პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალებმა ცხრაწლიანი მმართველობის შედეგად დამსახურებული სიძულვილი მიიღეს"
"ნაციონალებმა ცხრაწლიანი მმართველობის შედეგად დამსახურებული სიძულვილი მიიღეს"

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ით, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტეტს სა­თა­ვე­ში დე­პუ­ტა­ტი გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი უნდა ჩას­დგო­მო­და, მაგ­რამ კენ­ჭისყ­რის პრო­ცეს­ში გა­ირ­კვა, რომ ამ პოსტზე ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი დამ­ტკიც­და. გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუნ­დმა ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღო და მი­ე­სალ­მე­ბა. გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­სუ­ლი ყო­ფი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის მუ­შა­ო­ბას აფა­სებს.

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ყო­ფი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში? უკვე ჩანს, რომ მათ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა...

- ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილ­მა ან აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ ამ ქვე­ყა­ნა­ში რა­ი­მე სა­კი­თხზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღონ. ჩვენ უკვე ვნა­ხეთ მათ მიერ აღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­დე­გი. ამ სი­სას­ტი­კი­სა და ან­ტი­ქარ­თუ­ლო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბებ­მა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­თხოვ­რო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს. ამათ და მათ თა­ნა­გუნ­დე­ლებს ნა­მუ­სი რომ ჰქონ­დეთ, სა­ერ­თოდ არ უნდა იღებ­დნენ ხმას. თუ ამის შნო და ლა­ზა­თი აქვთ, გაგ­ვი­წი­ონ ოპო­ნი­რე­ბა და იმუ­შა­ონ ისე, რო­გორც ღირ­სე­ულ ოპო­ზი­ცი­ას შე­ე­ფე­რე­ბა, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი 17-18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და შე­ეჩ­ვივ­ნენ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბას. ყვე­ლა­ზე ცუდი ის და­ე­მარ­თათ, რომ მო­ძა­ლა­დე­ე­ბად გა­და­იქ­ცნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მბრძა­ნებ­ლუ­რი ტო­ნით სა­უ­ბარს შე­ეჩ­ვივ­ნენ და მი­აჩ­ნდათ, რომ ასეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბის მი­მარ­თვა, სა­დაც ისი­ნი ევ­რო­პულ ალი­ანსთან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში მათ დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ...

- კი, ისეთ გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ წე­რი­ლებს წე­რენ, მა­გათ რომ უს­მი­ნო, დღე­და­ღამ მა­გა­ზე ფიქ­რობ­დნენ და ქარ­თველ ხალ­ხს მზე და მთვა­რე მათ­ზე ამოს­დი­ო­დათ. მაგ­რამ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ისე გა­მო­უ­ვი­დათ, "იღ­ბლი­ან ჯენტლმე­ნებ­ში" რომ ამ­ბობს ერთი პერ­სო­ნა­ჟი, - "ვსე პა­ბეჟა­ლი, ი ია პა­ბეჟალ"... თუ ბა­ტო­ნი შაშ­კი­ნი ან ადე­იშ­ვი­ლი ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრე­ბი და რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ, რო­მელ­თაც თურ­მე ქუ­ჩა­ში მად­ლო­ბებს უხ­დი­ან, რა­ტომ გა­იქ­ცნენ ვირ­თხე­ბი­ვით ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე? ახლა გა­ი­ა­რონ ქუ­ჩა­ში, თუ მა­გა­რი ბი­ჭე­ბი არი­ან და ვნა­ხოთ, ვინ ეტყვის მად­ლო­ბას და მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად შუბ­ლზე ვინ აკო­ცებს. უბ­რა­ლოდ კო­მი­კუ­რია ეს მათი ვი­თომ სევ­და­ნა­რე­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი, თა­ვის შე­ცო­დე­ბას რომ ჰგავს. და­სა­ნა­ნია, რომ ბა­ტონ შაშ­კინს, ადე­იშ­ვილ­სა და მის კო­ლე­გებს, მათ შო­რის სის­ხლის­მსმელ ახა­ლა­ი­ებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლი­სა­მებრ ეწა­მე­ბი­ნათ. მათი ცხრაწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გია ის სი­ძულ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­თი დიდი დო­ზით მი­ი­ღეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან. ახლა კი, რაც უნდა გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი პოს­ტე­ბი წე­რონ, რე­პუ­ტა­ცი­ას ვე­რას­დროს აღიდ­გე­ნენ. და­უშ­ვე­ბე­ლია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ოდ­ნენ და ერთ დღე­საც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მან­ტია მო­ის­ხან.

- ეს ნიშ­ნავს, რომ მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს, მაგ­რამ თქვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არა­ვის დევ­ნა არ და­ი­წყე­ბა...

- დიახ, არც და­ი­წყე­ბა. თუმ­ცა შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა მათი ავ­ტო­რო­ბით ჩა­დე­ნი­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, კო­რუფ­ცია იქ­ნე­ბა თუ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის შე­ლახ­ვა, რათა მსგავ­სი შეც­დო­მე­ბი სხვებ­მაც არ გა­ი­მე­ო­რონ. არ შე­იძ­ლე­ბა, ახა­ლა­ი­ებს ამ­დე­ნი და­ნა­შა­უ­ლი შერ­ჩეთ. თუ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან შაშ­კი­ნი და ადე­იშ­ვი­ლი და არა­ფე­რი მი­უ­ქა­რავთ, სად გარ­ბოდ­ნენ?.. 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან თით­ქმის ერთი თვე გა­ვი­და, მაგ­რამ მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, სახ­ლში არა­ვის მივ­ვარ­დნი­ვართ.

- არა­და, მუდ­მი­ვად გვეს­მის აწ უკვე უმ­ცი­რე­სო­ბის მხრი­დან, გვა­ვიწ­რო­ე­ბე­ნო...

- და­ა­სა­ხე­ლონ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა მა­ინც, ჩვენ ყო­ველ­თვის კონ­კრე­ტუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დით ასეთ ფაქ­ტებ­ზე... ასე რომ, რაც უნდა იწუ­წუ­ნოს ვი­თომ სა­ცო­და­ვად კუბ­ლაშ­ვილ­მა, მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე ზე­წო­ლა არი­სო, როცა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა სრულ­ყო­ფი­ლი გახ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ნახ­ვებთ ხალ­ხს, სი­ნამ­დვი­ლე­ში ვინ ახორ­ცი­ე­ლებ­და მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე ზე­წო­ლას. არ გა­მო­უ­ვა ბა­ტონ კუბ­ლაშ­ვილს წა­მე­ბუ­ლის მან­ტი­ის მოს­ხმა. მათ უკვე უჭირთ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის სკამ­ზე ჯდო­მა, ვიცი, რომ ძნე­ლია, მე ორ­ჯერ ვიწ­ვნიე ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა, თან ისე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­ა­ში, რო­გო­რიც ეს ავა­ზა­კე­ბი იყ­ვნენ. მე შუ­რის­ძი­ე­ბა არ მა­ლა­პა­რა­კებს, უბ­რა­ლოდ, სა­მარ­თალ­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა ჭა­მოს პური... რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სად და რო­მელ კუნ­ძულ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ისი­ნი, XXI სა­უ­კუ­ნეა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს ინ­ტერ­პო­ლი. მი­წის გულ­ში თუ ჩაძ­ვრე­ბი­ან, არ ვიცი, თო­რემ და­მალ­ვას ვერ შეძ­ლე­ბენ. მათ საქ­მე­ებს გი­ორ­გი ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ალა­სა­ნია ან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი არა, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო გა­მო­ი­ძი­ებს.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ნაციონალებმა ცხრაწლიანი მმართველობის შედეგად დამსახურებული სიძულვილი მიიღეს"

"ნაციონალებმა ცხრაწლიანი მმართველობის შედეგად დამსახურებული სიძულვილი მიიღეს"

"ქართული ოცნების" თავდაპირველი ვერსიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს სათავეში დეპუტატი გია ცაგარეიშვილი უნდა ჩასდგომოდა, მაგრამ კენჭისყრის პროცესში გაირკვა, რომ ამ პოსტზე ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დამტკიცდა. გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება გუნდმა ერთობლივად მიიღო და მიესალმება. გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაში გადასული ყოფილი უმრავლესობის მუშაობას აფასებს.

- როგორ წარმოგიდგენიათ ყოფილი უმრავლესობა ოპოზიციაში? უკვე ჩანს, რომ მათთან ერთად მუშაობა საკმაოდ რთული იქნება...

- ღმერთმა დაგვიფაროს, ხათუნა გოგორიშვილმა ან აკაკი ბობოხიძემ ამ ქვეყანაში რაიმე საკითხზე პასუხისმგებლობა აიღონ. ჩვენ უკვე ვნახეთ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობის შედეგი. ამ სისასტიკისა და ანტიქართულობის განსახიერებებმა ქართული საზოგადოება მათხოვრობამდე მიიყვანეს. ამათ და მათ თანაგუნდელებს ნამუსი რომ ჰქონდეთ, საერთოდ არ უნდა იღებდნენ ხმას. თუ ამის შნო და ლაზათი აქვთ, გაგვიწიონ ოპონირება და იმუშაონ ისე, როგორც ღირსეულ ოპოზიციას შეეფერება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი 17-18 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და შეეჩვივნენ ფუფუნებაში ცხოვრებას. ყველაზე ცუდი ის დაემართათ, რომ მოძალადეებად გადაიქცნენ, საზოგადოებასთან მბრძანებლური ტონით საუბარს შეეჩვივნენ და მიაჩნდათ, რომ ასეც უნდა ყოფილიყო.

- სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყოფილი მინისტრების მიმართვა, სადაც ისინი ევროპულ ალიანსთან ახლო ურთიერთობასა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში მათ დამსახურებაზე საუბრობენ...

- კი, ისეთ გულისამაჩუყებელ წერილებს წერენ, მაგათ რომ უსმინო, დღედაღამ მაგაზე ფიქრობდნენ და ქართველ ხალხს მზე და მთვარე მათზე ამოსდიოდათ. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ისე გამოუვიდათ, "იღბლიან ჯენტლმენებში" რომ ამბობს ერთი პერსონაჟი, - "ვსე პაბეჟალი, ი ია პაბეჟალ"... თუ ბატონი შაშკინი ან ადეიშვილი ასეთი წარმატებული მინისტრები და რეფორმატორები იყვნენ, რომელთაც თურმე ქუჩაში მადლობებს უხდიან, რატომ გაიქცნენ ვირთხებივით ახსნა-განმარტების გარეშე? ახლა გაიარონ ქუჩაში, თუ მაგარი ბიჭები არიან და ვნახოთ, ვინ ეტყვის მადლობას და მადლიერების ნიშნად შუბლზე ვინ აკოცებს. უბრალოდ კომიკურია ეს მათი ვითომ სევდანარევი განცხადებები, თავის შეცოდებას რომ ჰგავს. დასანანია, რომ ბატონ შაშკინს, ადეიშვილსა და მის კოლეგებს, მათ შორის სისხლისმსმელ ახალაიებს წლების განმავლობაში საშუალება ჰქონდათ ქართველი საზოგადოება თავიანთი სურვილისამებრ ეწამებინათ. მათი ცხრაწლიანი მმართველობის შედეგია ის სიძულვილი, რომელიც ასეთი დიდი დოზით მიიღეს ქართველი ხალხისგან. ახლა კი, რაც უნდა გულისამაჩუყებელი პოსტები წერონ, რეპუტაციას ვერასდროს აღიდგენენ. დაუშვებელია, წლების განმავლობაში დანაშაულს სჩადიოდნენ და ერთ დღესაც დემოკრატიული ოპოზიციის მანტია მოისხან.

- ეს ნიშნავს, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ თქვენი თანაგუნდელები ამბობენ, რომ არავის დევნა არ დაიწყება...

- დიახ, არც დაიწყება. თუმცა შესწავლილი იქნება მათი ავტორობით ჩადენილი კანონდარღვევა, კორუფცია იქნება თუ ადამიანის უფლების შელახვა, რათა მსგავსი შეცდომები სხვებმაც არ გაიმეორონ. არ შეიძლება, ახალაიებს ამდენი დანაშაული შერჩეთ. თუ უდანაშაულოები არიან შაშკინი და ადეიშვილი და არაფერი მიუქარავთ, სად გარბოდნენ?.. 1-ლი ოქტომბრიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, მაგრამ მათგან განსხვავებით, სახლში არავის მივვარდნივართ.

- არადა, მუდმივად გვესმის აწ უკვე უმცირესობის მხრიდან, გვავიწროებენო...

- დაასახელონ ერთი კონკრეტული შემთხვევა მაინც, ჩვენ ყოველთვის კონკრეტულად ვლაპარაკობდით ასეთ ფაქტებზე... ასე რომ, რაც უნდა იწუწუნოს ვითომ საცოდავად კუბლაშვილმა, მოსამართლეებზე ზეწოლა არისო, როცა სასამართლო სისტემა სრულყოფილი გახდება, აუცილებლად დავანახვებთ ხალხს, სინამდვილეში ვინ ახორციელებდა მოსამართლეებზე ზეწოლას. არ გამოუვა ბატონ კუბლაშვილს წამებულის მანტიის მოსხმა. მათ უკვე უჭირთ ოპოზიციონერის სკამზე ჯდომა, ვიცი, რომ ძნელია, მე ორჯერ ვიწვნიე ოპოზიციაში ყოფნა, თან ისეთი ხელისუფლების ოპოზიციაში, როგორიც ეს ავაზაკები იყვნენ. მე შურისძიება არ მალაპარაკებს, უბრალოდ, სამართალმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჭამოს პური... რა მნიშვნელობა აქვს, სად და რომელ კუნძულზე იმყოფებიან ისინი, XXI საუკუნეა, საბედნიეროდ, მსოფლიოში არსებობს ინტერპოლი. მიწის გულში თუ ჩაძვრებიან, არ ვიცი, თორემ დამალვას ვერ შეძლებენ. მათ საქმეებს გიორგი ცაგარეიშვილი, ირაკლი ალასანია ან ბიძინა ივანიშვილი კი არა, სამართლიანი სასამართლო გამოიძიებს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა