საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზილფიმიანი: "არსებობს მტკიცებულება, როგორ ძარცვავენ დავით ბეჟუაშვილის დავალებით ტელეკომპანია "პირველ სტერეოს"
დავით ზილფიმიანი: "არსებობს მტკიცებულება, როგორ ძარცვავენ დავით ბეჟუაშვილის დავალებით ტელეკომპანია "პირველ სტერეოს"

ამა წლის 17 მა­ისს ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩვ­ე­­ულ ხერ­ხს მი­მარ­თა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" წი­ნა­აღ­მდეგ ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნა. პრე­ზი­დენ­ტთან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა, პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­ვით ბეჟუ­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" ერთ-ერთი მე­წი­ლეა, თა­ვი­სი­ვე დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის - "მგლე­ბის" დახ­მა­რე­ბით ტე­ლე­კომ­პა­ნია ლა­მის შტურ­მით აიღო და მისი ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­ა­ძე­ვა. "მგლე­ბი" დღემ­დე რჩე­ბი­ან "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მა­უ­წყებ­ლო­ბა კი და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა...

"პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" პრობ­ლე­მებ­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- "სტე­რე­ო­შიც" ის მოხ­და, რაც სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. უბ­რა­ლოდ, სურ­დათ, ეს და­პი­რის­პი­რე­ბა გა­და­ეყ­ვა­ნათ კერ­ძო და­ვა­ში - თით­ქოს ერთი კერ­ძო სეგ­მენ­ტი ედა­ვე­ბო­და მე­ო­რეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. რაც "პირ­ველ სტე­რე­ო­ში" მოხ­და, ეს არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც მო­დი­ო­და იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის­გან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ში­შობ­და, არ მომ­ხდა­რი­ყო ჩემი ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გორც ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, "მტრე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ. ამი­ტომ მო­ი­სურ­ვეს ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა. თუმ­ცა ეს და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლის საქ­ცი­ელს არ ამარ­თლებს. ვინც უნდა და­გა­ვა­ლოს, არა­კა­ცუ­რი საქ­ცი­ე­ლი არ უნდა ჩა­ი­დი­ნო. ის, რომ მან ეს და­ვა­ლე­ბა ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო, თა­ვის მარ­თლე­ბის არ­გუ­მენ­ტად არ გა­მოდ­გე­ბა. და­ვით ბეჟუ­აშ­ვილს აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­თხოვ პა­სუხს სა­სა­მარ­თლო­ში.

- ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ველ სტე­რე­ო­ში" თქვენს სა­ხელ­ზე წილი თუ ირი­ცხე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად?

- ეს ტე­ლე­კომ­პა­ნია ჩემი და იტა­ლი­ე­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბაა, და­ვით ბეჟუ­აშ­ვილ­მა კი, მი­ტა­ცე­ბუ­ლი წილი თა­ვის სა­ხელ­ზე გა­და­ი­ფორ­მა, შემ­დეგ კი ახლო ნა­თე­სავს ვა­სილ კო­ბა­ი­ძეს გა­და­უ­ფორ­მა.

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, "პირ­ველ სტე­რე­ო­ში" მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში მომ­ღე­რალ ნინო ჩხე­ი­ძის ქმრის, გი­ორ­გი კო­რო­ხაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს...

- არ ვიცი, გი­ორ­გი კო­რო­ხაშ­ვი­ლი ამ გა­უ­გებ­რო­ბა­ში რო­გორ მოხ­ვდა. რო­გორც ვიცი, სწო­რედ მისი კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ­ჯე­რად "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" ტრანსლი­რე­ბა, ეს ხდე­ბა ხალ­ხის თვა­ლის ასახ­ვე­ვად, თით­ქოს ტე­ლე­ვი­ზია მუ­შა­ობს. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" კო­ლექ­ტი­ვის არც ერთ წევ­რს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში არ უშ­ვე­ბენ. სირ­ცხვი­ლი გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლის კა­ცო­ბას! მე და ჩემი კომ­პა­ნი­აც მას ვეხ­მა­რე­ბო­დით, ფეხ­ზე დამ­დგა­რი­ყო აფხა­ზე­თის ტე­ლე­ვი­ზია, "აფხა­ზე­თის ხმა". მარ­თა­ლია, გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვილს და­ა­ვა­ლეს, მაგ­რამ უარი უნდა ეთ­ქვა ამ ბინ­ძურ საქ­ცი­ელ­ზე, რად­გან მის­თვის ბევ­რი სი­კე­თე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

- და­ვით ბეჟუ­აშ­ვილ­მა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით რომ და­გიბ­რუ­ნოთ თქვე­ნი კუთ­ვნი­ლი წილი, შე­წყვეტთ მის მი­მართ სა­სა­მარ­თლო და­ვას?

- რო­გორ ფიქ­რობთ, და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი - ეს სინ­დის­გა­რე­ცხი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რა­მეს და­აბ­რუ­ნე­ბენ? ამი­ტო­მაც სა­სა­მარ­თლოს გზით და­ვაბ­რუ­ნე­ბი­ნებ და­ვით ბეჟუ­აშ­ვილს იმ ქო­ნე­ბას, რაც მისი არ არის და არც არას­დროს ყო­ფი­ლა.

- რო­დე­საც "პირ­ველ სტე­რე­ო­ში" სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ატა­რებ­დნენ, სპორ­ტის სა­სახ­ლის მახ­ლობ­ლად შევ­ნიშ­ნე ჯი­პებ­ში მსხდა­რი ძმე­ბი - ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ცესს შო­რი­დან აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. რა კავ­ში­რი ჰქონ­დათ მათ "პირ­ველ სტე­რე­ოს­თან"?

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ძა­ლი­ან უნ­დო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ისე წარ­მო­ე­ჩი­ნა, თით­ქოს ეს იყო კერ­ძო და­ვის სა­გა­ნი, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ ყო­ფი­ლა. როცა ჩვენ­თან შე­მოც­ვივ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, მათ შო­რის იყო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის, ე.წ. "მგლე­ბის" 2 თუ 3 წევ­რი. მათი ფუნ­ქცია იყო, "მგლე­ბის" წარ­წე­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბით მო­ე­მა­რა­გე­ბი­ნათ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ე­ბი. ეს იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ებ­თან ერ­თად. ამ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვე­თი იყო ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი კი - და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ძმე­ბი - ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ე­ბი. რა­საც ვამ­ბობ, და­ვამ­ტკი­ცებ კი­დეც სა­სა­მარ­თლო­ში. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სა­მარ­თლო­ში და­ა­დას­ტუ­რე­ბენ "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" საქ­მე­ში მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. უბ­რა­ლოდ, ისი­ნი ითხო­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას. მათ ვი­ნა­ო­ბა­საც ამა­ვე მი­ზე­ზის გამო არ ვახ­მა­უ­რებ.

- რას იტყვი­ან სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მე­ე­ბი ხსე­ნე­ბულ პირ­თა წი­ნა­აღ­მდეგ?

- იტყვი­ან, რომ "პირ­ველ სტე­რე­ო­ში" სპეც­რაზ­მი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით შე­ვი­და და სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ებ­თან ერ­თად. მოწ­მე­ე­ბი იმა­საც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, რომ და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის "მგლე­ბის" - რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა სპეც­რაზ­მე­ლებს და­უ­რი­გა "მგლე­ბის" წარ­წე­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი იმ მიზ­ნით, თით­ქოს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სპე­ცო­პე­რა­ცია კი არ ტარ­დე­ბო­და, არა­მედ დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი იქ ობი­ექ­ტის და­სა­ცა­ვად შე­ვი­და. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მზად არი­ან, იმ უკა­ნო­ნო­ბა­ზე, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "სტე­რე­ო­ში" მოხ­და, ხმა აი­მაღ­ლონ და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბით და­ა­დას­ტუ­რონ.

- მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და, და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლი არ დაგ­კავ­ში­რე­ბი­ათ?

- და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლის­ნა­ირ ავა­ზაკს არ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. მას ჰქონ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე. შე­ეძ­ლო, მი­ტა­ცე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ეთ­მო, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თა. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კი­დეც რომ და­აბ­რუ­ნოს, ამით მის ადა­მი­ა­ნო­ბას და კა­ცო­ბას არა­ფე­რი მი­ე­მა­ტე­ბა.

"პირ­ველ სტე­რე­ო­ში" შე­ვალ აუ­დი­ტით, ვნა­ხავთ, რა მო­ი­პა­რა ბეჟუ­აშ­ვილ­მა, კო­მი­სია შე­იქ­მნე­ბა, და­ით­ვლე­ბა რა ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა "პირ­ველ სტე­რე­ოს", ასე­ვე, იტა­ლი­ურ კომ­პა­ნია "სტე­რეო+"-ს. ზა­რალს და­ე­მა­ტე­ბა ჯა­რი­მე­ბი. მათ მო­უ­წევთ ზა­რა­ლის სრუ­ლი და­ფარ­ვა. ამის შემ­დეგ ვნა­ხავთ, ხომ არ იყო მათ ქმე­დე­ბა­ში გა­მიზ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი და თუ ეს დამ­ტკიც­და, ბეჟუ­აშ­ვი­ლი წავა ცი­ხე­ში.

- ბა­ტო­ნო და­ვით, "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" შე­ნო­ბის წინ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნე­ბი დგას, რა ხდე­ბა?

- ბეჟუ­აშ­ვილ­მა და მის­მა ამ­ფსო­ნებ­მა "პირ­ვე­ლი სტე­რე­ო­დან" ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მო­ი­პა­რეს, 12 ოქ­ტომ­ბერს კი პო­ლი­ცი­ა­ში შე­ი­ტა­ნეს გან­ცხა­დე­ბა, თით­ქოს ჩვენ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან რა­ღაც წა­ვი­ღეთ. და ეს მა­შინ, როცა ობი­ექტს იცავს ბეჟუ­აშ­ვი­ლის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი "მგლე­ბი"! ჩვენ გვაქვს ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ქურ­დო­ბა ჩა­ი­დი­ნა ბეჟუ­აშ­ვი­ლის ხალ­ხმა და ამას ყვე­ლა­ფერს და­ვუმ­ტკი­ცებ. გვა­რებს ამ ეტაპ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებ, რად­გა­ნაც არ მინ­და, ხელი შე­ვუ­შა­ლო გა­მო­ძი­ე­ბას. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ი­გებს იმ ადა­მი­ან­თა ვი­ნა­ო­ბას, ვინც და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით ძარ­ცვავს და აყა­ჩა­ღებს არა მარ­ტო ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ველ სტე­რე­ოს" არა­მედ სხვა კომ­პა­ნი­ებ­საც.

და­ვით ბეჟუ­აშ­ვილ­მა, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა, ძმებ­მა ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ებ­მა კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით უნდა აგონ პა­სუ­ხი იმ და­ნა­შა­ულ­ზე, რაც მათ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" მი­მართ ჩა­ი­დი­ნეს!

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დავით ზილფიმიანი: "არსებობს მტკიცებულება, როგორ ძარცვავენ დავით ბეჟუაშვილის დავალებით ტელეკომპანია "პირველ სტერეოს"

დავით ზილფიმიანი: "არსებობს მტკიცებულება, როგორ ძარცვავენ დავით ბეჟუაშვილის დავალებით ტელეკომპანია "პირველ სტერეოს"

ამა წლის 17 მაისს ნაციონალურმა ხელისუფლებამ ჩვ­ე­­ულ ხერხს მიმართა და ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" წინააღმდეგ ქონების წართმევის აპრობირებული მეთოდი გამოიყენა. პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა, პარლამენტარმა დავით ბეჟუაშვილმა, რომელიც ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" ერთ-ერთი მეწილეა, თავისივე დაცვის სამსახურის - "მგლების" დახმარებით ტელეკომპანია ლამის შტურმით აიღო და მისი ყველა თანამშრომელი სამსახურიდან გამოაძევა. "მგლები" დღემდე რჩებიან "პირველი სტერეოს" ტერიტორიაზე, ტელეკომპანიის მაუწყებლობა კი დავით ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით ხორციელდება...

"პირველი სტერეოს" პრობლემებზე ტელეკომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი დავით ზილფიმიანი გვესაუბრება:

- "სტერეოშიც" ის მოხდა, რაც სხვა ტელეკომპანიებისა და ბიზნესის მიმართ ხორციელდებოდა წლების განმავლობაში. უბრალოდ, სურდათ, ეს დაპირისპირება გადაეყვანათ კერძო დავაში - თითქოს ერთი კერძო სეგმენტი ედავებოდა მეორეს, სინამდვილეში მსგავსი არაფერი ყოფილა. რაც "პირველ სტერეოში" მოხდა, ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რომელიც მოდიოდა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილისგან. ხელისუფლება შიშობდა, არ მომხდარიყო ჩემი ტელევიზიის გამოყენება, როგორც ისინი ამბობდნენ, "მტრების" სასარგებლოდ. ამიტომ მოისურვეს ტელევიზიის ხელში ჩაგდება. თუმცა ეს დავით ბეჟუაშვილის საქციელს არ ამართლებს. ვინც უნდა დაგავალოს, არაკაცური საქციელი არ უნდა ჩაიდინო. ის, რომ მან ეს დავალება ზურაბ ადეიშვილისგან მიიღო, თავის მართლების არგუმენტად არ გამოდგება. დავით ბეჟუაშვილს აუცილებლად მოვთხოვ პასუხს სასამართლოში.

- ტელეკომპანია "პირველ სტერეოში" თქვენს სახელზე წილი თუ ირიცხება ოფიციალურად?

- ეს ტელეკომპანია ჩემი და იტალიელების საკუთრებაა, დავით ბეჟუაშვილმა კი, მიტაცებული წილი თავის სახელზე გადაიფორმა, შემდეგ კი ახლო ნათესავს ვასილ კობაიძეს გადაუფორმა.

- როგორც ამბობენ, "პირველ სტერეოში" მიმდინარე პროცესებში მომღერალ ნინო ჩხეიძის ქმრის, გიორგი კოროხაშვილის სახელი ფიგურირებს...

- არ ვიცი, გიორგი კოროხაშვილი ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა. როგორც ვიცი, სწორედ მისი კომპანიის მეშვეობით ხორციელდება ამჯერად "პირველი სტერეოს" ტრანსლირება, ეს ხდება ხალხის თვალის ასახვევად, თითქოს ტელევიზია მუშაობს. სინამდვილეში კი "პირველი სტერეოს" კოლექტივის არც ერთ წევრს ტელეკომპანიაში არ უშვებენ. სირცხვილი გიორგი კორახაშვილის კაცობას! მე და ჩემი კომპანიაც მას ვეხმარებოდით, ფეხზე დამდგარიყო აფხაზეთის ტელევიზია, "აფხაზეთის ხმა". მართალია, გიორგი კორახაშვილს დაავალეს, მაგრამ უარი უნდა ეთქვა ამ ბინძურ საქციელზე, რადგან მისთვის ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული.

- დავით ბეჟუაშვილმა ნებაყოფლობით რომ დაგიბრუნოთ თქვენი კუთვნილი წილი, შეწყვეტთ მის მიმართ სასამართლო დავას?

- როგორ ფიქრობთ, დავით ბეჟუაშვილი და ზურაბ ადეიშვილი - ეს სინდისგარეცხილი ადამიანები, რამეს დააბრუნებენ? ამიტომაც სასამართლოს გზით დავაბრუნებინებ დავით ბეჟუაშვილს იმ ქონებას, რაც მისი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

- როდესაც "პირველ სტერეოში" სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებდნენ, სპორტის სასახლის მახლობლად შევნიშნე ჯიპებში მსხდარი ძმები - ბაჩო და დათა ახალაიები, რომლებიც პროცესს შორიდან აკვირდებოდნენ. რა კავშირი ჰქონდათ მათ "პირველ სტერეოსთან"?

- მიხეილ სააკაშვილს ძალიან უნდოდა, საზოგადოებისთვის ისე წარმოეჩინა, თითქოს ეს იყო კერძო დავის საგანი, თუმცა სინამდვილეში ასე არ ყოფილა. როცა ჩვენთან შემოცვივდნენ სამართალდამცველები, მათ შორის იყო დაცვის სამსახურის, ე.წ. "მგლების" 2 თუ 3 წევრი. მათი ფუნქცია იყო, "მგლების" წარწერიანი მაისურებით მოემარაგებინათ სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ბაჩო და დათა ახალაიები. ეს იყო ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც ხელმძღვანელობდა იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბაჩო და დათა ახალაიებთან ერთად. ამ ორგანიზებული დანაშაულის დამკვეთი იყო ზურაბ ადეიშვილი, უკანონო გადაწყვეტილების შემსრულებლები კი - დავით ბეჟუაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ძმები - ბაჩო და დათა ახალაიები. რასაც ვამბობ, დავამტკიცებ კიდეც სასამართლოში. არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლოში დაადასტურებენ "პირველი სტერეოს" საქმეში მათ მონაწილეობას. უბრალოდ, ისინი ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიას. მათ ვინაობასაც ამავე მიზეზის გამო არ ვახმაურებ.

- რას იტყვიან სასამართლოში მოწმეები ხსენებულ პირთა წინააღმდეგ?

- იტყვიან, რომ "პირველ სტერეოში" სპეცრაზმი ზურაბ ადეიშვილის ბრძანებით შევიდა და სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიებთან ერთად. მოწმეები იმასაც დაადასტურებენ, რომ დავით ბეჟუაშვილის დაცვის სამსახურის "მგლების" - რამდენიმე თანამშრომელმა სპეცრაზმელებს დაურიგა "მგლების" წარწერიანი მაისურები იმ მიზნით, თითქოს ტელევიზიაში სპეცოპერაცია კი არ ტარდებოდა, არამედ დაცვის სამსახური იქ ობიექტის დასაცავად შევიდა. ეს ადამიანები მზად არიან, იმ უკანონობაზე, რაც ტელეკომპანია "სტერეოში" მოხდა, ხმა აიმაღლონ და ეს ყველაფერი სასამართლოში ჩვენებით დაადასტურონ.

- მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და ახალი ხელისუფლება მოვიდა, დავით ბეჟუაშვილი არ დაგკავშირებიათ?

- დავით ბეჟუაშვილისნაირ ავაზაკს არ დაველაპარაკები. მას ჰქონდა ამის საშუალება 1-ელ ოქტომბრამდე. შეეძლო, მიტაცებული ქონება ნებაყოფლობით დაეთმო, მაგრამ ეს არ გააკეთა. ახალი ხელისუფლების პირობებში კიდეც რომ დააბრუნოს, ამით მის ადამიანობას და კაცობას არაფერი მიემატება.

"პირველ სტერეოში" შევალ აუდიტით, ვნახავთ, რა მოიპარა ბეჟუაშვილმა, კომისია შეიქმნება, დაითვლება რა ზარალი მიაყენა "პირველ სტერეოს", ასევე, იტალიურ კომპანია "სტერეო+"-ს. ზარალს დაემატება ჯარიმები. მათ მოუწევთ ზარალის სრული დაფარვა. ამის შემდეგ ვნახავთ, ხომ არ იყო მათ ქმედებაში გამიზნული დანაშაული და თუ ეს დამტკიცდა, ბეჟუაშვილი წავა ციხეში.

- ბატონო დავით, "პირველი სტერეოს" შენობის წინ ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციის მანქანები დგას, რა ხდება?

- ბეჟუაშვილმა და მისმა ამფსონებმა "პირველი სტერეოდან" ძალიან ბევრი რამ მოიპარეს, 12 ოქტომბერს კი პოლიციაში შეიტანეს განცხადება, თითქოს ჩვენ ტელევიზიიდან რაღაც წავიღეთ. და ეს მაშინ, როცა ობიექტს იცავს ბეჟუაშვილის დაცვის სამსახური "მგლები"! ჩვენ გვაქვს ყველა მტკი­ცებულება იმისა, რომ ქურდობა ჩაიდინა ბეჟუაშვილის ხალხმა და ამას ყველაფერს დავუმტკიცებ. გვარებს ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვასახელებ, რადგანაც არ მინდა, ხელი შევუშალო გამოძიებას. უახლოეს დღეებში საზოგადოება გაიგებს იმ ადამიანთა ვინაობას, ვინც დავით ბეჟუაშვილის დავალებით ძარცვავს და აყაჩაღებს არა მარტო ტელეკომპანია "პირველ სტერეოს" არამედ სხვა კომპანიებსაც.

დავით ბეჟუაშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ძმებმა ბაჩო და დათა ახალაიებმა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი იმ დანაშაულზე, რაც მათ ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" მიმართ ჩაიდინეს!

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა