38 წლის მსახიობი პენელოპა კრუსი კვლავ შეუდარებლად გამოიყურება. ვარსკვლავის მწვრთნელი გუნარ პეტერსონი მანდილოსნებს რამდენიმე საინტერესო რჩევას აძლევს.
პეტერსონი ყველა ქალბატონს ურჩევს, ვარჯიშის დროს ძირითადი აქცენტი ფეხებზე გააკეთოს. მისი თქმით, პენელოპა სპეციალურ რეჟიმს იცავს, რომელიც სასურველი წონის შენარჩუნებასა და სხეულის გამკვრივებაში ეხმარება. პეტერსონის განმარტებით, გამხდარი სხეული სულაც არ ნიშნავს ლამაზს, მიმზიდველია მხოლოდ ნავარჯიშები, მოვლილი ტანი, რომელიც სხეულს ჯანსაღ იერს აძლევს.
პენელოპა მოკლე დისტანციაზე დარბის და შემდეგ იჭიმება. როგორც პეტერსონი ამბობს, თუკი ქალბატონს სურს ლამაზი ფეხები ჰქონდეს, მარტივი რამ ევალება - ცეკვა და ძუნძულით სირბილი. პეტერსონი ქალბატონებს მარტივ ვარჯიშს სთავაზობს, რომელსაც პენელოპა აკეთებს: შეიძინეთ სავარჯიშო ბურთი. კედლისკენ ზურგით დადექით. ისე განთავსდით, რომ კედელსა და თქვენს ზურგს შორის ბურთი მყარად მოთავსდეს. ფეხები და ხელები განზე გასწიეთ (თანაბარ დისტანციაზე). მოხარეთ მუხლები და მთელი სხეულით დაბლა დაიხარეთ. არ დაგავიწყდეთ, მოძრაობისას ზურგი გამართული უნდა იყოს. მხრები ერთ სიმაღლეზე შეინარჩუნეთ. დახრისას, როდესაც თეძოები იატაკის პარალელური გახდება, (თითქოს ვირტუალურ სკამზე ზიხართ) 3 წამის განმავლობაში გაჩერდით. შემდეგ ისევ მაღლა აიწიეთ და პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდით. მთელი ამ ვარჯიშის განმავლობაში ბურთი ზურგს უკან უნდა გააჩეროთ. ვარჯიში 10-ჯერ ან მაქსიმუმ 12-ჯერ გააკეთეთ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.