ახალი მთავრობა კომერციული ბანკების საქმიანობას მკაცრად გააკონტროლებს. სამთავრობო პროგრამის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ კონტროლს განახორციელებს, რათა არ მოხდეს კომერციული ბანკების არაკონკურენტულ გარემოში ჩაყენება და ინტერესთა კონფლიქტი.
ამავე პროგრამაში ნათქვამია, რომ ჯანსაღი კონკურენციის შედეგად, მოხდება საწვავზე, ფარმაცევტულ პროდუქციასა თუ სხვა საქონელზე ფასების კლება, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათთვის ხელოვნურად დახურულ სფეროებში მუშაობა შეძლონ.
"თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშემწყობი ახალი პოლიტიკის გატარებით, ბიზნეს-სექტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა გამჭვირვალე გახდება, საბიუჯეტო შემოსავლებზე პოზიტიურად აისახება და ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები",- ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9