მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევრონიუსი" - საქართველოს ახალი პრემიერი მაგნატი ბიძინა ივანიშვილი გახდა
"ევრონიუსი" - საქართველოს ახალი პრემიერი მაგნატი ბიძინა ივანიშვილი გახდა

"ევ­რო­ნი­უ­სი" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გაპ­რე­მი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს. "სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მაგ­ნა­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გახ­და. 56 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი და მისი კა­ბი­ნე­ტი პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა, სა­დაც უმ­რავ­ლე­სო­ბას სწო­რედ მისი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" წარ­მო­ად­გენს", - იუ­წყე­ბა "ევ­რო­ნი­უ­სი".

"ევ­რო­ნი­უ­სის" აზ­რით, მძაფ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე არ­ჩევ­ნებ­ში თა­ვი­სი მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბა მის­მა და­პი­რე­ბამ, შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ვა­შინგტონ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის კურ­სი.

"სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ჩვენ მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს­თან - შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ქარ­ტი­ის ჩარ­ჩო­ში. სა­ქარ­თვე­ლო ამას თა­ვი­სი ხალ­ხის წი­ნა­შე ვა­ლად მი­იჩ­ნევს", - მოჰ­ყავს "ევ­რო­ნი­უსს" ივა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთი გან­ცხა­დე­ბა.

"მან ასე­ვე დადო პი­რო­ბა, აღედ­გი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან. ორ ქვე­ყა­ნას შო­რის 2008 წლის ომის შემ­დეგ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რი გა­წყდა. თა­ვი­სი 5 მი­ლი­არ­დი­ა­ნი ქო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ივა­ნიშ­ვილ­მა რუ­სეთ­ში 90 წლებ­ში იშო­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვილს, რო­მელ­მაც 2003 წლის ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად ქვეყ­ნის პოსტსაბ­ჭო­თა მეს­ვე­ურ­ნი გან­დევ­ნა, მას საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა შემ­დე­გი წლის­თვის ეწუ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს "ევ­რო­ნი­უ­სი".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"ევრონიუსი" - საქართველოს ახალი პრემიერი მაგნატი ბიძინა ივანიშვილი გახდა

"ევრონიუსი" - საქართველოს ახალი პრემიერი მაგნატი ბიძინა ივანიშვილი გახდა

"ევრონიუსი" ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შესახებ მასალას ავრცელებს. "საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მაგნატი ბიძინა ივანიშვილი გახდა. 56 წლის ბიზნესმენი და მისი კაბინეტი პარლამენტმა დაამტკიცა, სადაც უმრავლესობას სწორედ მისი პარტია "ქართული ოცნება" წარმოადგენს", - იუწყება "ევრონიუსი".

"ევრონიუსის" აზრით, მძაფრი კონკურენციის პირობებში მიმდინარე არჩევნებში თავისი მთავარი ოპონენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ ივანიშვილის გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა მისმა დაპირებამ, შეენარჩუნებინა ვაშინგტონთან მჭიდრო ურთიერთობის კურსი.

"საქართველო გააგრძელებს თანამშრომლობას ჩვენ მთავარ მოკავშირესთან - შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ჩარჩოში. საქართველო ამას თავისი ხალხის წინაშე ვალად მიიჩნევს", - მოჰყავს "ევრონიუსს" ივანიშვილის ერთ-ერთი განცხადება.

"მან ასევე დადო პირობა, აღედგინა ურთიერთობა რუსეთთან. ორ ქვეყანას შორის 2008 წლის ომის შემდეგ დიპლომატიური კავშირი გაწყდა. თავისი 5 მილიარდიანი ქონების უმეტესობა ივანიშვილმა რუსეთში 90 წლებში იშოვა. რაც შეეხება სააკაშვილს, რომელმაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად ქვეყნის პოსტსაბჭოთა მესვეურნი განდევნა, მას საპრეზიდენტო ვადა შემდეგი წლისთვის ეწურება", - აღნიშნავს "ევრონიუსი".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა