მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაჩი ცაგურია: "მგონია, რომ უფრო სააკაშვილის პატიმარი ვიყავი, ვიდრე სოფო ნიჟარაძის..."
დაჩი ცაგურია: "მგონია, რომ უფრო სააკაშვილის პატიმარი ვიყავი, ვიდრე სოფო ნიჟარაძის..."

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დაჩი ცა­გუ­რია ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ მე­გო­ბარ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბა­ში ათი დღე გა­ა­ტა­რა. ამ­ბობს, რომ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ნორ­მა­ლუ­რად ექ­ცე­ოდ­ნენ, მაგ­რამ მა­ნამ­დე პო­ლი­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლე შე­ნო­ბის გა­უმჭვირ­ვა­ლე ავ­ტო­სად­გომ­ში სცე­მეს. და­ჩის პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში მისი გო­გო­ნა, მაშო და­ი­ბა­და. დღე­ე­ბი ნელა გა­დი­ო­და, ცი­ხი­დან გა­მო­სულს კი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა დახ­ვდა.

- ცი­ხის წა­მე­ბის კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ჩემს უფ­ლე­ბა­დამ­ცველ მე­გობ­რებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად გლ­და­ნის ცი­ხეს­თან მი­ვე­დით. მალე მო­ვიდ­ნენ პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აქ­ტი­ვის­ტე­ბი, პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლე­ბი. იქ გა­ვი­გეთ, რომ იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მთე­ლი ქვე­ყა­ნა შოკ­ში იყო, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბის" მო­სას­მე­ნად ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მი­სუ­ლი­ყო. აქ­ცი­ამ ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან გა­და­ი­ნაც­ვლა, შე­ვე­ცა­დეთ, შიგ­ნით შეგ­ვეღ­წია, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი მუ­სი­კის ჰან­გე­ბით ტკბე­ბო­და, მაგ­რამ დაც­ვამ შე­სავ­ლე­ლი გა­დაგ­ვი­კე­ტა და პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც მას სჩ­ვე­ვია, უკა­ნა გა­სას­ვლე­ლი­დან გა­ა­პა­რეს. გა­დავ­წყვი­ტეთ, აქ­ცია ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა და მალე მო­სახ­ლე­ო­ბაც შე­მოგ­ვი­ერ­თდა. აქ­ცი­ის დროს სოფო ნი­ჟა­რა­ძემ დიდი შავი "მერ­სე­დე­სის" ჯი­პით ჩა­მო­ი­ა­რა და იუ­მო­რისტ დათო გო­გიშ­ვილს და­უ­ძა­ხა, დათო, არ გრცხვე­ნია, აქ რა გინ­და? შევ­ძა­ხეთ, რომ მას უნდა შერ­ცხვე­ნო­და. არ მინ­და, დავ­წვრილ­მან­დე, მაგ­რამ მათ, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხიჩ­რებ­ლებს, მკვლე­ლებ­სა და მო­ძა­ლა­დე­ებს ამარ­თლებ­და და დი­თირ­ამ­ბებს უმ­ღე­რო­და, თა­ვად უნდა რცხვე­ნო­დეთ.

- შემ­დეგ აქ­ცი­ებ­მა მი­ი­ღო პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი და მე­სა­მე დღეს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მსა­ხი­ო­ბებს სცე­ნა­ზე ცო­ცხე­ბი აუ­ტა­ნეთ.

- ჩვენ­და გა­სა­ოც­რად, მი­უ­ზიკ­ლის ჩვე­ნე­ბა ბუბა კი­კა­ბი­ძემ და ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვა­ზე­ლინ­შე­პო­ხილ­მა ხე­ლო­ვა­ნებ­მა ისევ გა­აგ­რძე­ლეს. ამ აქ­ცი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბა ჩვენ გა­ვუ­წი­ეთ, მაგ­რამ მე არ შევ­სულ­ვარ, რად­გან სა­ხე­ზე მიც­ნობ­დნენ. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შე­ვი­და და მი­უ­ზიკ­ლის მსვლე­ლო­ბის დროს მსა­ხი­ო­ბებს ცო­ცხე­ბი და­უ­ში­ნეს. ამ ყვე­ლა­ფერს, ჩვენ­და გა­სა­ოც­რად, დარ­ბაზ­ში მყო­ფი მა­ყუ­რებ­ლის ტაში მოჰ­ყვა და ბევ­რმა დარ­ბა­ზი და­ტო­ვა. ლა­მის ცა­რი­ელ დარ­ბაზ­ში გა­აგ­რძე­ლეს სიმ­ღე­რა.

- ამ ამ­ბი­დან მე­სა­მე დღეს და­გ­აკა­ვეს.

- დიახ, მე­ო­რე დღეს სა­ა­კაშ­ვილ­მა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი გახ­სნა, იჭი­მე­ბო­და და თავს იმის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და, რომ რი­ხით ელა­პა­რა­კა. გა­დავ­წყვი­ტეთ, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან მივ­სუ­ლი­ყა­ვით და მის­თვის შე­კი­თხვე­ბი დაგ­ვეს­ვა. იქ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის კორ­დო­ნი დაგ­ვხვდა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუფ­მა გზა გაგ­ვიხ­სნა და მა­შინ მივ­ხვდი, რომ ეს რე­ჟი­მი დამ­თავ­რდა. თით­ქმის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლამ­დე მი­ვე­დით, მი­ნის მე­ო­რე მხა­რეს სა­ა­კაშ­ვი­ლი იდგა. რო­გორც ჩანს, პო­ლი­ცი­ა­სა და პი­რად დაც­ვას აღარ ენ­დო­ბო­და, რად­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ით შეგ­ვხვდნენ სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი ზონ­დერე­ბი. შემ­დეგ ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან დავ­ბრუნ­დით და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ვაგ­რძე­ლეთ. იმ ღა­მეს გა­ვი­გე, რომ ჩემს და­ჭე­რას აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვეს და გა­მა­ცი­ლეს. მე­ო­რე დღეს მან­ქა­ნით, მე­გო­ბარ ბექა ალა­დოშ­ვილ­თან ერ­თად, ჟურ­ნა­ლის­ტთან შე­სახ­ვედ­რად მივ­დი­ო­დი. ელ­ბა­ქი­ძის აღ­მარ­თზე პო­ლი­ცი­ის სი­რე­ნის ხმა რომ გა­ვი­გე, მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე. მალე გზა გა­და­მი­კე­ტეს, გად­მო­ვიდ­ნენ და ად­გილ­ზე ცემა და­მი­წყეს. შემ­დეგ ორი­ვე პო­ლი­ცი­ის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ჩაგ­ვსვეს და მთაწ­მინ­დის პო­ლი­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლე შე­ნო­ბა­ში მიგ­ვიყ­ვა­ნეს, რო­მელ­საც ავ­ტო­სად­გო­მი ჰქო­ნია არა­გამჭვირ­ვა­ლე. გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს და და­უნ­დობ­ლად გვცე­მეს.

- რო­დე­საც და­გა­კა­ვეს, რატი ამაღ­ლო­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი იყა­ვი...

- მგო­ნია, რომ უფრო სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვი, ვიდ­რე სოფო ნი­ჟა­რა­ძის. მე­ეჭ­ვე­ბა, სოფო ნი­ჟა­რა­ძის ბრძა­ნე­ბით ვინ­მე და­ე­კა­ვე­ბი­ნათ და მათ შო­რის მეც. ცე­მის დროს ვი­დე­ოს მი­ღებ­დნენ, მერე ცო­ცხი მო­ი­ტა­ნეს, ზედ და­მა­დეს და ისე აგ­რძე­ლებ­დნენ გა­და­ღე­ბას. პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბი­დან სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც მო­სა­მარ­თლემ შე­კი­თხვე­ბიც არ და­მის­ვა, ისე მო­მი­სა­ჯეს ათ­დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლი. შემ­დეგ რუს­თა­ვის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც პა­ტიმ­რო­ბა გა­ვა­ტა­რე. ციხე ორ ოქ­ტომ­ბერს, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს დავ­ტო­ვე.

- რო­გორ გა­ი­გე, რომ არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­ი­მარ­ჯვა?

- იმ ღა­მეს მან­ქა­ნე­ბი და­დი­ოდ­ნენ საყ­ვი­რე­ბით, მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და. იზო­ლა­ტო­რი­დან არც ისე შორს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ველ­დღე კონ­ცერტს მარ­თავ­დნენ, სა­ი­და­ნაც მდა­რე ხა­რის­ხის მუ­სი­კა ის­მო­და. დღეს პო­ლი­ცი­ის ჰიმ­ნით ან "მიშა მა­გა­რი­ა­თი" ამ­თავ­რებ­დნენ. არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღეს და პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს ორ-ორ­ჯერ და­უკ­რეს, რა­ზეც ბევ­რი ვი­ცი­ნე. იმ ღა­მეს "მიშა მა­გა­რია" რომ აღარ გა­ის­მა, მივ­ხვდი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, რომ ვა­დის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იზო­ლა­ტო­რის უფ­როს­მა საკ­ნის კარი თა­ვად გა­მი­ღო და მი­თხრა, გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ოთახ­ში შეს­ვლი­სას ვხე­დავ, ტე­ლე­ვი­ზი­ით სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­დის და აცხა­დებს, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და. მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ბექა ერ­თმა­ნეთს გა­და­ვეხ­ვი­ეთ, ჩვენს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და.

- ახლა რო­გორ გა­აგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას?

- იმე­დი მაქვს, გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლი ბევ­რი აღა­რა­ფე­რი მექ­ნე­ბა, მაგ­რამ ძვე­ლე­ბუ­რად გა­ვაგ­რძე­ლებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

დაჩი ცაგურია: "მგონია, რომ უფრო სააკაშვილის პატიმარი ვიყავი, ვიდრე სოფო ნიჟარაძის..."

დაჩი ცაგურია: "მგონია, რომ უფრო სააკაშვილის პატიმარი ვიყავი, ვიდრე სოფო ნიჟარაძის..."

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია ფილარმონიის წინ გამართული აქციების შემდეგ მეგობართან ერთად დააკავეს. ადმინისტრაციულ პატიმრობაში ათი დღე გაატარა. ამბობს, რომ ციხის თანამშრომლები ნორმალურად ექცეოდნენ, მაგრამ მანამდე პოლიციის გამჭვირვალე შენობის გაუმჭვირვალე ავტოსადგომში სცემეს. დაჩის პატიმრობის პერიოდში მისი გოგონა, მაშო დაიბადა. დღეები ნელა გადიოდა, ციხიდან გამოსულს კი ახალი პოლიტიკური რეალობა დახვდა.

- ციხის წამების კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ჩემს უფლებადამცველ მეგობრებსა და ჟურნალისტებთან ერთად გლდანის ციხესთან მივედით. მალე მოვიდნენ პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები, პატიმრების მშობლები. იქ გავიგეთ, რომ იმ ფონზე, როდესაც მთელი ქვეყანა შოკში იყო, სააკაშვილმა გადაწყვიტა, "ვერის უბნის მელოდიების" მოსასმენად ფილარმონიაში მისულიყო. აქციამ ფილარმონიასთან გადაინაცვლა, შევეცადეთ, შიგნით შეგვეღწია, სადაც სააკაშვილი მუსიკის ჰანგებით ტკბებოდა, მაგრამ დაცვამ შესავლელი გადაგვიკეტა და პრეზიდენტი, როგორც მას სჩვევია, უკანა გასასვლელიდან გააპარეს. გადავწყვიტეთ, აქცია ფილარმონიასთან გაგვეგრძელებინა და მალე მოსახლეობაც შემოგვიერთდა. აქციის დროს სოფო ნიჟარაძემ დიდი შავი "მერსედესის" ჯიპით ჩამოიარა და იუმორისტ დათო გოგიშვილს დაუძახა, დათო, არ გრცხვენია, აქ რა გინდა? შევძახეთ, რომ მას უნდა შერცხვენოდა. არ მინდა, დავწვრილმანდე, მაგრამ მათ, ვინც წლების განმავლობაში ადამიანების დამსახიჩრებლებს, მკვლელებსა და მოძალადეებს ამართლებდა და დითირამბებს უმღეროდა, თავად უნდა რცხვენოდეთ.

- შემდეგ აქციებმა მიიღო პერმანენტული ხასიათი და მესამე დღეს ფილარმონიაში მსახიობებს სცენაზე ცოცხები აუტანეთ.

- ჩვენდა გასაოცრად, მიუზიკლის ჩვენება ბუბა კიკაბიძემ და ყოფილი ხელისუფლების ვაზელინშეპოხილმა ხელოვანებმა ისევ გააგრძელეს. ამ აქციას ორგანიზება ჩვენ გავუწიეთ, მაგრამ მე არ შევსულვარ, რადგან სახეზე მიცნობდნენ. რამდენიმე ადამიანი შევიდა და მიუზიკლის მსვლელობის დროს მსახიობებს ცოცხები დაუშინეს. ამ ყველაფერს, ჩვენდა გასაოცრად, დარბაზში მყოფი მაყურებლის ტაში მოჰყვა და ბევრმა დარბაზი დატოვა. ლამის ცარიელ დარბაზში გააგრძელეს სიმღერა.

- ამ ამბიდან მესამე დღეს და­გ­აკავეს.

- დიახ, მეორე დღეს სააკაშვილმა იუსტიციის სახლი გახსნა, იჭიმებოდა და თავს იმის უფლებას აძლევდა, რომ რიხით ელაპარაკა. გადავწყვიტეთ, იუსტიციის სახლთან მივსულიყავით და მისთვის შეკითხვები დაგვესვა. იქ პოლიციელების კორდონი დაგვხვდა, პოლიციელების რამდენიმე ჯგუფმა გზა გაგვიხსნა და მაშინ მივხვდი, რომ ეს რეჟიმი დამთავრდა. თითქმის იუსტიციის სახლამდე მივედით, მინის მეორე მხარეს სააკაშვილი იდგა. როგორც ჩანს, პოლიციასა და პირად დაცვას აღარ ენდობოდა, რადგან განსაკუთრებული აგრესიით შეგვხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ზონდერები. შემდეგ ფილარმონიასთან დავბრუნდით და საპროტესტო აქცია გავაგრძელეთ. იმ ღამეს გავიგე, რომ ჩემს დაჭერას აპირებდნენ, მაგრამ ჟურნალისტებმა მანქანაში ჩამსვეს და გამაცილეს. მეორე დღეს მანქანით, მეგობარ ბექა ალადოშვილთან ერთად, ჟურნალისტთან შესახვედრად მივდიოდი. ელბაქიძის აღმართზე პოლიციის სირენის ხმა რომ გავიგე, მანქანა გავაჩერე. მალე გზა გადამიკეტეს, გადმოვიდნენ და ადგილზე ცემა დამიწყეს. შემდეგ ორივე პოლიციის მიკროავტობუსში ჩაგვსვეს და მთაწმინდის პოლიციის გამჭვირვალე შენობაში მიგვიყვანეს, რომელსაც ავტოსადგომი ჰქონია არაგამჭვირვალე. გადმოგვიყვანეს და დაუნდობლად გვცემეს.

- როდესაც დაგაკავეს, რატი ამაღლობელმა განაცხადა, რომ სოფო ნიჟარაძის პირადი პატიმარი იყავი...

- მგონია, რომ უფრო სააკაშვილის პატიმარი ვიყავი, ვიდრე სოფო ნიჟარაძის. მეეჭვება, სოფო ნიჟარაძის ბრძანებით ვინმე დაეკავებინათ და მათ შორის მეც. ცემის დროს ვიდეოს მიღებდნენ, მერე ცოცხი მოიტანეს, ზედ დამადეს და ისე აგრძელებდნენ გადაღებას. პოლიციის შენობიდან სასამართლოში გადამიყვანეს, სადაც მოსამართლემ შეკითხვებიც არ დამისვა, ისე მომისაჯეს ათდღიანი ადმინისტრაციული სასჯელი. შემდეგ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადამიყვანეს, სადაც პატიმრობა გავატარე. ციხე ორ ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს დავტოვე.

- როგორ გაიგე, რომ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა?

- იმ ღამეს მანქანები დადიოდნენ საყვირებით, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. იზოლატორიდან არც ისე შორს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ყოველდღე კონცერტს მართავდნენ, საიდანაც მდარე ხარისხის მუსიკა ისმოდა. დღეს პოლიციის ჰიმნით ან "მიშა მაგარიათი" ამთავრებდნენ. არჩევნების წინა დღეს და პირველ ოქტომბერს ორ-ორჯერ დაუკრეს, რაზეც ბევრი ვიცინე. იმ ღამეს "მიშა მაგარია" რომ აღარ გაისმა, მივხვდი, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ვადის დამთავრების შემდეგ იზოლატორის უფროსმა საკნის კარი თავად გამიღო და მითხრა, გამოვსულიყავი. ოთახში შესვლისას ვხედავ, ტელევიზიით სააკაშვილი გამოდის და აცხადებს, რომ ოპოზიციაში გადავიდა. მე და ჩემი მეგობარი ბექა ერთმანეთს გადავეხვიეთ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

- ახლა როგორ გააგრძელებ ცხოვრებას?

- იმედი მაქვს, გასაპროტესტებელი ბევრი აღარაფერი მექნება, მაგრამ ძველებურად გავაგრძელებ ადამიანის უფლებების დაცვას.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)