არჩილ კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება გაგრძელდება

არჩილ კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება გაგრძელდება

ფაქტია, რომ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება დასრულებული არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, საქმის გამოძიება გაგრძელდება და დასრულდება.

"რაც შეეხება კონკრეტული პირების დანაშაულებრივ წვლილს, თუ საქმის გამოძიებისას მასალებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების საფუძველზე გაჩნდება ამგვარი აზრი, მას მიეცემა შესაბამისი კვალიფიკაცია. წინასწარ იმის თქმა, რომ ვინმე პასუხისგებაში მიეცემა ამა თუ იმ ბრალდებით, არ შემიძლია", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, ჟვანიას გარდაცვალების საქმე გამოძიების თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება.

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, გიორგი ჟვანიამ "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებად სააკაშვილი, ბარამიძე, მერაბიშვილი და ადეიშვილი დაასახელა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც არსებული მტკიცებულებების მეშვეობით, საქმეს ძალიან სწრაფად მოჰფენს ნათელს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა