არის დედამიწაზე ისეთი ადგილი, სადაც შეგიძლიათ ივახშმოთ მყუდროდ, მრგვალ ხის მაგიდებთან, ძველ შანდლებში დანთებული სანთლების განათებაზე. ამ რესტორანში ბუჩქებს შორის პატარა გნომები დაიარებიან, ხოლო სასურველ კერძს ხეებს შორის მოსიარულე ელფი-მიმტანები მოგართმევენ. ეს ზღაპრული რესტორანი ესპანეთში, ბარსელონაშია.
რესტორანს El Bosc de les Fades-ის ქვია. სტუმრებს შეუძლიათ რესტორნის შუაგულში, ჩანჩქერთან დასხდნენ და ბარსელონას ქუჩაში მოწყობილი ამ მშვიდი ოაზისით დატკბნენ.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით