საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცდილობდა ხელისუფლება ზურა მანჯავიძის გადაბირებას
როგორ ცდილობდა ხელისუფლება ზურა მანჯავიძის გადაბირებას

მომ­ღე­რა­ლი ზურა მან­ჯა­ვი­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ თავს ბევ­რად უფრო მშვი­დად გრძნობს. ამ­ბობს, რომ "ბლო­კი მო­ეხ­სნა" და "შავ სი­ა­ში" სა­პა­ტიო ად­გი­ლი აღარ უჭი­რავს. მომ­ღე­რა­ლი საყ­ვა­რელ საქ­მეს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ენერ­გი­ი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით შე­უდ­გა - ან­სამ­ბლ "ფორ­ტეს" სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, ახალ სიმ­ღე­რებ­ზე მუ­შა­ობს.

- ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­საც ვა­კე­თებ­დით, არ ჩან­და; მუ­სი­კა მსმე­ნე­ლამ­დე ვერ მიგვქონ­და. რა­დი­ო­ე­ბის მი­მართ პრე­ტენ­ზია ნამ­დვი­ლად არ მაქვს, სხვა მხრივ კი "დაბ­ლო­კი­ლე­ბი" ვი­ყა­ვით. იმე­დია, ახლა ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ტე­ლე­ვი­ზია პო­ლი­ტი­კის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნდა იყოს. ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ბევ­რი ჯგუ­ფი გაჩ­ნდა - როკი, ჯაზი, მძი­მე როკი, მე­ტა­ლი, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მუ­სი­კა და ა.შ. - ყვე­ლას თა­ვი­სი ნიშა უნდა ჰქონ­დეს და თა­ვი­სი მსმე­ნე­ლი ჰყავ­დეს. მომ­ღერ­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ხე­ლის შე­წყო­ბას იმ­დე­ნად არ ვი­თხოვთ, რო­გორც - ხე­ლის არ­შეშ­ლას...

- "ფორ­ტეს" დიდი ხა­ნია, კონ­ცერ­ტი არ ჰქო­ნია. ალ­ბათ მო­გე­ნატ­რათ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა.

- ამ ეტაპ­ზე გვინ­და, რე­პერ­ტუ­ა­რი გა­ვამ­დიდ­როთ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გვექ­ნე­ბა ამ­ბი­ცია, სოლო კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თოთ. ამ ყვე­ლა­ფერს, რა თქმა უნდა, ფი­ნან­სე­ბიც სჭირ­დე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გვყავს ისე­თი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენს პრო­ექ­ტში ფი­ნან­სე­ბის ჩა­დე­ბის არ შე­ე­შინ­დე­ბათ... მოკ­ლედ, გეგ­მე­ბი და იმე­დი გვაქვს. ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა.

- რო­გორც ვიცი, ერთ-ერთი გას­ტრო­ლის დროს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თეთ თხოვ­ნით, რომ "ფორ­ტეს" წევ­რე­ბის­თვის მომ­ღერ­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბა მო­ე­ცათ, მათ კი ამა­ზე უარი გი­თხრეს. რა და­გი­სა­ხე­ლეს მი­ზე­ზად?

- კი, ნამ­დვი­ლად ასე იყო! შვე­ი­ცა­რი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში მივ­დი­ო­დით და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცნო­ბა გვჭირ­დე­ბო­და, რომ ან­სამ­ბლი "ფორ­ტე" ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და რომ ჩვენ მომ­ღერ­ლე­ბი ვართ. ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან უა­რით გა­მო­ის­ტუმ­რეს - ეგე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თან არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, გვემ­ტე­რე­ბი­ან და ცნო­ბა­საც არ მივ­ცემ­თო. მათი მხრი­დან ეს მდა­ბიო საქ­ცი­ე­ლი იყო.

- გას­ტრო­ლი ჩა­გე­შა­ლათ?

- არა, საქ­მე ვერ გაგ­ვი­ფუ­ჭეს; მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ბორ­ბლებ­ში ბევ­რი ჯოხი წა­მოგ­ვი­დეს", მა­ინც წა­ვე­დით. იმ­დე­ნი ბო­რო­ტე­ბა გაგ­ვი­კე­თეს, რა ჩა­მოთ­ვლის!.. ერთ-ერ­თმა არ­ხმა "ფორ­ტე­ზე" გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა. ხალ­ხმა თან­ხა, დრო და ენერ­გია და­ხარ­ჯა, მაგ­რამ უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი ეთერ­ში ვერ გა­უშ­ვეს. ამან ტე­ლე­ვი­ზი­ის ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი შოკ­ში ჩა­აგ­დო, ჩვენ კი ასეთ ამ­ბებს ისე ვი­ყა­ვით შეჩ­ვე­უ­ლე­ბი, რომ სი­ცი­ლი აგ­ვი­ტყდა... ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი უნდა იყოს და არა ის, თუ რო­დის რო­მელ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას უჭერ­და მხარს.

- "ფორ­ტე" ახალ სიმ­ღე­რა­ზე მუ­შა­ობს, არა?

- დიახ. ლი­ლი­კო ნემ­სა­ძის სიმ­ღე­რაა, ლექ­სი კი გია ჯო­ხა­ძის შექ­მნი­ლია. არან­ჟი­რე­ბის ავ­ტო­რი ირაკ­ლი მენ­თე­შაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. სიმ­ღე­რის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა დიტო ქი­სიშ­ვილს ეკუთ­ვნის, მაგ­რამ შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა ჩვენ დაგ­ვით­მო და ამი­სათ­ვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით. სიმ­ღე­რა ხმებ­ში კარ­გად იშ­ლე­ბა და "ფორ­ტეს" მო­უხ­და. ლი­ლი­კოს­თან და გი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა კარ­გად გვაქვს დაც­დი­ლი და იმე­დია, ხალ­ხი ამ სიმ­ღე­რა­საც შე­იყ­ვა­რებს. მათ წი­ნა­შე, ვი­საც მო­ვე­ნატ­რეთ, გვინ­და, წელ­გა­მარ­თუ­ლე­ბი, ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბით წარვდგეთ... სხვა­თა შო­რის, ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბი, მათ შო­რის - გოგი ცა­ბა­ძის ორი სიმ­ღე­რა გა­ვა­ცო­ცხლეთ. ლი­ლი­კო ნემ­სა­ძის "მე და შენ" ჩავ­წე­რეთ, რო­მე­ლიც ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას ჯერ არ მო­უს­მე­ნია. ასე­ვე გა­ვა­კე­თეთ "სა­ტუსოვ­კო" პო­პუ­რი ძვე­ლი, სა­ცეკ­ვაო ჰი­ტე­ბით.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ფორ­ტე" "დაბ­ლო­კი­ლი" იყო. სა­ინ­ტე­რე­სოა, თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ბევ­რი არი­დებ­და თავს?

- ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის მი­უ­ხე­და­ვად, არ­სე­ბობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ სა­ღა­მო­ზე მა­ინც გვე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ და მცი­რე პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ახერ­ხებ­დნენ. თი­თო­ე­ულ მათ­განს დიდი მად­ლო­ბა, რომ მძი­მე პე­რი­ოდ­ში გვერ­დში დაგ­ვიდ­გნენ. ხში­რად ქორ­წი­ლებ­შიც გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, რაც ბევ­რი მომ­ღერ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გვა­ნი­ჭებს. ბო­ლოს და ბო­ლოს, ქორ­წილ­ში ხალ­ხის­გან სა­ო­ცარ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს ვგრძნობთ...

- რო­გორც მახ­სოვს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას შემ­დეგ გა­და­გემ­ტე­რათ, რაც 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდით.

- ჰო, "ფორ­ტე" ხალ­ხს რომ შე­უ­ერ­თდა, არ მო­ე­წო­ნათ. მარ­თა­ლია, ეს ამ­ბა­ვი დი­დად არ მა­ღელ­ვებ­და, მაგ­რამ "დაბ­ლო­კი­ლის" ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა მერ­წმუ­ნეთ, მა­ინც უსი­ა­მოვ­ნო იყო.

- მსმე­ნია, რომ თქვე­ნი გა­და­ბი­რე­ბის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბაც ჰქონ­დათ. ისიც ვიცი, რომ ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სა­ღე­ბიც კი გა­მო­გიგ­ზავ­ნეს.

- მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არა­ერ­თი იყო. ბო­ლოს იქამ­დეც მი­ვიდ­ნენ, რომ შე­მო­მით­ვა­ლეს, - ჩვენს მხა­რეს გად­მოს­ვლას აღარ ვჩი­ვით, უბ­რა­ლოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლან­ძღვას შე­ეშ­ვით და აღარ "და­იბ­ლო­კე­ბი­თო". მაგ­რამ ამის გა­რან­ტია ვე­რა­ვის მი­ვე­ცი, პირს ვერ ამო­ვი­კე­რავ­დი. ისე კი, მუდ­მი­ვი საფრ­თხის ქვეშ ვი­ყა­ვი. 20 წლის ვაჟი მყავს და მე­ში­ნო­და, მის­თვის პრო­ვო­კა­ცია არ მო­ე­წყოთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რი გა­წა­ფუ­ლე­ბი იყ­ვნენ ასეთ რა­ღა­ცებ­ში. ასე­თი­ვე საფრ­თხის წი­ნა­შე იდ­გნენ ჩემი ძმე­ბი, ან­სამ­ბლის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ოჯა­ხე­ბი და ა.შ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს ყო­ველ­დღი­უ­რი კოშ­მა­რი და მუდ­მი­ვი სტრე­სი დას­რულ­და.

- მთავ­რო­ბის შეც­ვლამ რა ემო­ცია გა­მო­იწ­ვია თქვენ­ში?

- ახლა თავს მშვი­დად, და­ცუ­ლად ვგრძნობ და ცხა­დია, გა­ხა­რე­ბუ­ლიც ვარ. არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ერთ-ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ვი­ყა­ვი და ის სი­ხა­რუ­ლი, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით შეც­ვლამ მო­მა­ნი­ჭა, ქუ­ჩა­ში მო­ზე­ი­მე ხალ­ხთან ერ­თად ვერ გა­ვი­ზი­ა­რე. ბი­უ­ლე­ტე­ნებს კი ვით­ვლი­დი, მაგ­რამ გული და სული გა­რეთ მქონ­და... იმე­დია, იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი არ გვაქვს, ისევ ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა არ მოგ­ვი­წევს. თუმ­ცა, არც ეგ არის პრობ­ლე­მა: თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, პირ­ვე­ლი­ვე გა­დაც­დო­მა­ზე ხმას ამო­ვი­ღებთ, მაგ­რამ მჯე­რა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასეთ მას­შტა­ბურ უსა­მარ­თლო­ბებს ად­გი­ლი აღარ ექ­ნე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე?

- რუ­სე­თის ბა­ზა­რი ჰა­ე­რი­ვით გვჭირ­დე­ბა და ამ ქვე­ყა­ნას­თან კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ბო­ლოს და ბო­ლოს, მთე­ლი მსოფ­ლიო ცდი­ლობს ამ ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბას, ჩვენ კი თვალ­სა და ხელს შუა დავ­კარ­გეთ. ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის თე­მა­საც არ უნდა შე­ვეშ­ვათ და ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად უნდა ვი­მუ­შა­ოთ.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მტრად მი­იჩ­ნევს იმ ხე­ლო­ვა­ნებს, რომ­ლე­ბიც პუ­ტინს უმ­ღე­რი­ან.

- ასეა! მახ­სოვს, რა ამ­ბა­ვი ატე­ხეს პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის, თამ­რი­კო გვერდწი­თე­ლის, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის, ქეთა თო­ფუ­რი­ას გამო. ისი­ნი ერის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად შე­რა­ცხეს. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნე­ბის ასე გა­მე­ტე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა... წინა მთავ­რო­ბა სა­კუ­თარ თვალ­ში დი­რეს ვერ ხე­დავ­და და სხვის თვალ­ში ბეწვს ეძებ­და. არა­და, ქვეყ­ნის მტრე­ბი სწო­რედ ისი­ნი იყ­ვნენ.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ იმ მომ­ღერ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ?

- ზო­გი­ერთ მათ­გან­თან ვმე­გობ­რობ­დი და იმე­დია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გაგ­ვი­ფუჭ­დე­ბა. ბევრთან მომ­სვლია ჩხუ­ბი, უსი­ა­მოვ­ნე­ბა და აზ­რთა შეხ­ლა-შე­მოხ­ლაც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ჩემ­გან ისი­ნი რე­ვან­შის ვე­რა­ნა­ირ ნიშ­ნებს ვერ და­ი­ნა­ხა­ვენ. უბ­რა­ლოდ, ახლა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ნი­ჭის წყა­ლო­ბით, თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მო­უ­წევთ თა­ვის გა­ტა­ნა. თუ ვინ­მე მათ პლა­კა­ტებს ჩა­მო­ხევს, კონ­ცერ­ტებ­ზე "დაბ­ლო­კავს" იმის გამო, რომ რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ, თუ უსა­მარ­თლოდ და­ი­ჩაგ­რე­ბი­ან, მათ პირ­ვე­ლი მე ამო­ვუდ­გე­ბი მხარ­ში.

- თქვე­ნი აზ­რით, ბა­ზა­რი უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცი­ის­გან უნდა გა­ი­ფილტროს თუ ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს სიმ­ღე­რის ჩა­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბა?

- მე რა უფ­ლე­ბა მაქვს, ვინ­მეს რამე ავუკ­რძა­ლო?! თუ ადა­მი­ანს ყრო­ყი­ნა მომ­ღე­რა­ლი მოს­წონს, მა­ნაც უნდა იყრო­ყი­ნოს (იცი­ნის). ჩემი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გე­მოვ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ოთ. გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ცენ­ზუ­რა უნდა არ­სე­ბობ­დეს, რათა რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ისე­თი "ნა­გა­ვი" არ მოხ­ვდეს, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ჯან­სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი სიმ­ღე­რა სმე­ნის­თვის სა­ზი­ა­ნოა. აი, ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას უნდა მი­ე­ცეს, პრო­ტექ­ცი­ის გა­რე­შე!

- და­ბო­ლოს, თქვენს ოჯახ­ზეც გვი­ამ­ბეთ...

- ჩემი უფ­რო­სი ვაჟი - გი­ორ­გი 20 წლი­საა. ის სტუ­დენ­ტია, ბიზ­ნე­სის გან­ხრით სწავ­ლობს. მე­ო­რა­დი პრო­ფე­სია აქვს - ჟურ­ნა­ლის­ტი­კას მიჰ­ყვე­ბა და ვნა­ხოთ, რა გა­მო­უ­ვა. ჩემი გო­გო­ნა - ანი 15 წლის მოს­წავ­ლეა, ქარ­თულ ხალ­ხურ ცეკ­ვებს ეუფ­ლე­ბა და ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ტყუ­პი - სან­დრო და ლუ­კაც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, ცურ­ვა­ზე და­დი­ან და ხალ­ხურ ან­სამ­ბლში - "გუ­ლან­ში" მღე­რი­ან, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი გია ნატ­როშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ჩემი მე­უღ­ლე - თეა შვი­ლე­ბის აღ­ზრდით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, მე "სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი" ვარ, ის კი - "ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი" გახ­ლავთ (იცი­ნის). და კი­დევ, რო­გორც მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს, შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ერთ ბავ­შვზე 5 ლარი გვქონ­და დახ­მა­რე­ბა და თავს ამით ვი­ნა­ხავ­დით, მერე ახალ­მა მთავ­რო­ბამ, - ეგ რა დახ­მა­რე­ბა­აო?!. - და სა­ერ­თოდ მოგ­ვიხ­სნა (იღი­მის). აი, ასე­თი რა­ღა­ცე­ბიც ხდე­ბა ხოლ­მე...

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

როგორ ცდილობდა ხელისუფლება ზურა მანჯავიძის გადაბირებას

როგორ ცდილობდა ხელისუფლება ზურა მანჯავიძის გადაბირებას

მომღერალი ზურა მანჯავიძე "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ თავს ბევრად უფრო მშვიდად გრძნობს. ამბობს, რომ "ბლოკი მოეხსნა" და "შავ სიაში" საპატიო ადგილი აღარ უჭირავს. მომღერალი საყვარელ საქმეს განახლებული ენერგიითა და ენთუზიაზმით შეუდგა - ანსამბლ "ფორტეს" სხვა წევრებთან ერთად, ახალ სიმღერებზე მუშაობს.

- ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდით, არ ჩანდა; მუსიკა მსმენელამდე ვერ მიგვქონდა. რადიოების მიმართ პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს, სხვა მხრივ კი "დაბლოკილები" ვიყავით. იმედია, ახლა ყველაფერი გამოსწორდება. ვფიქრობ, ტელევიზია პოლიტიკისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. ბოლო დროს საქართველოში სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების ბევრი ჯგუფი გაჩნდა - როკი, ჯაზი, მძიმე როკი, მეტალი, ალტერნატიული მუსიკა და ა.შ. - ყველას თავისი ნიშა უნდა ჰქონდეს და თავისი მსმენელი ჰყავდეს. მომღერლები ხელისუფლებისგან ხელის შეწყობას იმდენად არ ვითხოვთ, როგორც - ხელის არშეშლას...

- "ფორტეს" დიდი ხანია, კონცერტი არ ჰქონია. ალბათ მოგენატრათ ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა.

- ამ ეტაპზე გვინდა, რეპერტუარი გავამდიდროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება ამბიცია, სოლო კონცერტი გავმართოთ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ფინანსებიც სჭირდება. საბედნიეროდ, გვყავს ისეთი მეგობრები, რომლებსაც ჩვენს პროექტში ფინანსების ჩადების არ შეეშინდებათ... მოკლედ, გეგმები და იმედი გვაქვს. ვნახოთ, რა მოხდება.

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი გასტროლის დროს კულტურის სამინისტროს მიმართეთ თხოვნით, რომ "ფორტეს" წევრებისთვის მომღერლობის დამადასტურებელი ცნობა მოეცათ, მათ კი ამაზე უარი გითხრეს. რა დაგისახელეს მიზეზად?

- კი, ნამდვილად ასე იყო! შვეიცარიასა და ესპანეთში მივდიოდით და ჩვეულებრივი ცნობა გვჭირდებოდა, რომ ანსამბლი "ფორტე" ნამდვილად არსებობს და რომ ჩვენ მომღერლები ვართ. ჩვენი წარმომადგენელი კულტურის სამინისტროდან უარით გამოისტუმრეს - ეგენი სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობენ, გვემტერებიან და ცნობასაც არ მივცემთო. მათი მხრიდან ეს მდაბიო საქციელი იყო.

- გასტროლი ჩაგეშალათ?

- არა, საქმე ვერ გაგვიფუჭეს; მიუხედავად იმისა, რომ "ბორბლებში ბევრი ჯოხი წამოგვიდეს", მაინც წავედით. იმდენი ბოროტება გაგვიკეთეს, რა ჩამოთვლის!.. ერთ-ერთმა არხმა "ფორტეზე" გადაცემა გააკეთა. ხალხმა თანხა, დრო და ენერგია დახარჯა, მაგრამ უკვე დასრულებული ვარიანტი ეთერში ვერ გაუშვეს. ამან ტელევიზიის ბევრი თანამშრომელი შოკში ჩააგდო, ჩვენ კი ასეთ ამბებს ისე ვიყავით შეჩვეულები, რომ სიცილი აგვიტყდა... ვფიქრობ, ადამიანების შეფასების კრიტერიუმი მისი პროფესიონალიზმი უნდა იყოს და არა ის, თუ როდის რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერდა მხარს.

- "ფორტე" ახალ სიმღერაზე მუშაობს, არა?

- დიახ. ლილიკო ნემსაძის სიმღერაა, ლექსი კი გია ჯოხაძის შექმნილია. არანჟირების ავტორი ირაკლი მენთეშაშვილი გახლავთ. სიმღერის საავტორო უფლება დიტო ქისიშვილს ეკუთვნის, მაგრამ შესრულების უფლება ჩვენ დაგვითმო და ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით. სიმღერა ხმებში კარგად იშლება და "ფორტეს" მოუხდა. ლილიკოსთან და გიასთან ურთიერთობა კარგად გვაქვს დაცდილი და იმედია, ხალხი ამ სიმღერასაც შეიყვარებს. მათ წინაშე, ვისაც მოვენატრეთ, გვინდა, წელგამართულები, ახალი სიმღერებით წარვდგეთ... სხვათა შორის, ძველი სიმღერები, მათ შორის - გოგი ცაბაძის ორი სიმღერა გავაცოცხლეთ. ლილიკო ნემსაძის "მე და შენ" ჩავწერეთ, რომელიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ მოუსმენია. ასევე გავაკეთეთ "სატუსოვკო" პოპური ძველი, საცეკვაო ჰიტებით.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ წლების განმავლობაში "ფორტე" "დაბლოკილი" იყო. საინტერესოა, თქვენთან ურთიერთობას ბევრი არიდებდა თავს?

- ჩვენდა საბედნიეროდ, პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ საღამოზე მაინც გვეპატიჟებოდნენ და მცირე პრობლემების მიუხედავად, ჩვენთან ურთიერთობას ახერხებდნენ. თითოეულ მათგანს დიდი მადლობა, რომ მძიმე პერიოდში გვერდში დაგვიდგნენ. ხშირად ქორწილებშიც გვეპატიჟებიან, რაც ბევრი მომღერლისგან განსხვავებით, ჩვენ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. ბოლოს და ბოლოს, ქორწილში ხალხისგან საოცარ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობთ...

- როგორც მახსოვს, წინა ხელისუფლება მას შემდეგ გადაგემტერათ, რაც 7 ნოემბრის აქციას შეუერთდით.

- ჰო, "ფორტე" ხალხს რომ შეუერთდა, არ მოეწონათ. მართალია, ეს ამბავი დიდად არ მაღელვებდა, მაგრამ "დაბლოკილის" ამპლუაში ყოფნა მერწმუნეთ, მაინც უსიამოვნო იყო.

- მსმენია, რომ თქვენი გადაბირების არაერთი მცდელობაც ჰქონდათ. ისიც ვიცი, რომ ახალი ავტომობილის გასაღებიც კი გამოგიგზავნეს.

- მსგავსი შემთხვევა არაერთი იყო. ბოლოს იქამდეც მივიდნენ, რომ შემომითვალეს, - ჩვენს მხარეს გადმოსვლას აღარ ვჩივით, უბრალოდ, ხელისუფლების ლანძღვას შეეშვით და აღარ "დაიბლოკებითო". მაგრამ ამის გარანტია ვერავის მივეცი, პირს ვერ ამოვიკერავდი. ისე კი, მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიყავი. 20 წლის ვაჟი მყავს და მეშინოდა, მისთვის პროვოკაცია არ მოეწყოთ. მოგეხსენებათ, როგორი გაწაფულები იყვნენ ასეთ რაღაცებში. ასეთივე საფრთხის წინაშე იდგნენ ჩემი ძმები, ანსამბლის თითოეული წევრის ოჯახები და ა.შ. მადლობა ღმერთს, ეს ყოველდღიური კოშმარი და მუდმივი სტრესი დასრულდა.

- მთავრობის შეცვლამ რა ემოცია გამოიწვია თქვენში?

- ახლა თავს მშვიდად, დაცულად ვგრძნობ და ცხადია, გახარებულიც ვარ. არჩევნების დღეს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი ვიყავი და ის სიხარული, რაც ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლამ მომანიჭა, ქუჩაში მოზეიმე ხალხთან ერთად ვერ გავიზიარე. ბიულეტენებს კი ვითვლიდი, მაგრამ გული და სული გარეთ მქონდა... იმედია, იმ ადამიანებს, ვისაც დიდი პოლიტიკური ამბიციები არ გვაქვს, ისევ ქუჩაში გამოსვლა არ მოგვიწევს. თუმცა, არც ეგ არის პრობლემა: თუ საჭირო გახდება, პირველივე გადაცდომაზე ხმას ამოვიღებთ, მაგრამ მჯერა, ჩვენს ქვეყანაში ასეთ მასშტაბურ უსამართლობებს ადგილი აღარ ექნება.

- თქვენი აზრით, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა რა გავლენას მოახდენს ქართულ კულტურაზე?

- რუსეთის ბაზარი ჰაერივით გვჭირდება და ამ ქვეყანასთან კულტურული ურთიერთობის აღდგენაც აუცილებელია. ბოლოს და ბოლოს, მთელი მსოფლიო ცდილობს ამ ბაზრის ათვისებას, ჩვენ კი თვალსა და ხელს შუა დავკარგეთ. ტერიტორიების დაბრუნების თემასაც არ უნდა შევეშვათ და ორივე მიმართულებით აქტიურად უნდა ვიმუშაოთ.

- საზოგადოების ნაწილი მტრად მიიჩნევს იმ ხელოვანებს, რომლებიც პუტინს უმღერიან.

- ასეა! მახსოვს, რა ამბავი ატეხეს პაატა ბურჭულაძის, თამრიკო გვერდწითელის, სოსო პავლიაშვილის, ქეთა თოფურიას გამო. ისინი ერის მოღალატეებად შერაცხეს. ვფიქრობ, ადამიანების ასე გამეტება არ შეიძლება... წინა მთავრობა საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდა და სხვის თვალში ბეწვს ეძებდა. არადა, ქვეყნის მტრები სწორედ ისინი იყვნენ.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ იმ მომღერლებთან, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები იყვნენ?

- ზოგიერთ მათგანთან ვმეგობრობდი და იმედია, განსხვავებული მოსაზრებების გამო ურთიერთობა არ გაგვიფუჭდება. ბევრთან მომსვლია ჩხუბი, უსიამოვნება და აზრთა შეხლა-შემოხლაც ყოფილა, მაგრამ ჩემგან ისინი რევანშის ვერანაირ ნიშნებს ვერ დაინახავენ. უბრალოდ, ახლა მხოლოდ საკუთარი ნიჭის წყალობით, თავისუფალი კონკურენციის პირობებში მოუწევთ თავის გატანა. თუ ვინმე მათ პლაკატებს ჩამოხევს, კონცერტებზე "დაბლოკავს" იმის გამო, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები იყვნენ, თუ უსამართლოდ დაიჩაგრებიან, მათ პირველი მე ამოვუდგები მხარში.

- თქვენი აზრით, ბაზარი უხარისხო პროდუქციისგან უნდა გაიფილტროს თუ ყველას უნდა ჰქონდეს სიმღერის ჩაწერის საშუალება?

- მე რა უფლება მაქვს, ვინმეს რამე ავუკრძალო?! თუ ადამიანს ყროყინა მომღერალი მოსწონს, მანაც უნდა იყროყინოს (იცინის). ჩემი აზრით, აუცილებელია, გემოვნების ამაღლებაზე ვიმუშაოთ. გარკვეული კრიტერიუმები და ცენზურა უნდა არსებობდეს, რათა რადიოსა და ტელევიზიაში ისეთი "ნაგავი" არ მოხვდეს, რომელზეც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ამბობს, რომ ეს კონკრეტული სიმღერა სმენისთვის საზიანოა. აი, ნიჭის გამოვლენის საშუალება ყველას უნდა მიეცეს, პროტექციის გარეშე!

- დაბოლოს, თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ...

- ჩემი უფროსი ვაჟი - გიორგი 20 წლისაა. ის სტუდენტია, ბიზნესის განხრით სწავლობს. მეორადი პროფესია აქვს - ჟურნალისტიკას მიჰყვება და ვნახოთ, რა გამოუვა. ჩემი გოგონა - ანი 15 წლის მოსწავლეა, ქართულ ხალხურ ცეკვებს ეუფლება და ფოტოხელოვნებითაა გატაცებული. ტყუპი - სანდრო და ლუკაც სკოლის მოსწავლეები არიან, ცურვაზე დადიან და ხალხურ ანსამბლში - "გულანში" მღერიან, რომლის ხელმძღვანელი გია ნატროშვილი გახლავთ. ჩემი მეუღლე - თეა შვილების აღზრდით არის დაკავებული. მოკლედ, მე "საგარეო საქმეთა მინისტრი" ვარ, ის კი - "შინაგან საქმეთა მინისტრი" გახლავთ (იცინის). და კიდევ, როგორც მრავალშვილიან ოჯახს, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ერთ ბავშვზე 5 ლარი გვქონდა დახმარება და თავს ამით ვინახავდით, მერე ახალმა მთავრობამ, - ეგ რა დახმარებააო?!. - და საერთოდ მოგვიხსნა (იღიმის). აი, ასეთი რაღაცებიც ხდება ხოლმე...

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება