Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი: "განათლების სისტემის დეპოლიტიზება აუცილებელია"
გიორგი მარგველაშვილი: "განათლების სისტემის დეპოლიტიზება აუცილებელია"

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­სუ­ლი გუნ­დის ცხრაწ­ლი­ან­მა მმარ­თვე­ლო­ბამ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში არა­ერ­თი შავი თუ თეთ­რი ლაქა და­ტო­ვა. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წარ­დგე­ნი­სას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის ფი­გუ­რი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ზე დიდ ინ­ტე­რესს იჩენ­და. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პრობ­ლე­მებ­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი, ფი­ლო­სო­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს უმ­თავ­რე­სი საზ­რუ­ნა­ვია; გა­ნათ­ლე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი სფე­როა. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს პო­ლი­ტი­ზე­ბი­სა და მას­ზე ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის და­სამ­ყა­რებ­ლად, რაც სა­ფუძ­ველ­ში­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, კვლე­ვის, შე­მოქ­მე­დე­ბის არსს. ამ მხრივ ცვლი­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ყვე­ლა დო­ნე­ზეა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ტე­მის დე­პო­ლი­ტი­ზე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, "ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­თან" შე­ერ­თე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლად სწო­რი კურ­სია, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, არა­ერ­თი პრობ­ლე­მა იჩენს თავს. უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მეტი ავ­ტო­ნო­მია უნდა მი­ე­ნი­ჭოს, რაც "ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­ში" გა­ნი­ხი­ლე­ბა არა მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, სა­მი­ნის­ტროს­გან, არა­მედ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ლექ­ტო­რე­ბის აკა­დე­მი­ურ თა­ვი­სუფ­ლე­ბად იმა­ვე რექ­ტო­რა­ტის­გან. რექ­ტო­რი ქმნის გა­რე­მოს, მაგ­რამ სტუ­დენ­ტი აუ­დი­ტო­რი­ა­ში ლექ­ტო­რის მო­სას­მე­ნად შე­დის. ოპე­რა­ში პლა­სი­დო დო­მინ­გოს თუ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის მო­სას­მე­ნად მი­სუ­ლი მსმე­ნელი არ იკი­თხავს, ვინ არის დი­რექ­ტო­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს დი­რექ­ტო­რიც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს თე­ატ­რის ცხოვ­რე­ბა­ში.

ასე­ვე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და­ფი­ნან­სე­ბის პრობ­ლე­მა. უნდა მოხ­დეს თან­ხე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა, უნდა მო­ვი­ზი­დოთ არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო თუ კო­მერ­ცი­უ­ლი სახ­სრე­ბი, არა­მედ ამ სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოს ბიზ­ნე­სი. აგ­რეთ­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, გლო­ბა­ლურ დი­ა­ლოგ­ში ჩარ­თვა. ამ თვალ­საზ­რი­სით, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის რე­ფორ­მის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის როლი, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი, ფი­ზი­კო­სი გია დვა­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს მეც­ნი­ე­რე­ბის, მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის ინ­ტეგ­რა­ცი­ას ეკო­ნო­მი­კას­თან. მეც­ნი­ე­რი, პე­და­გო­გი სტუ­დენტს, ერთი მხრივ, არ­სე­ბუ­ლი შრო­მის ბაზ­რის­თვის ამ­ზა­დებს და, მე­ო­რე მხრივ, სი­ახ­ლეს, ნო­ვა­ცი­ას ნერ­გავს.

- გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა შაშ­კინ­მა ქარ­თუ­ლი სკო­ლა შე­ა­და­რა ჯუნ­გლებს, სა­დაც, მან­და­ტუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­გორც იქნა, წეს­რი­გი დამ­ყარ­დაო. რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მან­და­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი­სად­მი?

- ეს სი­ტყვე­ბი სკო­ლის მარ­თვის სა­ფუძ­ვლე­ბის არ­ცოდ­ნას ადას­ტუ­რებს. ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის, მათ შო­რის დის­ციპ­ლი­ნის სა­კი­თხის წა­მოჭ­რი­სას ერ­თმა­ნეთს ეპა­ექ­რე­ბა ორი ღი­რე­ბუ­ლე­ბა - თა­ვი­სუფ­ლე­ბა და აკ­რძალ­ვა. ამი­ტომ პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მვი­სას მათ შო­რის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლან­სი უნდა გა­მო­ი­ძებ­ნოს. მა­გა­ლი­თად, როცა სა­უ­ბა­რია სკო­ლა­ში სი­გა­რე­ტის შე­ტა­ნა­ზე, ამ მოვ­ლე­ნას შე­იძ­ლე­ბა ორ­ნა­ი­რად ებ­რძო­ლო: სკო­ლის შე­სას­ვლელ­ში ერ­თსა­ა­თი­ა­ნი ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რო ან სკო­ლა გი­სო­სებ­ში მო­აქ­ციო, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა იზღუ­დე­ბა. ამი­ტომ ოქ­როს შუ­ა­ლე­დის გა­მო­ძებ­ნაა სა­ჭი­რო. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა დის­ციპ­ლი­ნის რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი, შე­საძ­ლოა, მო­აგ­ვა­რა, მაგ­რამ და­აკ­ნი­ნა სკო­ლის, აღ­მზრდე­ლო­ბი­თი პრო­ცე­სის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა - თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის აღ­ზრდა თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში. ამი­ტომ, უპირ­ვე­ლე­სად, მოს­წავ­ლის შეგ­ნე­ბა უნდა ამაღ­ლდეს, რომ თვი­თონ არე­გუ­ლი­როს ქცე­ვა თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში, თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ მუდ­მი­ვად ზე­დამ­ხედ­ვე­ლი აღარ სჭირ­დე­ბო­დეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მას ამ­გვა­რი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი თვა­ლი ინ­სტი­ტუ­ტშიც დას­ჭირ­დე­ბა და მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­შიც. ძა­ლა­დო­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი და მო­რა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის აღ­ზრდა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ისე­თის, რო­გო­რიც ჩვენ გვინ­და, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა იყოს. სკო­ლა­ში მთა­ვა­რი ფი­გუ­რა მას­წავ­ლე­ბე­ლია, და თუ მას მან­და­ტუ­რი აკონ­ტრო­ლებს, რა ავ­ტო­რი­ტე­ტი უნდა ჰქონ­დეს მოს­წავ­ლე­ებ­ში? ახ­ლა­ხან ისიც კი მი­თხრეს: მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ზოგ­ჯერ ვცდე­ბით და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მან­და­ტუ­რე­ბი გვაძ­ლე­ვენ რჩე­ვა­სო; სა­ინ­ტე­რე­სოა, მან­და­ტუ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან, არ ცდე­ბი­ან და მათი სი­ტყვაა ბოლო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა? მან­და­ტურს ვინ­ღა აკონ­ტრო­ლებს? თუმ­ცა, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სკო­ლე­ბის ნა­წილს, გან­სა­კუთ­რე­ბით ურ­ბა­ნულ და­სახ­ლე­ბებ­ში, ჰქონ­დეთ კრი­მი­ნა­ლის პრე­ვენ­ცი­ის პრობ­ლე­მა, მით უმე­ტეს, სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­საძ­ლოა, ამ სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დონ, რომ სკო­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით მის გარე პე­რი­მეტრს კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბა; თვი­თონ პე­და­გოგ­მა უნდა გან­სა­ზღვროს, სად არის სა­ჭი­რო ამ­გვა­რი ჩა­რე­ვა, ისიც დრო­ე­ბით.

- არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 22 პრო­ცენტს აქვს მი­ღე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, მა­შინ, როცა ის­რა­ელ­ში, კა­ნა­და­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თით­ქმის 50 პრო­ცენ­ტია. ხომ არ ფიქ­რობთ, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი პირ­და­პირ კავ­შირ­შია ჩვენ­ში სწავ­ლის საკ­მა­ოდ მა­ღალ სა­ფა­სურ­თან, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­შიც კი 2 250 ლა­რია?

- ეს ციფ­რე­ბი ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ბმა­ში, მას­თან შე­ფარ­დე­ბით უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბას, სა­ზო­გა­დოდ, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი მისი ხა­რის­ხის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია. ამი­ტომ ჩვე­ნი მი­ზა­ნი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის უპი­რო­ბო შემ­ცი­რე­ბა კი არა, არა­მედ იმის გან­სა­ზღვრაა, ვის­ზე უნდა გა­და­დი­ო­დეს ეს ტვირ­თი. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ - ეს არ ნიშ­ნავს, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი მთლი­ა­ნად სტუ­დენ­ტმა უნდა გა­და­ი­ხა­დოს. დღე­ვან­დე­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ვა­უ­ჩე­რი არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ლექ­ტორს კარ­გი ხელ­ფა­სი გა­და­უ­ხა­დო და მას სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს. უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის რექ­ტო­რე­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია სწო­რედ ახა­ლი ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის მო­ზიდ­ვა და არ­სე­ბუ­ლის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვაა. ვი­მე­დოვ­ნებ, ამ თვალ­საზ­რი­სით რექ­ტო­რებ­თან სა­მი­ნის­ტრო კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად იმუ­შა­ვებს. სა­ჭი­როა გა­მო­ი­ნა­ხოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი სა­ი­მი­სოდ, რომ თან­ხა, რო­მე­ლიც სტუ­დენტს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­აქვს, მსოფ­ლიო სტან­დარტს მი­ვუ­ახ­ლო­ოთ. მხო­ლოდ მეტი ფი­ნან­სე­ბის მო­ზიდ­ვით შევ­ძლებთ გვქონ­დეს იმა­ვე ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა და მეც­ნი­ე­რე­ბა, რაც ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­შია.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიორგი მარგველაშვილი: "განათლების სისტემის დეპოლიტიზება აუცილებელია"

გიორგი მარგველაშვილი: "განათლების სისტემის დეპოლიტიზება აუცილებელია"

ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული გუნდის ცხრაწლიანმა მმართველობამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში არაერთი შავი თუ თეთრი ლაქა დატოვა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ფიგურისადმი საზოგადოება ყველაზე დიდ ინტერესს იჩენდა. განათლების სისტემის პრობლემებსა და განვითარების პერსპექტივაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი მარგველაშვილი გვესაუბრება:

- განათლების დონის გაუმჯობესება ყველა სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავია; განათლება, მეცნიერება სტრატეგიული სფეროა. წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა განათლების სფეროს პოლიტიზებისა და მასზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება განათლების, კვლევის, შემოქმედების არსს. ამ მხრივ ცვლილება განათლების სისტემის ყველა დონეზეა განსახორციელებელი, აუცილებელია სისტემის დეპოლიტიზება. რაც შეეხება უმაღლესი განათლების სისტემას, "ბოლონიის პროცესთან" შეერთება სტრატეგიულად სწორი კურსია, მაგრამ ამასთანავე, არაერთი პრობლემა იჩენს თავს. უნივერსიტეტებს მეტი ავტონომია უნდა მიენიჭოს, რაც "ბოლონიის პროცესში" განიხილება არა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციის დამოუკიდებლობად ხელისუფლებისგან, სამინისტროსგან, არამედ პროფესორ-მასწავლებლების, ლექტორების აკადემიურ თავისუფლებად იმავე რექტორატისგან. რექტორი ქმნის გარემოს, მაგრამ სტუდენტი აუდიტორიაში ლექტორის მოსასმენად შედის. ოპერაში პლასიდო დომინგოს თუ პაატა ბურჭულაძის მოსასმენად მისული მსმე­ნელი არ იკითხავს, ვინ არის დირექტორი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დირექტორიც ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თეატრის ცხოვრებაში.

ასევე უმნიშვნელოვანესია დაფინანსების პრობლემა. უნდა მოხდეს თანხების დივერსიფიცირება, უნდა მოვიზიდოთ არა მხოლოდ სახელმწიფო თუ კომერციული სახსრები, არამედ ამ სფეროში აქტიურად უნდა ჩაერთოს ბიზნესი. აგრეთვე აუცილებელია საერთაშორისო კონტაქტების აქტიური გამოყენება, გლობალურ დიალოგში ჩართვა. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო კომისიის როლი, რომელსაც ცნობილი მეცნიერი, ფიზიკოსი გია დვალი უხელმძღვანელებს.

მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მეცნიერების, მეცნიერული კვლევის ინტეგრაციას ეკონომიკასთან. მეცნიერი, პედაგოგი სტუდენტს, ერთი მხრივ, არსებული შრომის ბაზრისთვის ამზადებს და, მეორე მხრივ, სიახლეს, ნოვაციას ნერგავს.

- განათლების ყოფილმა მინისტრმა შაშკინმა ქართული სკოლა შეადარა ჯუნგლებს, სადაც, მანდატურების მეშვეობით, როგორც იქნა, წესრიგი დამყარდაო. როგორია თქვენი დამოკიდებულება მანდატურის ინსტიტუტისადმი?

- ეს სიტყვები სკოლის მართვის საფუძვლების არცოდნას ადასტურებს. ნებისმიერი პრობლემის, მათ შორის დისციპლინის საკითხის წამოჭრისას ერთმანეთს ეპაექრება ორი ღირებულება - თავისუფლება და აკრძალვა. ამიტომ პოლიტიკის დაგეგმვისას მათ შორის რაციონალური ბალანსი უნდა გამოიძებნოს. მაგალითად, როცა საუბარია სკოლაში სიგარეტის შეტანაზე, ამ მოვლენას შეიძლება ორნაირად ებრძოლო: სკოლის შესასვლელში ერთსაათიანი ჩხრეკა ჩაატარო ან სკოლა გისოსებში მოაქციო, მაგრამ ამ შემთხვევაში მოსწავლეების თავისუფლება იზღუდება. ამიტომ ოქროს შუალედის გამოძებნაა საჭირო. მანდატურის სამსახურმა დისციპლინის რაღაც პრობლემები, შესაძლოა, მოაგვარა, მაგრამ დააკნინა სკოლის, აღმზრდელობითი პროცესის მთავარი ღირებულება - თავისუფალი ადამიანის აღზრდა თავისუფალ გარემოში. ამიტომ, უპირველესად, მოსწავლის შეგნება უნდა ამაღლდეს, რომ თვითონ არეგულიროს ქცევა თავისუფალ გარემოში, თავისუფალ ადამიანებს შორის, რომ მუდმივად ზედამხედველი აღარ სჭირდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ამგვარი მაკონტროლებელი თვალი ინსტიტუტშიც დასჭირდება და მომავალ ცხოვრებაშიც. ძალადობით თავისუფალი და მორალური ადამიანის აღზრდა შეუძლებელია, ისეთის, როგორიც ჩვენ გვინდა, მომავალი თაობა იყოს. სკოლაში მთავარი ფიგურა მასწავლებელია, და თუ მას მანდატური აკონტროლებს, რა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს მოსწავლეებში? ახლახან ისიც კი მითხრეს: მასწავლებლებიც ადამიანები ვართ, ზოგჯერ ვცდებით და ასეთ შემთხვევაში მანდატურები გვაძლევენ რჩევასო; საინტერესოა, მანდატურები ადამიანები არ არიან, არ ცდებიან და მათი სიტყვაა ბოლო ჭეშმარიტება? მანდატურს ვინღა აკონტროლებს? თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სკოლების ნაწილს, განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, ჰქონდეთ კრიმინალის პრევენციის პრობლემა, მით უმეტეს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, ამ სკოლის დირექციამ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა განაცხადონ, რომ სკოლას, განსაკუთრებით მის გარე პერიმეტრს კონტროლი სჭირდება; თვითონ პედაგოგმა უნდა განსაზღვროს, სად არის საჭირო ამგვარი ჩარევა, ისიც დროებით.

- არსებული მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 22 პროცენტს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, მაშინ, როცა ისრაელში, კანადაში ეს მაჩვენებელი თითქმის 50 პროცენტია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია ჩვენში სწავლის საკმაოდ მაღალ საფასურთან, რომელიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელშიც კი 2 250 ლარია?

- ეს ციფრები ეკონომიკურ განვითარებასთან ბმაში, მასთან შეფარდებით უნდა განვიხილოთ. რაც შეეხება დაფინანსებას, საზოგადოდ, სწავლის საფასური მისი ხარისხის პირდაპირპროპორციულია. ამიტომ ჩვენი მიზანი სწავლის საფასურის უპირობო შემცირება კი არა, არამედ იმის განსაზღვრაა, ვისზე უნდა გადადიოდეს ეს ტვირთი. ხაზგასმით აღვნიშნავ - ეს არ ნიშნავს, რომ სწავლის საფასური მთლიანად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს. დღევანდელი სტუდენტური ვაუჩერი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ლექტორს კარგი ხელფასი გადაუხადო და მას სამეცნიერო კვლევის საშუალება ჰქონდეს. უმაღლესი სასწავლებლების რექტორების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ ახალი ფინანსური სახსრების მოზიდვა და არსებულის ეფექტიანი მართვაა. ვიმედოვნებ, ამ თვალსაზრისით რექტორებთან სამინისტრო კონსტრუქციულად იმუშავებს. საჭიროა გამოინახოს ალტერნატიული გზები საიმისოდ, რომ თანხა, რომელიც სტუდენტს უმაღლეს სასწავლებელში მიაქვს, მსოფლიო სტანდარტს მივუახლოოთ. მხოლოდ მეტი ფინანსების მოზიდვით შევძლებთ გვქონდეს იმავე ხარისხის განათლება და მეცნიერება, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა