პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკაში ჩემს კარიერაში ბევრი რამ შევძელი, მაგრამ მგონია, რომ მეტი შემიძლია"
"ამერიკაში ჩემს კარიერაში ბევრი რამ შევძელი, მაგრამ მგონია, რომ მეტი შემიძლია"

მომ­ღე­რა­ლი ლიკა შუ­ბი­თი­ძე ამე­რი­კა­ში ოთხი წლის წინ წა­ვი­და. ცოტა ხნის წინ ის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. ქარ­თველ მსმე­ნელს მო­ნატ­რე­ბულ­მა მუ­სი­კოს­მა ერთი სა­ღა­მო უკვე გა­მარ­თა და დარ­ბაზ­ში, რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, ხალ­ხი ვერც კი და­ე­ტია...

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბულ წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რას ის ამე­რი­კა­ში აგ­რძე­ლებს. ლიკა თა­ვის გეგ­მებ­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე ვრცლად გვე­სა­უბ­რა.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს ოჯახ­ში არ მღე­რი­ან, სიმ­ღე­რა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე შე­მიყ­ვარ­და. შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ წლი­ნა­ხევ­რი­სა რიტ­მში ვცეკ­ვავ­დი და მუ­სი­კაც მიყ­ვარ­და. 4 წლი­დან ვმღე­რო­დი ან­სამ­ბლ "ცი­სარ­ტყე­ლა­ში" ანუ იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ. თუმ­ცა ჩვენს სა­ნა­თე­სა­ვო­ში არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც კარ­გად მღე­რი­ან და ალ­ბათ, მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი მათ­გან გა­მომ­ყვა. მშობ­ლე­ბი ბავ­შვო­ბი­დან ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­წყობ­დნენ ხელს, რომ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემს არ­ჩე­ვანს პა­ტივს სცემ­დნენ. სკო­ლა­შიც თა­ვი­დან თით­ქმის ყვე­ლა სა­განს კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ნორ­მა­ლუ­რი მოს­წავ­ლე გახ­ლდით.

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რო­მელ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ნაგ­რძე სწავ­ლა?

- ჩა­ვა­ბა­რე ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ინ­გლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლო­ბით პე­და­გო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ ჩემი პრო­ფე­სი­ით არას­დროს მი­მუ­შა­ვია და ჯერ­ჯე­რო­ბით არც ვა­პი­რებ. თუმ­ცა რა­საკ­ვირ­ვე­ლია უცხო ენა ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გად მად­გე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას, რო­გორც გი­თხა­რით, 4 წლი­დან ვმღე­რი და კონ­ცერ­ტებ­სა და ფეს­ტი­ვა­ლებ­ში, ასე­ვე ხში­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი კონ­კურ­სებ­ში. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვო­ბა მქონ­და და დატ­ვირ­თუ­ლიც ვი­ყა­ვი. ისე, კონ­კურ­სე­ბი ჩემი სტი­ლი არ არის, რად­გან მუ­სი­კა­ში შე­ჯიბ­რე­ბის მო­წყო­ბა არას­წო­რად მი­მაჩ­ნია. თუმ­ცა ისეთ კონ­კურ­სებ­ზე მოვ­ხვდი, რომ­ლებ­მაც ჩემს ცხოვ­რებ­ზე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­და.

- რად­გა­ნაც იმ კონ­კურ­სე­ბი­დან გა­გიც­ნო და შე­გიყ­ვა­რა ხალ­ხმა...

- კი, ასეა. პირ­ვე­ლი კონ­კურ­სი, რო­მელ­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, "ნუ­ცას სკო­ლა" იყო, რო­მე­ლიც გახ­სოვთ ალ­ბათ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" არხზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თა­ვი­დან არ მინ­დო­და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ კი, ჩემ­მა საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა და პე­და­გოგ­მა ნუნუ გა­ბუ­ნი­ამ გა­და­მად­გმე­ვი­ნა ეს ნა­ბი­ჯი. შე­აგ­რო­ვა ჩემი ჩა­ნა­წე­რე­ბი და მი­თხრა, უნდა მიხ­ვი­დე და ბედი სცა­დოო. ის, რომ "ნუ­ცას სკო­ლა­ში" მოვ­ხვდი, სა­ი­და­ნაც ხალ­ხმა გა­მიც­ნო, ქალ­ბა­ტონ ნუ­ნუს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ამ პრო­ექ­ტში ფი­ნა­ლამ­დე მი­ვე­დი. 2004 წელი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი გახ­ლდათ. ამა­ვე წელს იყო ჩემ­თვის არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი "ჯე­ოს­ტა­რი", რო­მელ­შიც სა­მე­ულ­ში მოვ­ხვდი. მოკ­ლედ, ჩემი სა­მუ­სი­კო კა­რი­ე­რა ასე და­ი­წყო.

- ამ პრო­ექ­ტე­ბის შემ­დეგ იყო ალ­ბათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც და რო­გორ გა­აგ­რძე­ლე მოღ­ვა­წე­ო­ბა?

- კი, იყო რა­ღაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!. ყვე­ლა­ზე კარ­გი სკო­ლა კი ჩემ­თვის კლუ­ბებ­სა და ბა­რებ­ში დაკ­ვრა აღ­მოჩ­ნდა. გე­ტყვით იმა­საც, რომ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­მო­სავ­ლის წყა­როც იყო. იმ დროს მუ­სი­კა­ლუ­რად ძა­ლი­ან გა­ვი­ზარ­დე. ბევრ კარგ მუ­სი­კოს­თან მი­წევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა... 2008 წლამ­დე, სა­ნამ ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­დო­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, ამ საქ­მი­ა­ნო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ასე­ვე გა­და­ვი­ღე 3 კლი­პი, რა­შიც მე­გობ­რე­ბი და­მეხ­მარ­ნენ. მათი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ამას ვერ შევ­ძლებ­დი. ისი­ნი გვერ­დში დგო­მით ყო­ველ­თვის მა­ნე­ბივ­რებ­დნენ. ზოგი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი იყო, ზოგი ფო­ტოგ­რა­ფი და მათი დახ­მა­რე­ბით ხდე­ბო­და ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის გა­და­ღე­ბა. ვერ ვი­ტყვი, რომ კლი­პე­ბის გა­და­ღე­ბა­ში რა­ი­მე თან­ხა დავ­ხარ­ჯე; დღემ­დე, ჩემი 6 კლი­პი მუ­სი­კა­ლურ არ­ხებ­ზე ტრი­ა­ლებს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- უკვე 4 წე­ლია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ. რა­ტომ გა­და­წყვი­ტე იქ წას­ვლა, აქ ხომ გქონ­და კა­რი­ე­რა აწყო­ბი­ლი?

- ამე­რი­კა­ში მა­შინ წა­ვე­დი, რო­დე­საც აქ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა მქონ­და. მა­შინ ასე მე­გო­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამოვ­წუ­რე. მინ­დო­და, მეტი მეს­წავ­ლა, მუ­სი­კა­ლუ­რად მე­ტად განვვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, მეტი ხალ­ხი გა­მეც­ნო... ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ ხნის მან­ძილ­ზე მო­ვა­ხერ­ხე და მგო­ნია, რომ კი­დევ მეტს შევ­ძლებ... თან, ამე­რი­კა­ში წას­ვლის მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ გავ­თხოვ­დი, მაგ­რამ ვი­ტყო­დი, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლად. ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში რვა თვე ვი­ცხოვ­რე. შემ­დეგ დავ­შორ­დით. ნიუ-იორკში ცალ­კე გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად და უკვე სამი წე­ლია, მარ­ტო ვცხოვ­რობ. მუ­სი­კა იმა­ში მეხ­მა­რე­ბა, რომ თავი კარ­გად ვიგ­რძნო. ეს ხომ ჩემი ცხოვ­რე­ბაა და სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა.

გა­ვა­ფორ­მე კონ­ტრაქ­ტი ერთ-ერთ სტუ­დი­ას­თან. ეს მოხ­და პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. მყავს პრო­დი­უ­სე­რი - დე­ი­მონ დე­ვი­სი, რო­მე­ლიც მუ­სი­კო­სია და აქვს თა­ვი­სი სტუ­დია. მან თავ­და­პირ­ვე­ლად რომ მო­მის­მი­ნა, ჩემი მუ­სი­კა მო­ე­წო­ნა და დღემ­დე გვერ­დში მიდ­გას. ყვე­ლა­ნა­ირ საქ­მეს ის მიგ­ვა­რებს. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, - რა მუ­სი­კას ვუკ­რავ. რამ­დე­ნი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა გა­ვა­ერ­თი­ა­ნე და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და­ვარ­ქვი. ამე­რი­კა­ში ჩემი 3 ალ­ბო­მი გა­მო­ვი­და.

- რო­გორ მი­ი­ღეს ამე­რი­კე­ლებ­მა მუ­სი­კის შე­ნე­ბუ­რი შეს­რუ­ლე­ბა?

- პირ­ველ ალ­ბომ­ში შე­ვი­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ჯაზი. ის ამ სა­უ­კუ­ნის მუ­სი­კა არ არის. მას ალ­ბათ, ჩვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი მო­უს­მე­ნენ...

- დროს გა­უს­წა­რი?

- კი, მე და ჩემს პრო­დი­უ­სერს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ასეა. მე­ო­რე ალ­ბომ­ში შე­სუ­ლია აკუს­ტი­კუ­რი ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბა, ჩემი და­წე­რი­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი. არან­ჟი­რე­ბა არას­ტან­დარ­ტუ­ლია და რაც მთა­ვა­რია, მსმე­ნელს მო­ე­წო­ნა. ამე­რი­კა­ში უკვე გა­ყიდ­ვა­შიც არის. მე­სა­მე ალ­ბომ­ში ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პოპ­მუ­სი­კაა შე­სუ­ლი.

- რო­გო­რი დაგ­ხვდა სა­ქარ­თვე­ლო 4 წლის შემ­დეგ?

- სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან თბი­ლად დამ­ხვდა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ლიკა შუ­ბი­თი­ძე ისევ ახ­სოვს ხალ­ხს. მა­კი­თხა­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რაც მა­ხა­რებს. 4 წლის მან­ძილ­ზე ვე­ცა­დე, არ გა­მე­წყვი­ტა ქარ­თველ მსმე­ნელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ორი კლი­პი გა­და­ვი­ღე. ვწუხ­ვარ, რომ აქ, ჩემს სა­ღა­მო­ზე ბევ­რი მსურ­ვე­ლი უად­გი­ლო­ბის გამო უკან გაბ­რუნ­და. მად­ლო­ბა მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა იმ ყუ­რა­დღე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჩემ მი­მართ გა­მო­ი­ჩი­ნეს. მათ კი, ვინც სა­ღა­მოს უად­გი­ლო­ბის გამო ვერ და­ეს­წრო, ბო­დიშს ვუხ­დი. კი­დევ იგეგ­მე­ბა ჩემი სა­ღა­მო. სა­ნამ წა­ვალ ამე­რი­კა­ში, მინ­და, ქარ­თველ მსმე­ნელს ქარ­თუ­ლად ვუმ­ღე­რო...

- ამე­რი­კა­ში რომ ჩახ­ვალ, რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- რო­გორც გი­თხა­რით, მაქვს კონ­ტრაქ­ტი და ამის ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბა კი­დევ რა­ღაც პრო­ექ­ტე­ბი. ისე, ამე­რი­კა­ში რა­ი­მე რომ და­გეგ­მო, ფი­ზი­კუ­რად იქ უნდა იყო...

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებ?

- ისევ და ისევ მუ­სი­კით ვერ­თო­ბი და ჩემი თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც მას ეთ­მო­ბა. მუდ­მი­ვად ვუკ­რავ და ვმღე­რი...

- ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ზე რას გვე­ტყვი, რა ცვლი­ლე­ბას ხე­დავ?

- სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. შოუ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თონ, მაგ­რამ ბიზ­ნე­სი არ არ­სე­ბობს. არ არ­სე­ბობს ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის ბიზ­ნე­სი, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. დღეს ქარ­თუ­ლად ცოტა მღე­რის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თუ­ლად უნდა იმ­ღე­რო, რომ ბა­ზა­რი შე­იქ­მნას. თუ და­ვი­ნა­ხავ, რომ აქ რა­ი­მეს შეც­ვლა შე­მიძ­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ამას ვერ ვხე­დავ. ქარ­თვე­ლე­ბი ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გვაკ­ლია. არ შე­იძ­ლე­ბა, წე­ლი­წად­ში ერთი სიმ­ღე­რა ჩა­წე­რო და ამით ფული აკე­თო;

- რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, არის რამე სი­ახ­ლე?

- გა­მორ­თე დიქ­ტო­ფო­ნი (იცი­ნის). თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი არი­ან, რაც ძა­ლი­ან კარ­გია, თუმ­ცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ. ზო­გა­დად ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მომ­წონს. რა­სის­ტი ნამ­დვი­ლად არ ვარ, მაგ­რამ გვერ­დით არა­ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ამერიკაში ჩემს კარიერაში ბევრი რამ შევძელი, მაგრამ მგონია, რომ მეტი შემიძლია"

"ამერიკაში ჩემს კარიერაში ბევრი რამ შევძელი, მაგრამ მგონია, რომ მეტი შემიძლია"

მომღერალი ლიკა შუბითიძე ამერიკაში ოთხი წლის წინ წავიდა. ცოტა ხნის წინ ის სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მსმენელს მონატრებულმა მუსიკოსმა ერთი საღამო უკვე გამართა და დარბაზში, როგორც თავად გვითხრა, ხალხი ვერც კი დაეტია...

საქართველოში დაწყებულ წარმატებულ კარიერას ის ამერიკაში აგრძელებს. ლიკა თავის გეგმებსა და განხორციელებულ პროექტებზე ვრცლად გვესაუბრა.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში არ მღერიან, სიმღერა ადრეული ასაკიდანვე შემიყვარდა. შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ წლინახევრისა რიტმში ვცეკვავდი და მუსიკაც მიყვარდა. 4 წლიდან ვმღეროდი ანსამბლ "ცისარტყელაში" ანუ იქიდან მოყოლებული სცენაზე ვდგავარ. თუმცა ჩვენს სანათესავოში არიან ისეთი ადამიანები, ვინც კარგად მღერიან და ალბათ, მუსიკალური ნიჭი მათგან გამომყვა. მშობლები ბავშვობიდან ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, რომ ჩემს საქმიანობაში წარმატებული ვყოფილიყავი. ჩემს არჩევანს პატივს სცემდნენ. სკოლაშიც თავიდან თითქმის ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, ნორმალური მოსწავლე გახლდით.

- სკოლის დამთავრების შემდეგ რომელ სასწავლებელში განაგრძე სწავლა?

- ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში და ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით პედაგოგიური ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია და ჯერჯერობით არც ვაპირებ. თუმცა რასაკვირველია უცხო ენა ცხოვრებაში კარგად მადგება. რაც შეეხება ჩემს მუსიკალურ კარიერას, როგორც გითხარით, 4 წლიდან ვმღერი და კონცერტებსა და ფესტივალებში, ასევე ხშირად ვმონაწილეობდი კონკურსებში. ძალიან აქტიური ბავშვობა მქონდა და დატვირთულიც ვიყავი. ისე, კონკურსები ჩემი სტილი არ არის, რადგან მუსიკაში შეჯიბრების მოწყობა არასწორად მიმაჩნია. თუმცა ისეთ კონკურსებზე მოვხვდი, რომლებმაც ჩემს ცხოვრებზე დადებითად იმოქმედა.

- რადგანაც იმ კონკურსებიდან გაგიცნო და შეგიყვარა ხალხმა...

- კი, ასეა. პირველი კონკურსი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, "ნუცას სკოლა" იყო, რომელიც გახსოვთ ალბათ, ტელეკომპანია "იმედის" არხზე მიმდინარეობდა. თავიდან არ მინდოდა მასში მონაწილეობის მიღება. საბოლოოდ კი, ჩემმა საყვარელმა ადამიანმა და პედაგოგმა ნუნუ გაბუნიამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. შეაგროვა ჩემი ჩანაწერები და მითხრა, უნდა მიხვიდე და ბედი სცადოო. ის, რომ "ნუცას სკოლაში" მოვხვდი, საიდანაც ხალხმა გამიცნო, ქალბატონ ნუნუს დამსახურებაა. ამ პროექტში ფინალამდე მივედი. 2004 წელი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ნაყოფიერი გახლდათ. ამავე წელს იყო ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი "ჯეოსტარი", რომელშიც სამეულში მოვხვდი. მოკლედ, ჩემი სამუსიკო კარიერა ასე დაიწყო.

- ამ პროექტების შემდეგ იყო ალბათ შემოთავაზებებიც და როგორ გააგრძელე მოღვაწეობა?

- კი, იყო რაღაც შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. ყველაზე კარგი სკოლა კი ჩემთვის კლუბებსა და ბარებში დაკვრა აღმოჩნდა. გეტყვით იმასაც, რომ ჩემი საქმიანობა შემოსავლის წყაროც იყო. იმ დროს მუსიკალურად ძალიან გავიზარდე. ბევრ კარგ მუსიკოსთან მიწევდა ურთიერთობა... 2008 წლამდე, სანამ ამერიკაში გადავიდოდი საცხოვრებლად, ამ საქმიანობით ვიყავი დაკავებული. ასევე გადავიღე 3 კლიპი, რაშიც მეგობრები დამეხმარნენ. მათი დახმარების გარეშე ამას ვერ შევძლებდი. ისინი გვერდში დგომით ყოველთვის მანებივრებდნენ. ზოგი კინორეჟისორი იყო, ზოგი ფოტოგრაფი და მათი დახმარებით ხდებოდა ვიდეორგოლების გადაღება. ვერ ვიტყვი, რომ კლიპების გადაღებაში რაიმე თანხა დავხარჯე; დღემდე, ჩემი 6 კლიპი მუსიკალურ არხებზე ტრიალებს, რაც ძალიან მახარებს.

- უკვე 4 წელია, ამერიკაში ცხოვრობ. რატომ გადაწყვიტე იქ წასვლა, აქ ხომ გქონდა კარიერა აწყობილი?

- ამერიკაში მაშინ წავედი, როდესაც აქ შემოქმედებითი პაუზა მქონდა. მაშინ ასე მეგონა, რომ საქართველოში საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე. მინდოდა, მეტი მესწავლა, მუსიკალურად მეტად განვვითარებულიყავი, მეტი ხალხი გამეცნო... ეს ყველაფერი ამ ხნის მანძილზე მოვახერხე და მგონია, რომ კიდევ მეტს შევძლებ... თან, ამერიკაში წასვლის მიზეზი ისიც იყო, რომ გავთხოვდი, მაგრამ ვიტყოდი, რომ წარუმატებლად. ჩემს ყოფილ მეუღლესთან ერთად ამერიკაში რვა თვე ვიცხოვრე. შემდეგ დავშორდით. ნიუ-იორკში ცალკე გადავედი საცხოვრებლად და უკვე სამი წელია, მარტო ვცხოვრობ. მუსიკა იმაში მეხმარება, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა და სხვანაირად არც შეიძლება.

გავაფორმე კონტრაქტი ერთ-ერთ სტუდიასთან. ეს მოხდა პირადი კონტაქტების საშუალებით. მყავს პროდიუსერი - დეიმონ დევისი, რომელიც მუსიკოსია და აქვს თავისი სტუდია. მან თავდაპირველად რომ მომისმინა, ჩემი მუსიკა მოეწონა და დღემდე გვერდში მიდგას. ყველანაირ საქმეს ის მიგვარებს. ხშირად მეკითხებიან, - რა მუსიკას ვუკრავ. რამდენიმე მიმდინარეობა გავაერთიანე და ექსპერიმენტული დავარქვი. ამერიკაში ჩემი 3 ალბომი გამოვიდა.

- როგორ მიიღეს ამერიკელებმა მუსიკის შენებური შესრულება?

- პირველ ალბომში შევიდა თავისუფალი ჯაზი. ის ამ საუკუნის მუსიკა არ არის. მას ალბათ, ჩვენი შვილიშვილები და შვილთაშვილები მოუსმენენ...

- დროს გაუსწარი?

- კი, მე და ჩემს პროდიუსერს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეა. მეორე ალბომში შესულია აკუსტიკური ცოცხალი შესრულება, ჩემი დაწერილი კომპოზიციები. არანჟირება არასტანდარტულია და რაც მთავარია, მსმენელს მოეწონა. ამერიკაში უკვე გაყიდვაშიც არის. მესამე ალბომში ექსპერიმენტული პოპმუსიკაა შესული.

- როგორი დაგხვდა საქართველო 4 წლის შემდეგ?

- საქართველო ძალიან თბილად დამხვდა. როგორც აღმოჩნდა, ლიკა შუბითიძე ისევ ახსოვს ხალხს. მაკითხავენ ჟურნალისტები, რაც მახარებს. 4 წლის მანძილზე ვეცადე, არ გამეწყვიტა ქართველ მსმენელთან ურთიერთობა და ორი კლიპი გადავიღე. ვწუხვარ, რომ აქ, ჩემს საღამოზე ბევრი მსურველი უადგილობის გამო უკან გაბრუნდა. მადლობა მინდა ყველას ვუთხრა იმ ყურადღებისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეს. მათ კი, ვინც საღამოს უადგილობის გამო ვერ დაესწრო, ბოდიშს ვუხდი. კიდევ იგეგმება ჩემი საღამო. სანამ წავალ ამერიკაში, მინდა, ქართველ მსმენელს ქართულად ვუმღერო...

- ამერიკაში რომ ჩახვალ, რა გეგმები გაქვს?

- როგორც გითხარით, მაქვს კონტრაქტი და ამის ფარგლებში იგეგმება კიდევ რაღაც პროექტები. ისე, ამერიკაში რაიმე რომ დაგეგმო, ფიზიკურად იქ უნდა იყო...

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- ისევ და ისევ მუსიკით ვერთობი და ჩემი თავისუფალი დროც მას ეთმობა. მუდმივად ვუკრავ და ვმღერი...

- ქართულ შოუბიზნესზე რას გვეტყვი, რა ცვლილებას ხედავ?

- სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა. შოუ შეიძლება გააკეთონ, მაგრამ ბიზნესი არ არსებობს. არ არსებობს ქართული მუსიკის ბიზნესი, რაც ძალიან ცუდია. დღეს ქართულად ცოტა მღერის. საქართველოში ქართულად უნდა იმღერო, რომ ბაზარი შეიქმნას. თუ დავინახავ, რომ აქ რაიმეს შეცვლა შემიძლია, აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. ქართველები ნიჭიერები არიან, უბრალოდ პროფესიონალიზმი გვაკლია. არ შეიძლება, წელიწადში ერთი სიმღერა ჩაწერო და ამით ფული აკეთო;

- რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არის რამე სიახლე?

- გამორთე დიქტოფონი (იცინის). თაყვანისმცემლები არიან, რაც ძალიან კარგია, თუმცა შეყვარებული არ ვარ. ზოგადად ქართველი მამაკაცები მომწონს. რასისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ გვერდით არაქართველი მამაკაცი ვერ წარმომიდგენია.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება