სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონსტანტინე მუდმივი თვალთვალის, დევნისა, და კრიტიკის ობიექტი გახლდათ"
"კონსტანტინე მუდმივი თვალთვალის, დევნისა, და კრიტიკის ობიექტი გახლდათ"

"მთე­ლი ჩემი იდე­ა­ლე­ბი და­ინ­გრა. კერ­ძო ცხოვ­რე­ბა და სი­ხა­რუ­ლი აღარ შემ­რჩა. სრუ­ლი­ად უვარ­გი­სი გავ­ხდი ამ ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის... უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ მიშ­ვე­ბენ, სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლის ნე­ბას არ მაძ­ლე­ვენ, არც ჟურ­ნა­ლი­სა და გა­ზე­თის გა­მო­ცე­მის ნე­ბას მაძ­ლე­ვენ, პირ­ზე ბოქ­ლო­მი მა­ძევს, ხელ-ფეხი შეკ­რუ­ლი მაქვს. მარ­ტო ვარ მი­ლე­თის მტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ... ათას­წი­ლად მირ­ჩევ­ნია ცი­ხე­ში ვყავ­დეთ. მინ­და, გა­დავ­ვარ­დე სად­მე მო­უ­სავ­ლეთ­ში, მაგ­რამ ვაი, რომ და­ვი­ღა­ლე ამ­დე­ნი ყი­ა­ლით და გული აღარ მერ­ჩის... ახლა ისე გა­მო­ფი­ტუ­ლი ვარ... ძილი აღა­რა მაქვს, თვა­ლე­ბი მტკი­ვა, ნერ­ვე­ბი აღარ მი­ვარ­გა..." - სწერს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია თა­ვის მე­უღ­ლეს, რე­ბე­კა ვა­შა­ძეს, 1925 წელს... და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სი იყო... ვისი მფარ­ვე­ლო­ბით შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მწე­რალ­მა ფი­ზი­კუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სი­ცო­ცხლე - ამის შე­სა­ხებ ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი სოსო სი­გუა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- 30-იან წლებ­ში მწე­რალ­თა ერთ ჯგუფს ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­ში შეს­ვლა შეს­თა­ვა­ზა. კონ­სტან­ტი­ნეს ხუმ­რო­ბით უთ­ქვამს: პარ­ტი­ა­ში რო­გორ არ შე­ვი­დო­დი, მაგ­რამ ვიცი, მალე გა­სა­რი­ცხი ვიქ­ნე­ბიო. ბე­რი­ას გას­ცი­ნე­ბია და ძალა არ და­უ­ტა­ნე­ბია. ლავ­რენ­ტი მფარ­ვე­ლობ­და კონ­სტან­ტი­ნეს, ბევ­რჯერ და­ეხ­მა­რა. მწე­რა­ლი თბი­ლის­ში მის სახ­ლში და­დი­ო­და, მოს­კოვ­შიც აკი­თხავ­და. არ­სე­ბობს ბე­რი­ას­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი კონ­სტან­ტი­ნეს წე­რი­ლე­ბი. "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის" ფი­ნალ­ში სწო­რედ ლავ­რენ­ტი ბე­რი­აა გა­მოყ­ვა­ნი­ლი პენ­სნე­ი­ა­ნი ცე­კას ახა­ლი მდივ­ნის პერ­სო­ნა­ჟის სა­ხით.

- მა­ინც რა იყო ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნეს მი­მართ ბე­რი­ას ასე­თი უჩ­ვე­უ­ლო კე­თილ­გან­წყო­ბის მი­ზე­ზი?

- ლავ­რენ­ტი აფხა­ზე­თი­დან იყო, ამ მხა­რე­ზე ზრუ­ნავ­და, ცდი­ლობ­და, იქ ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­სუ­ლი­ყო. მა­შინ აფხა­ზე­თი სე­პა­რა­ტიზ­მის იმა­ვე გზას ადგა, რო­გორც ეს დღეს ხდე­ბა. "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა" აფხა­ზებ­ზეა და­წე­რი­ლი: ზვამ­ბა­ი­ე­ბი, თა­რაშ ემ­ხვა­რი, თა­მარ შერ­ვა­ში­ძე - ყვე­ლა­ნი აფხა­ზე­ბი არი­ან. ბე­რი­ას უყ­ვარ­და ეს რო­მა­ნი. მისი ცოლი - ნინო გე­გეჭ­კო­რი მეგ­რე­ლი იყო. სახ­ლში ნი­ნოს და ლავ­რენ­ტის სა­სა­უბ­რო ენა მეგ­რუ­ლი გახ­ლდათ. მარ­თა­ლია, თა­ვად ლავ­რენ­ტი წიგ­ნებს არ კი­თხუ­ლობ­და, მაგ­რამ ნინო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქალი იყო. სამ­სა­ხუ­რი­დან ღამე დაბ­რუ­ნე­ბულ ქმარს ქალი 2 წლის მან­ძილ­ზე "მნა­თობ­ში" და­ბეჭ­დილ "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბას" უკი­თხავ­და. ლავ­რენ­ტის სი­ა­მოვ­ნებ­და აფხა­ზუ­რი ამ­ბე­ბის, თქმუ­ლე­ბე­ბი­სა და ლე­გენ­დე­ბის მოს­მე­ნა - ეს სა­კუ­თარ ბავ­შვო­ბას ახ­სე­ნებ­და. ასე რომ, რო­მა­ნის მი­მართ თა­ვი­დან­ვე კე­თილ­გან­წყო­ბილ­მა ბე­რი­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით რო­მა­ნის სამ წიგ­ნად გა­მო­ცე­მა­სა და რუ­სუ­ლად თარ­გმნის საქ­მეს შე­უ­წყო ხელი. ბე­რი­ამ კონ­სტან­ტი­ნე და­ი­ბა­რა და უთხრა, რომ რო­მა­ნის გან­ხილ­ვა მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტარ­დე­ბო­და. გან­ხილ­ვა მწე­რალ­თა კავ­შირ­ში 4 დღის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ო­და. თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. მა­ჩაბ­ლის ქუ­ჩა­ზე ხალ­ხის სიმ­რავ­ლის გამო ცხე­ნო­სან­თა მი­ლი­ცია იდგა და ხალ­ხს ასე აკა­ვებ­და. სხდო­მე­ბი სა­ღა­მოს 7 სა­ა­თი­დან ღა­მის 3 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბო­და. სი­ტყვით გა­მო­ვი­და ყვე­ლა ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი და პო­ე­ტი, გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის გარ­და.

ეს იყო რო­მა­ნის ტრი­უმ­ფუ­ლი გან­ხილ­ვა, რომ­ლის მსგავ­სი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში არ ყო­ფი­ლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ბე­რი­ას მიერ გახ­ლდათ სან­ქცი­რე­ბუ­ლი. როცა კონ­სტან­ტი­ნე მოს­კოვ­ში ჩა­ვი­დო­და, ამის შე­სა­ხებ ყო­ველ­თვის ატყო­ბი­ნებ­და ბე­რი­ას. მწე­რალს კონ­კრე­ტულ დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლა უწევ­და, რად­გან სხვა­ნა­ი­რად, ბე­რი­აც ვერ შეძ­ლებ­და მის გა­დარ­ჩე­ნას. გარ­და ამი­სა, სტა­ლინ­მაც და ბე­რი­ა­მაც კარ­გად იცოდ­ნენ მწერ­ლის ფასი, მათ სწო­რედ ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის დი­თირ­ამ­ბე­ბი აინ­ტე­რე­სებ­დათ, თო­რემ უნი­ჭო­ე­ბი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შეც წერ­დნენ მსგავს დი­თირ­ამ­ბებს სტა­ლინ­ზე. მათ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, სი­მონ ჯა­ნა­ში­ას, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი აინ­ტე­რე­სებ­დათ. ამი­ტომ იყო კონ­სტან­ტი­ნე მუდ­მი­ვი თვალ­თვა­ლის, დევ­ნის, შეს­წავ­ლი­სა და კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, რათა მისი დიდი ნიჭი და გა­ნათ­ლე­ბა სა­სურ­ვე­ლი კუ­თხით წა­რე­მარ­თათ. მისი წიგ­ნე­ბი მხო­ლოდ ცე­კას ნე­ბარ­თვით იბეჭ­დე­ბო­და. ხე­ლო­ვა­ნის თავ­ზე და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლი ეკი­და და ყო­ველ წუთს სიკ­ვდილს ელო­და. ერთხელ, ბე­რი­ამ კონ­სტან­ტი­ნე და­ი­ბა­რა და სტა­ლი­ნის 60 წლის იუ­ბი­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ბე­ლად­ზე რო­მა­ნის და­წე­რა შეს­თა­ვა­ზა. კონ­სტან­ტი­ნემ­დე იმა­ვე წი­ნა­და­დე­ბით მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის­თვის მი­უ­მარ­თავს. ჯა­ვა­ხიშ­ვილს შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნე­ბია: კარ­გი ჰო­ნო­რა­რი, მან­ქა­ნა, მდი­ვა­ნი... მოკ­ლედ, სრუ­ლი კომ­ფორ­ტი. ამის შემ­დეგ ბე­რი­ამ გამ­სა­ხურ­დია და­ი­ბა­რა.

პი­რო­ბებ­ზე მწე­რალ­მა თქვა: არა­ფე­რი მინ­და კალ­მი­სა და სუფ­თა ქა­ღალ­დის მე­ტიო. ბე­რი­ას, ბუ­ნებ­რი­ვია, ასე ერ­ჩივ­ნა და არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ კონ­სტან­ტი­ნე­ზე შე­ა­ჩე­რა. მწე­რალ­მა მო­ნი­ჭე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლა და სტა­ლინ­ზე რო­მა­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად სულ რა­ღაც ექვს თვე­ში "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" და­წე­რა. 1939 წელს "ბე­ლა­დი" და­ი­ბეჭ­და. სტა­ლინს რო­მა­ნი არ მო­ე­წო­ნა... ეს არ იყო და ვერც იქ­ნე­ბო­და ობი­ექ­ტუ­რი რო­მა­ნი, არა­მედ, პო­ე­ტი­ზე­ბუ­ლი, ეს­თე­ტი­ზე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი შე­იქ­მნა. რო­მა­ნი სტა­ლი­ნის ბავ­შვო­ბას ცა­მე­ტი წლის ასა­კამ­დე, თბი­ლის­ში გად­მოს­ვლამ­დე აღ­წერ­და. მწე­რა­ლი ვერ ასა­ხავ­და მოვ­ლე­ნებს ისე, რო­გორც ეს სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო. მა­გა­ლი­თად, სოსო იმე­დაშ­ვი­ლი სტა­ლი­ნის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი იყო, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში გა­იქ­ცა და იქ სტა­ლი­ნის სა­ლან­ძღავ წიგ­ნებს წერ­და. სტა­ლინ­მა რო­მა­ნის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნა: ასე­თი ბავ­შვო­ბა არ მქო­ნი­აო. რო­მა­ნი სამ წიგ­ნად უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ამის შემ­დეგ არც მე­ო­რე და არც მე­სა­მე წიგ­ნის და­წე­რა აღარ უთხო­ვი­ათ. წიგნს ტაბუ და­ე­დო - თით­ქოს, არც არ­სე­ბობ­და. სა­მა­გი­ე­როდ, "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნას" პრო­პა­გან­და და­ი­წყო. ბე­რი­ამ თა­ვი­სი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარს, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტს, სი­მონ ჯა­ნა­ში­ას ეს წიგ­ნი სტა­ლინ­თან გა­ა­ტა­ნა. ჯა­ნა­ში­ამ ბე­ლადს წიგ­ნის წა­კი­თხვა სთხო­ვა. სტა­ლი­ნი და­უს­წრებ­ლად იც­ნობ­და გამ­სა­ხურ­დი­ას. დი­ლით, გან­თი­ა­დი­სას სტა­ლინ­მა ბე­რი­ას და­უ­რე­კა: რა კარ­გი მწე­რა­ლი ყო­ფი­ლა კონ­სტან­ტი­ნე, მე კი ეს აქამ­დე არ ვი­ცო­დი. მთე­ლი ღამე ვკი­თხუ­ლობ­დი "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნას" და ახლა და­ვამ­თავ­რეო. მალე რო­მა­ნი საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ზის მიღ­წე­ვად ჩა­ით­ვა­ლა... ამის შემ­დეგ კონ­სტან­ტი­ნეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა აქ­ტი­უ­რი გახ­და, თუმ­ცა 1946 წლი­დან ის სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ბრალ­დე­ბით კვლავ შე­ზღუ­დეს, შე­წყვი­ტეს მისი ტო­მე­უ­ლე­ბის გა­მო­ცე­მა, გა­მო­იყ­ვა­ნეს მწე­რალ­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დი­უ­მი­დან. კრი­ტი­კო­სე­ბი "შავ­რაზ­მე­ლად", "ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტად" მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

იმ პე­რი­ოდს "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის" მე­სა­მე წიგ­ნის გა­მო­ცე­მა და­ემ­თხვა, ის აკ­რძა­ლეს და მთე­ლი ტი­რა­ჟი დაწ­ვეს. მწე­რალ­მა გა­მო­სა­ვა­ლი "ვა­ზის ყვა­ვი­ლო­ბა­ზე" მუ­შა­ო­ბა­ში და­ი­ნა­ხა. ცხა­დია, კონ­სტან­ტი­ნე მეტი სიყ­ვა­რუ­ლით წერ­და "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნას", ვიდ­რე "ბე­ლადს" ან "ვა­ზის ყვა­ვი­ლო­ბას", მაგ­რამ ასე იყო სა­ჭი­რო, რათა თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე და შე­მოქ­მე­დე­ბა გა­და­ერ­ჩი­ნა, უკომ­პრო­მი­სო­ბა სიშ­ლე­გე იქ­ნე­ბო­და - სას­ტი­კი ბო­მო­ნი მსხვერ­პლსა და შე­სა­წი­რავს მოს­თხოვ­და. როცა წერა და­ი­წყო, სტა­ლი­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მწე­რალ­მა ბე­რი­ას თა­ნა­შემ­წეს, პეტ­რე შა­რი­ას და­უ­რე­კა: რამ­დე­ნი­მე წე­ლია წიგ­ნი არ გა­მო­მი­ცია და ბე­რი­ას უთხა­რი, ტი­რა­ჟი და ჰო­ნო­რა­რი გა­მი­ორ­მა­გო­სო. შა­რი­ამ უარი უთხრა, მაგ­რამ თხოვ­ნა ზუს­ტად გა­დას­ცა თა­ვის შეფს, ვა­ი­თუ, ბე­რი­ას­თა­ნაც დარ­ე­კოს კონ­სტან­ტი­ნე­მო. ლავ­რენ­ტი მწე­რალს და­ე­მუქ­რა, გა­ჩერ­დეს, თო­რემ კი­დევ ერთხელ და­ვა­პა­ტიმ­რებ­თო, მაგ­რამ თხოვ­ნა მა­ინც შეს­რულ­და - წიგ­ნი 20 ათას ეგ­ზემპლა­რად გა­მო­ი­ცა.

- პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხი და და­ძა­ბუ­ლო­ბა მწერ­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბო­და...

- "ჩე­კას" ინ­ტრი­გე­ბის წყა­ლო­ბით, 1940-იანი წლე­ბი­დან მწერ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც გარ­თულ­და. მისი მე­უღ­ლის, მი­რან­და ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი ხან ჩუ­მად, ხან აშ­კა­რად ჰკი­ლავ­დნენ კონ­სტან­ტი­ნეს, არ მოს­წონ­დათ მისი პო­ზი­ცია: მთავ­რო­ბას აქებ­სო, ბოლ­შე­ვი­კებს მი­ე­ყი­დაო. გან­სა­კუთ­რე­ბით მი­რან­დას მა­მი­და - ოლღა ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი-კო­ბი­აშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რობ­და. მას სხვა ნა­თე­სა­ვე­ბიც აჰ­ყვნენ: მი­ზე­ზი ჰქონ­დათ - ისი­ნი რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან იყ­ვნენ. მი­რან­დას ნა­თე­სა­ვე­ბი დე­დის ხა­ზით - ერთი ნა­პა­ტიმ­რა­ლი ჭა­ბუ­კი და ბი­ძა­მი­სი - კონ­სტან­ტი­ნეს საყ­ვე­დუ­რობ­დნენ, რო­გორ შე­იც­ვა­ლე, ბოლ­შე­ვი­კებ­მა შე­გა­ში­ნე­სო. მწერ­ლის გაფრ­თხი­ლე­ბა არც ერ­თმა ყუ­რად არ იღო - მალე ისი­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვრი­ტეს. კონ­ფლიქ­ტი გაღ­რმავ­და: მი­რან­დამ ოჯა­ხი და­ტო­ვა და ლე­ნინ­გრად­ში წა­ვი­და.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, მწე­რა­ლი, სა­ერ­თოდ, სევ­დი­ა­ნი იყო, იშ­ვი­ა­თად უნა­ხავთ გა­ღი­მე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ხუმ­რო­ბა­ში ხა­ლი­სით ერ­თვე­ბო­და ხოლ­მე. ამ­ბობ­და: "არა­ფე­რი ისე არ ახა­სი­ა­თებს ადა­მი­ანს, რო­გორც სი­ცი­ლი".

- 1921 წლი­დან მწე­რა­ლი დღე­ვან­დე­ლი პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და, მის მე­ზობ­ლად კი სო­მე­ხი გი­ნე­კო­ლო­გი, შა­მუ­ელ შახ­პა­რო­ნი­ა­ნი. კონ­სტან­ტი­ნე ხუმ­რობ­და, ქა­ლე­ბი ჯერ ჩემ­თან მო­დი­ან და მერე შახ­პა­რო­ნი­ანს აკი­თხა­ვე­ნო.

- მძაფ­რი სარ­კაზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და მისი გა­მოს­ვლე­ბი მწე­რალ­თა კავ­ში­რის სხდო­მებ­ზე...

- კონ­სტან­ტი­ნე ზე­პირ გა­მოს­ვლებ­ში, წე­რი­ლებ­ში ხში­რად ქე­ბით იხ­სე­ნი­ებ­და პარ­ტი­ულ ლი­დე­რებს. ეს იყო მცი­რე­ო­დე­ნი, დრო­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხარ­კი. მაგ­რამ და­წე­სე­ბულ ეტი­კეტს ზოგ­ჯერ თა­ვად არ­ღვევ­და: აკა­კი გა­წე­რე­ლია იგო­ნებ­და: "მჟა­ვა­ნა­ძე­ო­ბის დრო იყო. კონ­სტან­ტი­ნე და მე რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე მი­ვა­ბი­ჯებ­დით. ანაზ­დად კონ­სტან­ტი­ნემ შე­მომ­თა­ვა­ზა: - ას-ასი გრა­მი არა­ყი დავ­ლი­ო­თო. დავ­ლი­ეთ. ხათრს ხომ არ გა­ვუ­ტეხ­დი. მერე აი­ჩე­მა: - არ­ქი­ტექ­ტორ­თა ყრი­ლო­ბას უნდა და­ვეს­წრო­თო... დავ­ყე­ვი მის სურ­ვილს. შე­ვე­დით სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რე­ა­ში... კონ­სტან­ტი­ნემ ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძეს სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა სთხო­ვა. მის­ცეს სი­ტყვა... კონ­სტან­ტი­ნემ და­ი­წყო: "უც­ნა­უ­რი ხალ­ხი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი! და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლი არ დგას თბი­ლის­ში. ძეგლი კი არა, ქუ­ჩაც კი არ გა­ვი­მე­ტეთ, მისი სა­ხე­ლი დაგ­ვერ­ქმია, კა­მოს­თვის კი არა­ფერს ვი­შუ­რებთ, მისი საფ­ლა­ვი ძეგ­ლად ვაქ­ცი­ეთ. აი, თქვე­ნი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა! სა­ღა­მოს ვუ­მარ­თავთ! ამხ. კა­მოს ქარ­თვე­ლი ერის წი­ნა­შე მხო­ლოდ ერთი დამ­სა­ხუ­რე­ბა მი­უ­ძღვის - ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი ბე­ლა­დის ცოლს, ქალ­ბა­ტონ ნა­დეჟ­და კრუპს­კა­ი­ას უკურ­ნე­ბე­ლი ვე­ნე­რი­უ­ლი სენი შეჰ­ყა­რა, იმან კი - ლე­ნინს. იცო­დეთ, ვა­სილ პავ­ლო­ვიჩ, ამას კა­ცობ­რი­ო­ბა და­გი­ფა­სებთ!" კი­ნა­ღამ ჩა­ე­შა­ლათ ყრი­ლო­ბა - დარ­ბაზ­ში ჩოჩ­ქო­ლი, ხმა­უ­რი, სი­ცი­ლი ატყდა. კონ­სტან­ტი­ნემ სი­ტყვა და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ არე­ულ ხალ­ხს რომ გა­და­ხე­და, შეკ­რთა და ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძეს­თან მი­ვი­და: "ვა­სი­ლი პავ­ლო­ვიჩ, ხომ არა­ფე­რი გა­და­ვა­ჭარ­ბე?" "არა, არა­ფე­რი" - და­ამ­შვი­და მჟა­ვა­ნა­ძემ შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი მწე­რა­ლი. "ჰო, კარ­გი, გე­თაყ­ვა" - მი­უ­გო კონ­სტან­ტი­ნემ და თა­ვის სა­ვარ­ძელს და­უბ­რუნ­და.

- რას გვე­ტყვით მამა-შვი­ლის, კონ­სტან­ტი­ნე და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე?

- ზვი­ა­დის­თვის კონ­სტან­ტი­ნე არა მხო­ლოდ ხორ­ცი­ე­ლი, არა­მედ სუ­ლი­ე­რი მა­მაც იყო. ცდი­ლობ­და, ისე ეცხოვ­რა, რო­გორც დიდ კონ­სტან­ტი­ნეს მო­ე­წო­ნე­ბო­და. 1955 წელს მამა ზვი­ადს მოს­კო­ვი­დან სწერს: "გახ­სოვ­დეს, ეს ცხოვ­რე­ბა მო­სა­წყენ­ზე მო­სა­წყე­ნია, თუ ადა­მი­ა­ნი არ იწ­ვის რა­ი­მე მა­ღა­ლი და ზე­აღმტა­ცი ამ­ბე­ბი­სათ­ვის. ამის გა­რე­შე სხვა ყვე­ლა­ფე­რი ემ­სგავ­სე­ბა იმ სა­ცო­დავ და უში­ნა­არ­სო ცხოვ­რე­ბას, რო­მელ­საც ეწე­ვი­ან ხოლ­მე მცე­ნა­რე­ე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი. თუნ­დაც ჩემი გამ­წა­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდე­ე­ბი­სათ­ვის მო­ლაშ­ქრედ არ წარ­მო­მედ­გი­ნა ჩემი თავი, ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ­დი იმ ქა­რიშ­ხლებს, რო­მელ­თა გა­და­ტა­ნაც, ასე თუ ისე, შევ­ძე­ლი..."

- თურ­მე, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ოდ­ში წი­ნა­პარ­თა სა­ხე­ე­ბი ედგა თვალ­წინ, მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ეხ­მი­ა­ნე­ბო­და...

- აბა­შა აგონ­დე­ბო­და, სოფ­ლის ორ­ღო­ბე­ე­ბი, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ალუ­ჩე­ბი და ვა­ზე­ბი, ძვე­ლი აბა­შა ენატ­რე­ბო­და. გული სწყდე­ბო­და, რომ მა­მი­სე­უ­ლი ეზო-კარი ია­ვარ­ქმნი­ლი იყო, ღობე მო­ერ­ღვი­ათ, ხე­ე­ბი მო­ეჭ­რათ, აღარ იდგა ის­ლის სახ­ლი. იგო­ნებ­და გა­ლა­კტი­ონ­საც - ვერ და­ვა­ფა­სეთ, სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი პო­ე­ტი იყოო. ბავ­შვო­ბი­დან კარ­გი მე­გობ­რო­ბა გვქონ­და, მაგ­რამ ნას­ვა­მი და­დი­ო­და, მე კი­დევ ნას­ვამ კაც­თან სა­უ­ბა­რი ყო­ველ­თვის მი­ჭირ­დაო. ფიქ­რებს ხმა­მაღ­ლა წარ­მოთ­ქვამ­და, ახ­სე­ნებ­და რუს­თა­ველ­საც. სიკ­ვდი­ლის წინ გო­ე­თეს, და­ვით მე­ფე­სა და თა­მარს ახ­სე­ნებ­და... 1975 წლის 17 ივ­ლისს, ღა­მის თერ­თმეტ სა­ათ­ზე სუნ­თქვა წა­ერ­თვა. დიდი კა­ცის სიკ­ვდილ­მა ყვე­ლა გა­ა­ოგ­ნა, მხო­ლოდ ატი­რე­ბულ­მა ზვი­ად­მა მო­იკ­რი­ბა ძალა, შეკ­რე­ბილთ გა­მო­ე­ყო და ზედ გა­და­ემ­ხო სა­თაყ­ვა­ნო მა­მის ცხე­დარს... კონ­სტან­ტი­ნე კოლ­ხუ­რი კოშ­კის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს, რად­გან მთაწ­მინ­და­ზე ად­რე­ვე უარი თქვა, სა­ქარ­თვე­ლოს და­მაქ­ცე­ვა­რის, ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძის გვერ­დით არ და­ვი­მარ­ხე­ბიო...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"კონსტანტინე მუდმივი თვალთვალის, დევნისა, და კრიტიკის ობიექტი გახლდათ"

"კონსტანტინე მუდმივი თვალთვალის, დევნისა, და კრიტიკის ობიექტი გახლდათ"

"მთელი ჩემი იდეალები დაინგრა. კერძო ცხოვრება და სიხარული აღარ შემრჩა. სრულიად უვარგისი გავხდი ამ ცხოვრებისათვის... უნივერსიტეტში არ მიშვებენ, საზღვარგარეთ წასვლის ნებას არ მაძლევენ, არც ჟურნალისა და გაზეთის გამოცემის ნებას მაძლევენ, პირზე ბოქლომი მაძევს, ხელ-ფეხი შეკრული მაქვს. მარტო ვარ მილეთის მტრების წინააღმდეგ... ათასწილად მირჩევნია ციხეში ვყავდეთ. მინდა, გადავვარდე სადმე მოუსავლეთში, მაგრამ ვაი, რომ დავიღალე ამდენი ყიალით და გული აღარ მერჩის... ახლა ისე გამოფიტული ვარ... ძილი აღარა მაქვს, თვალები მტკივა, ნერვები აღარ მივარგა..." - სწერს კონსტანტინე გამსახურდია თავის მეუღლეს, რებეკა ვაშაძეს, 1925 წელს... და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... ვისი მფარველობით შეინარჩუნა მწერალმა ფიზიკური და შემოქმედებითი სიცოცხლე - ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო სიგუა გვესაუბრება.

- 30-იან წლებში მწერალთა ერთ ჯგუფს ლავრენტი ბერიამ კომუნისტურ პარტიაში შესვლა შესთავაზა. კონსტანტინეს ხუმრობით უთქვამს: პარტიაში როგორ არ შევიდოდი, მაგრამ ვიცი, მალე გასარიცხი ვიქნებიო. ბერიას გასცინებია და ძალა არ დაუტანებია. ლავრენტი მფარველობდა კონსტანტინეს, ბევრჯერ დაეხმარა. მწერალი თბილისში მის სახლში დადიოდა, მოსკოვშიც აკითხავდა. არსებობს ბერიასთვის გაგზავნილი კონსტანტინეს წერილები. "მთვარის მოტაცების" ფინალში სწორედ ლავრენტი ბერიაა გამოყვანილი პენსნეიანი ცეკას ახალი მდივნის პერსონაჟის სახით.

- მაინც რა იყო ბატონი კონსტანტინეს მიმართ ბერიას ასეთი უჩვეულო კეთილგანწყობის მიზეზი?

- ლავრენტი აფხაზეთიდან იყო, ამ მხარეზე ზრუნავდა, ცდილობდა, იქ ქართველი მოსახლეობა შესულიყო. მაშინ აფხაზეთი სეპარატიზმის იმავე გზას ადგა, როგორც ეს დღეს ხდება. "მთვარის მოტაცება" აფხაზებზეა დაწერილი: ზვამბაიები, თარაშ ემხვარი, თამარ შერვაშიძე - ყველანი აფხაზები არიან. ბერიას უყვარდა ეს რომანი. მისი ცოლი - ნინო გეგეჭკორი მეგრელი იყო. სახლში ნინოს და ლავრენტის სასაუბრო ენა მეგრული გახლდათ. მართალია, თავად ლავრენტი წიგნებს არ კითხულობდა, მაგრამ ნინო განათლებული ქალი იყო. სამსახურიდან ღამე დაბრუნებულ ქმარს ქალი 2 წლის მანძილზე "მნათობში" დაბეჭდილ "მთვარის მოტაცებას" უკითხავდა. ლავრენტის სიამოვნებდა აფხაზური ამბების, თქმულებებისა და ლეგენდების მოსმენა - ეს საკუთარ ბავშვობას ახსენებდა. ასე რომ, რომანის მიმართ თავიდანვე კეთილგანწყობილმა ბერიამ მოგვიანებით რომანის სამ წიგნად გამოცემასა და რუსულად თარგმნის საქმეს შეუწყო ხელი. ბერიამ კონსტანტინე დაიბარა და უთხრა, რომ რომანის განხილვა მაღალ დონეზე ჩატარდებოდა. განხილვა მწერალთა კავშირში 4 დღის მანძილზე მიმდინარეოდა. თავმჯდომარე მიხეილ ჯავახიშვილი გახლდათ. მაჩაბლის ქუჩაზე ხალხის სიმრავლის გამო ცხენოსანთა მილიცია იდგა და ხალხს ასე აკავებდა. სხდომები საღამოს 7 საათიდან ღამის 3 საათამდე გრძელდებოდა. სიტყვით გამოვიდა ყველა ცნობილი მწერალი და პოეტი, გალაკტიონ ტაბიძის გარდა.

ეს იყო რომანის ტრიუმფული განხილვა, რომლის მსგავსი ქართული ლიტერატურის ისტორიაში არ ყოფილა. ეს ყველაფერი კი ბერიას მიერ გახლდათ სანქცირებული. როცა კონსტანტინე მოსკოვში ჩავიდოდა, ამის შესახებ ყოველთვის ატყობინებდა ბერიას. მწერალს კონკრეტულ დათმობებზე წასვლა უწევდა, რადგან სხვანაირად, ბერიაც ვერ შეძლებდა მის გადარჩენას. გარდა ამისა, სტალინმაც და ბერიამაც კარგად იცოდნენ მწერლის ფასი, მათ სწორედ ცნობილი მწერლების დითირამბები აინტერესებდათ, თორემ უნიჭოები ძალდატანების გარეშეც წერდნენ მსგავს დითირამბებს სტალინზე. მათ ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და კონსტანტინე გამსახურდიას მსგავსი ადამიანები აინტერესებდათ. ამიტომ იყო კონსტანტინე მუდმივი თვალთვალის, დევნის, შესწავლისა და კრიტიკის ობიექტი, რათა მისი დიდი ნიჭი და განათლება სასურველი კუთხით წარემართათ. მისი წიგნები მხოლოდ ცეკას ნებართვით იბეჭდებოდა. ხელოვანის თავზე დამოკლეს მახვილი ეკიდა და ყოველ წუთს სიკვდილს ელოდა. ერთხელ, ბერიამ კონსტანტინე დაიბარა და სტალინის 60 წლის იუბილის აღსანიშნავად ბელადზე რომანის დაწერა შესთავაზა. კონსტანტინემდე იმავე წინადადებით მიხეილ ჯავახიშვილისთვის მიუმართავს. ჯავახიშვილს შემდეგი პირობები წაუყენებია: კარგი ჰონორარი, მანქანა, მდივანი... მოკლედ, სრული კომფორტი. ამის შემდეგ ბერიამ გამსახურდია დაიბარა.

პირობებზე მწერალმა თქვა: არაფერი მინდა კალმისა და სუფთა ქაღალდის მეტიო. ბერიას, ბუნებრივია, ასე ერჩივნა და არჩევანი სწორედ კონსტანტინეზე შეაჩერა. მწერალმა მონიჭებული თავისუფლებით ისარგებლა და სტალინზე რომანის პარალელურად სულ რაღაც ექვს თვეში "დიდოსტატის მარჯვენა" დაწერა. 1939 წელს "ბელადი" დაიბეჭდა. სტალინს რომანი არ მოეწონა... ეს არ იყო და ვერც იქნებოდა ობიექტური რომანი, არამედ, პოეტიზებული, ესთეტიზებული ნაწარმოები შეიქმნა. რომანი სტალინის ბავშვობას ცამეტი წლის ასაკამდე, თბილისში გადმოსვლამდე აღწერდა. მწერალი ვერ ასახავდა მოვლენებს ისე, როგორც ეს სინამდვილეში იყო. მაგალითად, სოსო იმედაშვილი სტალინის ბავშვობის მეგობარი იყო, რომელიც უცხოეთში გაიქცა და იქ სტალინის სალანძღავ წიგნებს წერდა. სტალინმა რომანის შესახებ აღნიშნა: ასეთი ბავშვობა არ მქონიაო. რომანი სამ წიგნად უნდა გამოსულიყო, მაგრამ ამის შემდეგ არც მეორე და არც მესამე წიგნის დაწერა აღარ უთხოვიათ. წიგნს ტაბუ დაედო - თითქოს, არც არსებობდა. სამაგიეროდ, "დიდოსტატის მარჯვენას" პროპაგანდა დაიწყო. ბერიამ თავისი ბავშვობის მეგობარს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, სიმონ ჯანაშიას ეს წიგნი სტალინთან გაატანა. ჯანაშიამ ბელადს წიგნის წაკითხვა სთხოვა. სტალინი დაუსწრებლად იცნობდა გამსახურდიას. დილით, განთიადისას სტალინმა ბერიას დაურეკა: რა კარგი მწერალი ყოფილა კონსტანტინე, მე კი ეს აქამდე არ ვიცოდი. მთელი ღამე ვკითხულობდი "დიდოსტატის მარჯვენას" და ახლა დავამთავრეო. მალე რომანი საბჭოთა ისტორიული პროზის მიღწევად ჩაითვალა... ამის შემდეგ კონსტანტინეს შემოქმედებითი ცხოვრება აქტიური გახდა, თუმცა 1946 წლიდან ის სხვადასხვა პოლიტიკური ბრალდებით კვლავ შეზღუდეს, შეწყვიტეს მისი ტომეულების გამოცემა, გამოიყვანეს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმიდან. კრიტიკოსები "შავრაზმელად", "ნაციონალისტად" მოიხსენიებდნენ.

იმ პერიოდს "დავით აღმაშენებლის" მესამე წიგნის გამოცემა დაემთხვა, ის აკრძალეს და მთელი ტირაჟი დაწვეს. მწერალმა გამოსავალი "ვაზის ყვავილობაზე" მუშაობაში დაინახა. ცხადია, კონსტანტინე მეტი სიყვარულით წერდა "დიდოსტატის მარჯვენას", ვიდრე "ბელადს" ან "ვაზის ყვავილობას", მაგრამ ასე იყო საჭირო, რათა თავისი სიცოცხლე და შემოქმედება გადაერჩინა, უკომპრომისობა სიშლეგე იქნებოდა - სასტიკი ბომონი მსხვერპლსა და შესაწირავს მოსთხოვდა. როცა წერა დაიწყო, სტალინი გარდაიცვალა. მწერალმა ბერიას თანაშემწეს, პეტრე შარიას დაურეკა: რამდენიმე წელია წიგნი არ გამომიცია და ბერიას უთხარი, ტირაჟი და ჰონორარი გამიორმაგოსო. შარიამ უარი უთხრა, მაგრამ თხოვნა ზუსტად გადასცა თავის შეფს, ვაითუ, ბერიასთანაც დარეკოს კონსტანტინემო. ლავრენტი მწერალს დაემუქრა, გაჩერდეს, თორემ კიდევ ერთხელ დავაპატიმრებთო, მაგრამ თხოვნა მაინც შესრულდა - წიგნი 20 ათას ეგზემპლარად გამოიცა.

- პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა მწერლის პირად ცხოვრებაზეც აისახებოდა...

- "ჩეკას" ინტრიგების წყალობით, 1940-იანი წლებიდან მწერლის პირადი ცხოვრებაც გართულდა. მისი მეუღლის, მირანდა ფალავანდიშვილის ნათესავები ხან ჩუმად, ხან აშკარად ჰკილავდნენ კონსტანტინეს, არ მოსწონდათ მისი პოზიცია: მთავრობას აქებსო, ბოლშევიკებს მიეყიდაო. განსაკუთრებით მირანდას მამიდა - ოლღა ფალავანდიშვილი-კობიაშვილი აქტიურობდა. მას სხვა ნათესავებიც აჰყვნენ: მიზეზი ჰქონდათ - ისინი რეპრესირებული ოჯახიდან იყვნენ. მირანდას ნათესავები დედის ხაზით - ერთი ნაპატიმრალი ჭაბუკი და ბიძამისი - კონსტანტინეს საყვედურობდნენ, როგორ შეიცვალე, ბოლშევიკებმა შეგაშინესო. მწერლის გაფრთხილება არც ერთმა ყურად არ იღო - მალე ისინი დააპატიმრეს და დახვრიტეს. კონფლიქტი გაღრმავდა: მირანდამ ოჯახი დატოვა და ლენინგრადში წავიდა.

- როგორც ცნობილია, მწერალი, საერთოდ, სევდიანი იყო, იშვიათად უნახავთ გაღიმებული. თუმცა, ხუმრობაში ხალისით ერთვებოდა ხოლმე. ამბობდა: "არაფერი ისე არ ახასიათებს ადამიანს, როგორც სიცილი".

- 1921 წლიდან მწერალი დღევანდელი პაოლო იაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა, მის მეზობლად კი სომეხი გინეკოლოგი, შამუელ შახპარონიანი. კონსტანტინე ხუმრობდა, ქალები ჯერ ჩემთან მოდიან და მერე შახპარონიანს აკითხავენო.

- მძაფრი სარკაზმით გამოირჩეოდა მისი გამოსვლები მწერალთა კავშირის სხდომებზე...

- კონსტანტინე ზეპირ გამოსვლებში, წერილებში ხშირად ქებით იხსენიებდა პარტიულ ლიდერებს. ეს იყო მცირეოდენი, დროით გამოწვეული ხარკი. მაგრამ დაწესებულ ეტიკეტს ზოგჯერ თავად არღვევდა: აკაკი გაწერელია იგონებდა: "მჟავანაძეობის დრო იყო. კონსტანტინე და მე რუსთაველის პროსპექტზე მივაბიჯებდით. ანაზდად კონსტანტინემ შემომთავაზა: - ას-ასი გრამი არაყი დავლიოთო. დავლიეთ. ხათრს ხომ არ გავუტეხდი. მერე აიჩემა: - არქიტექტორთა ყრილობას უნდა დავესწროთო... დავყევი მის სურვილს. შევედით სამხატვრო გალერეაში... კონსტანტინემ ვასილ მჟავანაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება სთხოვა. მისცეს სიტყვა... კონსტანტინემ დაიწყო: "უცნაური ხალხი ვართ ქართველები! დავით აღმაშენებლის ძეგლი არ დგას თბილისში. ძეგლი კი არა, ქუჩაც კი არ გავიმეტეთ, მისი სახელი დაგვერქმია, კამოსთვის კი არაფერს ვიშურებთ, მისი საფლავი ძეგლად ვაქციეთ. აი, თქვენი ხუროთმოძღვრება! საღამოს ვუმართავთ! ამხ. კამოს ქართველი ერის წინაშე მხოლოდ ერთი დამსახურება მიუძღვის - ჩვენი უსაყვარლესი ბელადის ცოლს, ქალბატონ ნადეჟდა კრუპსკაიას უკურნებელი ვენერიული სენი შეჰყარა, იმან კი - ლენინს. იცოდეთ, ვასილ პავლოვიჩ, ამას კაცობრიობა დაგიფასებთ!" კინაღამ ჩაეშალათ ყრილობა - დარბაზში ჩოჩქოლი, ხმაური, სიცილი ატყდა. კონსტანტინემ სიტყვა დაამთავრა, მაგრამ არეულ ხალხს რომ გადახედა, შეკრთა და ვასილ მჟავანაძესთან მივიდა: "ვასილი პავლოვიჩ, ხომ არაფერი გადავაჭარბე?" "არა, არაფერი" - დაამშვიდა მჟავანაძემ შეფიქრიანებული მწერალი. "ჰო, კარგი, გეთაყვა" - მიუგო კონსტანტინემ და თავის სავარძელს დაუბრუნდა.

- რას გვეტყვით მამა-შვილის, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების ურთიერთობაზე?

- ზვიადისთვის კონსტანტინე არა მხოლოდ ხორციელი, არამედ სულიერი მამაც იყო. ცდილობდა, ისე ეცხოვრა, როგორც დიდ კონსტანტინეს მოეწონებოდა. 1955 წელს მამა ზვიადს მოსკოვიდან სწერს: "გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც, ასე თუ ისე, შევძელი..."

- თურმე, კონსტანტინე გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო პერიოდში წინაპართა სახეები ედგა თვალწინ, მიცვალებულებს ეხმიანებოდა...

- აბაშა აგონდებოდა, სოფლის ორღობეები, აყვავებული ალუჩები და ვაზები, ძველი აბაშა ენატრებოდა. გული სწყდებოდა, რომ მამისეული ეზო-კარი იავარქმნილი იყო, ღობე მოერღვიათ, ხეები მოეჭრათ, აღარ იდგა ისლის სახლი. იგონებდა გალაკტიონსაც - ვერ დავაფასეთ, საუკუნის უდიდესი პოეტი იყოო. ბავშვობიდან კარგი მეგობრობა გვქონდა, მაგრამ ნასვამი დადიოდა, მე კიდევ ნასვამ კაცთან საუბარი ყოველთვის მიჭირდაო. ფიქრებს ხმამაღლა წარმოთქვამდა, ახსენებდა რუსთაველსაც. სიკვდილის წინ გოეთეს, დავით მეფესა და თამარს ახსენებდა... 1975 წლის 17 ივლისს, ღამის თერთმეტ საათზე სუნთქვა წაერთვა. დიდი კაცის სიკვდილმა ყველა გააოგნა, მხოლოდ ატირებულმა ზვიადმა მოიკრიბა ძალა, შეკრებილთ გამოეყო და ზედ გადაემხო სათაყვანო მამის ცხედარს... კონსტანტინე კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს, რადგან მთაწმინდაზე ადრევე უარი თქვა, საქართველოს დამაქცევარის, ფილიპე მახარაძის გვერდით არ დავიმარხებიო...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს