პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალეკო თეთრაშვილი - "ძალიან ბევრი პროექტი მაქვს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვახორციელებ"
ალეკო თეთრაშვილი - "ძალიან ბევრი პროექტი მაქვს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვახორციელებ"

მსა­ხი­ო­ბი­სა და პა­რო­დის­ტის, ალე­კო თეთ­რაშ­ვი­ლის ოჯახს ახა­ლი წევ­რე­ბი შე­ე­მატ­ნენ: მის უფ­როს ვაჟს პა­ტა­რა ალექ­სან­დრე შე­ე­ძი­ნა, ხოლო უმ­ცროს­მა ცოლი შე­ირ­თო. სექ­ტემ­ბრის დამ­ლევს მსა­ხი­ობს და­ბა­დე­ბის დღეც ჰქონ­და, ამი­ტომ ინ­ტერ­ვიუ მი­ლოც­ვით და­ვი­წყე.

- ბა­ტო­ნო ალე­კო, გი­ლო­ცავთ უმ­ცრო­სი შვი­ლიშ­ვი­ლის შე­ძე­ნას! რო­გო­რი ბი­ჭია?

- დიდი მად­ლო­ბა! პა­ტა­რა სან­დრო ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. ის ჩემი მო­სა­ხე­ლე გახ­ლავთ. უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი გო­გო­ნაა და ორ­წლი­ნა­ხევ­რის არის...

- ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს უხა­რი­ათ, როცა ოჯახ­ში ვაჟი იბა­დე­ბა...

- სხვა­თა შო­რის, როცა ჩემი ორი ვაჟი და­ი­ბა­და, ეგ მო­მენ­ტი მეც მქონ­და, მაგ­რამ ახლა, როცა პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი გო­გო­ნა შეგ­ვე­ძი­ნა, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იყო. სა­ოც­რე­ბაა შვი­ლიშ­ვი­ლი! ისე­თი გრძნო­ბაა, თით­ქოს შვი­ლე­ბი ხელ­მე­ო­რედ იბა­დე­ბი­ან.

- მა­ინც, რო­გორ გა­მო­ხა­ტავს პაპა სიყ­ვა­რულს?

- ბავ­შვე­ბი ჩემი სი­სუს­ტეა. ბევ­რჯერ ქუ­ჩა­ში სრუ­ლი­ად უცხო, ბავ­შვი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი გა­მი­ჩე­რე­ბია და მისი პა­ტა­რა გულ­ში ჩა­მი­ხუ­ტე­ბია, სიყ­ვა­რუ­ლით მო­მიჭ­მუჭ­ნია. ძა­ლი­ან ბევ­რია "ჩა­საყ­ლა­პი" და "შე­საჭ­მე­ლი" ბავ­შვი. როცა მცა­ლია, შვი­ლიშ­ვილს გვერ­დი­დან არ ვშორ­დე­ბი. შე­მიძ­ლია, საჭ­მე­ლიც არ ვჭა­მო, მთე­ლი დღე მას ვე­თა­მა­შო. შა­ბათ-კვი­რას ბავ­შვთან ერ­თად ვა­ტა­რებ: ვსე­ირ­ნობთ, მი­ვირ­თმევთ, ვი­ძი­ნებთ და ვიღ­ვი­ძებთ. ასე გავ­ზარ­დე ჩემი შვი­ლე­ბიც და ახლა ვცდი­ლობ, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც გა­ვა­ნე­ბივ­რო.

- ამას­თან ერ­თად, თქვენს ოჯახ­ში მე­ო­რე სი­ახ­ლე­ცაა - უმ­ცრო­სი ვაჟი და­ო­ჯახ­და; გი­ლო­ცავთ!

- დიდი მად­ლო­ბა. ოჯახ­ში შევ­სე­ბა გვაქვს (იღი­მე­ბა). უნდა ით­ქვას, ბედ­მა გა­მი­ღი­მა. ქა­ლიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი არ ვი­ცო­დი და სახ­ლში ორი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი, სა­ო­ცა­რი გო­გო­ნა შე­მო­მი­ვი­და. ისე­თი თა­ვა­ზი­ა­ნე­ბი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნე­ბი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ეტყო­ბათ, ნამ­დვილ ქარ­თულ ოჯახ­ში რომ არი­ან აღ­ზრდი­ლე­ბი.

- ამ­ჟა­მად სად იმ­ყო­ფე­ბი­ან?

- უფ­რო­სი ვაჟი თა­ვი­სი ოჯა­ხით აქ არის, ხოლო უმ­ცრო­სე­ბი სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, ჩე­ხეთ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

- ცოტა ხნის წინ და­ბა­დე­ბის დღეც გქონ­დათ. რო­გორ აღ­ნიშ­ნავთ ხოლ­მე? ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია, რომ სა­ოც­რად მხი­ა­რუ­ლი და ქე­ი­ფის მოყ­ვა­რუ­ლი ბრძან­დე­ბით...

- ოჰ, ამ დღეს დი­ლი­დან იწყე­ბა ტე­ლე­ფო­ნის ზა­რე­ბი... თუ დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, ყვე­ლას სახ­ლში ვე­პა­ტი­ჟე­ბი. იყო შემ­თხვე­ვა, როცა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი რეს­ტო­რან­ში წა­ვიყ­ვა­ნე, მაგ­რამ რად გინ­და? სწო­რედ ასეთ დროს ატყდე­ბო­და ხოლ­მე რეკ­ვა და ეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ერთ სა­ათ­ში ორ­მაგ­დე­ბო­და ან სამ­მაგ­დე­ბო­და!.. ბოლო 3-4 წე­ლია, მას­შტა­ბუ­რი და­ბა­დე­ბის დღე არ გა­და­მიხ­დია.

- და­ბა­დე­ბის დღე გრან­დი­ო­ზუ­ლად აღ­გი­ნიშ­ნავთ?

- კი, ოღონდ - ახალ­გაზ­რდო­ბის პე­რი­ოდ­ში. მქო­ნია ორ­დღი­ა­ნი და­ბა­დე­ბის დღე - მა­შინ, როცა 26 სექ­ტემ­ბერს 26 წელი შე­მის­რულ­და. ადრე და­ბა­დე­ბის დღეს რეს­ტო­რან­ში იშ­ვი­ა­თად აღ­ნიშ­ნავ­დნენ ხოლ­მე, ამი­ტომ ჩემ­თან სახ­ლში იმარ­თე­ბო­და დიდი სუფ­რე­ბი. მა­შინ სხვა ცხოვ­რე­ბა იყო, სხვა ხა­ლი­სი.

- და­ვი­ჯე­რო, ასე საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვა­ლა მოლ­ხე­ნა თქვენს სუფ­რებ­ზე?

- ჩემი მე­გობ­რე­ბი ძი­რი­თა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღერ­ლე­ბი არი­ან და მათ­თან ერ­თად ქე­იფს არა­ფე­რი სჯობს. სუფ­რას სიმ­ღე­რა, გი­ტა­რა, იუ­მო­რი უხ­დე­ბა, ჩვენ კი ეს არ გვაკ­ლია და თა­ვის­თა­ვად, წვე­უ­ლე­ბა მხი­ა­რუ­ლი გა­მო­დის. მოკ­ლედ, ამას დრო ვე­რა­ფერს აკ­ლებს - რაც ადრე იყო, ახ­ლაც ის არის. თუმ­ცა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ქე­ი­ფი­სას ჩვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რე­ბიც არ მო­ვიხ­სე­ნი­ოთ?!. ბავ­შვო­ბას და ჩემს პირ­ველ და­ბა­დე­ბის დღეს გა­ვიხ­სე­ნებ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რდა. ალ­ბათ 4 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. მა­მამ დიდი სუფ­რა გა­მარ­თა და როცა გემ­რი­ე­ლი ქე­ი­ფი და­ი­წყო, მეც მო­მინ­და, ჩემი "კამ­პა­ნია" მო­მე­წყო. ამი­სათ­ვის, ჩემს ოთახ­ში მი­ვიწ­ვიე მე­ზო­ბე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მიყ­ვარ­და. პა­ტა­რა მა­გი­და­ზე ხა­ჭა­პუ­რი, შემ­წვა­რი წი­წი­ლა და ლი­მო­ნა­თი და­ვა­წყვე და გავ­მარ­თეთ "ქე­ი­ფი"... მოკ­ლედ, იმ დროს ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იყო. ბო­ლოს, მშობ­ლებ­მა გოგო რომ მო­ი­კი­თხეს და ვერ იპო­ვეს, ატყდა სა­ში­ნე­ლი ჩოჩ­ქო­ლი, ტი­რი­ლი; თურ­მე, დე­და­მისს ვედ­რო­ე­ბით წყალს ას­ხამ­დნენ მო­სა­სუ­ლი­ე­რებ­ლად, ჩვენ კი ამ დროს ოთახ­ში ვი­ყა­ვით და ბედ­ნი­ე­რად "ვქე­ი­ფობ­დით". უეც­რად მა­მამ ჩემი ოთა­ხის კარი შე­მო­ა­ღო და რად­გან ცო­ცხლე­ბი დაგ­ვი­ნა­ხა, ამო­ი­სუნ­თქა. და­ი­ძა­ხა, - აქ არი­სო და ყვე­ლა ჩვენ­თან გაჩ­ნდა. აი, ასე მი­ვიყ­ვა­ნე სახ­ლში ჩემი პირ­ვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი (იცი­ნის).

- სა­ჩუქ­რე­ბიც გეყ­ვა­რე­ბათ, რა თქმა უნდა...

- აბა, რა! ძა­ლი­ან მიყ­ვარს, როცა რა­მეს მჩუქ­ნი­ან და გა­ჩუ­ქე­ბაც მიყ­ვარს. მომ­წონს, როცა ადა­მი­ანს რა­ღა­ცით სი­ა­მოვ­ნე­ბას ვა­ნი­ჭებ... იცი, რას ვერ ვი­ტან? ზო­გი­ერ­თი წუ­წუ­რა­ქი და უსინ­დი­სო ისეთ სა­ჩუ­ქარს მო­გი­ტანს, რომ... ჯობს, ერთი მაგ­რად ჩა­გე­ხუ­ტოს და მო­გი­ლო­ცოს, ვიდ­რე რა­ღაც "სა­სა­ცი­ლო" მო­გარ­თვას. მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დით გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ფე­რი მიყ­ვარს.

- ქა­ლის­თვის სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა უფრო ად­ვი­ლია, ვიდ­რე მა­მა­კა­ცის­თვის...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მა­მა­კა­ცის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი ალ­ბათ, კარ­გი პე­რან­გი, ჰალ­სტუ­ხი და სან­თე­ბე­ლაა. მიყ­ვარს სუ­ნა­მო, კარ­გი სას­მე­ლი ან სას­მი­სი. სახ­ლში სას­მი­სე­ბის გა­მო­ფე­ნა მაქვს. მა­მა­ჩე­მი აგ­რო­ვებ­და ლა­მაზ ყან­წებს და ამ ტრა­დი­ცი­ას მეც ვაგ­რძე­ლებ. მაქვს აგ­რეთ­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჭი­ქე­ბი. მახ­სოვს, ერთხელ ავად გავ­ხდი და მე­უღ­ლე ექიმ­თან გა­მომ­ყვა. ექიმ­მა წამ­ლე­ბი რომ გა­მო­მი­წე­რა, მი­თხრა, - ეცა­დე, სას­მე­ლი არ და­ლიო, მაგ­რამ თუ სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვა, ორ ჭი­ქა­ზე მეტი არ გინ­დაო. ჩემ­მა მე­უღ­ლემ უპა­სუ­ხა, - ამას იმ­ხე­ლა ჭი­ქე­ბი აქვს, ის რომ ორი და­ლი­ოს, წა­მა­ლი ვე­ღა­რა­ფერს უშ­ვე­ლი­სო (იცი­ნის).

- მა­მა­კა­ცი სა­კუ­თარ ოჯახ­ში სუფ­რას ძი­რი­თა­დად, თა­ვად უძღვე­ბა...

- შვი­ლე­ბი­სა და მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე სუფ­რას მე ვუ­ძღვე­ბი, მაგ­რამ სა­კუ­თარ­ზე - ბუ­ნებ­რი­ვია, არა.

- რა პრინ­ცი­პით არ­ჩევთ თა­მა­დას?

- რა არ­ჩე­ვა უნდა, როცა "ლოთი" მე­გობ­რე­ბი მყვა­ნან?!. ჩემი აზ­რით, "ლოთი" - კარ­გი მომლხე­ნი და პუ­რისმჭა­მე­ლია. უკვე 35-40 წე­ლია, ერ­თმა­ნე­თი გა­მოც­დი­ლი გვყავს ამ "საქ­მე­ში". მეც ვთა­მა­დობ ქორ­წი­ლებ­ში, ნათ­ლო­ბებ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ქელე­ხებ­შიც მი­წევს სუფ­რის წი­ნამ­ძღო­ლო­ბა...

- მე­უღ­ლეს კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში თუ ეხ­მა­რე­ბით ხოლ­მე?

- არა. ჩემი მე­უღ­ლე იმ­დე­ნად გემ­რი­ელ და სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძებს ამ­ზა­დებს, რომ ჩემი ჩა­რე­ვა აღარ არის სა­ჭი­რო. ის სა­ო­ცა­რი გურ­მა­ნი და მზა­რე­უ­ლია. მარ­თა­ლია, მეც კარ­გად მე­ხერ­ხე­ბა ხორ­ცე­უ­ლის მომ­ზა­დე­ბა (უგემ­რი­ე­ლე­სად ვამ­ზა­დებ: ჩა­ხოხ­ბილს, სო­უზს, ჩა­ქა­ფულს, ხაშ­ლა­მას, თა­თა­რი­ახ­ნის), მაგ­რამ ამას იშ­ვი­ა­თად ვა­კე­თებ... ერ­თა­დერ­თი, რა­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ ხოლ­მე, სა­ა­ხალ­წლოდ გო­ზი­ნა­ყის მომ­ზა­დე­ბაა. დე­და­ჩე­მი ქი­ზი­ყე­ლი, "ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი­ვით" ქალი იყო და "სას­წა­უ­ლი" გო­ზი­ნა­ყის გა­კე­თე­ბა იცო­და: მთე­ლი 3 დღე აკე­თებ­და და მეც ვეხ­მა­რე­ბო­დი. მას შემ­დეგ, რაც დედა გარ­და­იც­ვა­ლა, ამ ნუგ­ბარს თა­ვად ვამ­ზა­დებ; ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ ბევ­რი დრო უნდა და მე­უღ­ლე ამის­თვის ვე­ღარ იც­ლის და მე­ო­რეც - უგემ­რი­ე­ლე­სი გა­მომ­დის. ვი­საც ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი გო­ზი­ნა­ყი გა­უ­სინ­ჯავს, მისი გემო აღარ ავი­წყდე­ბა!

- მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუ­ქარს არ გი­კე­თე­ბენ?

- რო­გორ არა! მე­უღ­ლე სულ მე­უბ­ნე­ბა, - ხომ იცი, რა­ღა­ცას მა­ინც გი­ყი­დი და მი­თხა­რი, რა გირ­ჩევ­ნი­აო? ცოტა მე­რი­დე­ბა თქმა, მაგ­რამ მა­ინც ვე­უბ­ნე­ბი... სა­მა­გი­ე­როდ, წი­ნას­წარ არას­დროს ვიცი, შვი­ლე­ბი რას მა­ჩუ­ქე­ბენ. ამას წი­ნათ "ავ­ჭი­კ­ჭიკ­დი" (იცი­ნის): ესა და ეს სუ­ნა­მო ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ მიმ­თავ­რდე­ბა-მეთ­ქი. მახ­სოვს, ადრე ერთი შარ­ვა­ლი მომ­წონ­და და მა­ღა­ზი­ებ­ში არ იყი­დე­ბო­და. ჰოდა, მე­უღ­ლემ სი­ურპრი­ზი მო­მი­წყო - მკე­რავს სწო­რედ ასე­თი შარ­ვა­ლი შე­ა­კერ­ვი­ნა და მა­ჩუ­ქა. მეც გა­მი­კე­თე­ბია მის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი. როცა ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ, ყო­ველ­თვის ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რით ასი­ა­მოვ­ნონ ერ­თმა­ნეთს...

- და­ბო­ლოს, ბა­ტო­ნო ალე­კო: ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ექ­ტი მაქვს, მაგ­რამ უსახ­სრო­ბის გამო ვერ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ. არის რა­ღაც სა­ტე­ლე­ვი­ზიო მიწ­ვე­ვე­ბიც და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. ამ­ჟა­მად, მე და ნა­ტუ­კა გუ­ლი­საშ­ვილს რა­დი­ო­ში სა­ავ­ტო­რო პროგ­რა­მა - "ნა­ტა­შა­სა და კუ­კუ­შას სამ­ზა­რე­უ­ლო" მიგ­ვყავს. სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფე­რია... უნდა გა­მო­გი­ტყდეთ - ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა!

ნონა კუ­ტი­ბაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ალეკო თეთრაშვილი - "ძალიან ბევრი პროექტი მაქვს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვახორციელებ"

ალეკო თეთრაშვილი - "ძალიან ბევრი პროექტი მაქვს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვახორციელებ"

მსახიობისა და პაროდისტის, ალეკო თეთრაშვილის ოჯახს ახალი წევრები შეემატნენ: მის უფროს ვაჟს პატარა ალექსანდრე შეეძინა, ხოლო უმცროსმა ცოლი შეირთო. სექტემბრის დამლევს მსახიობს დაბადების დღეც ჰქონდა, ამიტომ ინტერვიუ მილოცვით დავიწყე.

- ბატონო ალეკო, გილოცავთ უმცროსი შვილიშვილის შეძენას! როგორი ბიჭია?

- დიდი მადლობა! პატარა სანდრო ძალიან საყვარელია. ის ჩემი მოსახელე გახლავთ. უფროსი შვილიშვილი გოგონაა და ორწლინახევრის არის...

- ქართველ მამაკაცებს უხარიათ, როცა ოჯახში ვაჟი იბადება...

- სხვათა შორის, როცა ჩემი ორი ვაჟი დაიბადა, ეგ მომენტი მეც მქონდა, მაგრამ ახლა, როცა პირველი შვილიშვილი გოგონა შეგვეძინა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. საოცრებაა შვილიშვილი! ისეთი გრძნობაა, თითქოს შვილები ხელმეორედ იბადებიან.

- მაინც, როგორ გამოხატავს პაპა სიყვარულს?

- ბავშვები ჩემი სისუსტეა. ბევრჯერ ქუჩაში სრულიად უცხო, ბავშვიანი ქალბატონი გამიჩერებია და მისი პატარა გულში ჩამიხუტებია, სიყვარულით მომიჭმუჭნია. ძალიან ბევრია "ჩასაყლაპი" და "შესაჭმელი" ბავშვი. როცა მცალია, შვილიშვილს გვერდიდან არ ვშორდები. შემიძლია, საჭმელიც არ ვჭამო, მთელი დღე მას ვეთამაშო. შაბათ-კვირას ბავშვთან ერთად ვატარებ: ვსეირნობთ, მივირთმევთ, ვიძინებთ და ვიღვიძებთ. ასე გავზარდე ჩემი შვილებიც და ახლა ვცდილობ, შვილიშვილებიც გავანებივრო.

- ამასთან ერთად, თქვენს ოჯახში მეორე სიახლეცაა - უმცროსი ვაჟი დაოჯახდა; გილოცავთ!

- დიდი მადლობა. ოჯახში შევსება გვაქვს (იღიმება). უნდა ითქვას, ბედმა გამიღიმა. ქალიშვილის სიყვარული არ ვიცოდი და სახლში ორი უმშვენიერესი, უკეთილშობილესი, საოცარი გოგონა შემომივიდა. ისეთი თავაზიანები, ზრდილობიანები და განათლებულები არიან, ეტყობათ, ნამდვილ ქართულ ოჯახში რომ არიან აღზრდილები.

- ამჟამად სად იმყოფებიან?

- უფროსი ვაჟი თავისი ოჯახით აქ არის, ხოლო უმცროსები საქორწინო მოგზაურობაში, ჩეხეთში იმყოფებიან.

- ცოტა ხნის წინ დაბადების დღეც გქონდათ. როგორ აღნიშნავთ ხოლმე? ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ საოცრად მხიარული და ქეიფის მოყვარული ბრძანდებით...

- ოჰ, ამ დღეს დილიდან იწყება ტელეფონის ზარები... თუ დრო და საშუალება მაქვს, ყველას სახლში ვეპატიჟები. იყო შემთხვევა, როცა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რესტორანში წავიყვანე, მაგრამ რად გინდა? სწორედ ასეთ დროს ატყდებოდა ხოლმე რეკვა და ეს რამდენიმე ადამიანი ერთ საათში ორმაგდებოდა ან სამმაგდებოდა!.. ბოლო 3-4 წელია, მასშტაბური დაბადების დღე არ გადამიხდია.

- დაბადების დღე გრანდიოზულად აღგინიშნავთ?

- კი, ოღონდ - ახალგაზრდობის პერიოდში. მქონია ორდღიანი დაბადების დღე - მაშინ, როცა 26 სექტემბერს 26 წელი შემისრულდა. ადრე დაბადების დღეს რესტორანში იშვიათად აღნიშნავდნენ ხოლმე, ამიტომ ჩემთან სახლში იმართებოდა დიდი სუფრები. მაშინ სხვა ცხოვრება იყო, სხვა ხალისი.

- დავიჯერო, ასე საგრძნობლად შეიცვალა მოლხენა თქვენს სუფრებზე?

- ჩემი მეგობრები ძირითადად, ხელოვნების წარმომადგენლები, პროფესიონალი მომღერლები არიან და მათთან ერთად ქეიფს არაფერი სჯობს. სუფრას სიმღერა, გიტარა, იუმორი უხდება, ჩვენ კი ეს არ გვაკლია და თავისთავად, წვეულება მხიარული გამოდის. მოკლედ, ამას დრო ვერაფერს აკლებს - რაც ადრე იყო, ახლაც ის არის. თუმცა, როგორ შეიძლება, ქეიფისას ჩვენი გარდაცვლილი მეგობრებიც არ მოვიხსენიოთ?!. ბავშვობას და ჩემს პირველ დაბადების დღეს გავიხსენებ, რომელიც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. ალბათ 4 წლის ვიქნებოდი. მამამ დიდი სუფრა გამართა და როცა გემრიელი ქეიფი დაიწყო, მეც მომინდა, ჩემი "კამპანია" მომეწყო. ამისათვის, ჩემს ოთახში მივიწვიე მეზობელი გოგონა, რომელიც მიყვარდა. პატარა მაგიდაზე ხაჭაპური, შემწვარი წიწილა და ლიმონათი დავაწყვე და გავმართეთ "ქეიფი"... მოკლედ, იმ დროს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ბოლოს, მშობლებმა გოგო რომ მოიკითხეს და ვერ იპოვეს, ატყდა საშინელი ჩოჩქოლი, ტირილი; თურმე, დედამისს ვედროებით წყალს ასხამდნენ მოსასულიერებლად, ჩვენ კი ამ დროს ოთახში ვიყავით და ბედნიერად "ვქეიფობდით". უეცრად მამამ ჩემი ოთახის კარი შემოაღო და რადგან ცოცხლები დაგვინახა, ამოისუნთქა. დაიძახა, - აქ არისო და ყველა ჩვენთან გაჩნდა. აი, ასე მივიყვანე სახლში ჩემი პირველი შეყვარებული (იცინის).

- საჩუქრებიც გეყვარებათ, რა თქმა უნდა...

- აბა, რა! ძალიან მიყვარს, როცა რამეს მჩუქნიან და გაჩუქებაც მიყვარს. მომწონს, როცა ადამიანს რაღაცით სიამოვნებას ვანიჭებ... იცი, რას ვერ ვიტან? ზოგიერთი წუწურაქი და უსინდისო ისეთ საჩუქარს მოგიტანს, რომ... ჯობს, ერთი მაგრად ჩაგეხუტოს და მოგილოცოს, ვიდრე რაღაც "სასაცილო" მოგართვას. მოვალეობის მოხდით გაკეთებული არაფერი მიყვარს.

- ქალისთვის საჩუქრის შერჩევა უფრო ადვილია, ვიდრე მამაკაცისთვის...

- (მაწყვეტინებს) მამაკაცისთვის საუკეთესო საჩუქარი ალბათ, კარგი პერანგი, ჰალსტუხი და სანთებელაა. მიყვარს სუნამო, კარგი სასმელი ან სასმისი. სახლში სასმისების გამოფენა მაქვს. მამაჩემი აგროვებდა ლამაზ ყანწებს და ამ ტრადიციას მეც ვაგრძელებ. მაქვს აგრეთვე განსხვავებული ჭიქები. მახსოვს, ერთხელ ავად გავხდი და მეუღლე ექიმთან გამომყვა. ექიმმა წამლები რომ გამომიწერა, მითხრა, - ეცადე, სასმელი არ დალიო, მაგრამ თუ სხვანაირად არ გამოვა, ორ ჭიქაზე მეტი არ გინდაო. ჩემმა მეუღლემ უპასუხა, - ამას იმხელა ჭიქები აქვს, ის რომ ორი დალიოს, წამალი ვეღარაფერს უშველისო (იცინის).

- მამაკაცი საკუთარ ოჯახში სუფრას ძირითადად, თავად უძღვება...

- შვილებისა და მეუღლის დაბადების დღეებზე სუფრას მე ვუძღვები, მაგრამ საკუთარზე - ბუნებრივია, არა.

- რა პრინციპით არჩევთ თამადას?

- რა არჩევა უნდა, როცა "ლოთი" მეგობრები მყვანან?!. ჩემი აზრით, "ლოთი" - კარგი მომლხენი და პურისმჭამელია. უკვე 35-40 წელია, ერთმანეთი გამოცდილი გვყავს ამ "საქმეში". მეც ვთამადობ ქორწილებში, ნათლობებში. სამწუხაროდ, ქელეხებშიც მიწევს სუფრის წინამძღოლობა...

- მეუღლეს კერძების მომზადებაში თუ ეხმარებით ხოლმე?

- არა. ჩემი მეუღლე იმდენად გემრიელ და საინტერესო კერძებს ამზადებს, რომ ჩემი ჩარევა აღარ არის საჭირო. ის საოცარი გურმანი და მზარეულია. მართალია, მეც კარგად მეხერხება ხორცეულის მომზადება (უგემრიელესად ვამზადებ: ჩახოხბილს, სოუზს, ჩაქაფულს, ხაშლამას, თათარიახნის), მაგრამ ამას იშვიათად ვაკეთებ... ერთადერთი, რაშიც ვმონაწილეობ ხოლმე, საახალწლოდ გოზინაყის მომზადებაა. დედაჩემი ქიზიყელი, "ოთარაანთ ქვრივივით" ქალი იყო და "სასწაული" გოზინაყის გაკეთება იცოდა: მთელი 3 დღე აკეთებდა და მეც ვეხმარებოდი. მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, ამ ნუგბარს თავად ვამზადებ; ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბევრი დრო უნდა და მეუღლე ამისთვის ვეღარ იცლის და მეორეც - უგემრიელესი გამომდის. ვისაც ჩემი მომზადებული გოზინაყი გაუსინჯავს, მისი გემო აღარ ავიწყდება!

- მეუღლე და შვილები დაბადების დღის საჩუქარს არ გიკეთებენ?

- როგორ არა! მეუღლე სულ მეუბნება, - ხომ იცი, რაღაცას მაინც გიყიდი და მითხარი, რა გირჩევნიაო? ცოტა მერიდება თქმა, მაგრამ მაინც ვეუბნები... სამაგიეროდ, წინასწარ არასდროს ვიცი, შვილები რას მაჩუქებენ. ამას წინათ "ავჭიკჭიკდი" (იცინის): ესა და ეს სუნამო ძალიან მიყვარს, მაგრამ მიმთავრდება-მეთქი. მახსოვს, ადრე ერთი შარვალი მომწონდა და მაღაზიებში არ იყიდებოდა. ჰოდა, მეუღლემ სიურპრიზი მომიწყო - მკერავს სწორედ ასეთი შარვალი შეაკერვინა და მაჩუქა. მეც გამიკეთებია მისთვის საჩუქრები. როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ყოველთვის ფიქრობენ იმაზე, თუ რით ასიამოვნონ ერთმანეთს...

- დაბოლოს, ბატონო ალეკო: ამჟამად რას საქმიანობთ?

- ძალიან ბევრი პროექტი მაქვს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვახორციელებ. არის რაღაც სატელევიზიო მიწვევებიც და ვნახოთ, რა იქნება. ამჟამად, მე და ნატუკა გულისაშვილს რადიოში საავტორო პროგრამა - "ნატაშასა და კუკუშას სამზარეულო" მიგვყავს. სხვა საინტერესო ჯერჯერობით, არაფერია... უნდა გამოგიტყდეთ - ძალიან, ძალიან, ძალიან მომენატრა კამერასთან მუშაობა!

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)