საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელემონოპოლია შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს?!
ტელემონოპოლია შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს?!

სა­ქარ­თვე­ლოს ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­პა­გან­და და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო სამ ცი­ტა­დელ­ზე: "იმედ­ზე", "რუს­თა­ვი 2"-სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ცი­ტა­დელ­თა "და­ცე­მა" და­ი­წყო. ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახ­მა და­იბ­რუ­ნა "იმე­დი", "რუს­თა­ვი 2"-ის რამ­დე­ნი­მე ძვე­ლი მე­პატ­რო­ნე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლას იწყებს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შეც­ვლა კი, ალ­ბათ, მხო­ლოდ დრო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა პრო­ცეს­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "იმე­დის" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­ი­მე­და, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი "ტე­ლე­ტყუ­პი" ობი­ექ­ტურ და და­მო­უ­კი­დე­ბელ მა­უ­წყებ­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. თუმ­ცა შე­საძ­ლოა, არ­ჩევ­ნე­ბის გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა არ აღ­მოჩ­ნდეს საკ­მა­რი­სი ტე­ლე­მე­დი­ა­გა­რე­მოს რე­ა­ლუ­რად გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. მე­ტიც, არის საფრ­თხე, რომ "რუს­თა­ვი 2", "იმე­დი" და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ისევ ტე­ლე­ტყუ­პად გა­დაჯ­გუფ­დნენ, ოღონდ ამ­ჯე­რად "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ნაც­ვლად "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ემ­სა­ხუ­რონ.

კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რომ იყოს, ის ბიზ­ნესს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს, ან მის მე­პატ­რო­ნეს არ უნდა ჰქონ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, მაგ­რამ შე­ეძ­ლოს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბა.

პრობ­ლე­მა იწყე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ტე­ლე­მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ბიზ­ნე­სის თვალ­საზ­რი­სით მომ­გე­ბი­ა­ნი არ არის, მფლო­ბელს მისი შე­ნახ­ვა არ სურს ან არ შე­უძ­ლია, ინ­ვეს­ტო­რი კი არა­მომ­გე­ბი­ან ბიზ­ნეს­ში ფულს არ და­ა­ბან­დებს, სა­მა­გი­ე­როდ, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში "პო­ლი­ტი­კუ­რი ფული" შევა.

ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა თა­ვის დრო­ზე შექ­მნა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მარ­თუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია, თუმ­ცა "იმე­დი" მუდ­მი­ვად ბიზ­ნეს­მე­ნის დო­ტა­ცი­ა­ზე იჯდა, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, წე­ლი­წად­ში სულ მცი­რე, რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და. იგი­ვე ხდე­ბო­და მას შემ­დეგ, რაც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახს "იმე­დი" წა­არ­თვეს, ოღონდ ამ შემ­თხვე­ვა­ში ბიზ­ნეს­მე­ნის ფული სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა და ტე­ლე­კომ­პა­ნია პრო­პა­გან­დის­ტულ მან­ქა­ნად იქცა. ბევ­რს გა­უკ­ვირ­და, - "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" "იმე­დი" იო­ლად დათ­მე­სო. ზოგ­მა ეს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­კავ­ში­რა, ზოგ­მა კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლას. თუმ­ცა ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი ის ვერ­სი­აა, რომ ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შე­ნახ­ვას ვე­ღარ შეძ­ლებ­და.

არის თუ არა მზად და აქვს თუ არა რე­სურ­სე­ბი და სურ­ვი­ლი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახს "იმე­დის" შე­სა­ნა­ხად?

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "იმე­დი", შე­საძ­ლოა, სა­მარ­თა­ვად გა­და­ე­ცეს სხვა, კერ­ძოდ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პა­ნი­ას და მი­სი­ვე სახ­სრე­ბით და­ფი­ნანსდე­ბა. თუ მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და, ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა კვლავ სა­ჭოჭ­მა­ნო იქ­ნე­ბა.

"რუს­თა­ვი 2"-ის­თვის ბრძო­ლა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ეჭ­ვოა, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხონ.

თუმ­ცა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, თა­ვი­ან­თი შეძ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ გას­წვდე­ბი­ან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შე­ნახ­ვას. ან რად უნდა უნ­დო­დეთ ისე­თი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, რო­მელ­საც აქეთ სჭირ­დე­ბა მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინი­ექ­ცი­ე­ბი? შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ ხარ­ჯის გა­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვას იმ ძა­ლამ, რო­მელ­საც დღეს ყვე­ლა­ზე მეტი გავ­ლე­ნა და ფული აქვს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს ბი­უ­ჯე­ტი აფი­ნან­სებს და აქ უკვე სხვა პრობ­ლე­მას­თან გვაქვს საქ­მე.

მისი ყვე­ლა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ინიშ­ნე­ბო­და მმარ­თვე­ლი გუნ­დი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბის პრინ­ცი­პით. რო­გორც უკვე ვთქვით, დრო გა­მო­ა­ჩენს, რო­დის შეც­ვლის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" საზ­მა­უ­წყებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

მოკ­ლედ, დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შეა სე­რი­ო­ზუ­ლი ცდუ­ნე­ბა - თა­ვის კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­აქ­ცი­ოს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლე­ბი და სა­ერ­თოდ, მე­დი­ა­გა­რე­მოს მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა სცა­დოს...

იხი­ლეთ ვრცლად

ტელემონოპოლია შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს?!

ტელემონოპოლია შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს?!

საქართველოს ძველი ხელისუფლების პროპაგანდა დაფუძნებული იყო სამ ციტადელზე: "იმედზე", "რუსთავი 2"-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. "ნაციონალების" არჩევნებში დამარცხების შემდეგ ციტადელთა "დაცემა" დაიწყო. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა "იმედი", "რუსთავი 2"-ის რამდენიმე ძველი მეპატრონე ტელეკომპანიის დაბრუნებისთვის ბრძოლას იწყებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლა კი, ალბათ, მხოლოდ დროზეა დამოკიდებული.

ზემოხსენებულმა პროცესმა, განსაკუთრებით კი "იმედის" გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, საზოგადოება დააიმედა, რომ ბოლოს და ბოლოს, ზემოხსენებული პროპაგანდისტული "ტელეტყუპი" ობიექტურ და დამოუკიდებელ მაუწყებლებად ჩამოყალიბდება. თუმცა შესაძლოა, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა არ აღმოჩნდეს საკმარისი ტელემედიაგარემოს რეალურად გასაუმჯობესებლად. მეტიც, არის საფრთხე, რომ "რუსთავი 2", "იმედი" და საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ ტელეტყუპად გადაჯგუფდნენ, ოღონდ ამჯერად "ნაციონალების" ნაცვლად "ქართულ ოცნებას" ემსახურონ.

კონკრეტული მედიასაშუალება დამოუკიდებელი რომ იყოს, ის ბიზნესს უნდა წარმოადგენდეს, ან მის მეპატრონეს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ შეეძლოს ტელეკომპანიის სრულად დაფინანსება.

პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ტელემედიასაშუალება ბიზნესის თვალსაზრისით მომგებიანი არ არის, მფლობელს მისი შენახვა არ სურს ან არ შეუძლია, ინვესტორი კი არამომგებიან ბიზნესში ფულს არ დააბანდებს, სამაგიეროდ, ტელეკომპანიაში "პოლიტიკური ფული" შევა.

ბადრი პატარკაციშვილმა თავის დროზე შექმნა ინფრასტრუქტურულად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ტელეკომპანია, თუმცა "იმედი" მუდმივად ბიზნესმენის დოტაციაზე იჯდა, რაც, სავარაუდოდ, წელიწადში სულ მცირე, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენდა. იგივე ხდებოდა მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილის ოჯახს "იმედი" წაართვეს, ოღონდ ამ შემთხვევაში ბიზნესმენის ფული საბიუჯეტო სახსრებმა ჩაანაცვლა და ტელეკომპანია პროპაგანდისტულ მანქანად იქცა. ბევრს გაუკვირდა, - "ნაციონალებმა" "იმედი" იოლად დათმესო. ზოგმა ეს ახალ ხელისუფლებას დაუკავშირა, ზოგმა კი საერთაშორისო ზეწოლას. თუმცა ალბათ, ყველაზე რეალური ის ვერსიაა, რომ ყოფილი მმართველი გუნდი ტელეკომპანიის შენახვას ვეღარ შეძლებდა.

არის თუ არა მზად და აქვს თუ არა რესურსები და სურვილი პატარკაციშვილის ოჯახს "იმედის" შესანახად?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იმედი", შესაძლოა, სამართავად გადაეცეს სხვა, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას და მისივე სახსრებით დაფინანსდება. თუ მოვლენები ასე განვითარდა, ამ ტელევიზიის მიუკერძოებლობა კვლავ საჭოჭმანო იქნება.

"რუსთავი 2"-ისთვის ბრძოლა უკვე მიმდინარეობს და საეჭვოა, "ნაციონალებმა" მისი შენარჩუნება მოახერხონ.

თუმცა ტელეკომპანიის ყოფილი მეპატრონეები, თავიანთი შეძლებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ვერ გასწვდებიან ტელეკომპანიის შენახვას. ან რად უნდა უნდოდეთ ისეთი ქონების დაბრუნება, რომელსაც აქეთ სჭირდება მილიონიანი ინიექციები? შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ამ ხარჯის გაღების სურვილი გამოთქვას იმ ძალამ, რომელსაც დღეს ყველაზე მეტი გავლენა და ფული აქვს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტი აფინანსებს და აქ უკვე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

მისი ყველა გენერალური დირექტორი ინიშნებოდა მმართველი გუნდისადმი ერთგულების პრინციპით. როგორც უკვე ვთქვით, დრო გამოაჩენს, როდის შეცვლის "ქართული ოცნება" საზმაუწყებლის ხელმძღვანელობას.

მოკლედ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ახალი ხელისუფლების წინაშეა სერიოზული ცდუნება - თავის კონტროლის ქვეშ მოაქციოს ზემოხსენებული ტელემაუწყებლები და საერთოდ, მედიაგარემოს მონოპოლიზება სცადოს...

იხილეთ ვრცლად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები