ადვოკატი მიიჩნევს, რომ გიორგი გაჩეჩილაძე მტკიცებულებების გარეშეა დაკავებული

ადვოკატი მიიჩნევს, რომ გიორგი გაჩეჩილაძე მტკიცებულებების გარეშეა დაკავებული

ლევან გაჩეჩილაძის შვილის ადვოკატი ლალი აფციაური მიიჩნევს, რომ გიორგი გაჩეჩილაძე მტკიცებულებების გარეშეა დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აფციაურმა განუცხადა, გაჩეჩილაძეს ინციდენტის ადგილას არავითარი იარაღი არ გააჩნდა.

"გაჩეჩილაძე ინციდენტში მონაწილეობდა, როგორც უსასტიკესად ნაცემი ადამიანი", - აცხადებს ადვოკატი.

ამასთან, ლალი აფციაური გაჩეჩილაძის დაკავების შესახებ დღეს, 13:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ ლევან გაჩეჩილაძის შვილი, გიორგი გაჩეჩილაძე 27 ოქტომბერს დააკავა.

გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).

საქმე ეხება გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ