პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია გვიჩიანი: "ვანო მერაბიშვილმა ცოლის დანაშაულის მისაჩქმალავად დამაპატიმრა"
გია გვიჩიანი: "ვანო მერაბიშვილმა ცოლის დანაშაულის მისაჩქმალავად დამაპატიმრა"

2006 წლის 7 მარტს და­ა­კა­ვეს "თბილ­გა­ზის" იმ­ჟა­მინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გია გვი­ჩი­ა­ნი, რო­მელ­საც ბრა­ლი დას­დეს "თე­ლა­სის" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის, ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში და უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ერთი ადა­მი­ა­ნის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი გვი­ჩი­ა­ნი თავს უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რად მი­იჩ­ნევს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­მარ­თლებს. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს გია გვი­ჩი­ან­თან.

- ბა­ტო­ნო გია, რო­გორ პი­რო­ბებ­ში გი­წევთ სას­ჯე­ლის მოხ­და?

- ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბი რუს­თა­ვის მე-6 სა­პყრო­ბი­ლე­ში, სა­დაც უვა­დო პა­ტიმ­რებს ცალ­კე სარ­თუ­ლი გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი. სა­კან­ში მარ­ტო ვარ. მარ­თა­ლია, უვა­დო პა­ტიმ­რებს საკ­ნებ­ში ტე­ლე­ვი­ზო­რი გვაქვს, მაგ­რამ აქამ­დე მხო­ლოდ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხე­ბის­თვის თვა­ლის დევ­ნე­ბა შეგ­ვეძ­ლო. ძი­რი­თა­დად რა­დი­ო­თი ვის­მენ­დი ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვკი­თხუ­ლობ­დი წიგ­ნებს.

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აპი­რებს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვას. სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ შო­რის იქ­ნე­ბა თქვე­ნი საქ­მეც. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ ობი­ექ­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო გა­გა­მარ­თლებთ?

- უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ გა­ა­მარ­თლე­ბენ. ორ­ჯერ და­მა­პა­ტიმ­რეს და ორ­ჯერ­ვე უკა­ნო­ნოდ: პირ­ვე­ლად - შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, 2003 წელს. "ეი-ი-ეს თე­ლა­სის" ამე­რი­კელ მე­ნე­ჯე­რებ­თან ერ­თად მო­მი­წია ბრძო­ლამ ქარ­თულ ენერ­გო­მა­ფი­ას­თან და მათ ბევ­რი თა­ვის­ტკი­ვი­ლი გა­ვუ­ჩი­ნე. რო­დე­საც ამე­რი­კე­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეს, ენერ­გო­მა­ფი­ამ დრო იხელ­თა და პრო­კუ­რა­ტუ­რას ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბა შე­უკ­ვე­თა. "თე­ლა­სის" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯრის ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რამ "თე­ლა­სი­დან" ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია წა­ი­ღო. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ზე იყო ჩემი ხელ­მო­წე­რაც, ოპე­რა­ცი­ე­ბი კა­ნო­ნი­ე­რად იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერთ-ერთ რე­ვი­ზორს და­ა­წე­რი­ნა დას­კვნა, თით­ქოს მე "თე­ლა­სი" 2,5 მი­ლი­ო­ნი ლა­რით ვა­ზა­რა­ლე. აი, ამის სა­ფუძ­ველ­ზე და­მა­პა­ტიმ­რეს. პა­რა­ლე­ლუ­რად და­ი­წყო შავი პი­ა­რი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და რა­ღაც კავ­ში­რი მქო­ნო­და ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბას­თან. ეს ვა­რა­უ­დი აი­ტა­ცა ყვე­ლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხმა. მას შემ­დეგ, რაც "თე­ლა­სის" ამე­რი­კელ­მა მე­ნე­ჯე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჩემ­გან არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლან და სა­სა­მარ­თლოს წე­რი­ლო­ბით მოს­თხო­ვეს ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სხვა გზა არ ჰქონ­დათ და სამ დღე­ში გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. იმ­ჟა­მინ­დელ­მა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა ავთო ჯორ­ბე­ნა­ძემ ჩა­ა­ტა­რა მთავ­რო­ბის სხდო­მა, სა­დაც ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი - ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბა გა­ნი­ხი­ლა. მან პირ­და­პირ და­ა­ვა­ლა გენპ­რო­კუ­რორს და შს მი­ნისტრს, რომ და­ე­რე­კათ მო­სა­მარ­თლი­სათ­ვის და მო­ე­თხო­ვათ ჩემი ხე­ლა­ხა­ლი და­პა­ტიმ­რე­ბა. ჩემს და­პა­ტიმ­რე­ბას უშუ­ა­ლოდ ავთო ჯორ­ბე­ნა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ის ას­რუ­ლებ­და ქარ­თუ­ლი ენერ­გო­მა­ფი­ის დაკ­ვე­თას, თო­რემ მე სა­ერ­თოდ არ მიც­ნობ­და. ჩემი პირ­ვე­ლი და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ნახა, მათ შო­რის - ნო­დარ გვი­ჩი­ან­მა, რო­მე­ლიც 2006 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­ყიდ­ვის ბრალ­დე­ბით და რად­გა­ნაც ეს მისი მერ­ვე პა­ტიმ­რო­ბა იყო, გვი­ჩი­ანს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და. ათას­ნა­ირ თაღ­ლი­თო­ბა­ში გა­მოც­დილ­მა გვი­ჩი­ან­მა გა­მო­ი­ყე­ნა საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის მან­კი­ე­რი ფორ­მა და შეც­დო­მა და­აშ­ვე­ბი­ნა შს სა­მი­ნის­ტროს. მან ჩემი პირ­ვე­ლი და­პა­ტიმ­რე­ბა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბას­თან და­ა­კავ­ში­რა. გა­მო­ძი­ე­ბა მო­ა­ტყუა, თით­ქოს ჩვენ ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვით და საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით თავი და­იძ­ვრი­ნა. არა­და, ეს ადა­მი­ა­ნი ერთხელ მყავს ნა­ნა­ხი. ნიკა ლო­მი­ნა­ძე მოკ­ლეს 2002 წლის 13 აგ­ვის­ტოს. გვი­ჩი­ან­მა მის­ცა ჩვე­ნე­ბა, თით­ქოს ჩემს კა­ბი­ნეტ­ში აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში შე­ვუკ­ვე­თე ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა, თვი­თონ კი შუ­ა­მა­ვა­ლი იყო, და რომ ეს მკვლე­ლო­ბა შე­ას­რუ­ლა მის­მა სამ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მელ­თა­გან უშუ­ა­ლოდ ერ­თმა - ნიკა ჩე­მი­ამ "მა­კა­რო­ვით" მოკ­ლა ნიკა. გა­მო­ძი­ე­ბამ სა­მი­ვე პი­როვ­ნე­ბა - ნიკა ჩე­მია, გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლი და ავთო ხერ­კე­ლა­ძე - და­ა­კა­ვა და 2006 წლის 6 იან­ვარს დნმ-ს ნი­მუ­შე­ბი გა­ეგ­ზავ­ნა აშშ-ის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ლა­ბო­რა­ტო­რი­ას. ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან აღე­ბუ­ლი იყო თი­თის ანა­ბეჭ­დი, თმის ღე­რე­ბი და სი­გა­რე­ტის ნამ­წვე­ბი. თუ იქი­დან ჩა­მო­ვი­დო­და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი, გა­მო­ვი­დო­და, რომ ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი მარ­თა­ლი იყო და მე და­მა­პა­ტიმ­რებ­დნენ, მაგ­რამ 28 იან­ვარს მოკ­ლეს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი. ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნა მხო­ლოდ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, ხოლო შემ­კვე­თე­ბი, მათ შო­რის მი­სი­ვე მე­უღ­ლე, საქ­მი­დან გა­ეყ­ვა­ნა. მას სჭირ­დე­ბო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყუ­რა­დღე­ბა სხვა რა­მე­ზე გა­და­ე­ტა­ნა. ამი­ტო­მაც აღარ და­ე­ლოდ­ნენ ამე­რი­კი­დან დნმ-ს პა­სუხს და 13 თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყეს ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის ე.წ. შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის სას­ტი­კი წა­მე­ბა. მათ თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­დათ მოკ­ლუ­ლი და წა­მე­ბის შე­დე­გად ეს აღი­ა­რეს, ხოლო ლო­მი­ნა­ძე­ზე არა­ფე­რი იცოდ­ნენ და რა უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნათ? 2006 წლის 6 მარტს დათა ახა­ლა­ი­ამ და­ა­პა­ტიმ­რა გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბი, რი­თაც მი­იჩ­ქმა­ლა მისი და სხვა შემ­კვე­თე­ბის და­ნა­შა­უ­ლი. მე­ო­რე დღეს, დი­ლას, 7 მარტს, ჩემს კა­ბი­ნეტ­ში დიდი ხმა­უ­რით და­მა­პა­ტიმ­რეს. მე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი ვარ. მან ცო­ლის და­ნა­შა­უ­ლის მი­საჩ­ქმა­ლად და­მა­პა­ტიმ­რა.

- გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო­დან რა პა­სუ­ხი ჩა­მო­ვი­და?

- ჩემი და­კა­ვე­ბი­დან სამ კვი­რა­ში ჩა­მო­ვი­და უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი. გა­მო­ძი­ე­ბამ შე­ა­მოწ­მა ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ე.წ. ფაქ­ტე­ბი და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში ნიკა ჩე­მია გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ვე­რაფ­რით აი­ღებ­და შეკ­ვე­თას, ლო­მი­ნა­ძეს და მის მარ­შრუტს ვერ შე­ის­წავ­ლი­და. გა­მო­ძი­ე­ბა მიხ­ვდა, რომ გვი­ჩი­ან­მა მო­ა­ტყუა... ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტეს ჩემი გაშ­ვე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, სოდ-ის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი პა­ა­ტა კუპ­რაშ­ვი­ლი უნდა და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ, რად­გა­ნაც უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვი და მას ჩა­ეთ­ვლე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლად. მაგ­რამ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა კუპ­რაშ­ვილ­მა ინ­ფარ­ქტი მი­ი­ღო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაწ­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში ოპო­ზი­ცი­ამ და­ი­წყო მას­შტა­ბუ­რი გა­მოს­ვლე­ბი მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­სუ­ხობ­და, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი არ გა­დად­გე­ბო­და, რად­გან "მა­გა­რი მი­ნის­ტრი იყო, მა­გარ საქ­მე­ებს ხსნი­და". მე რომ გა­ვეშ­ვი და შსს-ს შეც­დო­მა ეღი­ა­რე­ბი­ნა, მა­შინ მე­რა­ბიშ­ვი­ლი "მა­გა­რი მი­ნის­ტრი" აღარ გა­მო­დი­ო­და. ამი­ტო­მაც საქ­მის ბო­ლომ­დე გა­ყალ­ბე­ბა გა­და­წყვი­ტეს - გა­მო­ძი­ე­ბა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის სამი და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რი­დან ორს გა­უ­რიგ­და, მათ "აღი­ა­რეს" მკვლე­ლო­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, აპა­ტი­ეს თურ­ქი მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბა, მე­სა­მეს - ნიკა ჩე­მი­ას კი ორი­ვე მკვლე­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. გა­მო­ძი­ე­ბამ და­არ­წმუ­ნა ლო­მი­ნა­ძის ოჯა­ხი, მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლი­აო და მის მშობ­ლებს ცრუ ჩვე­ნე­ბა მი­ა­ცე­მი­ნეს, თით­ქოს მათ შვილს ნათ­ქვა­მი ჰქონ­და, რომ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა უნდა შე­ეს­წავ­ლა და ვი­თომ ამი­ტომ გან­ვიზ­რა­ხე მისი მკვლე­ლო­ბა. ამით სოდ-მა და­ნა­შა­ულ­ში ჩა­ით­რია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი და გა­ყალ­ბე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გა­ხა­და. პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მა­ლა აშშ-დან მი­ღე­ბუ­ლი დნმ-ს პა­სუ­ხი და სა­სა­მარ­თლო­ზე მხო­ლოდ აბ­სურ­დუ­ლი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბით წარ­დგა. მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის - ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მა­სა­მარ­თლეს და უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯეს. ეს ჩვე­ნე­ბაც ათ­ჯერ შეც­ვა­ლეს. გა­მო­ძი­ე­ბა უფრო დიდ ჩიხ­ში შე­ვი­და, ვი­ნა­ი­დან ჩე­მი­ას ჰქონ­და უტყუ­ა­რი ალი­ბი - მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში ის იმ­ყო­ფე­ბო­და რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე ოჯახ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად და თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მის­კენ მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. გარ­და ამი­სა, ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლია "მა­კა­რო­ვის" ტი­პის ია­რა­ღით, მაგ­რამ თავ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის ზომა უფრო ვიწ­როა, ვიდ­რე "მა­კა­რო­ვის" ტყვი­ის კა­ლიბ­რი. მო­სა­მარ­თლე ნა­ი­რა გი­გი­ტაშ­ვილ­მა ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბი გა­ა­ძე­ვა პრო­ცე­სი­დან, დაც­ვის გა­რე­შე გა­მა­სა­მარ­თლა და თქვა: ექ­სპერ­ტე­ბი იყ­ვნენ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი, ელას­ტი­კუ­რო­ბა ძვლის ბუ­ნებ­რი­ვი თვი­სე­ბაა - ძვა­ლი იწე­ლე­ბა, იკუმ­შე­ბა, ამი­ტო­მაც ტყვი­ას შე­უძ­ლია და­ტო­ვოს თა­ვის­ზე მცი­რე ზო­მის ჭრი­ლო­ბაო...

- თუ გა­გა­მარ­თლეს, რო­გორ ფიქ­რობთ, ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა? ვინ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ლო­მი­ნა­ძის ჩა­მო­ცი­ლე­ბით?

- ჩემს უკა­ნო­ნო და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ყვე­ლას - სა­ა­კაშ­ვი­ლი­თა და მე­რა­ბიშ­ვი­ლით და­წყე­ბუ­ლი, პრო­კუ­რორ-მო­სა­მარ­თლე­ე­ბით და ცრუ მოწ­მე­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ლო­მი­ნა­ძის მო­ცი­ლე­ბით "ეი-ი-ესს" და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს სა­ქარ­თვე­ლო. სამ­წუ­ხა­როდ, ამის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს გე­ნე­რა­ლი და­ვით კე­კუა, რო­მელ­მაც მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლას ტყვი­ის გულა შეც­ვა­ლა და საქ­მის მა­სა­ლე­ბი გა­ა­ყალ­ბა. იგი მე-7 სა­პყრო­ბი­ლე­ში სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა... საბ­რალ­დე­ბო დას­კვნის გად­მო­ცე­მი­სას პრო­კუ­რორ­მა ან­ზორ ხვა­და­გი­ან­მა ასე­თი რამ თქვა: რა ვქნა, ეს რე­ებს მა­კე­თე­ბი­ნე­ბენ, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა ასე გაგ­რძელ­დე­სო. იქვე მყოფ­მა სოდ-ის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა პა­ა­ტა კუპ­რაშ­ვილ­მა კი გა­ნა­ცხა­და, სა­ერ­თოდ წა­ვალ სის­ტე­მი­და­ნო, თუმ­ცა მერე გა­და­ი­ფიქ­რა. მო­სა­მარ­თლე­ებ­მა მი­მა­ნიშ­ნეს, რომ სხვა გზა არ ჰქონ­დათ, თო­რემ მშვე­ნივ­რად იცოდ­ნენ, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ვი­ყა­ვი.

- რა­ტომ დაგ­დეს ბრა­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც თქვენ? მახ­სოვს, თქვენს და­პა­ტიმ­რე­ბას შუ­რის­ძი­ე­ბი­თაც ხსნი­დით, კერ­ძოდ, იმით, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ში­გა­სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ძი­ება და­ი­წყეთ...

- ჩემი იზო­ლი­რე­ბა შე­უკ­ვე­თა ენერ­გო­მა­ფი­ამ, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც ახლა არ და­ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნო სა­სა­მარ­თლო­ში და ფარ­და ავ­ხა­დო იმას, რა­ტომ იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო და რა­ტომ გა­ი­ზარ­და ასე დე­ნის ტა­რი­ფი. ეს მა­ფია დღე­საც აკონ­ტრო­ლებს არა მარ­ტო ენერ­გე­ტი­კას, არა­მედ სხვა სფე­რო­ებ­საც. ჩემი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ეს ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ბუ­რუ­სით მო­ცულ გარ­დაც­ვა­ლე­ბას 2005 წლის 3 თე­ბერ­ვლის სა­ღა­მოს, "თბილ­გა­ზის" სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხურ­ში შე­მო­ვი­და ზარი იმ უბ­ნი­დან, სა­დაც ზუ­რაბ ჟვა­ნია და­ი­ღუ­პა. ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა უბან­ში გა­მა­ვალ გაზ­სა­დენს და და­ი­წყო გა­ზის გა­ჟონ­ვა. სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხურ­მა გა­და­კე­ტა გაზი და გა­დას­ცა რა­ი­ონს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­ო­რე დღეს შე­ე­კე­თე­ბი­ნათ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლი. გაზი სა­ღა­მოს 11-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­და­კე­ტეს და იმ უბან­ში 12 სა­ა­თის შემ­დეგ მი­სუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვერ ჩარ­თავ­და გა­მათ­ბო­ბელს. მე­ო­რე დი­ლით სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს და თქვა, გაზი არ იყო და ჟვა­ნია "CO"-თი რო­გორ გა­ი­გუ­დე­ბო­დაო. პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ეს ადა­მი­ა­ნი სას­წრა­ფოდ გა­იყ­ვა­ნეს გვერ­დზე და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მი­ცე­მა აუკ­რძა­ლეს, თან გა­მოჰ­კი­თხეს, სად იყო გა­და­კე­ტი­ლი სარ­ქვე­ლი. ერთი სა­ა­თის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კვლავ და­უ­კავ­შირ­დნენ ამ კაცს, კი­დევ ერთხელ სთხო­ვეს შეხ­ვედ­რა და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლის ჩვე­ნე­ბა. იქ მი­სუ­ლებს კი ბოქ­ლო­მი გა­ტე­ხი­ლი დახ­ვედ­რი­ათ. უთ­ქვამთ, ეტყო­ბა, ღა­მით ვი­ღა­ცამ ბოქ­ლო­მი გა­ტე­ხა და გაზი ჩარ­თოო, არა­და, 1 სა­ა­თის წინ არ იყო გა­ტე­ხი­ლი. მარ­თა­ლია, ეს სა­კი­თხი და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე გა­მო­ვარ­კვიე და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ვე­ძებ­დი, მაგ­რამ ჩემს და­პა­ტიმ­რე­ბას ამას მა­ინც არ ვუ­კავ­ში­რებ. მე რომ მა­შინ­ვე და­ვე­პა­ტიმ­რე­ბი­ნე, ამა­ზე ვი­ფიქ­რებ­დი, მაგ­რამ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის მე­ო­რე დღეს ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბა იმა­ზე მე­ტყვე­ლებ­და, რომ ამით შე­ე­ცად­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა სხვა სა­კი­თხზე გა­და­ე­ტა­ნათ.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გია გვიჩიანი: "ვანო მერაბიშვილმა ცოლის დანაშაულის მისაჩქმალავად დამაპატიმრა"

გია გვიჩიანი: "ვანო მერაბიშვილმა ცოლის დანაშაულის მისაჩქმალავად დამაპატიმრა"

2006 წლის 7 მარტს დააკავეს "თბილგაზის" იმჟამინდელი გენერალური დირექტორი გია გვიჩიანი, რომელსაც ბრალი დასდეს "თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე გასამართლებული გვიჩიანი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო, დამოუკიდებელი სასამართლო მას აუცილებლად გაამართლებს. გთავაზობთ ინტერვიუს გია გვიჩიანთან.

- ბატონო გია, როგორ პირობებში გიწევთ სასჯელის მოხდა?

- ამჟამად ვიმყოფები რუსთავის მე-6 საპყრობილეში, სადაც უვადო პატიმრებს ცალკე სართული გვაქვს გამოყოფილი. საკანში მარტო ვარ. მართალია, უვადო პატიმრებს საკნებში ტელევიზორი გვაქვს, მაგრამ აქამდე მხოლოდ სახელისუფლებო არხებისთვის თვალის დევნება შეგვეძლო. ძირითადად რადიოთი ვისმენდი ობიექტურ ინფორმაციას და ვკითხულობდი წიგნებს.

- ახალი ხელისუფლება აპირებს გახმაურებული საქმეების გადახედვას. სავარაუდოდ, მათ შორის იქნება თქვენი საქმეც. დარწმუნებული ხართ, რომ ობიექტური სასამართლო გაგამართლებთ?

- უდანაშაულო ადამიანი ყოველთვის დარწმუნებულია, რომ გაამართლებენ. ორჯერ დამაპატიმრეს და ორჯერვე უკანონოდ: პირველად - შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 2003 წელს. "ეი-ი-ეს თელასის" ამერიკელ მენეჯერებთან ერთად მომიწია ბრძოლამ ქართულ ენერგომაფიასთან და მათ ბევრი თავისტკივილი გავუჩინე. როდესაც ამერიკელებმა საქართველოს დატოვება გადაწყვიტეს, ენერგომაფიამ დრო იხელთა და პროკურატურას ჩემი დაპატიმრება შეუკვეთა. "თელასის" ფინანსური მენეჯრის ნიკა ლომინაძის მკვლელობის შემდეგ პროკურატურამ "თელასიდან" ფინანსური დოკუმენტაცია წაიღო. რამდენიმე მათგანზე იყო ჩემი ხელმოწერაც, ოპერაციები კანონიერად იყო განხორციელებული. თუმცა პროკურატურამ ერთ-ერთ რევიზორს დააწერინა დასკვნა, თითქოს მე "თელასი" 2,5 მილიონი ლარით ვაზარალე. აი, ამის საფუძველზე დამაპატიმრეს. პარალელურად დაიწყო შავი პიარი, რომ შეიძლებოდა რაღაც კავშირი მქონოდა ლომინაძის მკვლელობასთან. ეს ვარაუდი აიტაცა ყველა სატელევიზიო არხმა. მას შემდეგ, რაც "თელასის" ამერიკელმა მენეჯერებმა განაცხადეს, რომ ჩემგან არ დაზარალებულან და სასამართლოს წერილობით მოსთხოვეს ჩემი გათავისუფლება, სხვა გზა არ ჰქონდათ და სამ დღეში გამათავისუფლეს.

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება. იმჟამინდელმა სახელმწიფო მინისტრმა ავთო ჯორბენაძემ ჩაატარა მთავრობის სხდომა, სადაც ერთადერთი საკითხი - ჩემი დაპატიმრება განიხილა. მან პირდაპირ დაავალა გენპროკურორს და შს მინისტრს, რომ დაერეკათ მოსამართლისათვის და მოეთხოვათ ჩემი ხელახალი დაპატიმრება. ჩემს დაპატიმრებას უშუალოდ ავთო ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა, ის ასრულებდა ქართული ენერგომაფიის დაკვეთას, თორემ მე საერთოდ არ მიცნობდა. ჩემი პირველი დაკავების კადრები მთელმა საქართველომ ნახა, მათ შორის - ნოდარ გვიჩიანმა, რომელიც 2006 წელს დააპატიმრეს დიდი ოდენობით ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით და რადგანაც ეს მისი მერვე პატიმრობა იყო, გვიჩიანს უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. ათასნაირ თაღლითობაში გამოცდილმა გვიჩიანმა გამოიყენა საპროცესო გარიგების მანკიერი ფორმა და შეცდომა დააშვებინა შს სამინისტროს. მან ჩემი პირველი დაპატიმრება ლომინაძის მკვლელობასთან დააკავშირა. გამოძიება მოატყუა, თითქოს ჩვენ ბიძაშვილები ვიყავით და საპროცესო გარიგებით თავი დაიძვრინა. არადა, ეს ადამიანი ერთხელ მყავს ნანახი. ნიკა ლომინაძე მოკლეს 2002 წლის 13 აგვისტოს. გვიჩიანმა მისცა ჩვენება, თითქოს ჩემს კაბინეტში აგვისტოს დასაწყისში შევუკვეთე ლომინაძის მკვლელობა, თვითონ კი შუამავალი იყო, და რომ ეს მკვლელობა შეასრულა მისმა სამმა მეგობარმა, რომელთაგან უშუალოდ ერთმა - ნიკა ჩემიამ "მაკაროვით" მოკლა ნიკა. გამოძიებამ სამივე პიროვნება - ნიკა ჩემია, გიორგი პაპაჩაშვილი და ავთო ხერკელაძე - დააკავა და 2006 წლის 6 იანვარს დნმ-ს ნიმუშები გაეგზავნა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიას. ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან აღებული იყო თითის ანაბეჭდი, თმის ღერები და სიგარეტის ნამწვები. თუ იქიდან ჩამოვიდოდა დადებითი პასუხი, გამოვიდოდა, რომ ნოდარ გვიჩიანი მართალი იყო და მე დამაპატიმრებდნენ, მაგრამ 28 იანვარს მოკლეს სანდრო გირგვლიანი. ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა, დაეპატიმრებინა მხოლოდ შემსრულებლები, ხოლო შემკვეთები, მათ შორის მისივე მეუღლე, საქმიდან გაეყვანა. მას სჭირდებოდა, საზოგადოებას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. ამიტომაც აღარ დაელოდნენ ამერიკიდან დნმ-ს პასუხს და 13 თებერვლიდან დაიწყეს ლომინაძის მკვლელობის ე.წ. შემსრულებლების სასტიკი წამება. მათ თურქეთის მოქალაქე ჰყავდათ მოკლული და წამების შედეგად ეს აღიარეს, ხოლო ლომინაძეზე არაფერი იცოდნენ და რა უნდა ეღიარებინათ? 2006 წლის 6 მარტს დათა ახალაიამ დააპატიმრა გირგვლიანის მკვლელები, რითაც მიიჩქმალა მისი და სხვა შემკვეთების დანაშაული. მეორე დღეს, დილას, 7 მარტს, ჩემს კაბინეტში დიდი ხმაურით დამაპატიმრეს. მე ვანო მერაბიშვილის პირადი პატიმარი ვარ. მან ცოლის დანაშაულის მისაჩქმალად დამაპატიმრა.

- გამოძიების ფედერალური ბიუროდან რა პასუხი ჩამოვიდა?

- ჩემი დაკავებიდან სამ კვირაში ჩამოვიდა უარყოფითი პასუხი. გამოძიებამ შეამოწმა ნოდარ გვიჩიანის ჩვენებაში მოყვანილი ე.წ. ფაქტები და აღმოაჩინა, რომ აგვისტოს დასაწყისში ნიკა ჩემია გერმანიაში იმყოფებოდა და ვერაფრით აიღებდა შეკვეთას, ლომინაძეს და მის მარშრუტს ვერ შეისწავლიდა. გამოძიება მიხვდა, რომ გვიჩიანმა მოატყუა... ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტეს ჩემი გაშვება, სამაგიეროდ, სოდ-ის გამომძიებელი პაატა კუპრაშვილი უნდა დაეპატიმრებინათ, რადგანაც უკანონო პატიმარი ვიყავი და მას ჩაეთვლებოდა დანაშაულად. მაგრამ გამომძიებელმა კუპრაშვილმა ინფარქტი მიიღო და საავადმყოფოში დაწვა. ამ პერიოდში ოპოზიციამ დაიწყო მასშტაბური გამოსვლები მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნით. ხელისუფლება პასუხობდა, რომ მერაბიშვილი არ გადადგებოდა, რადგან "მაგარი მინისტრი იყო, მაგარ საქმეებს ხსნიდა". მე რომ გავეშვი და შსს-ს შეცდომა ეღიარებინა, მაშინ მერაბიშვილი "მაგარი მინისტრი" აღარ გამოდიოდა. ამიტომაც საქმის ბოლომდე გაყალბება გადაწყვიტეს - გამოძიება ლომინაძის მკვლელობისთვის სამი დაკავებული პირიდან ორს გაურიგდა, მათ "აღიარეს" მკვლელობა, სამაგიეროდ, აპატიეს თურქი მოქალაქის მკვლელობა, მესამეს - ნიკა ჩემიას კი ორივე მკვლელობაში დასდეს ბრალი. გამოძიებამ დაარწმუნა ლომინაძის ოჯახი, მკვლელობა გახსნილიაო და მის მშობლებს ცრუ ჩვენება მიაცემინეს, თითქოს მათ შვილს ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩემი საქმიანობა უნდა შეესწავლა და ვითომ ამიტომ განვიზრახე მისი მკვლელობა. ამით სოდ-მა დანაშაულში ჩაითრია დაზარალებული ოჯახი და გაყალბების თანამონაწილე გახადა. პროკურატურამ დამალა აშშ-დან მიღებული დნმ-ს პასუხი და სასამართლოზე მხოლოდ აბსურდული აღიარებითი ჩვენებებით წარდგა. მხოლოდ ერთი ადამიანის - ნოდარ გვიჩიანის ჩვენების საფუძველზე გამასამართლეს და უვადო პატიმრობა მომისაჯეს. ეს ჩვენებაც ათჯერ შეცვალეს. გამოძიება უფრო დიდ ჩიხში შევიდა, ვინაიდან ჩემიას ჰქონდა უტყუარი ალიბი - მკვლელობის მომენტში ის იმყოფებოდა რკინიგზის სადგურზე ოჯახთან და ახლობლებთან ერთად და თბილისიდან ბათუმისკენ მიემგზავრებოდა, რაც დადასტურებულია. გარდა ამისა, ნოდარ გვიჩიანის ჩვენებების მიხედვით, მკვლელობა ჩადენილია "მაკაროვის" ტიპის იარაღით, მაგრამ თავზე მიყენებული ჭრილობის ზომა უფრო ვიწროა, ვიდრე "მაკაროვის" ტყვიის კალიბრი. მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილმა ჩემი ადვოკატები გააძევა პროცესიდან, დაცვის გარეშე გამასამართლა და თქვა: ექსპერტები იყვნენ არაკომპეტენტურები, ელასტიკურობა ძვლის ბუნებრივი თვისებაა - ძვალი იწელება, იკუმშება, ამიტომაც ტყვიას შეუძლია დატოვოს თავისზე მცირე ზომის ჭრილობაო...

- თუ გაგამართლეს, როგორ ფიქრობთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება? ვინ იყო დაინტერესებული ლომინაძის ჩამოცილებით?

- ჩემს უკანონო დაპატიმრებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას - სააკაშვილითა და მერაბიშვილით დაწყებული, პროკურორ-მოსამართლეებით და ცრუ მოწმეებით დამთავრებული. ლომინაძის მოცილებით "ეი-ი-ესს" დაატოვებინეს საქართველო. სამწუხაროდ, ამისთვის გამოიყენეს გენერალი დავით კეკუა, რომელმაც მკვლელობის ადგილას ტყვიის გულა შეცვალა და საქმის მასალები გააყალბა. იგი მე-7 საპყრობილეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა... საბრალდებო დასკვნის გადმოცემისას პროკურორმა ანზორ ხვადაგიანმა ასეთი რამ თქვა: რა ვქნა, ეს რეებს მაკეთებინებენ, როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდესო. იქვე მყოფმა სოდ-ის გამომძიებელმა პაატა კუპრაშვილმა კი განაცხადა, საერთოდ წავალ სისტემიდანო, თუმცა მერე გადაიფიქრა. მოსამართლეებმა მიმანიშნეს, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, თორემ მშვენივრად იცოდნენ, რომ უდანაშაულო ვიყავი.

- რატომ დაგდეს ბრალი მაინცდამაინც თქვენ? მახსოვს, თქვენს დაპატიმრებას შურისძიებითაც ხსნიდით, კერძოდ, იმით, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შიგასამსახურებრივი ძი­ება დაიწყეთ...

- ჩემი იზოლირება შეუკვეთა ენერგომაფიამ, რომლის წარმომადგენლებსაც ახლა არ დავასახელებ, რადგან, გათავისუფლების შემდეგ გადაწყვეტილი მაქვს, სარჩელი შევიტანო სასამართლოში და ფარდა ავხადო იმას, რატომ იყო წლების განმავლობაში ჩაბნელებული საქართველო და რატომ გაიზარდა ასე დენის ტარიფი. ეს მაფია დღესაც აკონტროლებს არა მარტო ენერგეტიკას, არამედ სხვა სფეროებსაც. ჩემი გამოსვლის შემდეგ ეს ცნობილი გახდება საზოგადოებისათვის. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებას 2005 წლის 3 თებერვლის საღამოს, "თბილგაზის" საავარიო სამსახურში შემოვიდა ზარი იმ უბნიდან, სადაც ზურაბ ჟვანია დაიღუპა. ავტომობილი დაეჯახა უბანში გამავალ გაზსადენს და დაიწყო გაზის გაჟონვა. საავარიო სამსახურმა გადაკეტა გაზი და გადასცა რაიონს ინფორმაცია, რომ მეორე დღეს შეეკეთებინათ დაზიანებული ადგილი. გაზი საღამოს 11-ის ნახევარზე გადაკეტეს და იმ უბანში 12 საათის შემდეგ მისული პრემიერ-მინისტრი ვერ ჩართავდა გამათბობელს. მეორე დილით საავარიო სამსახურის უფროსმა რამდენიმე ინტერვიუ მისცა ტელეკომპანიებს და თქვა, გაზი არ იყო და ჟვანია "CO"-თი როგორ გაიგუდებოდაო. პროკურატურის თანამშრომლებმა ეს ადამიანი სასწრაფოდ გაიყვანეს გვერდზე და ინტერვიუების მიცემა აუკრძალეს, თან გამოჰკითხეს, სად იყო გადაკეტილი სარქველი. ერთი საათის შემდეგ პროკურატურის თანამშრომლები კვლავ დაუკავშირდნენ ამ კაცს, კიდევ ერთხელ სთხოვეს შეხვედრა და დაზიანებული ადგილის ჩვენება. იქ მისულებს კი ბოქლომი გატეხილი დახვედრიათ. უთქვამთ, ეტყობა, ღამით ვიღაცამ ბოქლომი გატეხა და გაზი ჩართოო, არადა, 1 საათის წინ არ იყო გატეხილი. მართალია, ეს საკითხი დაპატიმრებამდე გამოვარკვიე და მტკიცებულებებს ვეძებდი, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას ამას მაინც არ ვუკავშირებ. მე რომ მაშინვე დავეპატიმრებინე, ამაზე ვიფიქრებდი, მაგრამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მეორე დღეს ჩემი დაპატიმრება იმაზე მეტყველებდა, რომ ამით შეეცადნენ საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხზე გადაეტანათ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა