პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკაკი ძნელაძე: "ვერ ხვდებიან, რომ "ფაჩიკოს გარმონივით" დაიშალნენ!"
აკაკი ძნელაძე: "ვერ ხვდებიან, რომ "ფაჩიკოს გარმონივით" დაიშალნენ!"

მხატ­ვა­რი აკა­კი ძნე­ლა­ძე, რო­მე­ლიც აჭა­რის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რი გახ­და, მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს, ბა­თუმს, ფე­რის­ცვა­ლე­ბას ამ­ჩნევს. ცოტა ხნის წინ "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა ირ­ლან­დი­ე­ლი მწერ­ლის, სე­მუ­ელ ბე­კე­ტის ნა­წარ­მო­ებს მა­გო­ნებს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხიც გო­დოს მო­ლო­დინ­ში­აო. ახლა კი, მი­სი­ვე თქმით, ამ მო­ლო­დინ­მა გა­ა­მარ­თლა... ბა­ტონ კა­კოს კვლავ ბა­თუმ­ში, მის­სა­ვე სა­ხე­ლოს­ნო­ში ვეს­ტუმ­რეთ:

- ფე­რის­ცვა­ლე­ბა საღ­მრთო სა­ი­დუმ­ლოა და ჩემი ოც­ნე­ბაა, ფე­რის­ცვა­ლე­ბა ყო­ველ ჩვენ­გან­ში მოხ­დეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამის ნი­შნე­ბი უკვე არ­სე­ბობს. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის 9- წლი­ა­ნი პარ­პა­ში ქარ­თვე­ლი ერის სა­ხა­დი იყო, რომ­ლის­გა­ნაც უკვე გან­ვი­კურ­ნეთ. მარ­თა­ლია, დიდი დრო დავ­კარ­გეთ, მაგ­რამ ეს სა­ჭი­რო იყო.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დაგ­პირ­დათ, რომ ჩაგ­კე­ტავ­დათ შინ და და­გიდ­გამ­დათ ზურგჩაზ­ნე­ქილ სკა­მებს, სა­მა­გი­ე­როდ, ელექტრო­ე­ნერ­გი­ას გა­გი­თი­შავ­დათ...

- (იღი­მე­ბა) არ დას­ცალ­და... ნეტა მარ­თლა აეს­რუ­ლე­ბი­ნა და­პი­რე­ბა, და­ე­ვა­ლე­ბი­ნა ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის­თვის და მო­ე­ტა­ნათ რამ­დე­ნი­მე ზურგჩაზ­ნე­ქი­ლი სკა­მი. დავ­დგამ­დი ეზო­ში და ჩემი მე­ზობ­ლე­ბი ჩა­მოს­ხდე­ბოდ­ნენ...

- უკვე აჭა­რის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რი ხართ. რის გა­კე­თე­ბას აპი­რებთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში?

- ვიდ­რე სტარტს ავი­ღებ­დეთ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა აჭა­რის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს და­კომ­პლექ­ტე­ბა, კო­მი­სი­ე­ბის არ­ჩე­ვა... არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში შე­იმ­ჩნე­ვა, რომ ბა­თუ­მე­ლებ­მა თა­ვი­სუფ­ლად ამო­ი­სუნ­თქეს. იცი­ან, რომ მათ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს არა­ვინ უს­მენს და ქა­რაგ­მე­ბით აღარ ლა­პა­რა­კო­ბენ. რაც მთა­ვა­რია, ხვა­ლინ­დე­ლი დღის იმე­დი აქვთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ რუ­ბი­კო­ნი გა­და­ლა­ხუ­ლია. ახლა მთა­ვა­რი რომ­ში შეს­ვლაა... წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან დღე­ში 3 შეხ­ვედ­რას ვმარ­თავ­დი. არ გე­გო­ნოთ, რად­გან გა­ვი­მარ­ჯვე, რბილ სა­ვარ­ძელ­ში ჩავ­ჯდე­ბი და აჭა­რის პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­რეთ აღარ გა­ვალ. კვლავ მექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, და­ვინ­ტე­რეს­დე­ბი მათი პრობ­ლე­მე­ბით, არა­ვის ვათ­ქმე­ვი­ნებ, თა­ვი­სი გა­ი­ნაღ­და და რა­ღა­ში ვჭირ­დე­ბი­თო.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღა­რა­ვის აპა­ტი­ებს იო­ტი­სო­დე­ნა უსა­მარ­თლო­ბა­საც კი.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კი ჩვენს მე­ზო­ბელ თურ­ქებს მწვა­ნე შუქი ჰქონ­დათ ან­თე­ბუ­ლი აჭა­რა­ში...

- მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფე­ხის მო­კი­დე­ბის სურ­ვი­ლი ყო­ველ­თვის გა­უჩ­ნდე­ბათ, თუკი სა­ა­მი­სო პი­რო­ბებს შე­ვუქ­მნით. უნდა ვის­წავ­ლოთ წი­თე­ლი შუ­ქის ან­თე­ბა, ოღონდ არა ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ყვე­ლამ ვნა­ხეთ, თურ­ქე­ბის შე­მო­ტე­ვამ და ჩვენ­მა მწვა­ნე შუქ­მა რაც გა­მო­იწ­ვია აჭა­რა­ში. სხვა­თა შო­რის, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თურ­ქე­თის პრე­მი­ერ­მა, რე­ჯებ ტაიპ ერ­დო­ღან­მა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ისა­უბ­რეს და, რო­გორც ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ გვი­ამ­ბო, არც თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს, თა­ვი­ან­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სხვა ქვე­ყა­ნა­ში ეწე­ოდ­ნენ პროს­ტი­ტუ­ცი­ას და თა­მა­შობ­დნენ კა­ზი­ნო­ებ­ში. თქმუ­ლა, რომ ამ პარ­პაშს ორი­ვე მხა­რე წერ­ტილს და­უს­ვამს. და­ნარ­ჩენს, კონ­კრე­ტუ­ლად კი სუფ­თა ბიზ­ნესს, ფარ­თოდ გა­უხ­სნი­ან კარს.

- ბა­თუმ­ში ამ­ბო­ბენ, თურ­ქებ­მა ბევ­რი ქარ­თვე­ლი მო­აქ­ცი­ე­სო თა­ვი­ანთ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე. მარ­თა­ლია ეს ამ­ბა­ვი?

- სამ­წუ­ხა­როდ, ასეა. აჭა­რა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად არ­ჩევ­დნენ გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებს და ურიგ­დე­ბოდ­ნენ - თქვენს შვი­ლებს სას­წავ­ლებ­ლად გა­ვუშ­ვებთ თურ­ქე­თის პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში, სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენს რჯულ­ზე უნდა გად­მოხ­ვი­დე­თო და, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რმა ოჯახ­მა მი­ი­ღო მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბა. კი ბა­ტო­ნო, ვი­საც რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში სურს, იქ მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა, მაგ­რამ ისარ­გებ­ლო ოჯა­ხის სი­დუ­ხ­ჭი­რით და მო­ის­ყი­დო ადა­მი­ა­ნე­ბი, ეს უკვე და­ნა­შა­უ­ლია.

- მე­მედ აბა­ში­ძის ძეგლის პირ­ვან­დელ ად­გილ­ზე, ცენ­ტრა­ლუ­რი ბულ­ვა­რის შე­სას­ვლელ­ში გა­და­ტა­ნას მარ­თლა აპი­რებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­მედ აბა­ში­ძის ძეგლი ად­რეც შე­უ­ფე­რე­ბელ ად­გილ­ზე იდგა. ეგ კი არა, ბულ­ვა­რის შე­სას­ვლელ­ში რომ მი­ნის "რა­კუშ­კა", უსა­ხუ­რი ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლი დგას, ეგეც ასა­ღე­ბია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ბულ­ვა­რის ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელს წინ რამე ჩა­მო­ა­ფა­რო?! ეს სივ­რცე თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყოს, რომ ზღვის ხედი ჩან­დეს.

- ანუ, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ა­მა­ყო ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლის აღე­ბა­საც გეგ­მავთ?

- რა თქმა უნდა, ამ უსა­ხუ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! ბევ­რი რამე გა­მოს­წორ­დე­ბა ბა­თუმ­ში, უბ­რა­ლოდ, ამას დრო დას­ჭირ­დე­ბა. შე­იქ­მნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი საბ­ჭო, შე­ის­წავ­ლის ყვე­ლა­ფერს - ფი­ნან­სუ­რით და­წყე­ბუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვი­მოქ­მე­დებთ. არ ვართ ის ხალ­ხი, ვე­ცეთ და დღეს­ვე რა­ღა­ცის ნგრე­ვა და­ვი­წყოთ. რაც შე­ე­ხე­ბა მე­მედ აბა­ში­ძის ძეგლს, არ მგო­ნია, პირ­ვან­დელ ად­გილს და­უბ­რუნ­დეს, თუმ­ცა არც კორ­პუ­სის კუ­თხე­ში უნდა დარ­ჩეს მი­ყუ­ჟუ­ლი. მე თუ მკი­თხავთ, მე­მედ აბა­ში­ძის ძეგლი ბა­თუ­მის ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან, მე­მედ ამა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე რომ ლა­მა­ზი სკვე­რია, იქ უნდა და­იდ­გას. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მე­მედ აბა­ში­ძის ძეგლი ფე­ხებ­ზე ეკი­და და ას­ლან აბა­ში­ძის ჯიბ­რით მი­ყუ­ჟეს სა­ში­ნელ ად­გილ­ზე.

- სა­ა­კაშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ალ­ბათ, ისე ხში­რად აღარ სტუმ­რობს ბა­თუმს...

- რო­გორ გე­კად­რე­ბათ, ახ­ლაც აქ, სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ­ში" ბრძან­დე­ბა (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 20 ოქ­ტომ­ბერს), თუმ­ცა ისე­თი ზარ-ზე­ი­მით აღარ კე­ტა­ვენ ქა­ლაქს, მხო­ლოდ ორი კვარ­ტა­ლია გა­და­კე­ტი­ლი. სა­ა­კაშ­ვი­ლი, ალ­ბათ, და­რდე­ბის გა­სა­ქარ­ვებ­ლად ჩა­მო­დის ბა­თუმ­ში. არა­და, დარდს კი არ უნდა იქარ­ვებ­დნენ, იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო, რაც მან და მის­მა გუნ­დმა ჩა­ი­დი­ნეს, ცი­ხე­ში უნდა წა­ვიდ­ნენ. ვარ­შა­ლო­მი­ძეს თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბიც ეყო­ფა, ის მხო­ლოდ იმის­თვის უნდა და­ი­სა­ჯოს, რომ მთე­ლი ბა­თუ­მის მი­წე­ბი თუ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი თითო ლა­რად გა­ა­ჩუ­ქა, არც ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­დე­ბუ­ლა სად­მე და არც ვინ­მე და­უ­საქ­მე­ბი­ათ. ახ­ლაც ყვე­ლა­ფერს აფუ­ჩე­ჩე­ბენ, რა­ღა­ცის მოს­წრე­ბა სურთ. იმას კი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ "ფა­ჩი­კოს გარ­მო­ნი­ვით" და­ი­შალ­ნენ!

- შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ას­ლან აბა­ში­ძე ბა­თუმ­ში ჩა­მო­ვი­დეს?

- ეს ხმე­ბი ნა­ცებ­მა გა­ავ­რცე­ლეს - ას­ლან აბა­ში­ძე, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" ჩა­მოვ­ლენ და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სულ­ში და­აბ­რუ­ნე­ბე­ნო. ას­ლა­ნის ჩა­მოს­ვლა ჩვენ­თვის არ არის პრობ­ლე­მა, მა­გათ­თვის კი იყო. და­უშ­ვათ, ჩა­მო­ვი­დეს ორი დღით, მე­უღ­ლის საფ­ლა­ვი და თა­ვი­სი სახ­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლოს. რა, ას­ლანს გა­და­ვუ­ლო­ცავთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თუ აჭა­რა­ში დავ­სვამთ მე­ფედ?.. ეს ამა­თი უსუ­სუ­რი ვა­რა­უ­დე­ბია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უნ­დათ, რომ ახ­დეს.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

აკაკი ძნელაძე: "ვერ ხვდებიან, რომ "ფაჩიკოს გარმონივით" დაიშალნენ!"

აკაკი ძნელაძე: "ვერ ხვდებიან, რომ "ფაჩიკოს გარმონივით" დაიშალნენ!"

მხატვარი აკაკი ძნელაძე, რომელიც აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი გახდა, მშობლიურ ქალაქს, ბათუმს, ფერისცვალებას ამჩნევს. ცოტა ხნის წინ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ჩვენი დღევანდელობა ირლანდიელი მწერლის, სემუელ ბეკეტის ნაწარმოებს მაგონებს, ქართველი ხალხიც გოდოს მოლოდინშიაო. ახლა კი, მისივე თქმით, ამ მოლოდინმა გაამართლა... ბატონ კაკოს კვლავ ბათუმში, მისსავე სახელოსნოში ვესტუმრეთ:

- ფერისცვალება საღმრთო საიდუმლოა და ჩემი ოცნებაა, ფერისცვალება ყოველ ჩვენგანში მოხდეს. საზოგადოებაში ამის ნი­შნები უკვე არსებობს. ნაციონალების 9- წლიანი პარპაში ქართველი ერის სახადი იყო, რომლისგანაც უკვე განვიკურნეთ. მართალია, დიდი დრო დავკარგეთ, მაგრამ ეს საჭირო იყო.

- მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე დაგპირდათ, რომ ჩაგკეტავდათ შინ და დაგიდგამდათ ზურგჩაზნექილ სკამებს, სამაგიეროდ, ელექტროენერგიას გაგითიშავდათ...

- (იღიმება) არ დასცალდა... ნეტა მართლა აესრულებინა დაპირება, დაევალებინა ლევან ვარშალომიძისთვის და მოეტანათ რამდენიმე ზურგჩაზნექილი სკამი. დავდგამდი ეზოში და ჩემი მეზობლები ჩამოსხდებოდნენ...

- უკვე აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი ხართ. რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?

- ვიდრე სტარტს ავიღებდეთ, პირველ რიგში, საჭიროა აჭარის უზენაესი საბჭოს დაკომპლექტება, კომისიების არჩევა... არჩევნების შემდეგ ქალაქში შეიმჩნევა, რომ ბათუმელებმა თავისუფლად ამოისუნთქეს. იციან, რომ მათ სატელეფონო საუბრებს არავინ უსმენს და ქარაგმებით აღარ ლაპარაკობენ. რაც მთავარია, ხვალინდელი დღის იმედი აქვთ. საზოგადოება აცნობიერებს, რომ რუბიკონი გადალახულია. ახლა მთავარი რომში შესვლაა... წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან დღეში 3 შეხვედრას ვმართავდი. არ გეგონოთ, რადგან გავიმარჯვე, რბილ სავარძელში ჩავჯდები და აჭარის პარლამენტიდან გარეთ აღარ გავალ. კვლავ მექნება ურთიერთობა მოსახლეობასთან, დავინტერესდები მათი პრობლემებით, არავის ვათქმევინებ, თავისი გაინაღდა და რაღაში ვჭირდებითო.

საზოგადოება აღარავის აპატიებს იოტისოდენა უსამართლობასაც კი.

- წინა ხელისუფლების პირობებში  კი ჩვენს მეზობელ თურქებს მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული აჭარაში...

- მათ საქართველოში ფეხის მოკიდების სურვილი ყოველთვის გაუჩნდებათ, თუკი საამისო პირობებს შევუქმნით. უნდა ვისწავლოთ წითელი შუქის ანთება, ოღონდ არა ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველამ ვნახეთ, თურქების შემოტევამ და ჩვენმა მწვანე შუქმა რაც გამოიწვია აჭარაში. სხვათა შორის, ამ ყველაფერზე თურქეთის პრემიერმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა და ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრეს და, როგორც ბატონმა ბიძინამ გვიამბო, არც თურქეთის ხელისუფლებას სურს, თავიანთი მოქალაქეები სხვა ქვეყანაში ეწეოდნენ პროსტიტუციას და თამაშობდნენ კაზინოებში. თქმულა, რომ ამ პარპაშს ორივე მხარე წერტილს დაუსვამს. დანარჩენს, კონკრეტულად კი სუფთა ბიზნესს, ფართოდ გაუხსნიან კარს.

- ბათუმში ამბობენ, თურქებმა ბევრი ქართველი მოაქციესო თავიანთ სარწმუნოებაზე. მართალია ეს ამბავი?

- სამწუხაროდ, ასეა. აჭარაში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, სპეციალურად არჩევდნენ გაჭირვებულ ოჯახებს და ურიგდებოდნენ - თქვენს შვილებს სასწავლებლად გავუშვებთ თურქეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში, სამაგიეროდ, ჩვენს რჯულზე უნდა გადმოხვიდეთო და, სამწუხაროდ, ბევრმა ოჯახმა მიიღო მაჰმადიანობა. კი ბატონო, ვისაც რომელ ქვეყანაში სურს, იქ მიიღოს განათლება, მაგრამ ისარგებლო ოჯახის სიდუხჭირით და მოისყიდო ადამიანები, ეს უკვე დანაშაულია.

- მემედ აბაშიძის ძეგლის პირვანდელ ადგილზე, ცენტრალური ბულვარის შესასვლელში გადატანას მართლა აპირებს ახალი ხელისუფლება?

- სიმართლე გითხრათ, მემედ აბაშიძის ძეგლი ადრეც შეუფერებელ ადგილზე იდგა. ეგ კი არა, ბულვარის შესასვლელში რომ მინის "რაკუშკა", უსახური ქორწინების სახლი დგას, ეგეც ასაღებია. როგორ შეიძლება, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელს წინ რამე ჩამოაფარო?! ეს სივრცე თავისუფალი უნდა იყოს, რომ ზღვის ხედი ჩანდეს.

- ანუ, სააკაშვილის საამაყო ქორწინების სახლის აღებასაც გეგმავთ?

- რა თქმა უნდა, ამ უსახურობის დატოვება როგორ შეიძლება?! ბევრი რამე გამოსწორდება ბათუმში, უბრალოდ, ამას დრო დასჭირდება. შეიქმნება სპეციალური საბჭო, შეისწავლის ყველაფერს - ფინანსურით დაწყებული, საზოგადოებრივი აზრით დამთავრებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ. არ ვართ ის ხალხი, ვეცეთ და დღესვე რაღაცის ნგრევა დავიწყოთ. რაც შეეხება მემედ აბაშიძის ძეგლს, არ მგონია, პირვანდელ ადგილს დაუბრუნდეს, თუმცა არც კორპუსის კუთხეში უნდა დარჩეს მიყუჟული. მე თუ მკითხავთ, მემედ აბაშიძის ძეგლი ბათუმის ბიბლიოთეკასთან, მემედ ამაშიძის ქუჩაზე რომ ლამაზი სკვერია, იქ უნდა დაიდგას. სააკაშვილის ხელისუფლებას მემედ აბაშიძის ძეგლი ფეხებზე ეკიდა და ასლან აბაშიძის ჯიბრით მიყუჟეს საშინელ ადგილზე.

- სააკაშვილი არჩევნების შემდეგ, ალბათ, ისე ხშირად აღარ სტუმრობს ბათუმს...

- როგორ გეკადრებათ, ახლაც აქ, სასტუმრო "შერატონში" ბრძანდება (ინტერვიუ ჩაწერილია 20 ოქტომბერს), თუმცა ისეთი ზარ-ზეიმით აღარ კეტავენ ქალაქს, მხოლოდ ორი კვარტალია გადაკეტილი. სააკაშვილი, ალბათ, და­რდების გასაქარვებლად ჩამოდის ბათუმში. არადა, დარდს კი არ უნდა იქარვებდნენ, იმ დანაშაულების გამო, რაც მან და მისმა გუნდმა ჩაიდინეს, ციხეში უნდა წავიდნენ. ვარშალომიძეს თავისი ცოდვებიც ეყოფა, ის მხოლოდ იმისთვის უნდა დაისაჯოს, რომ მთელი ბათუმის მიწები თუ შენობა-ნაგებობები თითო ლარად გააჩუქა, არც ინვესტიცია ჩადებულა სადმე და არც ვინმე დაუსაქმებიათ. ახლაც ყველაფერს აფუჩეჩებენ, რაღაცის მოსწრება სურთ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ "ფაჩიკოს გარმონივით" დაიშალნენ!

- შესაძლებელია, რომ ასლან აბაშიძე ბათუმში ჩამოვიდეს?

- ეს ხმები ნაცებმა გაავრცელეს - ასლან აბაშიძე, "კანონიერი ქურდები" ჩამოვლენ და საქართველოს წარსულში დააბრუნებენო. ასლანის ჩამოსვლა ჩვენთვის არ არის პრობლემა, მაგათთვის კი იყო. დაუშვათ, ჩამოვიდეს ორი დღით, მეუღლის საფლავი და თავისი სახლი მოინახულოს. რა, ასლანს გადავულოცავთ ხელისუფლებას თუ აჭარაში დავსვამთ მეფედ?.. ეს ამათი უსუსური ვარაუდებია, რომელიც ძალიან უნდათ, რომ ახდეს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"