პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში ჩებურაშკას სახლ-მუზეუმი გაიხსნება
მოსკოვში ჩებურაშკას სახლ-მუზეუმი გაიხსნება

მოს­კოვ­ში ჩე­ბუ­რაშ­კას სახლ-მუ­ზე­უმს აა­შე­ნე­ბენ. ედუ­არდ უს­პენ­სკის ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟის მუ­ზე­უ­მი კო­სინ­სკის პარკში გან­თავ­სდე­ბა. ამ­ჟა­მად, პრო­ექ­ტი და­მუ­შა­ვე­ბის სტა­დი­ა­შია და ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­დის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ან რა თან­ხა დაჯ­დე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ 2013 წელს პარკში უს­პენ­სკის ზღაპ­რე­ბის ბულ­ვა­რი გა­იხ­სნე­ბა.

ამ­ჟა­მად ჩე­ბუ­რაშ­კას მუ­ზე­უ­მი კოჟუ­ხოვ­ში სა­ბავ­შვო ბაღ № 2250-ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. მთავ­რო­ბას იმე­დი აქვს, რომ ჩე­ბუ­რაშ­კას სახლ-მუ­ზე­უ­მი მოს­კოვ­ში ბევრ ტუ­რისტს მი­ი­ზი­დავს.

პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა თა­ვად ედუ­არდ უს­პენ­სკი­მაც გა­და­წყვი­ტა. იგი მზა­დაა მუ­ზე­უმს რამ­დე­ნი­მე ექ­სპო­ნა­ტი, მათ შო­რის სა­კუ­თა­რი სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნა, სა­თა­მა­შო­ე­ბი, ჩე­ბუ­რაშ­კა­სა და ზღაპ­რის სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბის სუ­რა­თე­ბი გა­დას­ცეს.

ჩე­ბუ­რაშ­კა - ან­თრო­პო­მორ­ფუ­ლი არ­სე­ბაა, რო­მელ­საც ხში­რი ყა­ვის­ფე­რი ბეწ­ვით და­ფა­რუ­ლი დიდი ყუ­რე­ბი აქვს. იგი გა­რეგ­ნო­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად ბელს ჰგავს. ედუ­არდ უს­პენ­სკის წიგნ­ში ნათ­ქვა­მი არაა, თუ რა არ­სე­ბაა იგი. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ, რომ იგი რა­ღაც ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლია, რო­მელ­საც ფორ­თოხ­ლის ყუთ­ში ჩა­ე­ძი­ნა და დიდ ქა­ლაქ­ში გა­აგ­ზავ­ნეს. ქა­ლაქ­ში კი ზო­ო­პარკში მო­მუ­შა­ვე ნი­ანგ გე­ნას იც­ნობს და უმე­გობ­რდე­ბა.

1971 წელს ეკ­რა­ნებ­ზე რო­მან კა­ჩა­ნო­ვის გა­და­ღე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი მულ­ტფილ­მი გა­მო­ვი­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

მოსკოვში ჩებურაშკას სახლ-მუზეუმი გაიხსნება

მოსკოვში ჩებურაშკას სახლ-მუზეუმი გაიხსნება

მოსკოვში ჩებურაშკას სახლ-მუზეუმს ააშენებენ. ედუარდ უსპენსკის ზღაპრის პერსონაჟის მუზეუმი კოსინსკის პარკში განთავსდება. ამჟამად, პროექტი დამუშავების სტადიაშია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განხორციელდება, ან რა თანხა დაჯდება. ცნობილია, რომ 2013 წელს პარკში უსპენსკის ზღაპრების ბულვარი გაიხსნება.

ამჟამად ჩებურაშკას მუზეუმი კოჟუხოვში საბავშვო ბაღ № 2250-ში ფუნქციონირებს. მთავრობას იმედი აქვს, რომ ჩებურაშკას სახლ-მუზეუმი მოსკოვში ბევრ ტურისტს მიიზიდავს.

პროექტის რეალიზებაში მონაწილეობის მიღება თავად ედუარდ უსპენსკიმაც გადაწყვიტა. იგი მზადაა მუზეუმს რამდენიმე ექსპონატი, მათ შორის საკუთარი საბეჭდი მანქანა, სათამაშოები, ჩებურაშკასა და ზღაპრის სხვა პერსონაჟების სურათები გადასცეს.

ჩებურაშკა - ანთროპომორფული არსებაა, რომელსაც ხშირი ყავისფერი ბეწვით დაფარული დიდი ყურები აქვს. იგი გარეგნობით ყველაზე მეტად ბელს ჰგავს. ედუარდ უსპენსკის წიგნში ნათქვამი არაა, თუ რა არსებაა იგი. ცნობილია მხოლოდ, რომ იგი რაღაც ეგზოტიკური ცხოველია, რომელსაც ფორთოხლის ყუთში ჩაეძინა და დიდ ქალაქში გააგზავნეს. ქალაქში კი ზოოპარკში მომუშავე ნიანგ გენას იცნობს და უმეგობრდება.

1971 წელს ეკრანებზე რომან კაჩანოვის გადაღებული ცნობილი მულტფილმი გამოვიდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს