და არავინ, არც ახლობლებმა და არც მეგობრებმა 5-6 საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად ვიყავი. დღეს უკვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოხდა სწორედ პოლიტიკური ნიშნით. მმართველმა პარტიამ კარგად იცოდა, რომ წყალტუბოში მაჟორიტარად კენჭისყრის შემთხვევაში უალტერნატივო კანდიდატი ვიქნებოდი. ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მათ წყალტუბოში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ მათ კანდიდატს, კაკო ბობოხიძეს სერიოზულ პრობლემას შევუქმნიდი. ჩვენს პარტიას ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემზე ზემოქმედება.

- ეს დაკითხვის მიმდინარეობისას გითხრეს?

- პროკურატურის წარმომადგენლები დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ჩემი ხელმძღვანელობის დროინდელი ერთ-ერთი ტენდერის თაობაზე მეკითხებოდნენ, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ერთ მშვენიერ დღეს ახლობლის პირით შემომითვალეს, მონაწილეობა არ მიმეღო საპარლამენტო არჩევნებში. ვუთხარი, რომ ეს ასეც იქნებოდა, რადგან ჩვენი პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა, უბრალოდ, ეს ინფორმაცია არ იყო გახმაურებული.

- ეჭვობთ, რომ ეს შეიძლება აკაკი ბობოხიძის მითითებით გაეკეთებინათ?

- ამაზე ვერაფერს გეტყვით. ბობოხიძემ, წყალტუბოში საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, მოსახლეობასთან პირველივე შეხვედრისას განაცხადა, სოფრომაძის დაკავებაში არაფერ შუაში ვარო. რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემმა დაპატიმრებამ საკმაოდ ააღელვა წყალტუბოს მოსახლეობა და ამ ფაქტის ბობოხიძესთან დაკავშირება მის წინასაარჩევნო კამპანიას ვერ წაადგებოდა. ალბათ, ამიტომაც იმართლა თავი. ჩემზე ზემოქმედებას ფორმად შერჩეული იყო პროკურატურაში წაყვანისას ექსტრემული ვითარების შექმნა. დანამდვილებით ვიცი, რომ ამაზე მუშაობა წინა დღეს დაიწყეს, დაიბარეს ჩემი ძველი თანამშრომლები, ყოფილი მოადგილეები, სამმართველოს იმჟამინდელი უფროსები, რაიონული ფილიალის ზოგიერთი ხელმძღვანელი, დაახლოებით 15-მდე ადამიანი, ცდილობდნენ, მათგან მიეღოთ სასურველი ჩვენება ჩემს წინააღმდეგ.

- ამბობენ, რომ ქვეყნის დატოვებასაც კი გთხოვდნენ...

- დიახ, ესეც ამ პერიოდს ემთხვევა, უფრო კონკრეტულად, მაჟორიტარობის კანდიდატთა რეგისტრაციას. ესეც ახლობლის პირით შემომითვალეს.

- იქნებ 2006 წელს თქვენი დაკავება გაიხსენოთ, როდესაც დაზღვევის სახელმწიფო ერთიან ფონდში კორუფციული სქემა გაშიფრეს და თქვენ უფლებამოსილების გადამეტებაში დაგდეს ბრალი. მახსოვს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, შემდგომ კი ოპოზიციაში წასულმა ზურაბ ნოღაიდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, ყველაზე მეტად იმას ვნანობ, უდანაშაულო ზაზა სოფრომაძის უფლებები რომ არ დავიცავიო.

- იცით, ალბათ, დანაშაული არ მიღიარებია და ვერც ვაღიარებდი, რადგან არაფერი დამიშავებია. დაკავებიდან მეორე დღესვე გამომიშვეს გირაოთი, მაგრამ ისევ შემაბრუნეს, მხოლოდ იმის გამო, რომ დანაშაული არ ვაღიარე და საპროცესო შეთანხმებას არ მოვაწერე ხელი. საოცარი იყო, რომ ბრალი წამიყენეს იმ საქმეზე, რომლის გამოძიება მე დავიწყე, რომლის თაობაზეც მე ვაწვდიდი ინფორმაციას ძალოვან მინისტრებსაც და შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ხელმძღვანელობასაც. აგრეთვე, რამდენიმე წერილი გავუგზავნე ფინანსურ პოლიციას, რომელშიც ზუსტად ჩამოვთვალე ის საეჭვო ორგანიზაციები, რომლებსაც შეიძლებოდა ასეთი მაქინაციები ჩაეტარებინათ. იცით, რა გვიპასუხეს? - ფინანსურ პოლიციაში დავიბარეთ თქვენ მიერ ჩამოთვლილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩამოვართვით ახსნა-განმარტებები და ისინი აბსოლუტურად სწორად საქმიანობენო. ფინანსური პოლიციის დოკუმენტში პირდაპირ გვითითებდნენ, ყველა ის გადარიცხვა, რაც დაგეგმილია, განახორციელეთო. ეს დოკუმენტი არსებობს და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს. ჩვენი ფონდის დირექტორ კობა ძაძამიაზე პირდაპირ ზემოქმედებდა ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი უფროსი დავით კეზერაშვილი და ითხოვდა იმ ეჭვმიტანილი ფირმებისთვის თანხების გადარიცხვას სწორედ იმ კორუფციული სქემით, რომელიც ჩვენ გავშიფრეთ. ეს არის 2004 წლის საქმე, კობა ძაძამია 2006 წელს უკვე ტელევიზიის ფინანსური დირექტორი იყო, როდესაც დააკავეს და ათი წელი მიუსაჯეს. თუ მაკონტროლებელი ორგანო ეუბნება, ყველაფერი გაკონტროლებულიაო, ფინანსურ დირექტორს უფლება არ აქვს, ეს თანხა არ გადარიცხოს. მოკლედ, როცა დასჭირდათ, სხვაგვარად წარმართეს საქმე.

- რისთვის დასჭირდათ?

- იმისთვის, რომ ხელი დაეფარებინათ დამნაშავეთა კონ­კრეტული ჯგუფისთვის, რომელშიც ფინანსური პოლიციის თანამშრომლებიც შედიოდნენ. ძალიან ბევრი საქმე აქვს ახალ ხელისუფლებას გამოსაძიებელი, სავარაუდოდ, ამ საქმესაც ხელახლა გამოიძიებენ. დასანანია, რომ ამის შემდეგ ყველა ის მიღწევა, რაც ამ ფონდს ჰქონდა, ფაქტობრივად, წყალში გადაიყარა. გულსატკენია, რომ ყველაზე წარმატებული სტრუქტურა დაანგრიეს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აგრეთვე, მოწვეული ექსპერტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ დაზღვევის ფონდი წარმატებული სტრუქტურა იყო, მაშინ, როდესაც კერძო სტრუქტურები არ იყვნენ მზად სახელმწიფო პროგრამების მართვისთვის. საბოლოოდ კი არავის აზრი არ გაითვალისწინეს, ნაწილ-ნაწილ დაშალეს ეს სტრუქტურა და შექმნეს რამდენიმე არაფრის მაქნისი ორგანიზაცია, რომლებიც ძირითადად პოლიტიკური მიზნების აღსრულებით იყვნენ დაკავებული. რა არ იღონეს, რომ საპენსიო დაზღვევისა და სამედიცინო დაზღვევის შესახებ მიღებული კანონები გაეუქმებინათ, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ამ ყველაფრის იდეოლოგი და სულისჩამდგმელი კახა ბენდუქიძე გახლდათ. Aამჟამად კი ისევ ხელახლა იწყება იმაზე ლაპარაკი, რომ სახელმწიფო სადაზღვევო სტრუქტურა უნდა შეიქმნას. თუმცა ეს დღეს გაცილებით მტკივნეული პროცესი იქნება.

- ბატონო ზაზა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა ახალმა­ ხელისუფლებამ თქვენ შემ­ოგ­თა­ვაზოთ.

- ასეთი წინადადებით არავის მოუმართავს. ისე კი, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა მაქვს იმ ჯგუფთან, რომელიც "ქართულ ოცნებაში" ამ საკითხებზე მუშაობს და ჩვენი ხედვა თანმხვედრია. "ქართული ოცნების" სოციალური პროგრამის განხორციელება რეალურად მიმაჩნია. ჩემი აზრით, ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას, ყოველგვარი დამატებითი თანხის გარეშე, მთლად 240 ლარი შეიძლება ვერ გახდეს პენსია, მაგრამ არსებულ საარსებო მინიმუმს კი გაუთანაბრდება.

- თუმცა "ქართული ოცნება" მთელი საარჩევნო კამპანიის პროცესში აცხადებდა, რომ დღეს დაანგარიშებული საარსებო მინიმუმი არ შეესაბამება რეალობას, ამიტომაც გადახედავდა ამას. პენსიის ოდენობად 240 ლარი, როგორც ვიცი, ამ ახალი გაანგარიშების მიხედვით ითქვა.

- თუმცა ახლა როგორც გაცხადდა, თავდაპირველად პე­ნსია არსებულ საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება, შემდგომ კი გადაიხედება ეს საარსებო მინიმუმი და ზრდაც ეტაპობრივად მოხდება. მეც არაერთხელ მითქვამს და ისედაც ცხადია, რომ დღეს დათვლილი საარსებო მინიმუმი რეალობას არ შეესაბამება, მეტიც, არსებობს კანონი საარსებო მინიმუმის დათვლის შესახებ. იცით, რომ კანონში სპეციალურად შეიტანეს ცვლილებები ამ საარსებო მინიმუმის შესამცირებლად? შე­ამცირეს ცილით მდიდარი პროდუქტის - ხორცის ულუფა, სამაგიეროდ, გაზარდეს ისეთი პროდუქტის ოდენობა, რომელიც კალორიულად თითქოს შეესაბამება ხორცის პროდუქტს, მაგრამ უფრო იაფია. აგრეთვე, შესასწავლია საავადმყოფოების პრივატიზაციის პრ­ოცესი, რომელზეც უამრავი კითხვა ჩნდება და რომელიც გამოსაძიებელია. მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით: ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდა სახელმწიფოს და მართლაც დაემსგავსა ევროპული დონის კლინიკას, საავადმყოფოების პრივატიზაციისას ათას ლარად გადასცეს "ბლოკ ჯორჯიას". ანალოგიური რამ მოხდა ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ცენტრის მიმართაც...

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა