საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დღის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
პრეზიდენტის განკარგულებით, ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ხვალ, 28 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება. განკარგულების ტექსტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
პირველ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარეს აირჩევს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი; ბანკი "ქართუს" აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაზი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე განიხილებიან.