მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო ქიმერიძის ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
სოსო ქიმერიძის ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

ხა­შუ­რის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი სოსო ქი­მე­რი­ძის ოჯა­ხი პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რობს.

რო­გორც სოსო ქი­მე­რი­ძის ვაჟი გივი ქი­მე­რი­ძე ამ­ბობს, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მის დაკ­რძალ­ვამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რებს აკე­თებ­დნენ, პო­ლი­ცი­ის მიერ იყ­ვნენ მიგ­ზავ­ნი­ლი. ისი­ნი ემუქ­რე­ბოდ­ნენ ოჯა­ხის წევ­რებს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფი­თაც კი იმუქ­რე­ბოდ­ნენ.

მი­სი­ვე თქმით, ამ ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახ­ზე ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და დუ­მი­ლის მო­თხოვ­ნით, 2 ოქ­ტომ­ბერს, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს კი, მას­ზე და მის მე­გო­ბარ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლაც პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან.

"მო­ვიდ­ნენ "პი­კა­პის" ტი­პის პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით. იყ­ვნენ ფორ­მე­ბით და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი. მე და ჩემს მე­გო­ბარს სას­ტი­კად გაგ­ვის­წორ­დნენ. ვიც­ნობ რამ­დე­ნი­მე მათ­განს, ერთ-ერთი ჩვე­ნი­ვე თა­ნა­სოფ­ლე­ლია - კობა სუ­თი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხა­შუ­რის პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობს. სწო­რედ მისი მამა გუ­რამ სუ­თი­აშ­ვი­ლი იდგა ჩვენს სახ­ლის კარ­თან, რო­დე­საც მა­მა­ჩე­მი იყო გარ­დაც­ვლი­ლი და პრე­სის წარ­მომ­დგენ­ლებს სახ­ლთან მო­ახ­ლო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და", - აცხა­დებს გივი ქი­მე­რი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ კობა სუ­თი­აშ­ვილს და მა­მა­მისს, რო­მელ­თაც ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ისი­ნი კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ხე­ლახ­ლა და­წყე­ბას ითხო­ვენ და ასე­ვე აპი­რე­ბენ, რომ ჩა­ა­ტა­რონ გარ­დაც­ვლი­ლის გვა­მის ეგზგუ­მა­ცია და ექ­სპერ­ტი­ზა.

სოსო ქი­მე­რი­ძე ხა­შუ­რის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში 2012 წლის 27 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ად მისი შე­ნო­ბის კი­ბი­დან გა­და­ვარ­დნა და­სა­ხელ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სოსო ქიმერიძის ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

სოსო ქიმერიძის ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

ხაშურის პოლიციის შენობაში გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

როგორც სოსო ქიმერიძის ვაჟი გივი ქიმერიძე ამბობს, ის ადამიანები, რომლებიც მამის დაკრძალვამდე ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებდნენ, პოლიციის მიერ იყვნენ მიგზავნილი. ისინი ემუქრებოდნენ ოჯახის წევრებს, რომ ჟურნალისტებთან არანაირი კომენტარი არ გაეკეთებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის ხელყოფითაც კი იმუქრებოდნენ.

მისივე თქმით, ამ ცხრა თვის განმავლობაში ოჯახზე ზეწოლა ხორციელდებოდა დუმილის მოთხოვნით, 2 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს კი, მასზე და მის მეგობარზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლაც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან.

"მოვიდნენ "პიკაპის" ტიპის პოლიციის მანქანით. იყვნენ ფორმებით და შეიარაღებულები. მე და ჩემს მეგობარს სასტიკად გაგვისწორდნენ. ვიცნობ რამდენიმე მათგანს, ერთ-ერთი ჩვენივე თანასოფლელია - კობა სუთიაშვილი, რომელიც ხაშურის პოლიციაში მუშაობს. სწორედ მისი მამა გურამ სუთიაშვილი იდგა ჩვენს სახლის კართან, როდესაც მამაჩემი იყო გარდაცვლილი და პრესის წარმომდგენლებს სახლთან მოახლოების საშუალებას არ აძლევდა", - აცხადებს გივი ქიმერიძე.

რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელ კობა სუთიაშვილს და მამამისს, რომელთაც ზეწოლაში ადანაშაულებენ, ისინი კომენტარს არ აკეთებენ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვენ და ასევე აპირებენ, რომ ჩაატარონ გარდაცვლილის გვამის ეგზგუმაცია და ექსპერტიზა.

სოსო ქიმერიძე ხაშურის პოლიციის შენობაში 2012 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა. ოფიციალურ ვერსიად მისი შენობის კიბიდან გადავარდნა დასახელდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ