ჩინეთის ქალაქ ვენლინში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მასწავლებელი ინტერნეტში გავრცელებულმა საკუთარმა ფოტოებმა ამხილეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ 700-მდე ფოტოზე კარგად ჩანს, როგორც ამცირებს მასწავლებელი სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებს. მშობლებმა ფოტოების ნახვის შემდეგ, საჩივარი ადგილობრივ საგანმანათლებლო დეპარტამენტში შეიტანეს.
იან იანჰონმა, ვანლინის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის 20 წლის თანამშრომელმა ფოტოები თავად გაავრცელა. სურათებზე ის და ბაღის კიდევ ერთი თანამშრომელი არიან აღბეჭდილნი.
ფოტოზე ჩანს, როგორ უწევს გაღიმებული ქალი ატირებულ ბავშვს ყურებს. ერთ-ერთ სურათზე ბავშვს პირი და ფეხები წებოვანი ლენტით აქვს აკრული. ბავშვებს თავზე რკინის სათლი აფარიათ ან ნაგვის ყუთში არიან ჩამხობილნი.
მშობლების ჩივილის შემდეგ საბავშვო ბაღმა მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლა და საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა. თავად იან იანჰონი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი თამაში იყო და ბავშვებს ის ძალიან მოსწონდათ.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იანჰონს არ გააჩნდა ბავშვებთან მუშაობის კვალიფიკაცია, ხოლო ბაღმა ის სამსახურში მასწავლებლების უკმარისობის გამო აიყვანა.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.