პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაკეტა, რომელიც მხოლოდ კომპიუტერებს ანადგურებს
რაკეტა, რომელიც მხოლოდ კომპიუტერებს ანადგურებს

ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში ამე­რი­კულ­მა "ბო­ინ­გმა" ახა­ლი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა გა­მოს­ცა­და. მსგავ­სი ტი­პის შე­ი­ა­რა­ღე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის არც ცო­ცხალ ძა­ლას, არც სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას და არც რა­ი­მე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებს ანად­გუ­რებს. რა­დი­ო­ტალ­ღე­ბის ძლი­ე­რი იმ­პულ­სე­ბით მას მწყობ­რი­დან მხო­ლოდ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბი გა­მოჰ­ყავს.

"ბო­ინ­გის" სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, მსგავ­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბა ომე­ბი­სა და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის ტაქ­ტი­კას ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვლის. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ CHAMP-ის ტი­პის ახა­ლი რა­კე­ტა მხო­ლოდ ელექ­ტო­სის­ტე­მე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაა გა­მიზ­ნუ­ლი, მის მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი არა­პირ­და­პი­რი ზი­ა­ნი მი­ნი­მა­ლუ­რია.

ელექტრო­ტექ­ნი­კა­ზე ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი იმ­პულ­სის უარ­ყო­ფი­თი მოქ­მე­დე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბის გა­მოც­დე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ყო­ვე­ლი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში მცი­რე დრო­ით ყვე­ლა ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში შე­ფერ­ხე­ბე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. მათი ნა­წი­ლი კი სა­ერ­თოდ მწყობ­რი­დან გა­მო­დი­ო­და. მას შემ­დეგ ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი ია­რა­ღის შექ­მნა­ზე მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ.

რა­კე­ტა CHAMP-ის გა­მოც­დი­სას, სა­მიზ­ნეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და სხვა ელექტრო­ტექ­ნი­კით სავ­სე ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა წარ­მო­ად­გენ­და. მიკ­რო­ტალ­ღუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის იმ­პულ­სის "გას­რო­ლის" შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წამ­ში შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბულ­მა ყვე­ლა ელექტრულ­მა მო­წყო­ბი­ლო­ბამ მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტა.

გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლა, რად­გან ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­კე­ტამ მსგავ­სი სა­ხის შვი­დი სა­მიზ­ნე "გა­ა­ნად­გუ­რა". სპე­ცი­ა­ლის­ტთა თქმით, ამ სის­ტე­მის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მი­ღე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია. თუმ­ცა ყვე­ლა­ნი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მსგავ­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­მო­ჩე­ნა სამ­ხედ­რო საქ­მე­ში დიდ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას მო­ახ­დენს.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რაკეტა, რომელიც მხოლოდ კომპიუტერებს ანადგურებს

რაკეტა, რომელიც მხოლოდ კომპიუტერებს ანადგურებს

ოქტომბრის შუა რიცხვებში ამერიკულმა "ბოინგმა" ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. მსგავსი ტიპის შეიარაღებისგან განსხვავებით, ის არც ცოცხალ ძალას, არც სამხედრო ტექნიკას და არც რაიმე შენობა-ნაგებობებს ანადგურებს. რადიოტალღების ძლიერი იმპულსებით მას მწყობრიდან მხოლოდ მოწინააღმდეგის კომპიუტერები და ელექტრონული სისტემები გამოჰყავს.

"ბოინგის" სპეციალისტთა აზრით, მსგავსი შეიარაღება ომებისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოების ტაქტიკას ძირფესვიანად შეცვლის. გამომდინარე იქიდან, რომ CHAMP-ის ტიპის ახალი რაკეტა მხოლოდ ელექტოსისტემების წინააღმდეგაა გამიზნული, მის მიერ მიყენებული არაპირდაპირი ზიანი მინიმალურია.

ელექტროტექნიკაზე ელექტრომაგნიტური იმპულსის უარყოფითი მოქმედება გასული საუკუნის შუა ხანებში ატომური ბომბების გამოცდებისას აღმოაჩინეს. ყოველი აფეთქების შემდეგ, რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში მცირე დროით ყველა ელექტრონული მოწყობილობების მუშაობაში შეფერხებები შეინიშნებოდა. მათი ნაწილი კი საერთოდ მწყობრიდან გამოდიოდა. მას შემდეგ ელექტრომაგნიტური იარაღის შექმნაზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ.

რაკეტა CHAMP-ის გამოცდისას, სამიზნეს კომპიუტერული და სხვა ელექტროტექნიკით სავსე ორსართულიანი შენობა წარმოადგენდა. მიკროტალღური გამოსხივების იმპულსის "გასროლის" შემდეგ, რამდენიმე წამში შენობაში არსებულმა ყველა ელექტრულმა მოწყობილობამ მუშაობა შეწყვიტა.

გამოცდები წარმატებულად ჩაითვალა, რადგან ერთი საათის განმავლობაში რაკეტამ მსგავსი სახის შვიდი სამიზნე "გაანადგურა". სპეციალისტთა თქმით, ამ სისტემის შეიარაღებაში მიღებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსგავსი შეიარაღების გამოჩენა სამხედრო საქმეში დიდ გადატრიალებას მოახდენს.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე