მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა წვიმის დროს ქუთაისის პარლამენტში და რატომ იქნევენ ხელებს ტუალეტში მყოფი დეპუტატები?!
რა ხდებოდა წვიმის დროს ქუთაისის პარლამენტში და რატომ იქნევენ ხელებს ტუალეტში მყოფი დეპუტატები?!

ოთხი დღის გახ­სნილ პარ­ლა­მენ­ტში, რო­მელ­შიც, სა­ძირ­კვლის ჩაყ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბუკი და ნა­ღა­რა გახ­სნის დღეს არა­ვის და­უკ­რავს, მხო­ლოდ მოქ­მედ პრე­ზი­დენტს შეხ­ვდნენ უწ­მა­წურ-უცენ­ზუ­რო რეპ­ლი­კე­ბით, ავ­დარ­მაც თა­ვი­სი წიხ­ლი მი­ა­ყო­ლა უმ­ცი­რე­სო­ბა­ში გა­ჭე­დილ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას". რე­კორ­დულ დრო­ში ნა­ხევ­რად და­უს­რუ­ლე­ბელ პარ­ლა­მენტს, მე­ო­რე დე­და­ქა­ლაქ­ში, ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ბუ­ნე­ბა­მაც არ შე­უ­ნა­ხა ნა­მუ­სი.

არც ისე კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მა მო­ვი­და ქუ­თა­ის­ში, რომ სამ­შე­ნებ­ლო სტან­დარ­ტე­ბის, თუნ­დაც გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბით აგე­ბულ შე­ნო­ბას, ნა­ლე­ქის­თვის ვერ გა­ეძ­ლო და ახა­ლარ­ჩე­ულ დე­პუ­ტა­ტებს ქუ­თა­ი­სის ნაც­ვლად ვე­ნე­ცი­ა­ში არ ეგ­რძნოთ თავი. პარ­ლა­მენ­ტის ფლი­გე­ლებ­ში ჩა­მო­სუ­ლი წვი­მა, გარ­და სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­სა, მე­ოც­ნე­ბე და არა მე­ოც­ნე­ბე პარ­ლა­მენ­ტა­რებს დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნი­და. წვი­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, უფრო სწო­რად კი, "მოკ­ლე ჩარ­თვის" გამო სენ­სო­რე­ბა­რე­უ­ლი სის­ტე­მა, გან­სა­კუთ­რე­ბულ დის­კომ­ფორ­ტს ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დის წევ­რებს უქ­მნი­და. აბა, ყო­ფილ მმარ­თვე­ლებს და ახლა უკვე გა­ო­პო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბულ "ნა­ცებს" 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ-რე­ფორ­მის­ტუ­ლი ქა­ქე­ბი ნამ­დვი­ლად ვერ გა­აკ­ვირ­ვებ­და. თან ვერც პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქვამ­დნენ სა­ჯა­როდ, რად­გან პარ­ლა­მენ­ტის "დი­დოს­ტა­ტებს" სა­კუ­თა­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბით მარ­ჯვე­ნე­ბის მოკ­ვე­თა არ გა­მო­უ­ვი­დო­დათ.

კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­როს ინ­ფო­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის მოგ­რა­ნი­ტე­ბულ "სველ წერ­ტი­ლებ­ში" დე­პუ­ტა­ტე­ბი სულ კე­დელ-კე­დელ ატუ­ზუ­ლე­ბი შე­დი­ოდ­ნენ და გა­ნა­თე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით იკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ ბუ­ნებ­რივ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს. საქ­მე ის არის, რომ სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში შუქი შეს­ვლის­თა­ნა­ვე სენ­სო­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ირ­თვე­ბა, რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ კი ავ­ტო­მა­ტუ­რად ქრე­ბა და უნი­ტაზ­თან მდგომ, ან მჯდომ პარ­ლა­მენ­ტარს სი­ნათ­ლე რომ არ გა­ე­თი­შოს, მო­საქ­მე­ბი­სას ხე­ლებს იქ­ნე­ვენ, ან წელ­სა და თე­ძო­ებს ათა­მა­შე­ბენ. თუმ­ცა ოთხშა­ბათს პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერთ ტუ­ა­ლეტ­ში სენ­სო­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა სა­ერ­თოდ გა­ფუჭ­და და შუქი გა­მო­ირ­თო, რის გა­მოც ხალ­ხის რჩე­უ­ლე­ბი შეს­ვლის­თა­ნა­ვე საკ­მა­ოდ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნენ, მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც ტუ­ა­ლე­ტის კარი ავ­ტო­მა­ტუ­რად იკე­ტე­ბა.

მსგავ­სი უხერ­ხუ­ლო­ბა დღე­ი­დან სა­გა­რეო ფრონტზე მებ­რძოლ ქალ­ბა­ტონს, მაია ფან­ჯი­კი­ძე­საც შე­ექ­მნა. პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გარ­და, უკუნ სიბ­ნე­ლე­სა და სენ­სო­რებ­ზე აწყობ-გა­და­წყო­ბის მსხვერ­პლი ჩემი კო­ლე­გე­ბიც იყ­ვნენ.

მა­შინ, როცა გა­რეთ წვიმ­და და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა ნა­ლექს ებ­რძო­და, ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი დამ­დგარ გუ­ბე­ებს აშ­რობ­და ოს­ტა­ტუ­რად, იმ დროს, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი უდაბ­ნო იყო. სას­მე­ლი წყლის აპა­რა­ტე­ბი მხო­ლოდ პირ­ველ სე­სი­ა­ზე იწო­ნებ­და დე­რეფ­ნებ­ში თავს, ხოლო მე­ო­თხე დღეს

დე­პუ­ტა­ტებს წყურ­ვი­ლი ახ­რჩობ­დათ.

აღა­რა­ფერს ვამ­ბობ პარ­ლა­მენ­ტის და­უს­რუ­ლე­ბელ შე­ნო­ბა­ში ინ­ვენ­ტა­რი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის დე­ფი­ციტ­ზე, კა­ფე­ტე­რი­ა­სა და დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის ელე­მენ­ტა­რულ კომ­ფორტზე, რო­მელ­საც მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დის წევ­რე­ბი. სა­მა­გი­ე­როდ, პარ­ლა­მენ­ტა­რებ­ზე უკე­თეს პი­რო­ბებ­ში არი­ან თაგ­ვე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ჩე­ნა შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თულ­ზე არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია, მით უმე­ტეს, ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­სუ­ლი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" იმ "კრი­სებ­თან" შე­და­რე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლო­ებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლით რომ სვამ­დნენ და დღეს რიგ­ში დგა­ნან, იგი­ვე პა­თო­სით ივა­ნიშ­ვილს და­უ­ლო­ცონ გზაც და მარ­ჯვე­ნაც!

ისე, რა­ხან ახალ­გახ­სნი­ლი პარ­ლა­მენ­ტის მე­ო­თხე დღის "ჩე­პე­ე­ბი" არ და­მა­ლა "ალი­ამ", ბა­რემ ტკბი­ლი ლუკ­მა­სა­ვით ბო­ლო­ში მო­ტო­ვე­ბულ ერთ დე­ტალ­საც დას­ძენს - რო­გორც "ალი­ას" მთე­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბით უმ­ტკი­ცებს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო, ქუ­თა­ი­სის მა­ჟო­რი­ტარ გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს ასე­ვე სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბის მე­ო­თხე დღეს ბი­უ­როს სხდო­მა­ზე ერთი სა­კი­თხიც და­უ­ყე­ნე­ბია: - "შკო­და­ში" ვერ ვე­ტე­ვი და იქ­ნებ იფიქ­როთ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ჩემს გა­ბა­რი­ტებ­თან და­წე­ვა­შიო!

ნანა თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

ასე­ვე იხი­ლეთ: რა ხდე­ბა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში პირ­ველ სხდო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე

- ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტში "გაწ­ვიმ­და"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რა ხდებოდა წვიმის დროს ქუთაისის პარლამენტში და რატომ იქნევენ ხელებს ტუალეტში მყოფი დეპუტატები?!

რა ხდებოდა წვიმის დროს ქუთაისის პარლამენტში და რატომ იქნევენ ხელებს ტუალეტში მყოფი დეპუტატები?!

ოთხი დღის გახსნილ პარლამენტში, რომელშიც, საძირკვლის ჩაყრისგან განსხვავებით, ბუკი და ნაღარა გახსნის დღეს არავის დაუკრავს, მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს შეხვდნენ უწმაწურ-უცენზურო რეპლიკებით, ავდარმაც თავისი წიხლი მიაყოლა უმცირესობაში გაჭედილ "ნაცმოძრაობას". რეკორდულ დროში ნახევრად დაუსრულებელ პარლამენტს, მეორე დედაქალაქში, ადამიანებთან ერთად ბუნებამაც არ შეუნახა ნამუსი.

არც ისე კოკისპირული წვიმა მოვიდა ქუთაისში, რომ სამშენებლო სტანდარტების, თუნდაც განახევრებული პარამეტრებით აგებულ შენობას, ნალექისთვის ვერ გაეძლო და ახალარჩეულ დეპუტატებს ქუთაისის ნაცვლად ვენეციაში არ ეგრძნოთ თავი. პარლამენტის ფლიგელებში ჩამოსული წვიმა, გარდა სხდომათა დარბაზისა, მეოცნებე და არა მეოცნებე პარლამენტარებს დისკომფორტს უქმნიდა. წვიმის შედეგად დაზიანებული, უფრო სწორად კი, "მოკლე ჩართვის" გამო სენსორებარეული სისტემა, განსაკუთრებულ დისკომფორტს ივანიშვილის გუნდის წევრებს უქმნიდა. აბა, ყოფილ მმართველებს და ახლა უკვე გაოპოზიციონერებულ "ნაცებს" 9 წლის განმავლობაში დაგროვილი პოლიტიკურ-რეფორმისტული ქაქები ნამდვილად ვერ გააკვირვებდა. თან ვერც პრეტენზიას გამოთქვამდნენ საჯაროდ, რადგან პარლამენტის "დიდოსტატებს" საკუთარი პრეტენზიებით მარჯვენების მოკვეთა არ გამოუვიდოდათ.

კონფიდენციალური წყაროს ინფომაციით, პარლამენტის მოგრანიტებულ "სველ წერტილებში" დეპუტატები სულ კედელ-კედელ ატუზულები შედიოდნენ და განათებული მობილურის საშუალებით იკმაყოფილებდნენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს. საქმე ის არის, რომ საპირფარეშოებში შუქი შესვლისთანავე სენსორული მოწყობილობის საშუალებით ირთვება, რამდენიმე წამის შემდეგ კი ავტომატურად ქრება და უნიტაზთან მდგომ, ან მჯდომ პარლამენტარს სინათლე რომ არ გაეთიშოს, მოსაქმებისას ხელებს იქნევენ, ან წელსა და თეძოებს ათამაშებენ. თუმცა ოთხშაბათს პარლამენტის ერთ-ერთ ტუალეტში სენსორული მოწყობილობა საერთოდ გაფუჭდა და შუქი გამოირთო, რის გამოც ხალხის რჩეულები შესვლისთანავე საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, მით უფრო მაშინ, როდესაც ტუალეტის კარი ავტომატურად იკეტება.

მსგავსი უხერხულობა დღეიდან საგარეო ფრონტზე მებრძოლ ქალბატონს, მაია ფანჯიკიძესაც შეექმნა. პარლამენტარების გარდა, უკუნ სიბნელესა და სენსორებზე აწყობ-გადაწყობის მსხვერპლი ჩემი კოლეგებიც იყვნენ.

მაშინ, როცა გარეთ წვიმდა და პარლამენტის შენობა ნალექს ებრძოდა, ტექნიკური პერსონალი დამდგარ გუბეებს აშრობდა ოსტატურად, იმ დროს, პირდაპირი გაგებით ახალი პარლამენტი უდაბნო იყო. სასმელი წყლის აპარატები მხოლოდ პირველ სესიაზე იწონებდა დერეფნებში თავს, ხოლო მეოთხე დღეს

დეპუტატებს წყურვილი ახრჩობდათ.

აღარაფერს ვამბობ პარლამენტის დაუსრულებელ შენობაში ინვენტარისა და კომპიუტერული ტექნიკის დეფიციტზე, კაფეტერიასა და დეპუტატებისთვის ელემენტარულ კომფორტზე, რომელსაც მოკლებულნი არიან ივანიშვილის გუნდის წევრები. სამაგიეროდ, პარლამენტარებზე უკეთეს პირობებში არიან თაგვები, რომელთა გამოჩენა შენობის მესამე სართულზე არავის გაჰკვირვებია, მით უმეტეს, ოპოზიციაში გადასული "ნაცმოძრაობის" იმ "კრისებთან" შედარებით, სააკაშვილის სადღეგრძელოებს განსხვავებულით რომ სვამდნენ და დღეს რიგში დგანან, იგივე პათოსით ივანიშვილს დაულოცონ გზაც და მარჯვენაც!

ისე, რახან ახალგახსნილი პარლამენტის მეოთხე დღის "ჩეპეები" არ დამალა "ალიამ", ბარემ ტკბილი ლუკმასავით ბოლოში მოტოვებულ ერთ დეტალსაც დასძენს - როგორც "ალიას" მთელი კატეგორიულობით უმტკიცებს კონფიდენციალური წყარო, ქუთაისის მაჟორიტარ გუბაზ სანიკიძეს ასევე საპარლამენტო ცხოვრების მეოთხე დღეს ბიუროს სხდომაზე ერთი საკითხიც დაუყენებია: - "შკოდაში" ვერ ვეტევი და იქნებ იფიქროთ სატრანსპორტო საშუალების ჩემს გაბარიტებთან დაწევაშიო!

ნანა თვალაბეიშვილი

გაზეთი "ალია"

ასევე იხილეთ: რა ხდება პარლამენტის შენობაში პირველ სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე

- ქუთაისის პარლამენტში "გაწვიმდა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა