დიზაინერმა დეიმონ ო სალივანმა ჭიქა შექმნა, რომელიც ყავის ჩასხმისას "იღვიძებს".
თავდაპირველად ჭიქა შავი ფერისაა და "მძინარეა", ხოლო როდესაც ის ადუღებული წყლით ივსება, "იღიმის" და თეთრდება.
დიზაინერი ამბობს, რომ ჭიქა ზუსტად გადმოგვცემს ახლად გაღვიძებული ადამიანის ემოციას, რომელმაც გამოსაფხიზლებლად ერთი ჭიქა ყავა უნდა დალიოს.
მომზადებულია gnr8.biz-ის მიხედვით.