სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Loneliest Planet - გაელ გარსია ბერნალი და ბიძინა გუჯაბიძე ყაზბეგში გადაღებულ თრილერში
The Loneliest Planet - გაელ გარსია ბერნალი და ბიძინა გუჯაბიძე ყაზბეგში გადაღებულ თრილერში

8 ნო­ემ­ბერს რუ­სეთ­ში ჯუ­ლია ლო­კტე­ვის თრი­ლე­რის "ყვე­ლა­ზე მარ­ტო­სუ­ლი პლა­ნე­ტა" (The Loneliest Planet) პრე­მი­ე­რა შედ­გე­ბა. ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი 2011 წლის ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მსოფ­ლიო კი­ნო­ვარ­სკვლავ გაელ გარ­სია ბერ­ნალ­თან ერ­თად ფილმში ქარ­თვე­ლი მთამ­სვლე­ლი, ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობს.

მოქ­მე­დე­ბა ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი­სა და მათი ქარ­თვე­ლი გი­დის ირ­გვლივ ვი­თარ­დე­ბა. ალექ­სი და ნიკე და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე კავ­კა­სი­ის მთებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას გა­და­წყვე­ტენ, თუმ­ცა ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდე­ბა. მოვ­ლე­ნე­ბი მშვი­დად ვი­თარ­დე­ბა, ვიდ­რე წყვი­ლი სამ ად­გი­ლობ­რივ გლეხს არ შეხ­ვდე­ბა. ერთი შე­ხედ­ვით, უმ­ნიშ­ვნე­ლო ინ­ცი­დენ­ტი ხდე­ბა, რომ­ლის შემ­დეგ ნიკე იწყებს ფიქ­რს, რომ ალექსს მისი არ ეს­მის.

ფილ­მის რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი რუ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბის ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რი ჯუ­ლია ლო­კტე­ვია.

ფილ­მის პრე­მი­ე­რა 2011 წელს ლო­კარ­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თა, შემ­დეგ - ტო­რონ­ტოს, ნიუ-იორ­კის, ლონ­დო­ნის BFI-ისა და ლოს-ან­ჯე­ლე­სის AFI-ს კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე.

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ფილმმა ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო მო­ი­პო­ვა. 2012 წლის 24 მარტს "ყვე­ლა­ზე მარ­ტო­სულ­მა პლა­ნე­ტამ" Las Palmas de Gran Canaria International Film Festival-ზე მთა­ვა­რი ჯილ­დო "ოქ­როს ლედი" მი­ი­ღო, ნი­კას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მსა­ხი­ობ­მა ჰანი ფურტსტენ­ბერ­გმა კი სა­უ­კე­თე­სო ქალი მსა­ხი­ო­ბის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა. 2012 წლის 14 აპ­რილს ფილ­მი სტამ­ბუ­ლის 31-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ოქ­როს პრე­მი­ით და­ჯილ­დოვ­და.

2013 წლის 3 იან­ვარს ფილ­მის პრე­მი­ე­რა გერ­მა­ნი­ა­ში შედ­გე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­დის უჩ­ვე­ნე­ბენ ფილ­მს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

alt

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

The Loneliest Planet - გაელ გარსია ბერნალი და ბიძინა გუჯაბიძე ყაზბეგში გადაღებულ თრილერში

The Loneliest Planet - გაელ გარსია ბერნალი და ბიძინა გუჯაბიძე ყაზბეგში გადაღებულ თრილერში

8 ნოემბერს რუსეთში ჯულია ლოკტევის თრილერის "ყველაზე მარტოსული პლანეტა" (The Loneliest Planet) პრემიერა შედგება. ფილმის გადაღებები 2011 წლის ზაფხულში საქართველოში მიმდინარეობდა. მსოფლიო კინოვარსკვლავ გაელ გარსია ბერნალთან ერთად ფილმში ქართველი მთამსვლელი, ბიძინა გუჯაბიძე მონაწილეობს.

მოქმედება ახალგაზრდა წყვილისა და მათი ქართველი გიდის ირგვლივ ვითარდება. ალექსი და ნიკე დაქორწინებამდე კავკასიის მთებში მოგზაურობას გადაწყვეტენ, თუმცა ეს მოგზაურობა მათ ურთიერთობაში საბედისწერო აღმოჩნდება. მოვლენები მშვიდად ვითარდება, ვიდრე წყვილი სამ ადგილობრივ გლეხს არ შეხვდება. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ინციდენტი ხდება, რომლის შემდეგ ნიკე იწყებს ფიქრს, რომ ალექსს მისი არ ესმის.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი რუსული წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი ჯულია ლოკტევია.

ფილმის პრემიერა 2011 წელს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, შემდეგ - ტორონტოს, ნიუ-იორკის, ლონდონის BFI-ისა და ლოს-ანჯელესის AFI-ს კინოფესტივალებზე.

ლოს-ანჯელესში ფილმმა ჟიურის სპეციალური ჯილდო მოიპოვა. 2012 წლის 24 მარტს "ყველაზე მარტოსულმა პლანეტამ" Las Palmas de Gran Canaria International Film Festival-ზე მთავარი ჯილდო "ოქროს ლედი" მიიღო, ნიკას როლის შემსრულებელმა მსახიობმა ჰანი ფურტსტენბერგმა კი საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა. 2012 წლის 14 აპრილს ფილმი სტამბულის 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს პრემიით დაჯილდოვდა.

2013 წლის 3 იანვარს ფილმის პრემიერა გერმანიაში შედგება. ჯერჯერობით უცნობია, როდის უჩვენებენ ფილმს საქართველოში.

alt

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება