ეშტონ კატჩერს მილა კუნისისგან ბავშვი უნდა

ეშტონ კატჩერს მილა კუნისისგან ბავშვი უნდა

დასავლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 წლის მსახიობი მილა კუნისი ორსულადაა. ჟურნალისტებმა ბავშვის სავარაუდო მამად კუნისის შეყვარებული ეშტონ კატჩერი დაასახელეს. მალევე, ორსულობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მილას პრეს-აგენტმა უარყო. სამაგიეროდ ჭორმა ვარსკვლავურ წყვილს მათი ურთიერთობების პერსპექტივაზე დაფიქრების საბაბი მისცა.

ამასთან, ეშტონის მეგობრები ირწმუნებიან, რომ კატჩერს მამობა უნდა.

"ეშტონს დიდი ხანია შვილები უნდა, მაგრამ დემი ასაკის გამო ბავშვს ვერ აჩენდა. თუ მილა კატჩერს შვილს გაუჩენს,  ბედნიერი იქნება, მით უმეტეს, რომ გამოცდილება აქვს: იგი დემის სამი ქალიშვილისთვის შესანიშნავი მამა იყო", - აცხადებს მსახიობის მეგობარი.

ახლახან კატჩერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მამობაზე ოცნებობს.

"ბავშვები ძალიან მინდა, ახალ ფილმსა და ბავშვს შორის არჩევანის უფლება რომ მომცენ, ბავშვს ავირჩევ",- ამბობს ეშტონი.

ოფიციალურად მსახიობი ჯერ კიდევ დემი მურის მეუღლეა. წყვილი ფინანსური პრობლემების მოგვარებას და ქონების გაყოფას ვერ ახერხებს. სავარაუდოდ, განქორწინება მთელი წელი გაგრძელდება. ამასთან, მილა კუნისი ამბობს, რომ გათხოვებას არ ჩქარობს და მზადაა შეყვარებულს იმდენ ხანს დაელოდოს, რამდენიც საჭიროა. 

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება