მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება
განათლების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა და­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი.

მი­მარ­თვის მი­ხედ­ვით, მი­ნის­ტრის მი­სა­მარ­თით უამ­რა­ვი წე­რი­ლი შე­დის პე­და­გო­გე­ბის, ლექ­ტო­რე­ბის, დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მო­მუ­შა­ვე იმ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რი­დან არი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, განმცხა­დე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მათი და­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვლად პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბას ასა­ხე­ლებს და სა­მუ­შაო ად­გილ­ზე აღ­დგე­ნას ითხოვს.

"ვთვლი, რომ იმ ავ­ტო­რი­ტა­რულ სის­ტე­მა­ში, რო­მელ­შიც ქვე­ყა­ნა იმ­ყო­ფე­ბო­და, ყვე­ლა მხა­რე სის­ტე­მის მსხვერ­პლია. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და გვინ­და, რომ მთელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში აღარ მოხ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­ყო­ფა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზრდა­სა და გა­ნათ­ლე­ბას, და ისი­ნი უნდა იზ­რდე­ბოდ­ნენ ჯან­საღ გა­რე­მო­ში. ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ გა­მო­სავ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ თი­თო­ე­ულ­მა თქვენ­გან­მა არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მო­ნა­ხოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რათა შეძ­ლოთ ერ­თმა­ნეთ­ში მო­რი­გე­ბა და თა­ვი­დან და­ი­წყოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ჩემი აზ­რით, ეს იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო გზა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. მათ კი ვინც, უახ­ლო­ე­სი 2-3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შეძ­ლებს ერ­თმა­ნეთ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას, მე ვთა­ვა­ზობ მე­ო­რე სა­შუ­ა­ლე­ბას, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში უშუ­ა­ლოდ მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით შე­იქ­მნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც არ­სე­ბულ და­ვებს გა­ეც­ნო­ბა და შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ჩემ­თან ერ­თად", - აღ­ნიშ­ნავს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის მი­ზა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი და­ვის სა­სა­მარ­თლო უწყე­ბა­ში გა­და­ტა­ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბაა.

"იმე­დი მაქვს, გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბით და გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ ჩემს რჩე­ვას და მალე და­უბ­რუნ­დე­ბით თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დე­ო­ბის­თვის და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, თქვენ უნდა მო­ახ­მა­როთ და გა­დას­ცეთ თქვე­ნი ცოდ­ნა ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას", - აღ­ნიშ­ნავს მი­მარ­თვა­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

განათლების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება

განათლების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც განათლების სისტემიდან გათავისუფლებულთა დავების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.

მიმართვის მიხედვით, მინისტრის მისამართით უამრავი წერილი შედის პედაგოგების, ლექტორების, დირექტორებისა და განათლების სისტემაში მომუშავე იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სამსახურიდან არიან გათავისუფლებული.

მარგველაშვილის განმარტებით, განმცხადებელთა უმრავლესობა მათი დათხოვნის საფუძვლად პოლიტიკურ შეხედულებას ასახელებს და სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოვს.

"ვთვლი, რომ იმ ავტორიტარულ სისტემაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა, ყველა მხარე სისტემის მსხვერპლია. ჩვენი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია და გვინდა, რომ მთელს საზოგადოებაში და განსაკუთრებით განათლების სფეროში აღარ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას, და ისინი უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში. ამ მდგომარეობიდან ყველაზე ეფექტურ გამოსავლად მიმაჩნია, რომ თითოეულმა თქვენგანმა არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, გამონახოთ ყველანაირი საშუალება, რათა შეძლოთ ერთმანეთში მორიგება და თავიდან დაიწყოთ თანამშრომლობა. ჩემი აზრით, ეს იქნება საუკეთესო გზა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. მათ კი ვინც, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას, მე ვთავაზობ მეორე საშუალებას, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უშუალოდ მინისტრის ბრძანებით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც არსებულ დავებს გაეცნობა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ჩემთან ერთად", - აღნიშნავს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული კომისიის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული დავის სასამართლო უწყებაში გადატანის თავიდან აცილებაა.

"იმედი მაქვს, გაგებით მოეკიდებით და გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და მალე დაუბრუნდებით თქვენს საქმიანობას. პროფესიონალი პედაგოგები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საზოგადეობისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენ უნდა მოახმაროთ და გადასცეთ თქვენი ცოდნა ჩვენს მომავალ თაობას", - აღნიშნავს მიმართვაში მარგველაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"