მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარიშხალ "სენდის" 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ქარიშხალ "სენდის" 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ქა­რიშ­ხალ "სენ­დის" სულ ცოტა 13 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა აშშ-სა და კა­ნა­და­ში, კა­რი­ბის ზღვის რე­გი­ონ­ში კი, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 70-ს აღ­წევს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უცხო­უ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის, ბა­რაქ ობა­მას გან­ცხა­დე­ბით, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კარ­გად მო­ემ­ზა­და სტი­ქი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი და ზი­ა­ნი გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის.

პრე­ზი­დენ­ტმა მო­უ­წო­და მო­სახ­ლე­ო­ბას იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ევა­კუ­ა­ცია, მკაც­რად და­ე­მორ­ჩი­ლონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ცე­მულ მი­თი­თე­ბებს.

ნიუ-იორკში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ის შე­დე­გად ქარ­თვე­ლე­ბის და­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­უ­ღი­ათ. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-კონ­სულ­მა გი­ორ­გი ცეკ­ვა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

"ჯერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­ზე არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არის შე­მო­სუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამინ­დის შე­სა­ხებ ორი დღით ადრე გა­ვაფრ­თხი­ლეთ და ვუ­თხა­რით, რომ და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ იმ მი­თი­თე­ბებს, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გას­ცემ­და", - აცხა­დებს გი­ორ­გი ცეკ­ვა­ვა.

ამას­თან, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში 2 ათა­სამ­დე ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს.

"გა­რეთ იქ­ცე­ვა ქვე­ყა­ნა. არც შუქი მაქვს, არც ცხე­ლი წყა­ლი, არც გათ­ბო­ბა, არც ინ­ტერ­ნე­ტი და ეს "აი­ფო­ნიც" ჯდე­ბა - ბოლო ძაფი გა­რე­სამ­ყა­როს­თან", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "ფე­ის­ბუქ­ში" ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და­ვით ნი­კუ­რა­ძე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას.

ქა­რიშ­ხა­ლი "სენ­დი" აშშ-ის სა­ნა­პი­რო ზოლს უკვე და­ა­ტყდა. ქა­რის სიჩ­ქა­რე 140კმ/სთ-ს აღ­წევს.

ნიუ-იორ­კის 76 სკო­ლა­ში მო­წყო­ბი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი თავ­შე­სა­ფა­რე­ბი. არ მუ­შა­ობს სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტი. ჩა­კე­ტი­ლია სატ­რან­სპორ­ტო გვი­რა­ბე­ბი. გა­და­დე­ბუ­ლია 7 ათას­ზე მეტი ავი­ა­რე­ი­სი.

ქა­რიშ­ხალ­მა და­ა­ზი­ა­ნა ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი, რის გა­მოც და­ახ­ლო­ე­ბით 6 მლნ ადა­მი­ა­ნი უშუ­ქოდ არის დარ­ჩე­ნი­ლი.

სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, ქა­რიშ­ხლის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო ზა­რა­ლი 20 მი­ლი­არდ დო­ლარს მი­აღ­წევს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე: "რა­ტომ არ­ქმე­ვენ ქა­რიშ­ხლებს ქა­ლის სა­ხე­ლებს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ქარიშხალ "სენდის" 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალ "სენდის" 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალ "სენდის" სულ ცოტა 13 ადამიანი ემსხვერპლა აშშ-სა და კანადაში, კარიბის ზღვის რეგიონში კი, დაღუპულთა რაოდენობა 70-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ამერიკის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება კარგად მოემზადა სტიქიის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი ზარალი და ზიანი გამორიცხული არ არის.

პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას იმ შემთხვევისთვის, თუ აუცილებელი გახდება ევაკუაცია, მკაცრად დაემორჩილონ ხელისუფლების მიერ გაცემულ მითითებებს.

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში საქართველოს ვიცე-კონსულმა გიორგი ცეკვავამ განაცხადა.

"ჯერ დაზარალებულებზე არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ არის შემოსული. საქართველოს მოქალაქეები მოსალოდნელი ამინდის შესახებ ორი დღით ადრე გავაფრთხილეთ და ვუთხარით, რომ დამორჩილებოდნენ იმ მითითებებს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გასცემდა", - აცხადებს გიორგი ცეკვავა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 2 ათასამდე ქართველი ცხოვრობს.

"გარეთ იქცევა ქვეყანა. არც შუქი მაქვს, არც ცხელი წყალი, არც გათბობა, არც ინტერნეტი და ეს "აიფონიც" ჯდება - ბოლო ძაფი გარესამყაროსთან", - ასე ეხმაურება "ფეისბუქში" ქართველი ჟურნალისტი დავით ნიკურაძე არსებულ ვითარებას.

ქარიშხალი "სენდი" აშშ-ის სანაპირო ზოლს უკვე დაატყდა. ქარის სიჩქარე 140კმ/სთ-ს აღწევს.

ნიუ-იორკის 76 სკოლაში მოწყობილია სპეციალური თავშესაფარები. არ მუშაობს საქალაქო ტრანსპორტი. ჩაკეტილია სატრანსპორტო გვირაბები. გადადებულია 7 ათასზე მეტი ავიარეისი.

ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც დაახლოებით 6 მლნ ადამიანი უშუქოდ არის დარჩენილი.

სპეციალისტთა აზრით, ქარიშხლის შედეგად მიყენებული სავარაუდო ზარალი 20 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "რატომ არქმევენ ქარიშხლებს ქალის სახელებს"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა