Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი გაბუნია - "ორთაჭალჰესის" გაყიდვით დიდძალი "შავი ფული" გაირეცხა
დიმიტრი გაბუნია - "ორთაჭალჰესის" გაყიდვით დიდძალი "შავი ფული" გაირეცხა

ბოლო წლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებს შო­რის "ორ­თა­ჭალ­ჰე­სის" საქ­მეც ფი­გუ­რი­რებს - 2008 წლის 19 დე­კემ­ბერს ეს ჰესი მო­უ­ლოდ­ნე­ლად აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნეს და გა­ყი­დეს. მისი მფლო­ბე­ლე­ბი ქო­ნე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ოთხი წე­ლია ამა­ოდ ითხო­ვენ, რო­გორც ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია ამ­ბობს, მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო წა­ა­გეს და იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნენ, სა­ჩი­ვა­რი სტარსბურ­ში გა­ეგ­ზავ­ნათ:

- "ორ­თა­ჭალ­ჰე­სის" მფლო­ბე­ლებს ეს ჰესი გრძელ­ვა­დი­ა­ნი იჯა­რით ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი 2019 წლამ­დე. ეს იყო მცი­რე ჰესი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ნა­წილს ელექტრო­ე­ნერ­გი­ით ამა­რა­გებ­და და შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, როცა დენი ითი­შე­ბო­და, ერ­თგვა­რი გე­ნე­რა­ტო­რის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და: ამა­რა­გებ­და მეტ­რო­პო­ლი­ტენს, პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას და სამ­თავ­რო­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. ეს იყო ერ­თგვა­რი სა­რე­ზერ­ვო ვა­რი­ან­ტი, თუმ­ცა არ იყო ისე­თი სა­წარ­მო, რო­მე­ლიც დიდ მო­გე­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. თა­ვის დრო­ზე მას "ზა­რალ­ჰე­სიც" კი და­არ­ქვეს. მფლო­ბე­ლებ­მა "ორ­თა­ჭალ­ჰეს­ში" და­ახ­ლო­ე­ბით 5 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­დეს და მცი­რე შე­მო­სა­ვალს იღებ­დნენ. თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს რა­ტომ­ღაც მო­უნ­და "ორ­თა­ჭალ­ჰე­სის" გა­ყიდ­ვა, სა­კუთ­რე­ბის ნორ­მე­ბი­სა და კა­ნო­ნე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­ა­ცხა­და აუქ­ცი­ო­ნი და 2008 წლის 19 დე­კემ­ბერს ჰესი "ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ამ" შე­ის­ყი­და. ჩვე­ნი აზ­რით, ეს იყო კი­დევ ერთი კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბა.

- შე­გიძ­ლი­ათ ამის და­სა­ბუ­თე­ბა?

- რა და რო­გორ მოხ­და, ჩვენ ამას და­ვა­სა­ბუ­თებთ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, როცა იქ ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მივა. სხვა­თა შო­რის, ამ გა­რი­გე­ბის მიღ­მა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი იდ­გნენ, ჯერ­ჯე­რო­ბით ეს კონ­ფი­დენ­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა და ვერ გა­გიმ­ჟღავ­ნებთ, მაგ­რამ ამ გა­რი­გე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­თა ვი­ნა­ო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა უმოკ­ლეს ხან­ში შე­ი­ტყობს. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა "ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ას" - რა კომ­პა­ნი­აა ან რა ფუნ­ქცი­ით არის შე­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჯერ ეს არის გა­სარ­კვე­ვი. თუმ­ცა, ვინც უნდა იყოს, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, სხვას იჯა­რის შე­წყვე­ტი­სა და სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე ჩა­მო­არ­თვას ქო­ნე­ბა და გა­მორ­ე­კოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან. სხვა­თა შო­რის, კომ­პა­ნია "ორ­თა­ჭა­ლე­ნერ­ჯი" ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხადს დღემ­დე იხ­დის იმი­ტომ, რომ ეს ქო­ნე­ბა ჯერ კი­დევ არ არის გა­და­ბა­რე­ბუ­ლი. აი­ღეს და გა­ყი­დეს 25 მი­ლი­ონ დო­ლა­რად! ასე­თი რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თუნ­დაც იმი­ტომ, რომ 25 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დი­დძა­ლი თან­ხაა ასე­თი პა­ტა­რა ჰე­სის­თვის, რო­მელ­საც "ზა­რალ­ჰესს" ეძახ­დნენ და რო­მე­ლიც კარ­გა ხანს წამ­გე­ბი­ა­ნი იყო. ამი­ტომ, ჩემს კლი­ენ­ტებს აქვთ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ამ გა­რი­გე­ბით დი­დძა­ლი "შავი ფული" გა­ი­რე­ცხა. რო­გორც ჩანს, დაგ­რო­ვი­ლი იყო დი­დძა­ლი ფული, რო­მელ­საც ვერ აჩენ­დნენ და ბი­უ­ჯეტ­ში ვერ შეჰ­ქონ­დათ. სწო­რედ ამი­ტომ, უკა­ნო­ნოდ გა­ყი­დეს სხვი­სი ქო­ნე­ბა და ფული "ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ას" მეშ­ვე­ო­ბით ბი­უ­ჯეტ­ში "ჩა­ას­ხეს". კაც­მა არ იცის, რა წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა ეს 25 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, რო­გორც ჩანს, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან რა­ღაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ და ასე მო­რიგ­დნენ. აი, ეს არის ყვე­ლა­ზე ცუდი და სა­გან­გა­შო და არა ის, რომ ჰე­სე­ბი იყი­დე­ბა და პრი­ვა­ტი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვის დას­ჭირ­და 25-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა სა­წარ­მო­ში, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად ზა­რა­ლი­ა­ნი იყო? - ეს იგი­ვეა, ას­ლა­რი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნი იყი­დო 5 ათას ლა­რად, თა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის უხე­ში შე­ლახ­ვის ხარ­ჯზე.

- რო­გორ, რა ფორ­მით ჩა­მო­არ­თვეს "ორ­თა­ჭალ­ჰე­სი" მის მფლო­ბე­ლებს?

- რო­გორც წესი, იბა­რებ­დნენ ჰე­სის ხელ­მძღვა­ნე­ლებს და სთხოვ­დნენ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­წყვი­ტეთ და გა­დით აქე­და­ნო. უფრო მე­ტიც, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო ისე გა­თავ­ხედ­და, რომ მყიდ­ველს აუქ­ცი­ო­ნის პი­რო­ბებ­ში წი­ნას­წარ ჩა­უ­წე­რა: იყი­დეთ და მე­პატ­რო­ნე­ებს ერთ თვე­ში გა­ვაგ­დებთ იქი­და­ნო. რა იცო­და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტან­და სა­ხელ­მწი­ფო? ეს ხომ სა­სა­მარ­თლო და­ვის სა­გა­ნი იყო და იქ­ნებ სა­სა­მარ­თლოს ეთ­ქვა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არას­წო­რად ჰქონ­დათ შე­წყვე­ტი­ლი? ჩვენ თა­ვი­დან­ვე გა­ვა­სა­ჩივ­რეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, სულ სა­სა­მარ­თლო და­ვებ­ში ვართ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მი­ვე ინ­სტან­ცია წა­ვა­გეთ და მერე მივ­მარ­თეთ სტრას­ბუ­რის სა­სა­მარ­თლოს, სა­დაც 2 ათა­სი საქ­მეა სა­ქარ­თვე­ლო­დან. 2 ათა­სი საქ­მე ისე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნი­სათ­ვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, ძა­ლი­ან ბევ­რია.

ახლა აუკ­ვე და­ი­წყო პრო­ცე­სი ქი­ბარ ხალ­ვა­შის ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც მოჰ­ყვე­ბა სხვა საქ­მე­ე­ბიც... კი ბა­ტო­ნო, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა უნდა აღ­დგეს, მაგ­რამ ამ პრო­ცეს­ში არ უნდა მოყ­ვნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ჩაგ­რუ­ლის მან­ტი­ას მო­ის­ხა­მენ და ვი­თა­რე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ. თა­ნაც, ყვე­ლა­ფე­რი უნდა ჩა­ტარ­დეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში და კა­ნო­ნი­ე­რი სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით. ალ­ბათ, კა­ნონ­ში ჩა­ი­დე­ბა, რო­გორ უნდა და­უბ­რუნ­დეს ყვე­ლას წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა - ამის პრო­ექ­ტი უკვე არ­სე­ბობს. ჩემი აზ­რით, ის, ვინც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­უბ­რუ­ნებს ქო­ნე­ბას კა­ნო­ნი­ერ მე­სა­კუთ­რეს, გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან უნდა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ, თუმ­ცა, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით არა­ვინ უნდა და­ი­სა­ჯოს. ვინც მარ­თლა სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, პა­სუ­ხი უნდა აგოს, ამის პრე­ცე­დენ­ტი ქვე­ყა­ნა­ში უნდა შე­იქ­მნას.

რაც შე­ე­ხე­ბა "ორ­თა­ჭა­ლე­ნერ­ჯის", მალე ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, რად­გან ჩემი კლი­ენ­ტე­ბი უკან­და­ხე­ვას არ აპი­რე­ბენ. მალე გა­მომ­ჟღავ­ნდე­ბა, რო­გორ შე­მო­ვი­და ეს მონ­სტრი "ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯია" ბა­ზარ­ზე და რო­გორ ჩა­იგ­დო ყვე­ლა­ფე­რი ხელ­ში. სწო­რედ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის ბრა­ლია, რომ დღეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხა­დი ქვე­ყა­ნა­ში ას­ტრო­ნო­მი­უ­ლად მა­ღა­ლია. ბო­ლოს კი გე­ტყვით, რომ უკა­ნო­ნოდ წარ­თმე­უ­ლი ყვე­ლა ქო­ნე­ბა თა­ვის მფლო­ბელს და­უბ­რუნ­დე­ბა, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბიზ­ნე­სის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის­თვის, რად­გან ეს გა­მო­იწ­ვევს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას.

ინ­ტერ­ვიუ: "ზა­რალ­ჰე­სი" - "შავი ფუ­ლის" სამ­რე­ცხაო?

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დიმიტრი გაბუნია - "ორთაჭალჰესის" გაყიდვით დიდძალი "შავი ფული" გაირეცხა

დიმიტრი გაბუნია - "ორთაჭალჰესის" გაყიდვით დიდძალი "შავი ფული" გაირეცხა

ბოლო წლების გახმაურებულ საქმეებს შორის "ორთაჭალჰესის" საქმეც ფიგურირებს - 2008 წლის 19 დეკემბერს ეს ჰესი მოულოდნელად აუქციონზე გაიტანეს და გაყიდეს. მისი მფლობელები ქონების უკან დაბრუნებას ოთხი წელია ამაოდ ითხოვენ, როგორც ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ამბობს, მათ საქართველოში ყველა სასამართლო წააგეს და იძულებული შეიქნენ, საჩივარი სტარსბურში გაეგზავნათ:

- "ორთაჭალჰესის" მფლობელებს ეს ჰესი გრძელვადიანი იჯარით ჰქონდათ აღებული 2019 წლამდე. ეს იყო მცირე ჰესი, რომელიც თბილისის ნაწილს ელექტროენერგიით ამარაგებდა და შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როცა დენი ითიშებოდა, ერთგვარი გენერატორის ფუნქციას ასრულებდა: ამარაგებდა მეტროპოლიტენს, პრეზიდენტის რეზიდენციას და სამთავრობო დაწესებულებებს. ეს იყო ერთგვარი სარეზერვო ვარიანტი, თუმცა არ იყო ისეთი საწარმო, რომელიც დიდ მოგებაზე მუშაობდა. თავის დროზე მას "ზარალჰესიც" კი დაარქვეს. მფლობელებმა "ორთაჭალჰესში" დაახლოებით 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადეს და მცირე შემოსავალს იღებდნენ. თუმცა ეკონომიკის სამინისტროს რატომღაც მოუნდა "ორთაჭალჰესის" გაყიდვა, საკუთრების ნორმებისა და კანონების დარღვევით გამოაცხადა აუქციონი და 2008 წლის 19 დეკემბერს ჰესი "ენერგოპროჯორჯიამ" შეისყიდა. ჩვენი აზრით, ეს იყო კიდევ ერთი კორუფციული გარიგება.

- შეგიძლიათ ამის დასაბუთება?

- რა და როგორ მოხდა, ჩვენ ამას დავასაბუთებთ პროკურატურაში, როცა იქ ახალი ხელმძღვანელობა მივა. სხვათა შორის, ამ გარიგების მიღმა მაღალი თანამდებობის პირები იდგნენ, ჯერჯერობით ეს კონფიდენციური ინფორმაციაა და ვერ გაგიმჟღავნებთ, მაგრამ ამ გარიგებაში მონაწილეთა ვინაობას საზოგადოება უმოკლეს ხანში შეიტყობს. ახლა რაც შეეხება "ენერგოპროჯორჯიას" - რა კომპანიაა ან რა ფუნქციით არის შემოსული საქართველოში, ჯერ ეს არის გასარკვევი. თუმცა, ვინც უნდა იყოს, არავის აქვს უფლება, სხვას იჯარის შეწყვეტისა და სასამართლოს გარეშე ჩამოართვას ქონება და გამორეკოს ტერიტორიიდან. სხვათა შორის, კომპანია "ორთაჭალენერჯი" ქონების გადასახადს დღემდე იხდის იმიტომ, რომ ეს ქონება ჯერ კიდევ არ არის გადაბარებული. აიღეს და გაყიდეს 25 მილიონ დოლარად! ასეთი რამ წარმოუდგენელია თუნდაც იმიტომ, რომ 25 მილიონი დოლარი დიდძალი თანხაა ასეთი პატარა ჰესისთვის, რომელსაც "ზარალჰესს" ეძახდნენ და რომელიც კარგა ხანს წამგებიანი იყო. ამიტომ, ჩემს კლიენტებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გარიგებით დიდძალი "შავი ფული" გაირეცხა. როგორც ჩანს, დაგროვილი იყო დიდძალი ფული, რომელსაც ვერ აჩენდნენ და ბიუჯეტში ვერ შეჰქონდათ. სწორედ ამიტომ, უკანონოდ გაყიდეს სხვისი ქონება და ფული "ენერგოპროჯორჯიას" მეშვეობით ბიუჯეტში "ჩაასხეს". კაცმა არ იცის, რა წარმომავლობისაა ეს 25 მილიონი დოლარი, როგორც ჩანს, მაღალჩინოსნებს ერთმანეთთან რაღაც ვალდებულებები ჰქონდათ და ასე მორიგდნენ. აი, ეს არის ყველაზე ცუდი და საგანგაშო და არა ის, რომ ჰესები იყიდება და პრივატიზაცია მიმდინარეობს. ვის დასჭირდა 25-მილიონიანი ინვესტიციის ჩადება საწარმოში, რომელიც პრაქტიკულად ზარალიანი იყო? - ეს იგივეა, ასლარიანი ტელეფონი იყიდო 5 ათას ლარად, თანაც ეს ყველაფერი მოხდა საკუთრების უფლების უხეში შელახვის ხარჯზე.

- როგორ, რა ფორმით ჩამოართვეს "ორთაჭალჰესი" მის მფლობელებს?

- როგორც წესი, იბარებდნენ ჰესის ხელმძღვანელებს და სთხოვდნენ, ხელშეკრულება შეწყვიტეთ და გადით აქედანო. უფრო მეტიც, ეკონომიკის სამინისტრო ისე გათავხედდა, რომ მყიდველს აუქციონის პირობებში წინასწარ ჩაუწერა: იყიდეთ და მეპატრონეებს ერთ თვეში გავაგდებთ იქიდანო. რა იცოდა ეკონომიკის სამინისტრომ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა სახელმწიფო? ეს ხომ სასამართლო დავის საგანი იყო და იქნებ სასამართლოს ეთქვა, რომ ხელშეკრულება არასწორად ჰქონდათ შეწყვეტილი? ჩვენ თავიდანვე გავასაჩივრეთ ეს ყველაფერი, სულ სასამართლო დავებში ვართ, მაგრამ საქართველოში სამივე ინსტანცია წავაგეთ და მერე მივმართეთ სტრასბურის სასამართლოს, სადაც 2 ათასი საქმეა საქართველოდან. 2 ათასი საქმე ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ძალიან ბევრია.

ახლა აუკვე დაიწყო პროცესი ქიბარ ხალვაშის ქონების დაბრუნების შესახებ, რასაც მოჰყვება სხვა საქმეებიც... კი ბატონო, სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ ამ პროცესში არ უნდა მოყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაჩაგრულის მანტიას მოისხამენ და ვითარებით ისარგებლებენ. თანაც, ყველაფერი უნდა ჩატარდეს კანონმდებლობის ფარგლებში და კანონიერი სასამართლოს მეშვეობით. ალბათ, კანონში ჩაიდება, როგორ უნდა დაუბრუნდეს ყველას წართმეული ქონება - ამის პროექტი უკვე არსებობს. ჩემი აზრით, ის, ვინც ნებაყოფლობით დაუბრუნებს ქონებას კანონიერ მესაკუთრეს, გარკვეული პასუხისმგებლობისაგან უნდა გავათავისუფლოთ, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით არავინ უნდა დაისაჯოს. ვინც მართლა საშინელი დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, ამის პრეცედენტი ქვეყანაში უნდა შეიქმნას.

რაც შეეხება "ორთაჭალენერჯის", მალე ყველაფერი გაირკვევა, რადგან ჩემი კლიენტები უკანდახევას არ აპირებენ. მალე გამომჟღავნდება, როგორ შემოვიდა ეს მონსტრი "ენერგოპროჯორჯია" ბაზარზე და როგორ ჩაიგდო ყველაფერი ხელში. სწორედ განუკითხაობის ბრალია, რომ დღეს ელექტროენერგიის გადასახადი ქვეყანაში ასტრონომიულად მაღალია. ბოლოს კი გეტყვით, რომ უკანონოდ წართმეული ყველა ქონება თავის მფლობელს დაუბრუნდება, ეს აუცილებელია ბიზნესისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის, რადგან ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას.

ინტერვიუ: "ზარალჰესი" - "შავი ფულის" სამრეცხაო?

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა