პოპულარული ქანთრის სტილის მომღერალი, ტეილორ სვიფტი და მისი 18 წლის შეყვარებული, რობერტ კენედის ვაჟი, კონორი, ოთხთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. როგორც დასავლური მედია წერს, წყვილი ერთმანეთს ზედმეტი სკანდალების გარეშე, გულახდილი საუბრის შემდეგ დაშორდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტეილორისა და კონორის დაშორების მიზეზი, ვარსკვლავების დაძაბული და გადატვირთული გრაფიკია, თუმცა სხვა ინფორმაციის მიხედვით, კონორმა ვერ აიტანა მომღერლის ორგულობა და ღალატი არ აპატია.
რამდენიმე დღის წინ პრესაში წერდნენ, რომ სვიფტი არ არის გულგრილი მისი ყოფილი შეყვარებულის, არნოლდ შვარცენეგერის შვილის, პატრიკის მიმართ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვარსკვლავი ორივეს ერთდროულად ხვდებოდა.
მომზადებულია usmagazine.com-ის მიხედვით.