ტრადიციონალური ღირებულებების დამცველმა ფრანგულმა ასოციაციამ პარიზსა და მარსელში მასშტაბური აქცია მოაწყო, რომელზეც ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზება და ჰომოსექსუალ წყვილთათვის ბავშვის აყვანის უფლების მიცემა გააპროტესტეს. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთათვის ამ უფლებების მინიჭება საფრანგეთში საკანონმდებლო ინიციატივით მოხდა.
"ერთი დედა, ერთი მამა, აი როგორ უნდა ჩნდებოდნენ ბავშვები", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
მომზადებულია euronews-ის მიხედვით.