ფრანგული ბრენდი "კარფური" საქართველოში გაფართოვებას გეგმავს. როდის და სად განთავსდება ჰიპერმარკეტის ახალი ობიექტი ჯერჯერობით მენეჯმენტში არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ გაფართოვება მათი მთავარი პრიორიტეტია.
ამ დროისთვის "კარფური" მომხმარებელს აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც პირველადი მოხმარების, ყველაზე მოთხოვნადი კვების პროდუქტები სპეციალურ ფასად იყიდება.
კატალოგში ამ ეტპაზე ქათამი, ბრინჯი და მაიონეზი შევიდა. აღნიშნულ პროდუქციაზე დაბალი ფასები ოთხშაბათამდე დარჩება. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, იმ პროდუქტების ასორტიმენტი, რომელიც აქციაში მიიღებს მონაწლეობას, ყოველ ოთხშაბათს შეიცვლება.
მსოფლიოში ცნობილი ჰიპერმარკეტების ქსელი "კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა. პირველი ჰიპერმარკეტი სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" გაიხსნა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9