პროკურატურაში საკადრო ცვლილებები დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში განხორციელდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკადრო ცვლილებები განხორციელდება ცენტრალურ აპარატის ხელმძღვანელობაში, ასევე საოლქო და თბილისის პროკურორების შეცვლაა დაგეგმილი, რაიონულ დონეზე კი ცვილებების გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურად მოხდება.
არჩილ კბილაშვილმა ბრიფინგზე ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ორი დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ იმეილზე გააგზავნონ ცვ-ები, თუკი სურვილი გააჩნიათ და მიიჩნევენ, რომ პროკურატურაში მუშაობას შეძლებენ.
"ერთ კვირაში ვიზრუნებთ საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე, პირობითად ვიღებთ ტაიმ-აუტს, რომ ორგანო განახლდეს. ეს ერთი კვირა სწორედ ამისათვის იქნება გამოყოფილი. მოვუწოდებ საზოგადოებას, ვისაც სურვილი აქვს პროკურატურაში იმუშაოს, გამოაგზავნოს ცვ ოფიცილუარ ვებ-გვერდზე განთავსებულ იმეილზე www.justice.gov.ge უახლოეს ორი დღის განმავლობაში", - განაცხადა კბილაშვილმა.