ნიუ-იორკის შტატის ქალაქ სირაკუზის ერთ-ერთი ბანკის ძარცვა ერთობ პრეტენზიულმა მძარცველმა სცადა. 28 წლის არტურ ბრენდეიჯი ბანკში დილის 9 საათზე შეიჭრა და მოლარეს 20000 დოლარი მოსთხოვა, თანაც ისე, რომ მას იარაღით არ დამუქრებია.
თავიდან მოლარე უარზე იყო, მაგრამ ბოლოს ბრენდეიჯს ფული მაინც მისცა. მძარცველი ბანკიდან გამოვიდა, ფული გადათვალა და როცა აღმოაჩინა, რომ იქ 20000 დოლარზე გაცილებით ნაკლები იყო, აღშფოთებული უკანვე შებრუნდა ბანკის შენობაში და მოლარე არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. როგორც ჩანს, მოლარესაც მოთმინების ფიალა აევსო, მან ბანკის კარები ჩაკეტა და პოლიციას გამოუძახა. ბრენდეიჯი დააკავეს. მას ბრალდებად დიდი რაოდენობით თანხის გატაცება წაუყენეს.
მომზადებულია Huffington Post ის მიხედვით.