პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოდური აქსესუარი და გზამკვლევი
მოდური აქსესუარი და გზამკვლევი

აბ­რე­შუ­მის შარფზე თბი­ლი­სის რუკა და დე­და­ქა­ლა­ქის და­არ­სე­ბის ლე­გენ­დაა და­ტა­ნი­ლი. ჩა­ნა­ფიქ­რი ერთი წლის წინ გა­უჩ­ნდა და იდე­ას ხორ­ცი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­ას­ხა. სა­კუ­თარ თავს უკე­თებთ სა­ჩუ­ქარს თუ სხვას, აბ­რე­შუ­მის შარ­ფე­ბის შე­სა­ფუ­თი ქა­ღალ­დიც კი უყუ­რა­დღე­ბოდ არ დაგ­რჩე­ბათ, რად­გან მა­საც თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს. ავ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქა­ღალ­დზე თბი­ლი­სის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო, მე­ტე­ხის ეკ­ლე­სია და ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ქან­და­კე­ბის გრა­ფი­კუ­ლი იმი­ჯე­ბია და­ბეჭ­დი­ლი. მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს, ქა­ღალ­დის ქან­და­კე­ბე­ბი მი­სა­ლოც ბა­რა­თებ­ზეც "მო­ა­თავ­სოს" და ასე­ვე ინ­ტე­რი­ე­რის გა­სა­ფორ­მებ­ლად დიდი ზო­მის ქა­ღალ­დის ფი­გუ­რე­ბი გა­მოჭ­რას - ოთახ­ში დად­გმუ­ლი მო­ნუ­მენ­ტუ­რი ქან­და­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას შექ­მნის... ჯერ­ჯე­რო­ბით მი­სა­ლოც ბა­რა­თებ­ზე მხო­ლოდ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი და სვა­ნუ­რი კოშ­კია. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ბა­რა­თე­ბის, აბ­რე­შუ­მის შარ­ფე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბის ავ­ტო­რი ეკა ასა­თი­ა­ნია. რუ­კა­და­ტა­ნილ შარ­ფებს თა­ვა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ატა­რებს და ამ აქ­სე­სუ­ა­რით მე­გობ­რე­ბიც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ჰყავს...

- ორი­გი­ნა­ლუ­რი არ ვიქ­ნე­ბი და ვერ ვი­ტყვი, რომ ეს მხო­ლოდ ჩემი იდე­აა. მთელ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს ეს ტენ­დენ­ცია, თუმ­ცა აბ­რე­შუ­მის შარფზე თბი­ლი­სის რუ­კი­სა და ლე­გენ­დის და­ტა­ნის იდეა ჩემი იყო. სა­ერ­თოდ, ქსო­ვი­ლე­ბი და შარ­ფე­ბი ძა­ლი­ან მხიბ­ლავს და მიყ­ვარს. ეს აქ­სე­სუ­ა­რი ჩემ­თან ახ­ლო­საა და გა­დავ­წყვი­ტე, გა­მე­კე­თე­ბი­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სუ­ვე­ნი­რის - აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ხაზი. მე­გობ­რე­ბი გვერ­დით და­მიდ­გნენ და ეს იდეა გან­ხორ­ცი­ელ­და. დი­ზა­ი­ნერ­მა და გრა­ფი­კოს­მა მიშ­კა მირ­ვე­ლაშ­ვილ­მა ჩემ­თან ერ­თად დიდი სა­მუ­შაო გას­წია, ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ. იდეა და დი­ზა­ი­ნი ჩე­მია, ტექ­ნი­კუ­რად კი ყო­ვე­ლი დე­ტა­ლი მისი გა­კე­თე­ბუ­ლია. ვცდი­ლობ, შარ­ფის დი­ზა­ი­ნი მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს მიჰ­ყვე­ბო­დეს. წელს რუ­კე­ბი იყო და­ტა­ნი­ლი კრე­მის­ფერ, ოქ­როს­ფერ, შავ და ია­სამ­ნის­ფერ აბ­რე­შუმ­ზე. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მზად იქ­ნე­ბა და თბი­ლის­ში ჩა­მო­ვა ზამ­თრის კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც ცოტა უფრო სქე­ლი მა­სა­ლის­გან შე­იქ­მნა, ვიდ­რე აბ­რე­შუ­მი­სა და ში­ფო­ნის შარ­ფე­ბი. რო­გორც გი­თხა­რით, ვით­ვა­ლის­წი­ნებ მო­დის მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ებს და ამი­ტომ ზამ­თრის კო­ლექ­ცი­აც კრე­მის­ფერ­სა და ოქ­როს­ფერ­ში იქ­ნე­ბა. ასე­ვე მზა­დაა შავი და თეთ­რი კო­ტონ-აბ­რე­შუ­მის სინ­თე­ზის მა­სა­ლის შარ­ფე­ბი. შარ­ფე­ბი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის აბ­რე­შუ­მის­გა­ნაა შექ­მნი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვილ აბ­რე­შუმ­ზე რუ­კის გა­და­ტა­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა და იმის­თვის, რომ პრო­დუქ­ცია იყოს მთლი­ა­ნად ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, შარ­ფე­ბი აზი­ა­ში, ერთ-ერთ აბ­რე­შუ­მის ქარ­ხა­ნა­ში მზად­დე­ბა.

გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი მეც ვის­წავ­ლე და ბოლო დროს ამ თე­მა­ზეც თა­ვად ვმუ­შა­ობ. ვი­ცო­დი, რომ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აკე­თებ­დნენ სუ­ვე­ნი­რებს ქა­ლა­ქის რუ­კე­ბით, მა­გა­ლი­თად ია­პო­ნი­ა­ში მზად­დე­ბა შარ­ფე­ბი, რომ­ლებ­ზეც მეტ­როს რუკა არის და­ტა­ნი­ლი. "საქპა­ტენ­ტში" ჩემი დი­ზა­ი­ნის და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად რომ მი­ვე­დი, იქ შე­ვი­ტყვე, რომ თურ­მე არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის მიერ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ძვე­ლი რუ­კი­ა­ნი შარ­ფი, მაგ­რამ მას თან ახ­ლავს წარ­წე­რა "თბი­ლი­სი". ალ­ბათ წარ­წე­რის და­ტა­ნის დროს შე­ე­შა­ლა და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქის სა­ხე­ლი და­ა­წე­რა. შე­და­რე­ბით ახა­ლია აბ­რე­შუ­მის შარ­ფი ბა­თუ­მის რუ­კით. სა­ნამ შარფზე ამ ქა­ლა­ქის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს და­ვი­ტან­დი, გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცია ბა­თუ­მელ მე­გო­ბარ­თან ირი­ნა ინა­იშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც კარ­გად ერ­კვე­ვა თა­ვი­სი ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ა­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში. მისი დახ­მა­რე­ბი­თა და რჩე­ვით, ავირ­ჩიე ის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი, რომ­ლი­თაც ბა­თუ­მია ცნო­ბი­ლი. აქ­სე­სუ­არ­ზე და­ტა­ნი­ლია რო­გორც ძვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნი­მუ­ში კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის სა­ხით, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რა - სას­ტუმ­რო "რე­დი­სო­ნი".

- რაც შე­ე­ხე­ბა მი­სა­ლოც ბა­რა­თებს?..

- არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ბა­რა­თე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი სი­ტყვაა. კი­რი­გა­მი უძ­ვე­ლე­სი ია­პო­ნუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც უბ­რა­ლო ქა­ღალ­დის­გან სხვა­დას­ხვა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნივ­თის დამ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ წა­მო­წყე­ბა­ში გვერ­დით და­მიდ­გა ჩემი მე­გო­ბა­რი, პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი ალე­კო ზა­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სვა­ნუ­რი კოშ­კის დი­ზა­ი­ნის გა­კე­თე­ბა­ში და­მეხ­მა­რა. შარ­ფებ­თან ერ­თად ეს ბა­რა­თე­ბი ჩემი სი­ა­მა­ყეა, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რივ ქა­ღალ­დში მთე­ლი თა­ვი­სი ბრწყინ­ვა­ლე­ბით გა­მოჭ­რი­ლია სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი. მო­მა­ვალ­ში მინ­და, არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ბა­რა­თებ­ზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით არ­სე­ბუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი გა­მოვ­ჭრა, ასე­ვე ვგეგ­მავ, აბ­რე­შუ­მის შარ­ფებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის რუ­კე­ბი და­ვი­ტა­ნო, რათა, რო­გორც ჩემი ქვეყ­ნის მცხოვ­რებ­ლებ­მა, ასე­ვე მის­მა სტუმ­რებ­მა შეძ­ლონ მარ­ტი­ვად გა­ი­ლა­მა­ზონ და გა­ი­ფე­რა­დონ თა­ვი­ან­თი სტუმ­რო­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე.

- შარ­ფე­ბის რუ­კე­ბი ორ ენა­ზეა, თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, შარ­ფებს უცხო­ე­ლე­ბი უფრო ყი­დუ­ლო­ბენ, თუ ქარ­თვე­ლე­ბი?

- დიახ, რუკა ქარ­თუ­ლად და ინ­გლი­სუ­რა­დაა. ამ აქ­სე­სუ­ა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც შარ­ფის სა­ხით, ისე ინ­ტე­რი­ე­რის გა­სა­ფორ­მებ­ლად. მე პი­რა­დად აბ­რე­შუ­მის რუკა ჩარ­ჩო­ში მაქვს ჩას­მუ­ლი და სუ­რა­თის სა­ხით კე­დელ­ზე ჩა­მოვ­კი­დე. სხვას მა­გი­და­ზე გა­და­სა­ფა­რებ­ლად გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. მინ­და, შარ­ფე­ბი ბევრ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს და ვცდი­ლობ, ხელ­მი­საწ­ვდომ ფას­ში გა­ი­ყი­დოს. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ძე­ნას, ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, შარ­ფებს ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ, ბევ­რი მას თა­ვად ატა­რებს და ბევ­რიც უცხო­ელ მე­გობ­რებს ჩუქ­ნის.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მოდური აქსესუარი და გზამკვლევი

მოდური აქსესუარი და გზამკვლევი

აბრეშუმის შარფზე თბილისის რუკა და დედაქალაქის დაარსების ლეგენდაა დატანილი. ჩანაფიქრი ერთი წლის წინ გაუჩნდა და იდეას ხორცი მეგობრების დახმარებით შეასხა. საკუთარ თავს უკეთებთ საჩუქარს თუ სხვას, აბრეშუმის შარფების შესაფუთი ქაღალდიც კი უყურადღებოდ არ დაგრჩებათ, რადგან მასაც თავისი დატვირთვა აქვს. ავტორის გადაწყვეტილებით, ქაღალდზე თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო, მეტეხის ეკლესია და ვახტანგ გორგასლის ქანდაკების გრაფიკული იმიჯებია დაბეჭდილი. მომავალში გეგმავს, ქაღალდის ქანდაკებები მისალოც ბარათებზეც "მოათავსოს" და ასევე ინტერიერის გასაფორმებლად დიდი ზომის ქაღალდის ფიგურები გამოჭრას - ოთახში დადგმული მონუმენტური ქანდაკების ასოციაციას შექმნის... ჯერჯერობით მისალოც ბარათებზე მხოლოდ სამების საკათედრო ტაძარი და სვანური კოშკია. არქიტექტურული ბარათების, აბრეშუმის შარფებისა და თანამედროვე ქართული სუვენირების ავტორი ეკა ასათიანია. რუკადატანილ შარფებს თავადაც სიამოვნებით ატარებს და ამ აქსესუარით მეგობრებიც განებივრებული ჰყავს...

- ორიგინალური არ ვიქნები და ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ჩემი იდეაა. მთელ მსოფლიოში არსებობს ეს ტენდენცია, თუმცა აბრეშუმის შარფზე თბილისის რუკისა და ლეგენდის დატანის იდეა ჩემი იყო. საერთოდ, ქსოვილები და შარფები ძალიან მხიბლავს და მიყვარს. ეს აქსესუარი ჩემთან ახლოსაა და გადავწყვიტე, გამეკეთებინა თანამედროვე ქართული სუვენირის - აქსესუარების ხაზი. მეგობრები გვერდით დამიდგნენ და ეს იდეა განხორციელდა. დიზაინერმა და გრაფიკოსმა მიშკა მირველაშვილმა ჩემთან ერთად დიდი სამუშაო გასწია, ერთად ვიმუშავეთ. იდეა და დიზაინი ჩემია, ტექნიკურად კი ყოველი დეტალი მისი გაკეთებულია. ვცდილობ, შარფის დიზაინი მოდის ტენდენციებს მიჰყვებოდეს. წელს რუკები იყო დატანილი კრემისფერ, ოქროსფერ, შავ და იასამნისფერ აბრეშუმზე. რამდენიმე დღეში მზად იქნება და თბილისში ჩამოვა ზამთრის კოლექცია, რომელიც ცოტა უფრო სქელი მასალისგან შეიქმნა, ვიდრე აბრეშუმისა და შიფონის შარფები. როგორც გითხარით, ვითვალისწინებ მოდის მსოფლიო ტენდენციებს და ამიტომ ზამთრის კოლექციაც კრემისფერსა და ოქროსფერში იქნება. ასევე მზადაა შავი და თეთრი კოტონ-აბრეშუმის სინთეზის მასალის შარფები. შარფები უმაღლესი ხარისხის აბრეშუმისგანაა შექმნილი. საქართველოში ნამდვილ აბრეშუმზე რუკის გადატანა ვერ ხერხდება და იმისთვის, რომ პროდუქცია იყოს მთლიანად ნატურალური მასალისგან დამზადებული, შარფები აზიაში, ერთ-ერთ აბრეშუმის ქარხანაში მზადდება.

გრაფიკული დიზაინი მეც ვისწავლე და ბოლო დროს ამ თემაზეც თავად ვმუშაობ. ვიცოდი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში აკეთებდნენ სუვენირებს ქალაქის რუკებით, მაგალითად იაპონიაში მზადდება შარფები, რომლებზეც მეტროს რუკა არის დატანილი. "საქპატენტში" ჩემი დიზაინის დასარეგისტრირებლად რომ მივედი, იქ შევიტყვე, რომ თურმე არსებობს მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის მიერ რამდენიმე წლის წინ გაკეთებული საქართველოს ძველი რუკიანი შარფი, მაგრამ მას თან ახლავს წარწერა "თბილისი". ალბათ წარწერის დატანის დროს შეეშალა და მთელ საქართველოს მხოლოდ დედაქალაქის სახელი დააწერა. შედარებით ახალია აბრეშუმის შარფი ბათუმის რუკით. სანამ შარფზე ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დავიტანდი, გავიარე კონსულტაცია ბათუმელ მეგობართან ირინა ინაიშვილთან, რომელიც კარგად ერკვევა თავისი ქალაქის ისტორიასა და არქიტექტურაში. მისი დახმარებითა და რჩევით, ავირჩიე ის შენობა-ნაგებობები, რომლითაც ბათუმია ცნობილი. აქსესუარზე დატანილია როგორც ძველი არქიტექტურული ნიმუში კათოლიკური ეკლესიის სახით, ასევე თანამედროვე არქიტექტურა - სასტუმრო "რედისონი".

- რაც შეეხება მისალოც ბარათებს?..

- არქიტექტურული ბარათები თანამედროვე მსოფლიოში ახალი სიტყვაა. კირიგამი უძველესი იაპონური ხელოვნებაა, რომელიც უბრალო ქაღალდისგან სხვადასხვა დეკორატიული ნივთის დამზადებას გულისხმობს. ამ წამოწყებაში გვერდით დამიდგა ჩემი მეგობარი, პროფესიით არქიტექტორი ალეკო ზა­გაშვილი, რომელიც სვანური კოშკის დიზაინის გაკეთებაში დამეხმარა. შარფებთან ერთად ეს ბარათები ჩემი სიამაყეა, რადგან ჩვეულებრივ ქაღალდში მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჭრილია სამების საკათედრო ტაძარი. მომავალში მინდა, არქიტექტურულ ბარათებზე მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული ღირსშესანიშნაობები გამოვჭრა, ასევე ვგეგმავ, აბრეშუმის შარფებზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის რუკები დავიტანო, რათა, როგორც ჩემი ქვეყნის მცხოვრებლებმა, ასევე მისმა სტუმრებმა შეძლონ მარტივად გაილამაზონ და გაიფერადონ თავიანთი სტუმრობის ჩვეულებრივი დღე.

- შარფების რუკები ორ ენაზეა, თქვენი დაკვირვებით, შარფებს უცხოელები უფრო ყიდულობენ, თუ ქართველები?

- დიახ, რუკა ქართულად და ინგლისურადაა. ამ აქსესუარის გამოყენება შეიძლება როგორც შარფის სახით, ისე ინტერიერის გასაფორმებლად. მე პირადად აბრეშუმის რუკა ჩარჩოში მაქვს ჩასმული და სურათის სახით კედელზე ჩამოვკიდე. სხვას მაგიდაზე გადასაფარებლად გამოუყენებია. მინდა, შარფები ბევრ ადამიანს ჰქონდეს და ვცდილობ, ხელმისაწვდომ ფასში გაიყიდოს. რაც შეეხება შეძენას, ჩემი დაკვირვებით, შარფებს ძირითადად ქართველები ყიდულობენ, ბევრი მას თავად ატარებს და ბევრიც უცხოელ მეგობრებს ჩუქნის.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს