მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობის უცნობი განკარგულებები" - რაში იხარჯებოდა ბიუჯეტი
"მთავრობის უცნობი განკარგულებები" - რაში იხარჯებოდა ბიუჯეტი

190 ათა­სი ლარი, ანაკ­ლი­ა­ში ჩერ­ქე­ზი ხალ­ხის გე­ნო­ცი­დის მსხვერ­პლთა მე­მო­რი­ა­ლის­თვის, 85 ათა­სი ლარი ლა­ზი­კის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რა­ვად, 675 ათა­სი ლარი სა­ხან­ძრო ავ­ტო­მო­ბი­ლის კი­ბის შე­სა­ძე­ნად - ეს იმ ხარ­ჯე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­შიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სო­ლი­დუ­რი წილი იხარ­ჯე­ბო­და. "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" იწყებს კვლე­ვას - "მთავ­რო­ბის უც­ნო­ბი გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბი", სა­დაც დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი რამ­დე­ნად გა­უმჭვირ­ვა­ლედ და არა­მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის გან­კარ­გვა, რო­გორ აფუძ­ნებ­და მთავ­რო­ბა სა­კუ­თარ შპს-ებს და ტენ­დე­რის გა­რე­შე აცხა­დებ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად...

ლე­ვან ავა­ლიშ­ვი­ლი, "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" (IDFI) თავ­მჯდო­მა­რე: "სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ანა­ლი­ზი­სას ირ­კვე­ვა, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია "სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დის­თვის". 2011 წელს ამ ფონ­დის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან 359.2 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მო­ი­ყო. რად­გან ამ ფონ­დი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის სი­დი­დით ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია, ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო თუ რა ფორ­მით და რა მიზ­ნე­ბის­თვის ხდე­ბო­და ამ თან­ხე­ბის ათ­ვი­სე­ბა. ჩვენ მივ­მარ­თეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას, რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი­დან გა­მო­ყო­ფილ თან­ხებ­ზე გა­ცე­მუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბის ქსე­რო­ას­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­სტი­ტუტს არ გა­მო­უ­თხო­ვია ის გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გენ­დნენ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენტს. აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბი არ მო­ი­ძი­ე­ბო­და არც პროგ­რა­მა "კო­დექსში" და არც სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნეს ვებ-გვერ­დზე. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ამ ინ­სტი­ტუ­ტის მიერ გაგ­ზავ­ნილ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას თავი აა­რი­და. სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნის უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ინ­სტი­ტუ­ტის მიერ მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას წა­რედ­გი­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ჩი­ვა­რი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის (სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა) მო­თხოვ­ნით და მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში, ინ­სტი­ტუტს გა­და­ე­ცა მო­თხოვ­ნი­ლი მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბის ქსე­რო­ას­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2012 წლის 31 იან­ვრის N163 გან­კარ­გუ­ლე­ბით, სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, ახა­ლი ქა­ლა­ქის ლა­ზი­კის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რა­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი­დან, შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ს, რომ­ლის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია, გა­მო­ე­ყო 85 ათა­სი ლარი. აღ­ნიშ­ნულ შპს-ს აგ­რეთ­ვე სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის გზით, ანუ ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­რე­შე. სა­ინ­ტე­რე­სოა აგ­რეთ­ვე, რომ მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს და­ე­ვა­ლა შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ის­თვის გა­და­რი­ცხუ­ლი თან­ხა აე­სა­ხა, რო­გორც ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტის­თვის გა­და­რი­ცხუ­ლი ტრანსფე­რი (რაც ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბის ან­გა­რი­შის გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბის კი­დევ ერთ ინ­დი­კა­ტო­რად შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს მიჩ­ნე­უ­ლი). მსგავ­სი სქე­მით, შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ის­თვის მთავ­რო­ბის ფონ­დი­დან გა­მო­ი­ყო თან­ხა ასე­ვე მთავ­რო­ბის 2012 წლის 29 თე­ბერ­ვლის N370 (7 მი­ლი­ო­ნი ლარი), 2012 წლის 8 თე­ბერ­ვლის N228 (34.4 ათა­სი ლარი) და 2012 წლის 31 იან­ვრის N165 (370 ათა­სი ლარი) გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბით.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მთავრობის უცნობი განკარგულებები" - რაში იხარჯებოდა ბიუჯეტი

"მთავრობის უცნობი განკარგულებები" - რაში იხარჯებოდა ბიუჯეტი

190 ათასი ლარი, ანაკლიაში ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისთვის, 85 ათასი ლარი ლაზიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად, 675 ათასი ლარი სახანძრო ავტომობილის კიბის შესაძენად - ეს იმ ხარჯების არასრული ჩამონათვალია, რაშიც წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის სოლიდური წილი იხარჯებოდა. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" იწყებს კვლევას - "მთავრობის უცნობი განკარგულებები", სადაც დეტალურად არის აღწერილი რამდენად გაუმჭვირვალედ და არამიზანმიმართულად ხდებოდა სახელმწიფო სახსრების განკარგვა, როგორ აფუძნებდა მთავრობა საკუთარ შპს-ებს და ტენდერის გარეშე აცხადებდა გამარჯვებულად...

ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თავმჯდომარე: "სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლების ანალიზისას ირკვევა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა გათვალისწინებულია "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის". 2011 წელს ამ ფონდისთვის ბიუჯეტიდან 359.2 მილიონი ლარი გამოიყო. რადგან ამ ფონდიდან გამოყოფილი თანხების სიდიდით ერთ-ერთი გამორჩეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, ჩვენთვის საინტერესო იყო თუ რა ფორმით და რა მიზნებისთვის ხდებოდა ამ თანხების ათვისება. ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობის კანცელარიას, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე გაცემული განკარგულებების ქსეროასლების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტს არ გამოუთხოვია ის განკარგულებები, რომლებიც წარმოადგენდნენ საიდუმლო დოკუმენტს. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული განკარგულებები არ მოიძიებოდა არც პროგრამა "კოდექსში" და არც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ინსტიტუტის მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უპასუხოდ დატოვების საფუძველზე, ინსტიტუტის მიერ მთავრობის კანცელარიას წარედგინა ადმინისტრაციული საჩივარი ქმედების განხორციელების (საჯარო ინფორმაციის გაცემა) მოთხოვნით და მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში, ინსტიტუტს გადაეცა მოთხოვნილი მთავრობის განკარგულებების ქსეროასლები.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის N163 განკარგულებით, სამეგრელოს რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ახალი ქალაქის ლაზიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, გამოეყო 85 ათასი ლარი. აღნიშნულ შპს-ს აგრეთვე საშუალება მიეცა, სახელმწიფო შესყიდვები განეხორციელებინა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით, ანუ ტენდერის გამოცხადების გარეშე. საინტერესოა აგრეთვე, რომ მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ისთვის გადარიცხული თანხა აესახა, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გადარიცხული ტრანსფერი (რაც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გაუმჭვირვალობის კიდევ ერთ ინდიკატორად შეიძლება იქნეს მიჩნეული). მსგავსი სქემით, შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ისთვის მთავრობის ფონდიდან გამოიყო თანხა ასევე მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის N370 (7 მილიონი ლარი), 2012 წლის 8 თებერვლის N228 (34.4 ათასი ლარი) და 2012 წლის 31 იანვრის N165 (370 ათასი ლარი) განკარგულებებით.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა