მომღერალი კორნტნი ლავი გარდაცვლილი მეუღლის, კურტ კობეინის შესახებ მუზიკლს დგამს. მუზიკლში ჯგუფ ”ნირვანას” სიმღერებს გამოიყენებენ. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება პროდიუსერმა სემ ლუტფიმ გააკეთა, რომელიც კორტნის ეხმარება.
ლუფტის თქმით, პროექტი ჯერ ადრეულ სტადიაზეა და შესაძლოა, ბროდვეის დადგმად იქცეს.
ამერიკული როკ-ჯგუფი Nirvana 1987 წელს შეიქმნა. ჯგუფის შემქმნელი, გიტარისტი და ვოკალისტი კურტ კობეინი 1994 წლის 5 აპრილს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომზადებულია New York Daily News-ის მიხედვით.