სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლენუკა ყიფშიძე: "მოდის სფეროში პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს!"
 ლენუკა ყიფშიძე: "მოდის სფეროში პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს!"

რუბ­რი­კა "სტი­ლის" სტუ­მა­რია მსა­ხი­ობ ზუ­რაბ ყიფ­ში­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, მო­დე­ლი ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე:

- სა­მოსს იმის მი­ხედ­ვით ვირ­ჩევ, სად მივ­დი­ვარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩაც­მა და თა­ვის მოვ­ლა. მომ­წონს სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლიც. ჩაც­მა, თა­ვის მოვ­ლა და ავ­ტო­მო­ბი­ლით სე­ირ­ნო­ბა კარგ გუ­ნე­ბა­ზე მა­ყე­ნებს. სა­მო­სის არ­ჩე­ვი­სას ხა­რისხსაც ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას, სტილ­საც და ბრენ­დსაც. ვცდი­ლობ, მეც­ვას ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლად, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ძნე­ლია.

- მამა და ძმა თუ გაძ­ლე­ვენ რჩე­ვას შე­მოს­ვი­სას?

- აზრს ვე­კი­თხე­ბი, მაგ­რამ ისე ვი­მო­სე­ბი, რო­გორც მომ­წონს. მა­გა­ლი­თად, როცა მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს ვიც­ვამ, მა­მა­ჩემს და ჩემს ძმას ის­ტე­რი­კა ემარ­თე­ბათ. გი­ორ­გი (ლე­ნუ­კას ძმა, მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე - თ.ბ.) "დი­ა­დია სტი­ო­პას" და "ტკა­ჩენ­კოს" მე­ძა­ხის (იცი­ნის).

- რო­მელ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერს გა­მო­არ­ჩევ­დით?

- ქარ­თუ­ლი მოდა ძა­ლი­ან გან­ვი­თარ­და. ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი უფრო და უფრო მო­სა­წონ კო­ლექ­ცი­ებს ქმნი­ან. გა­მო­ვარ­ჩევ ავ­თან­დილს, და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილს, ლაკო ბუ­კი­ას, თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვას და "ანუ­კი&ბი­ჭო­ლას".

- ქარ­თუ­ლი ბრენ­დის "ანუ­კი&ბი­ჭო­ლას" კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მო­ხერ­ხდა. ამ­ბო­ბენ, ეს კახი კა­ლა­ძის პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის გამო მოხ­დაო. რო­გორ ფიქ­რობ, ერე­ვა პო­ლი­ტი­კა სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში?

- ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აჩ­ვე­ნონ "ანუ­კი&ბი­ჭო­ლას" კო­ლექ­ცია. მათ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი აქვთ. არ მი­ვე­სალ­მე­ბი მო­დის სფე­რო­ში პო­ლი­ტი­კის ჩა­რე­ვას, ასე არ უნდა ხდე­ბო­დეს.

- და­ვით ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ მო­დის კვი­რე­ულ­ზე და­იბ­ლო­კა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დის - "თიკო და ნი­ნოს" კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა...

- ამ კვი­რე­ულ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ცუ­დია, რო­დე­საც ადა­მი­ანს რა­ი­მე ნიშ­ნით გზას უღო­ბა­ვენ - მა­საც უჩ­ნდე­ბა აგ­რე­სია და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ემ­ტე­რე­ბი­ან ხოლ­მე. იმე­დია, ამი­ე­რი­დან ასე აღარ მოხ­დე­ბა.

- აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე რას იტყვით?

- ვგიჟ­დე­ბი აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე! აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­რე­შე თავი შიშ­ვე­ლი მგო­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს სა­ა­თე­ბი...

- რო­გო­რი ჩან­თა და ფეხ­საც­მე­ლი მოგ­წონს?

- ძა­ლი­ან მომ­წონს წვრილ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს გა­და­ვა მო­დი­დან. ჩან­თა ყვე­ლა­ნა­ი­რი მიყ­ვარს - გა­აჩ­ნია, სად მივ­დი­ვარ.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღე იკე­თებთ?

- მხო­ლოდ ტუშს და იშ­ვი­ა­თად - რუჟს ვის­ვამ. ქალი გა­რეთ რომ გა­დის, ფორ­მა­ში უნდა იყოს. მომ­წონს გა­რუ­ჯუ­ლი კანი. ადრე სა­ერ­თოდ არ დავ­დი­ო­დი სო­ლა­რი­უმ­ში, მე­ში­ნო­და, ახლა კი ვსტუმ­რობ, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად.

- რო­მე­ლი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ლედი მი­გაჩ­ნი­ათ გე­მოვ­ნე­ბი­ან მან­დი­ლოს­ნად?

- ძა­ლი­ან მომ­წონს საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი კარ­ლა ბრუ­ნი - მოვ­ლი­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის ქა­ლია.

- ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი­დან ვის მი­იჩ­ნევ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად?

- ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის გე­მოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან და­იხ­ვე­წა, ამი­ტომ ვი­სი­მე გა­მორ­ჩე­ვა გა­მი­ჭირ­დე­ბა.

- რო­მელ სუ­ნა­მოს იპ­კუ­რებ?

- მიყ­ვარს "შა­ნე­ლის" არო­მა­ტე­ბი, კლა­სი­კაა. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს ახა­ლი ბრენ­დის სუ­ნა­მო, მო­მე­წო­ნოს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც "შა­ნელს" ვამ­ჯო­ბი­ნებ.

- რას ურ­ჩევთ ქა­ლებს?

- იყ­ვნენ მუ­დამ კარგ გან­წყო­ბა­ზე, მო­უ­ა­რონ თავს, კანს, ჯან­მრთე­ლო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ქალს და­ა­ვი­წყდა სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი. მინ­და, დაბ­რუნ­დეს ის დრო, რო­დე­საც მა­მა­კა­ცი პა­ტივს სცემ­და მან­დი­ლო­სანს. ქალი სა­თუ­თი არ­სე­ბაა და მას მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ლენუკა ყიფშიძე: "მოდის სფეროში პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს!"

 ლენუკა ყიფშიძე: "მოდის სფეროში პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს!"

რუბრიკა "სტილის" სტუმარია მსახიობ ზურაბ ყიფშიძის ქალიშვილი, მოდელი ლენუკა ყიფშიძე:

- სამოსს იმის მიხედვით ვირჩევ, სად მივდივარ. ძალიან მიყვარს ჩაცმა და თავის მოვლა. მომწონს საყიდლებზე სიარულიც. ჩაცმა, თავის მოვლა და ავტომობილით სეირნობა კარგ გუნებაზე მაყენებს. სამოსის არჩევისას ხარისხსაც ვაქცევ ყურადღებას, სტილსაც და ბრენდსაც. ვცდილობ, მეცვას ყველასგან გამორჩეულად, მაგრამ საქართველოში ეს ძნელია.

- მამა და ძმა თუ გაძლევენ რჩევას შემოსვისას?

- აზრს ვეკითხები, მაგრამ ისე ვიმოსები, როგორც მომწონს. მაგალითად, როცა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამ, მამაჩემს და ჩემს ძმას ისტერიკა ემართებათ. გიორგი (ლენუკას ძმა, მსახიობი გიორგი ყიფშიძე - თ.ბ.) "დიადია სტიოპას" და "ტკაჩენკოს" მეძახის (იცინის).

- რომელ ქართველ დიზაინერს გამოარჩევდით?

- ქართული მოდა ძალიან განვითარდა. ქართველი დიზაინერები უფრო და უფრო მოსაწონ კოლექციებს ქმნიან. გამოვარჩევ ავთანდილს, დათუნა სულიკაშვილს, ლაკო ბუკიას, თამუნა ინგოროყვას და "ანუკი&ბიჭოლას".

- ქართული ბრენდის "ანუკი&ბი­ჭოლას" კოლექციის ჩვენება საქართველოში ვერ მოხერხდა. ამბობენ, ეს კახი კალაძის პოლიტიკაში ჩართვის გამო მოხდაო. როგორ ფიქრობ, ერევა პოლიტიკა სამოდელო ბიზნესში?

- ვფიქრობ, საქართველოში აუცილებლად უნდა აჩვენონ "ანუკი&ბიჭოლას" კოლექცია. მათ ძალიან საინტერესო ნამუშევრები აქვთ. არ მივესალმები მოდის სფეროში პოლიტიკის ჩარევას, ასე არ უნდა ხდებოდეს.

- დავით ბაქრაძის მეუღლის მიერ ორგანიზებულ მოდის კვირეულზე დაიბლოკა წარმატებული ქართული ბრენდის - "თიკო და ნინოს" კოლექციის ჩვენება...

- ამ კვირეულზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ცუდია, როდესაც ადამიანს რაიმე ნიშნით გზას უღობავენ - მასაც უჩნდება აგრესია და ადამიანები ერთმანეთს გადაემტერებიან ხოლმე. იმედია, ამიერიდან ასე აღარ მოხდება.

- აქსესუარებზე რას იტყვით?

- ვგიჟდები აქსესუარებზე! აქსესუარების გარეშე თავი შიშველი მგონია. განსაკუთრებით მიყვარს საათები...

- როგორი ჩანთა და ფეხსაცმელი მოგწონს?

- ძალიან მომწონს წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც არასოდეს გადავა მოდიდან. ჩანთა ყველანაირი მიყვარს - გააჩნია, სად მივდივარ.

- მაკიაჟს ყოველდღე იკეთებთ?

- მხოლოდ ტუშს და იშვიათად - რუჟს ვისვამ. ქალი გარეთ რომ გადის, ფორმაში უნდა იყოს. მომწონს გარუჯული კანი. ადრე საერთოდ არ დავდიოდი სოლარიუმში, მეშინოდა, ახლა კი ვსტუმრობ, თუმცა იშვიათად.

- რომელი ქვეყნის პირველი ლედი მიგაჩნიათ გემოვნებიან მანდილოსნად?

- ძალიან მომწონს საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი - მოვლილი, გემოვნებიანი და სასიამოვნო გარეგნობის ქალია.

- ქართველი ქალებიდან ვის მიიჩნევ გემოვნებიანად?

- ქართველი ქალების გემოვნება ძალიან დაიხვეწა, ამიტომ ვისიმე გამორჩევა გამიჭირდება.

- რომელ სუნამოს იპკურებ?

- მიყვარს "შანელის" არომატები, კლასიკაა. შეიძლება გამოვიდეს ახალი ბრენდის სუნამო, მომეწონოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც "შანელს" ვამჯობინებ.

- რას ურჩევთ ქალებს?

- იყვნენ მუდამ კარგ განწყობაზე, მოუარონ თავს, კანს, ჯანმრთელობას. სამწუხაროდ, ქალს დაავიწყდა საკუთარი თავის ფასი. მინდა, დაბრუნდეს ის დრო, როდესაც მამაკაცი პატივს სცემდა მანდილოსანს. ქალი სათუთი არსებაა და მას მზრუნველობა სჭირდება.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება