ვასილ დაბრუნდაშვილმა კარიერა რამდენიმე წლის წინ საზოგადოებრივ რადიოში დაიწყო. შემდეგ იყო "ინტერპრესნიუსი", რადიო "პალიტრა", "პალიტრა ტვ". მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ რთული გზა აქვს გავლილი და არაერთხელ გახვეულა სკანდალში.
- უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი ტელე-რადიოჟურნალისტიკის განხრით, მაშინ ჩემი დეკანი დავით პაიჭაძე გახლდათ, რომელმაც პრაქტიკებზე "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმიყვანა. თავიდან "საზოგადოებრივ რადიოში" ვმუშაობდი და შემდეგ მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! "ინტერპრესნიუსიდან", სადაც რამდენიმეთვიანი პრაქტიკის შემდეგ გადავედი. "პალიტრა მედიაში" ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ნანა ლეჟავასგან მივიღე შეთავაზება, რომ სამუშაოდ მათთან "კვირის რეპორტაჟში" გადავსულიყავი.
- გახსოვს, "ინტერპრესნიუსში" პირველად რა თემაზე მოამზადე "ნიუსი"?
- ლეიბორისტების პრესკონფერენციაზე გამიშვეს. ამაზე ჩემი რედაქტორი ხუმრობდა, ყველა ლეიბორისტებით იწყებსო. ეს იყო სტარტი და შემდეგ უკვე სერიოზულ თემებზე დავიწყე მუშაობა. "ინტერპრესნიუსში" გაერთიანებული ნიუსრუმის პრინციპით ვმუშაობდით "პალიტრა ტვ"-ში და რადიო "პალიტრაშიც". ბოლო პერიოდში "პალიტრა ტვ"-ზე სპეციალურ რეპორტაჟებს ვაკეთებდი. ერთ-ერთი სერიოზული მასალა გახლდათ გერმანიაში არსებულ სოფელ ფრინდედორფზე. ეს არის ბავშვთა სოფელი, სადაც ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ჩაჰყავთ, მათ შორის ქართველებიც და ოპერაციას უკეთებენ. რამდენიმე ოჯახი ჩავწერე და ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, რომლებიც ჰყვებოდნენ, რომ გაურკვეველი ოპერაციები გაუკეთეს. შედეგი არ დადგა და დეფექტი ისევ დარჩათ. სწორედ ამ თემაზე ჩავატარე ჟურნალისტური გამოძიება და აღმოვაჩინე ქალბატონი, რომელსაც ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! საქართველოდან მიჰყავდა. ოფისი საცხოვრებელ სახლში ერთ ოთახში ჰქონდა მოწყობილი, იქვე იყვნენ ბავშვებიც, საეჭვო გარემოებაში, "ზელიონკა" ესვათ და წვეთოვანი ედგათ. დავუკავშირდით ფრიდენდორფსაც და გვითხრეს, რომ გარდა იმ ინფორმაციისა, რაც მათ საიტზეა გამოქვეყნებული, არაფერს მოგვცემდნენ. შემდეგ ამ თემით ტელეჟურნალისტებიც დაინტერესდნენ. "პალიტრაში" მუშაობის დროს სიუჟეტი მოვამზადე ხაშურის პოლიციაში იოსებ ქიმერიძის გარდაცვალების შესახებ. ქვიშხეთში ჩავედით, საიდანაც გარდაცვლილი იყო წარმოშობით და კარგი რეპორტაჟი ჩამოვიტანე.
- შეგიძლიათ, ყველაზე რთულად სამუშაო პერიოდი გაიხსენოთ?
- პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ჟურნალისტები მის რეზიდენციასთან ვაღამებდით და მოვლენებს ვაშუქებდით. მთავარი იყო, არც ერთი დეტალი არ გამომრჩენოდა. ეს ნიუსის მთავარი პრინციპია. ასევე რთულად მახსენდება 2011 წლის 26 მაისის აქცია, როდესაც საკმაოდ ცუდი შედეგი დადგა და მიტინგი დაარბიეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა რომ დაიწყო, ჟურნალისტები მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდით. საბედნიეროდ, არაფერი მომსვლია, მაგრამ ჩემი კოლეგები დაშავდნენ. მალხაზ ჭკადუა დააკავეს, დარეჯან პაატაშვილს კამერა დაუმტვრიეს. მახოვს, რამდენიმე ჟურნალისტი ტერიტორიდაან გამოგვიყვანეს. მაშინ "ინტერპრესნიუსის" დირექტორი ზაზა ბუაძე საკუთარი მანქანით მოვიდა და იქიდან წამომიყვანა.
- "კვირის რეპორტაჟში" პირველად რა თემაზე იმუშავეთ?
- თემა იყო - ციხეებში პრესის აკრძალვა, ეს იყო ერთგვარი ტესტი, როგორ გამომივიდოდა მუშაობა.
- მახსოვს, ერთხელ თქვენც გახდით "ჟურნალისტთა" კორპუსის ე.წ. "ალისტრახოების" მსხვერპლი.
- ეს იყო ბანდა, რომელიც ცდილობდა, ჟურნალისტებისთვის შეგნებულად მოეშალათ ნერვები. ზესტაფონში მათზე რეპორტაჟის მოსამზადებლად წავედი და როდესაც მათი დევნის ერთ-ერთ ობიექტს ეკა დუგლაძეს ვწერდი, თავად გამომეცხადნენ. ამას ჰქვია გამართლება (იღიმება). სამი საათის განმავლობაში დაგვდევდნენ და მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ვეცადე, მათთან ადამიანურად მელაპარაკა, თუმცა მათი პასუხი ერთი და იგივე იყო. მეკითხებოდნენ, რამდენს მიხდიდა ბიძინა ივანიშვილი ამ სიუჟეტში და თუ ვერ მოვამზადებდი, სამსახურიდან თუ გამიშვებდნენ. ცდილობდნენ, მდგომარეობიდან გამოვეყვანე. შემდეგ პატრული მოვიდა, რაღაც ოქმი შეადგინეს და ბოლოს ისე გაიქცნენ, ხელიც არ მომაწერინეს.
- როდესაც "კვირის რეპორტაჟის" ლოგოიანი მიკროფონით გხედავენ, როგორი რეაქცია აქვთ პოლიტიკოსებს?
- ჩვენს მიკროფონს სპეციალურად არ აქვს ლოგო. ისედაც არავინ გვეკარება და მაგ შემთხვევაში - საერთოდ... ერთხელ ნუგზარ წიკლაურმა მითხრა, შავი გაგების ხართ და შავი მიკროფონით მაგიტომ დადიხართო. პოლიტიკოსების დიდ ნაწილს ჩვევად ექცათ, რომ ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხონ, რადგან მათი შინაარსი არ მოსწონთ. ყოფილა შემთხვევა, როცა გაქცეულან კიდეც.
- ერთი თვის წინ ახმეტაში ხე-ტყის უკანონო სამხერხაოს გადასაღებად მიხვედით, სადაც თქვენ და ოპერატორს ფიზიკურად გაგისწორდნენ.
- ეს იყო ცუდი ფაქტი, რადგან ამ დროს კამერა დაგვიმტვრიეს და ოპერატორ ბაჩო ბულისკირიას სცემეს. ინფორმაცია გვქონდა ამ უკანონო საამქროების შესახებ, რასაც ადგილზე ვამოწმებდით, შედეგად, ერთ-ერთი საამქროს მეპატრონე ჭიჭიაშვილი გავაღიზიანეთ და შვილთან ერთად ფიზიკურად გაგვისწორდა. ძლივს გამოვასწარით, დიდი შანსი იყო, რომ უფრო მეტად დავშავებულიყავით. ქვებს ისროდნენ, მუშტებს გვირტყამდნენ. ამ ინციდენტის დროს ნანა ლეჟავასგან, ასევე, მთავარი პროდუსერისგან, ზაზა წულაძისგან, დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. მახსოვს ნანა ინციდენტიდან საათ-ნახევარში უკვე ახმეტაში იყო და გვერდიდან არ მოგვშორებია. მომხდარზე ერთი თვის განმავლობაში გამოძიება არ ჩაუტარებიათ და არჩევნების მეორე დღეს გამომძიებელმა დამირეკა, ბატონო ვასილ, თუ შეიძლება, თქვენს ოპერატორთან ერთად ჩამობრძანდით, გამოძიება დაიწყოო... პარადოქსია.
- ვასილ, თქვენ გააკეთეთ რეპორტაჟი ციხეში არსებული წამების კადრებზეც, ალბათ რთული იყო ამ თემაზე მუშაობა.
- დიახ, უმძიმესი იყო ამ კადრების ნახვა. ტელეჟურნალისტებმა ამ ადამიანების თვალები, სახეები ვნახეთ, დაფარვის გარეშე, ეს იყო ორმაგად რთული, შემზარავი, როდესაც წამების პროცესში ადამიანის სახეს, თვალებს, მის გამომეტყველებას ვუყურებდი. ვაღიარებ, რომ იმ სიუჟეტში გაღიზიანება მეტყობოდა, ეს იყო თემა, როდესაც ცოტა რთულია ემოციის მოთოკვა.
- კონკურენტი არხების ჟურნალისტებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- რაც "კვირის რეპორტაჟში" გადავედი, ვგრძნობ, რომ ჩვენი გადაცემა მაგარია. ბევრი მათგანი მეუბნება, რომ გადაცემას უყურა და მოეწონა, ამას თავად ნაციონალური არხების ჟურნალისტებიც ამბობენ.
- ყოფილა ისეთი თემა, რომლის გაკეთებაზეც უარი გითქვამთ?
- არასოდეს... როგორც დასაწყისში აღვნიშნე, უნივერსიტეტში ჩემი დეკანი დავით პაიჭაიძე გახლდათ. ინფორმაცია მოვიპოვე, რომ პრეზიდენტმა ჟურნალისტები ახალი წლის დღეებში ბათუმში წაიყვანა და სასტუმროში უმასპინძლა, მათ შორის ერთ-ერთი იყო დავით პაიჭაძეც. მისთვის კითხვა ამის შესახებ უნდა დამესვა. ფაქტია, რომ ბატონი დავითი ცოტა გაცხარდა, მითხრა, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, კარგი არ იყო, მაგრამ შეკითხვა მაინც დავსვი და მისი პასუხი სიუჟეტში გამოვიყენე. ჩემთვის ბარიერი არ არსებობს, თუ ადამიანს გადაცდომა აქვს, თუნდაც ოჯახის წევრი იყოს, მასზეც უნდა მიანიშნო.
- ინფორმაციის მოპოვების კუთხით, ყველაზე რთულად სამუშაოდ რომელი სიუჟეტი გახსენდებათ?
- ასეთი ძალიან ბევრია, ერთ-ერთი იყო სოფელ მერეთის სკანდალი, სადაც ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნოდ ნაციონალი აქტივისტები დახვდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ჩვენ მეორე დღეს ჩავედით, უკან გაურკვეველი ნომრის ჯიპი დაგვყვებოდა და ჩვენს გადადგილებას ამოწმებდა, რამდენიმე ადამიანს ჰქონდა მცდელობა, ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ. რთულია რესპონდენტების დევნაც, რომლებიც თბილისში არიან, მაგრამ გემალებიან. პრეზიდენტთანაც მქონია კითხვის დასმის მცდელობა, მაგრამ პრესსამსახურს გავუფრთხილებივარ, რომ იქ კითხვები არ ისმებოდა.
- რა კითხვები გქონდათ პრეზიდენტთან?
- ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მის ოჯახზე მოვამზადე. როგორ აცხოვრა სვანეთში, სასტუმრო "თეთნულდში" სიდედრი, სიმამრი და ბებია. მინდოდა, ხარჯებზე მეკითხა, მაგრამ ვერ მოვახერხე.
- გარდა პოლიტიკოსებისა, მთავრობასთან დაახლოებული ხელოვანების ჩაწერაც გიჭირთ, რადგან მათ საკონცერტო ხარჯებზეც ხშირად მოგიმზადებიათ რეპორტაჟი.
- დიახ, ბოლოს სოფო ნიჟარაძის ჩაწერა მინდოდა. მქონდა ინფორმაცია, რომ ბათუმში სასტუმრო "შერატონში" მისი ცხოვრების ხარჯები პრეზიდენტის დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დაფარა. პირად ნომერზე ვერ დავუკავშირდი, მუდმივად გათიშული ჰქონდა და ერთი კვირა ველოდე "ვერის უბნის მელოდიების" თბილისურ პრემიერას (იღიმება). ვაღიარებ, სამი საათი იძულებით ვუყურე ამ მიუზიკლს, რომ ბოლოს სოფოსთვის ერთი შეკითხვა დამესვა. დასრულებისთანავე სცენაზე ავედი და პირველად პრემიერის შემდგომ ემოციებზე ვკითხე. არ მინდოდა, რესპონდენტი დამეფრთხო და შემდგომ ვუთხარი, რომ ის პრეზიდენტს მთავრობის ხარჯით ჰყავდა ბათუმში დაპატიჟებული. ჩვენი პატარა ხრიკები გვაქვს, თუნდაც ის, რომ პირველივე შეკითხვით რესპონდენტი არ დავაფრთხოთ. როცა შენს კლანჭებში მოაქცევ, მერე ვერ გაგირბის.
- ამ შემთხვევაში, ფილარმონიის სცენაზე სოფო მოაქციეთ თქვენს კლანჭებში?
- (იღიმება) ასე გამოვიდა, იძულებული გახდა, ჩემს კითხვაზე პასუხი გაეცა. სხვა შემთხვევაში არ გვიპასუხებდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამი საათი "ვერის უბნის მელოდიებს" ძალით ვუყურე, რომ რესპონდენტი ჩამეწერა.
- რეპორტაჟის გასვლის შემდეგ მთავარი გმირები თუ გირეკავენ?
- ძირითადად, არ იმჩნევენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა უყურებს.
- ვასილ, თუ ისე აყვავდება ქვეყანა, როგორც ახალი ხელისუფლება გვპირდება, როგორ ფიქრობთ, საგამომძიებლო ჟურნალისტები სამსახურის გარეშე ხომ არ დარჩებით?
- (იღიმება) ამას ბევრი მეუბნება, თქვენს სტუდიას რა ეშველებაო. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. ბევრი თემა გვაქვს გასაკეთებელი და არანაირი საფრთხე არ გვემუქრება.
ნინო გიგიშვილი
(გამოდის ორშაბათობით)